გადაწყვეტილება №27030/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27030/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27030/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №007-28 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5335 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 164 243,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 566 596
საშემოსავლო გადასახადი - 553 324
ქონების გადასახადი - 13 272
ჯარიმა - 283 398
საურავი - 314 249,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.12.2023 წლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანება. საჩივარი, პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის) ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.12.2023 წლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 15.04.2024 წლის №8480 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „--------“ და -------- მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 16.04.2024 წლის №-------- წერილით, 23.08.2024 წლის №-------- წერილით და 17.09.2024 წლის №-------- წერილით გამოგზავნილი გადასახადის გადამხდელის მიერ 3.04.2024 წელს, 21.08.2024 წელს და 13.09.2024 წელს წარდგენილი კორესპონდენციის შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო ვალდებულებების (კორექტირება) შემცირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები, ასევე მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №007-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.11.2025 წლის №25815/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14613 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.11.2025 წლის №25815/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 11.03.2026 წლის №5335 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, მაგრამ გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ საჩივრებზე, სადაც განმარტავს, რომ გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა გაანგარიშების ექსელის ცხრილი, ასევე, სს -------- და შპს -------- დეტალური ამონაწერები შესამოწმებელ პერიოდზე ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესწავლით დადგინდა, რომ შემმოწმებელმა გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა კრიპტო ტექნიკის (მაინერების) მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კილოვატსაათებში. აცხადებს, რომ ყველა საჯარო წყაროში არსებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 254 ცალი მაინერის (რაც აღიწერა შემოწმების მიერ) საშუალო თვიური სრული ენერგომოხმარება კილოვატსაათებში შეადგენს მინიმუმ 236 000 კილოვატსაათს ან მეტს. განმარტავს, რომ თუ შემოწმება მაინერების თვიურ წვას კილოვატსაათებში გაითვალისწინებდა დადგინდებოდა, რომ ამავე თვეში კომპანიას მხოლოდ 1 968 კილოვატსაათის მოხმარება ჰქონდა, რაც სრული თვიური ენერგომოხმარების 1%-საც არ შეადგენს. ამასთან, 254 ცალი მაინერის აპარატიდან მხოლოდ 180 ცალი აწარმოებდა ბიტკოინს, ხოლო 74 ცალი სხვა გაცილებით დაბალფასიან კრიპტოვალუტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მაინერების მინიმუმ 29%-ის ღირებულება და სიმძლავრე გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ბიტკოინის ფასი. საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს ცხრილს, სადაც დეტალურად არის მოცემული თვეების მიხედვით ახალი გადაანგარიშება კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშება განხორციელდეს კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით, რომლითაც დადგინდება, რომ 29 თვიდან (რომლებიც მონაწილეობას იღებს გაანგარიშებაში) 23 თვეში ენერგომოხმარება მხოლოდ 0%-დან 19%-მდე დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო დარჩენილ 6 თვეში 36%-დან 82%-მდე, ასევე, 254 ცალი მაინერიდან ცალკე უნდა გამოიყოს 74 ცალი მაინერი, რომელიც გამოიმუშავებდა დაბალფასიან კრიპტოვალუტას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს არა ნაწილობრივ, არამედ სრულად, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს შპს „--------“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და გაანულოს დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „--------“ და -------- მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 16.04.2024 წლის №-------- წერილით, 23.08.2024 წლის №-------- წერილით და 17.09.2024 წლის №-------- წერილით გამოგზავნილი გადასახადის გადამხდელის მიერ 3.04.2024 წელს, 21.08.2024 წელს და 13.09.2024 წელს წარდგენილი კორესპონდენციის შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო ვალდებულებების (კორექტირება) შემცირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები, ასევე მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5335 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5335 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები მომჩივანსა და ფიზიკური პირის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 16.04.2024 წლის წერილით, 23.08.2024 წლის წერილით და 17.09.2024 წლის წერილით გამოგზავნილი გადასახადის გადამხდელის მიერ 3.04.2024 წელს, 21.08.2024 წელს და 13.09.2024 წელს წარდგენილი კორესპონდენციის შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო ვალდებულებების (კორექტირება) შემცირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები, ასევე მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება. 5 შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5335 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1ა); 275.