ბრძანება N 3670

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2025
№ დოკუმენტი 3670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3670

04 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----- ------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ----- N --, ----- N--)

2025 წლის 18 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N17) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2025 წლის 18 თებერვლის N -----/-/----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის N ------ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებულ დარიცხვას და მიუთითებს, რომ მოგვიანებით წარმოადგენს დეტალურ დოკუმენტებს და გაანგარიშებას, თუმცა დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის N 25982 და 17 დეკემბრის N 26448 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, მაისისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 დეკემბრის N 27072 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-540 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 100 328 ლარი, მათ შორის გადასახადი 55 200 ლარი, ჯარიმა 27 600 ლარი და 17 528 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების შეძენა/რეალიზაცია და შემდეგ დაწყებული აქვს ტურ - ოპერატორული საქმიანობა. შემოწმებამ შეისწავლა როგორც შემოსავლების სამსახურის 04 მარტი 2025 N 3670 გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე, გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტებითი ბარათები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ჩასათვლელ თანხებსა და საგადასახადო შემოწმების შედეგებს შორის. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო 2021 წლის ოქტომბრის თვეში და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 179-ე მუხლებით და შემოწმების მიმდინარეობისას დააკორექტირა შესაბამის პერიოდებში ჩათვლილი თანხების ოდენობები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო 2021 წლის ოქტომბრის თვეში და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით დაკორექტირდა ჩათვლილი თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების შეძენა/რეალიზაცია და ტურ-ოპერატორული საქმიანობა. გადასახადის გადამხდელს ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით დაკორექტირდა ჩათვლილი თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მხრიდან წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:179.