ბრძანება N 18968
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18968
21 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------;
იურ. მის.:-------------------------)
2026 წლის 24 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 24 ივლისის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №007-188 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში გამოყენებული ფინანსური მოდელი არ ასახავს კომპანიის რეალურ ფულის მოძრაობას. განმარტავს, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქონლის რეექსპორტი ---დან საქართველოს გავლით ----ში და სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს. მიუთითებს, რომ მიღებული თანხები სრულად ირიცხებოდა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო გადახდები ხორციელდებოდა მომწოდებლებთან ანგარიშსწორების, ავანსების გადახდისა და კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით. განმარტავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდება უცხოურ ვალუტაში და ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანია ახორციელებს უცხოურ ვალუტაში არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების გადაფარვას, რის შედეგადაც წარმოიშობა დადებითი ან უარყოფით საკურსო სხვაობები, რომლებიც აისახება 1410 და 3110 ანგარიშებზე და მონაწილეობს საწყისი და საბოლოო ნაშთების ფორმირებაში, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს რეალურ ფულის მოძრაობას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ფულის მოძრაობის ანალიზისას აუცილებელი იყო მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული და გადახდილი თანხების გათვალისწინება. ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებას მხედველობაში არ მიუღია არასწორად გადარიცხული და შემდგომ უკან დაბრუნებული თანხები, რომელთა საერთო ოდენობაც შეადგენს 513 571 ლარს. მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმება ვერ ასახელებს ვერც ერთ კონკრეტულ ოპერაციას, რომელსაც შეეცვალა სამართლებრივი კვალიფიკაცია. ამდენად, მიიჩნევს, რომ შემოწმების შეფასება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების სრულ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 მარტის №4844 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 ივლისის №15010 ბრძანება და ამავე თარიღის №007-188 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 206 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 806 ლარი, ჯარიმა 64 903 ლარი, საურავი 11 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------ი“ რეგისტრირებულია 2015 წლის 15 აპრილს და ამავე თარიღიდანვე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პროდუქციის რეექსპორტი ----დან -----ში, ძირითადად ალუმინის პროფილების. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბაჟო ინვოისები/დეკლარაციები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა სუპერფინში. პროდუქციის საქართველოში შემოტანისას დგება რეექსპორტის დოკუმენტაცია, კერძოდ, აღრიცხვის მოწმობა და ინვოისები, რომლებიც ასევე დგება პროდუქციის ----ში გატანისას. შემოტანასა და გატანას ღირებულებებს შორის სხვაობა წარმოადგენს კომპანიის საკომისიოს. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საკომისიო 2023 წელს შეადგენდა 150 აშშ დოლარს, 2024 წელს 200 დოლარს ხოლო 2025 წელს 500 დოლარს (აღნიშნული დასტურდება აღრიცხვის მოწმობებით, ინვოისებით და სხვა საბაჟო დოკუმენტაციით). შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 69 670 419 ლარის ღირებულების პროდუქციის შემოტანა ----დან და 69 381 831 ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა ---ში. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უფიქსირდება 534 426 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი, ნამეტი თანხა შეადგენს 245 838 ლარს (69 381 831- 69 670 419 + 534 426). საწარმოს უფიქსირდება მინიმალური ოდენობის სახელფასო ხარჯი 23 614 ლარის ოდენობით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა 7 369 ლარის ოდენობით და სხვა ხარჯი 69 133 ლარის ოდენობით. საწარმო აფიქსირებს 0,36%-იან ფასნამატს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით 2023 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიას უფიქსირდება ავანსის სახით მიღებული შემოსავალი 4 013 404 ლარი, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა 2 684 597 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ავანსად მიღებული თანხა მცირდება 2 684 597 ლარამდე, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა 329 025 ლარამდე. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების გაუთვალისწინებლად ფულის ნაშთი იქნებოდა 388 704 ლარი, ხოლო გათვალისწინებით შეადგინა 519 222 ლარი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 649 030 ლარის ოდენობით ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ მიღებული თანხები სრულად ირიცხებოდა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო გადახდები ხორციელდებოდა მომწოდებლებთან ანგარიშსწორების, ავანსების გადახდისა და კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით. განმარტავს, რომ ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდებოდა უცხოურ ვალუტაში და ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანია ახორციელებდა უცხოურ ვალუტაში არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების გადაფარვას, რის შედეგადაც წარმოიშობოდა დადებითი ან უარყოფით საკურსო სხვაობები, რომლებიც აისახებოდა 1410 და 3110 ანგარიშებზე და მონაწილეობას ღებულობდა საწყისი და საბოლოო ნაშთების ფორმირებაში, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს რეალურ ფულის მოძრაობას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ფულის მოძრაობის ანალიზისას აუცილებელი იყო მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული და გადახდილი თანხების გათვალისწინება. ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებას მხედველობაში არ მიუღია არასწორად გადარიცხული და შემდგომ უკან დაბრუნებული თანხები, რომელთა საერთო ოდენობაც შეადგენს 513 571 ლარს. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების სრულ გაუქმებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები/საბანკო ამონაწერები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დასტურდება ფულის არაეკონომიკური მიზნებისთვის გახარჯვის ან/და ხელფასად გატანის ფაქტი, უზრუნველყოს ფულის ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები/საბანკო ამონაწერები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დასტურდება ფულის არაეკონომიკური მიზნებისთვის გახარჯვის ან/და ხელფასად გატანის ფაქტი, უზრუნველყოს ფულის ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4844 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15010 ბრძანება და №007-188 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 206 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 806 ლარი, ჯარიმა 64 903 ლარი, საურავი 11 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პროდუქციის რეექსპორტი. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბაჟო ინვოისები/დეკლარაციები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა სუპერფინში. პროდუქციის საქართველოში შემოტანისას დგება რეექსპორტის დოკუმენტაცია, კერძოდ, აღრიცხვის მოწმობა და ინვოისები, რომლებიც ასევე დგება პროდუქციის გატანისას. შემოტანასა და გატანას ღირებულებებს შორის სხვაობა წარმოადგენს კომპანიის საკომისიოს. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საკომისიო 2023 წელს შეადგენდა 150 აშშ დოლარს, 2024 წელს 200 დოლარს ხოლო 2025 წელს 500 დოლარს (აღნიშნული დასტურდება აღრიცხვის მოწმობებით, ინვოისებით და სხვა საბაჟო დოკუმენტაციით). შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 69 670 419 ლარის ღირებულების პროდუქციის შემოტანა და 69 381 831 ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უფიქსირდება 534 426 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი, ნამეტი თანხა შეადგენს 245 838 ლარს . საწარმოს უფიქსირდება მინიმალური ოდენობის სახელფასო ხარჯი 23 614 ლარის ოდენობით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა 7 369 ლარის ოდენობით და სხვა ხარჯი 69 133 ლარის ოდენობით. საწარმო აფიქსირებს 0,36%-იან ფასნამატს.
ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით 2023 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიას უფიქსირდება ავანსის სახით მიღებული შემოსავალი 4 013 404 ლარი, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა 2 684 597 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ავანსად მიღებული თანხა მცირდება 2 684 597 ლარამდე, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა 329 025 ლარამდე. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების გაუთვალისწინებლად ფულის ნაშთი იქნებოდა 388 704 ლარი, ხოლო გათვალისწინებით შეადგინა 519 222 ლარი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 649 030 ლარის ოდენობით ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები/საბანკო ამონაწერები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დასტურდება ფულის არაეკონომიკური მიზნებისთვის გახარჯვის ან/და ხელფასად გატანის ფაქტი, უზრუნველყოს ფულის ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12( „გ“); 73(9 „ბ“); 101(1) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);