ბრძანება N 17456

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2026
№ დოკუმენტი 17456
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17456

31 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: ---------------------------)

2026 წლის 17 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 17 ივლისის №103512/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის №225-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რეალიზაციას ძირითადად ახდენდა აგრარულ ბაზარზე და სარეალიზაციო თანხა დაფიქსირებულია მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატებზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებების გამოწერა არ ჩათვალა სავალდებულოდ, ვინაიდან მყიდველებს ძირითადად ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამისა აღრიცხავდა შესაბამის მონაცემებს. მომჩივანი, ასევე არ ეთანხმება შემოწმების შეფასებას, რომლითაც პროდუქციის სარეალიზაციო ფასი ერთ კილოგრამზე განისაზღვრა 10 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ საქონელი შეიძინა 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 100 ერთეული კილოგრამზე 4.44 ლარად, ხოლო 300 ერთეული კილოგრამზე 4.62 ლარად. განმარტავს, რომ მოვლის და გაზრდის შემდგომ, 2024 წლის ივნის-ივლისში მოახდინა რეალიზაცია საშუალოდ კილოგრამზე 6.51 ლარად. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიამ, რომლისგანაც თავად ყიდულობდა საქონელს 2024 წლის ოქტომბერნოემბერში ერთ-ერთ პირს მიჰყიდა პროდუქცია საშუალოდ კილოგრამზე 5.04 ლარად, რომლის შესაბამის სასაქონლო ზედნადებებს თან ურთავს საჩივარს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ პროდუქციის საბაზრო ფასის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი გარემოებები, როგორებიცაა ასაკი, ჯიში, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რეგიონი და გარიგების პერიოდი, რასაც მის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6486 და 4 ივნისის №12238 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 23 ივნისის №13843 ბრძანება და ამავე თარიღის №225-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 186 139 ლარი, მათ შორის, გადასახადი 117 071 ლარი, ჯარიმა 58 535 ლარი, საურავი 10 533 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „-------“-სგან შეძენილი აქვს მსხვილფეხა რქოსანი ცოცხალი საქონლი, 100 ერთეული 145 კილოგრამიანი და 300 ერთეული 120 კილოგრამიანი (--- სეს ესნ კოდი), რომელსაც თავის მხრივ აღნიშნული საქონელი იმპორტირებული აქვს -----დან. საწარმომ უზრუნველყო მსხვილფეხა რქოსანი ცოცხალი საქონლის გაზრდა, გასუქება და განახორციელა მათი რეალიზაცია ცოცხალი სახით, ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით რეალიზაციისას 231 ერთეული საქონლის ცოცხალი წონა თითოეულის შემთხვევაში შეადგენდა 240 კილოგრამს, 69 ერთეული თითოეულის შემთხვევაში 250 კილოგრამი და 100 ერთეული თითოეულის შემთხვევაში 290 კილოგრამი.

შემოწმების პროცესში დირექტორის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და დასასრულს საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და შემმოწმებლების მიერ კონტრაჰენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. საგადასახადო შემოწმებისას ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია, ვინაიდან საჭირო მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მასშტაბის გათვალისწინებით, შეიცავდა რიგ ხარვეზებს. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების, საბაჟო დოკუმენტაციის, ასევე შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების და ა.შ ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. ნაღდის ფულის ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და შემცირების მონაცემები. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. საწარმოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, მოცემული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა საწარმოს განკარგვადი ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. აღნიშნულის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, საბაჟო დოკუმენტაცია, ასევე შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლები და სხვა. შემოწმების მიერ ასევე, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და შემცირების მონაცემები. კომპანიის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის, ასევე განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, მოცემული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება შემოწმების შეფასებას, რომლითაც პროდუქციის სარეალიზაციო ფასი ერთ კილოგრამზე განისაზღვრა 10 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ საქონელი შეიძინა 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 100 ერთეული კილოგრამზე 4.44 ლარად, ხოლო 300 ერთეული კილოგრამზე 4.62 ლარად. მიუთითებს, რომ მოვლის და გაზრდის შემდგომ, 2024 წლის ივნისივლისში მოახდინა რეალიზაცია საშუალოდ კილოგრამზე 6.51 ლარად. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია ფასნამატის შესახებ და მიღებული ინფორმაციის/ფასნამატის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია ფასნამატის შესახებ და მიღებული ინფორმაციის/ფასნამატის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6486 და №12238 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13843 ბრძანება და №225-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 186 139 ლარი, მათ შორის, გადასახადი 117 071 ლარი, ჯარიმა 58 535 ლარი, საურავი 10 533 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს მსხვილფეხა რქოსანი ცოცხალი საქონლი. საწარმომ უზრუნველყო მსხვილფეხა რქოსანი ცოცხალი საქონლის გაზრდა, გასუქება და განახორციელა მათი რეალიზაცია ცოცხალი სახით, ადგილობრივ ბაზარზე.

შემოწმების პროცესში დირექტორის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და დასასრულს საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და შემმოწმებლების მიერ კონტრაჰენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. საგადასახადო შემოწმებისას ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია, ვინაიდან საჭირო მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მასშტაბის გათვალისწინებით, შეიცავდა რიგ ხარვეზებს. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების, საბაჟო დოკუმენტაციის, ასევე შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების და ა.შ ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. ნაღდის ფულის ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და შემცირების მონაცემები. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. საწარმოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, მოცემული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია ფასნამატის შესახებ და მიღებული ინფორმაციის/ფასნამატის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1 „გ“); 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“2„ა“ და „ბ“);