ბრძანება N 6367

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 6367
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6367

30.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ქ. ----------)

2022 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 თებერვლის №18618/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №202644/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №EL187489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სანებრათვო პირობების დარღვევას, ვინაიდან საქონელი რკინიგზის ვაგონით მფლობელის საწყობში გამოცხადდა 2022 წლის 8 ოქტომბერს 18:00 საათზე, რომლის გამოცხადების ელექტრონული დადასტურება მფლობელს უნდა განეხორციელებინა გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ე.ი. არაუგვიანეს 2022 წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე. რკინიგზის ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში, ნებართვის მფლობელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან რამდენჯერმე შეეცადა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებას, თუმცა ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან გამოცხადებას აბრკოლებდა ის ფაქტი, რომ იგივე სარკინიგზო ვაგონი, რომლის გამოცხადების ელექტრონული დადასტურების სურვილი გააჩნდა მფლობელს კონტროლიდან მოხსნილი არ ჰქონდა რკინიგზის შესაბამის უფლებამოსილ პირს. რომელმაც აღნიშნული ვაგონი კონტროლიდან მფლობელის საწყობში ვაგონის გამოცხადებიდან საკმაოდ გვიან 22:00 საათის გასვლის შემდეგ მოხსნა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით გაირკვა, რომ 2022 წლის 18 ოქტომბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------0) რკინიგზით გადაადგილებული და შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში (----------) განთავსებული კუთვნილი საქონლის (ბენზინი) საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირების მიზნით მიმართა ელექტრონული 2 გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ს და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, ----------- „სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო: 618004“. შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში არსებული ინფორმაციის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №69009/V12714; ვაგონი №------------) შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2022 წლის 10 სექტემბერს და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადად განესაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობი შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №------------ სარკინიგზო ვაგონის გამოცხადება ელექტრონულად განხორციელდა 2022 წლის 9 ოქტომბერს 20:30 საათზე. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ----------- სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათში მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაგონი შპს „----------“ საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებული იქნა 2022 წლის 8 ოქტომბერს 11:40 საათზე. ვინაიდან, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, კერძოდ საბაჟო საწყობის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა №50467067 სარკინიგზო ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათში, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL187489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. 2022 წლის 18 ოქტომბრის EL187489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 2022 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2022 წლის №32223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ №18618/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა მომჩივნის განმარტებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქონელი რკინიგზის ვაგონით მფლობელის საწყობში გამოცხადდა 8.10.2022 წლის 18:00 საათზე, რომლის გამოცხადების ელექტრონული დადასტურება მფლობელს უნდა განეხორციელებინა გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ე.ი. არაუგვიანეს 9.10.2022 წლის 18:00 საათამდე. რკინიგზის ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ნებართვის მფლობელი შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან რამდენჯერმე შეეცადა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან გამოცხადებას აბრკოლებდა ის ფაქტი რომ იგივე სარკინიგზო ვაგონი, რომლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ვალდებულება გააჩნდა მფლობელს კონტროლიდან მოხსნილი არ ჰქონდა რკინიგზის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელმაც აღნიშნული ვაგონი კონტროლიდან მფლობელის საწყობში ვაგონის გამოცხადებიდან საკმაოდ გვიან 22:00 საათის გასვლის შემდეგ მოხსნა. ამგვარად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ კომპანიის მხრიდან მისი ბრალის გარეშე ვერ განხორციელდა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის 69009/V12714 (ვაგონი: 50467067) დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება სწორედ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვაგონი რკინიგზის უფლებამოსილ პირს კონტროლიდან მოხსნილი არ ჰქონდა დროის სწორედ იმ მონაკვეთში, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული სარკინიგზო ვაგონი, ნებართვის 3 მფლობელის საწყობში იმყოფებოდა და საჭიროებდა მფლობელის მხრიდან შესაბამისი უწყებისათვის აღნიშნულის შესახებ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდებას (გამოცხადებას). საბჭომ ასევე მიუთითა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს ---------- მიერ წარდგენილი დოკუმენტების, ასევე პროგრამა „oracle“-ის „რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის“ მოდულში, მითითებული ვაგონის შესაბამისი ინფორმაციის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №69009/V12714, ვაგონი №50467067) შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულია 10.09.2022 წელს და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადად განესაზღვრა 15.09.2022 წელი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ვაგონი) საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულია 16.09.2022 წელს და საქონელი დროებით იქნა შენახული სადგურ „თბილისი-დამხარისხებელის“ სალიანდაგო ნაწილში. ამის შემდგომ, 9.10.2022 წელს მიმართა რკინიგზამ დროებით შენახული საქონლის დანიშნულების საბაჟო საწყობში გადაადგილების თაობაზე და დანიშნულების საბაჟო საწყობში მიწოდებულია 8.10.2022 წელს (ელექტრონული აღრიცხვის მოდულში მითითებული „სტატუსის ცვლილების თარიღის“ თანახმად, 8.10.2022 წელს 18:00 საათზე), ხოლო შპს „----------“ საბაჟო საწყობის მიერ აღნიშნული ვაგონის ელექტრონულად გამოცხადება მოხდა 9.10.2022 წელს 20:30:57 საათზე. ამასთან, საქონლის დეკლარირებისას გადამხდელის (შპს „----------“) მიერ წარდგენილი ----------„სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“ ბარათში მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაგონი შპს „----------“ საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებულია 8.10.2022 წლის 11:40 საათზე. ასევე, საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, ელექტრონულად გამოცხადების დაბრკოლების თაობაზე აღნიშნულია, რომ რკინიგზის მიერ გამოცხადებულ აღრიცხვის მოწმობაზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სტატუსის ცვლილება („გამოცხადებულის უარყოფა“) განხორციელდა 9.10.2022 წლის 15:57:00 საათზე, რაც საბაჟო საწყობს უკვე აძლევდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, სს საქართველოს რკინიგზის მიერ 8.10.2022 წელს დანიშნულების საბაჟო საწყობში №50467067 ვაგონის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №69009/V12714) მიწოდების დრო (საათი) (ან მიწოდების დროის (საათის) ცვლილება), მოითხოვს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32223 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნა ამავე სამსახურს. შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 მარტს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა №52277/21 განცხადება და ითხოვა საჩივრის მომჩივნის დაუსწრებლად განხილვა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს. 4 ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით. „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პიირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი 5 გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.