გადაწყვეტილება №27266/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2026
№ დოკუმენტი 27266/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27266/2/2026

24 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 30.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27266/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №024-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2026 წლის №8183 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 553 758,82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 761 511

დღგ - 116 578

მოგების გადასახადი - 474 263

საშემოსავლო გადასახადი - 170 670

ჯარიმა - 449 848

საურავი - 342 399,82

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ფეხსაცმლით ვაჭრობა ---- ტერიტორიაზე, გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.07.2019 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ფიქსირდება იმპორტით (---ი, ----ი), ჯამში 1 489 127 ლარის ღირებულების. გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 808 086 ლარი. საწარმოს 2021 წლის ოქტომბრის თვიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიის გათვალისწინებით). შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ გაწეული ადგილობრივი ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიღებულ ფულად. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, ყოველთვიური სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება 1 353 309 აშშ დოლარის გადარიცხვა ----ში „შეძენილი საქონლის ღირებულების“ დანიშნულებით, ხოლო პირს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შეძენილი აქვს მხოლოდ 465 943 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, სხვაობა წარმოადგენს სხვა კომპანიების მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. გადარიცხულ თანხასა და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ფულადი სახსრების გადაცემა.

შემოწმების შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №024-77 საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია შესყიდული და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტით რეალიზებულ საქონელზე და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის მიხედვით არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.07.2025 წლის №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსხურის 1.12.2025 წლის №26389 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან და გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება კაპიტალის არსებობის ფაქტი, გადარიცხულ და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებისას გაითვალისწინოს საწარმოში არსებული კაპიტალის ოდენობა და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსხურის 1.12.2025 წლის №26389 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2026 წლის №8183 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხული თანხების ოდენობას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის გამოყენება ეწინააღმდეგება მოქმედ პრაქტიკას. ითხოვს გავრცელდეს დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი.

გაუგებარია შემოწმების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის არ გათვალისწინების საფუძველი, კერძოდ, თუ რა დაედო საფუძვლად საგადასახადო შედეგების გადაანგარიშებაზე უარს. როგორც გადაანგარიშების დასკვნიდან ირკვევა, ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ წარდგენილი გაანაგრიშების ცხრილიდან არ დასრულდებოდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშრება.

როდესაც საჩივარი დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა გაანაგრიშების ცხრილები. ამასთან, არაერთი ზარი განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტში რათა საკითხის შესწავლა მომხდარიყო მომჩივნის მონაწილეობით და ადგილი არ ჰქონოდა რაიმე გაუგებრობას, მათ შორის გადაანაგარიშების დასკვნაში აღნიშნულ უსწორობას, რომ თითქოსდა პროდუქციის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გაუგებარია რომელი პროდუქციის დაკავშირება ვერ მოხერხდა და რამდენად სწორად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. მოხდა თუ არა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მოწვევა, ან რაიმე კომუნიკაცია ზემოხსენებული, მათ შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მხარის მოწვევა და საკითხის სრულყოფილად შესწავლა.

დავის განმხილველმა ორგანომ გაითვალისწინა საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და სარწმუნოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა არა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამტით, არამედ დოკუმენტური რეალიზაციის ფარგლებში დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნაამტით. თუმცა, ეს დავალება უგულებელყო აუდიტის მაკონტროლებელმა ორგანომ და მის მიერ გამოცემულ გადაანგარიშების დასკვნას საფუძვლად დაუდო იგივე გარემოება, რაც პირველად შემოწმების აქტში ჰქონდა აღნიშნული, რომ წარდგენილი გაანგარიშებით განსაზღვრული ფასნაამტი ბევრად განსხვავდებოდა სხვა აუდირებული კომპანიების ფასნაამტისგან.

გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნაში არ არის მითითება იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რომელი პროდუქციის დაკავშირება ვერ მოხდა, იყო ეს რამდენიმე თუ სრულ პროდუქციაზეა საუბარი.

გადასახადის გადამხდელისთვის დღემდე გაურკვეველია თუ რა დაედო საფუძვლად დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას და მიგვაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას.

დანართის სახით საბჭოსთვის წამოადგენს გაანგარიშების ცხრილს, რომელიც წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში.

შემოსავლების სამსახურში გამართულ საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ განმარტა, რომ არ დასტურდებოდა საბითუმო რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არგუმენტი გახდა საჩივრის არ დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ დადგენილიყო საბითუმო რეალიზაცია. აღნიშნული საკითხი არასდროს გამხდარა სადავო. გარდა ამისა, რამდენჯერმე დაკმაყოფილდა, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე შემოსავლების სამსახურში, თუმცა, ეჭვქვეშ არ დამდგარა, რომ კომპანიის საქმიანობა საბითუმო ვაჭრობა იყო.

აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ თითქოსდა ვერ ხერხდებოდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება ერთმანეთთან, თუმცა, ის არგუმენტაცია რომ დოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელებულია სხვა აუდირებული ფასნამატი ეს საკითხიც არ გამოიკვლია.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით ვერ დასტურდება შეძენილი რეალიზებული პროდუქციის ერთმანეთთან დაკავშირება.

ჯამურად საბაჟო შეძენილია 127 629 წყვილი ფეხსაცმელი, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი შეადგენს თითქმის ნახევარს 59 150 ცალი. დაახლოებით 106 000 წყვილი ფეხსაცმლის საშუალო თვითღირებულება შეადგენს 12-13 ლარს, ხოლო დაახლოებით 20 000 წყვილის თვითღირებულება შეადგენს დაახლოებით 8 ლარს.

რაც შეეხება რეალიზაციის დოკუმენტაციას 55 000 ცალი გაყიდულია 10-11 ლარში, ხოლო 3 200 ცალი 15 ლარში. აუდიტის ლოგიკის მიხედვით, შესაძლოა 8 ლარიანი გაყიდულიყო 15 ლარად, ანუ მთლიანი შეძენის 5% ოდენობა ფასანამტი გამოდის დაახლოებით 80%, ხოლო დანარჩენი პროდუქცია 55 000 ცალი, რომლის ცალის თვითღირებულებაც შეადგენს 13 ლარს, რეალიზებული უნდა ყოფილიყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. შესაბამისად, ყველანაირ დასაბუთებას მოკლებულია როგორც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, ასევე აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია.

გარდა ამისა დავების განხილვის საბჭოში არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სადაც ფეხსაცმელზე დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 26%, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს არგუმენტაციის რეალურ გარემოებებს (იხილეთ დანართი გადაწყვეტილება).

დავების განხილვის საბჭოს მიმართავს გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გაგვათავისუფლოს დარიცხული ჯარიმასაურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია შესყიდული და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტით რეალიზებულ საქონელზე და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის მიხედვით არ შემცირდა დარიცხული თანხები.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ე. ცხრილის სახით) ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ინფორმაციით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, ფასნამატის ოდენობის დადგენა ვერ განხორციელდა. ამასთან, გადამხდელის წარმოდგენილი მონაცემები არარელევანტურია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებული მონაცემებით დადგენილ მარჟასთან.

საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ ძირითადად შემოტანილი იყო მამაკაცის ფეხსაცმელი, რომლის სახეობრივად იდენტიფიცირება და შესაბამისად, ჯგუფებად დაყოფა ვერ მოხდა ვერც შემოწმების და ვერც გადაანგარიშების ეტაპზე. შემმოწმებლის განმარტებით, მამაკაცის ფეხსაცმლის რპთ-ზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 66%.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი არ არის სანდო, ვინაიდან შეუძლებელია სახეობრივად ფეხსაცმელების იდენტიფიცირება, რაც მომჩივანს ლავირების საშუალებას აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის წარდგენილი დოკუმენტები არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5201 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №5201 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ფიქსირდება იმპორტით ჯამში 1 489 127 ლარის ღირებულების. გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 808 086 ლარი. საწარმოს 2021 წლის ოქტომბრის თვიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება.მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ასევე,საწარმოში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, ყოველთვიური სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება 1 353 309 აშშ დოლარის გადარიცხვა „შეძენილი საქონლის ღირებულების“ დანიშნულებით, ხოლო პირს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შეძენილი აქვს მხოლოდ 465 943 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, სხვაობა წარმოადგენს სხვა კომპანიების მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. გადარიცხულ თანხასა და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ფულადი სახსრების გადაცემა.შემოწმების შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №024-77 საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №5201 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის №5201 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის მიხედვით არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №26389 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსხურის №26389 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.რომლის №8183 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის №5201 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5„ა“);