ბრზანება N 1555

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2026
№ დოკუმენტი 1555
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1555

29 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 30 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს ,,-----“ (ს/ნ ----) 2025 წლის 30 დეკემბრის №99727/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №007-393 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას და ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას. აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ---- და ეა ---- ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც ვერ იქნა დადასტურებული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის გამო.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმების აქტით სესხად განხილული თანხის მიმდინარე შემოწმების ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაბრუნებულად ჩათვლის მომენტში ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ თანხებს, მათ შორის ჯარიმას. აცხადებს, რომ წინა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული იყო მოგების გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო, მიმდინარე შემოწმების აქტით ვინაიდან მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა არ იქნა დაბრუნებული, სესხის ნაცვლად გადაკვალიფიცირდა ხელფასად და კომპანიას დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღნიშნავს, რომ წინა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა და მიმდინარე შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ე.ი. ერთიდაიგივე თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა ორჯერ არის დაკისრებული. მიუთითებს, რომ მოგების გადასახადი შემცირებას ასევე უნდა გამოეწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის შემცირება. ასევე აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ხელოვნურად არის გაზრდილი, ნაცვლად საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული 20%-იანი განაკვეთისა აუდიტის დეპარტამენტი იყენებს 25%-იან განაკვეთს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22431 და 11 დეკემბრის №27337 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 23.10.2025-ის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 დეკემბრის №28246 ბრძანება და ამავე თარიღის №007-393 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 345 144 ლარი, მათ შორის გადასახადი 515 340 ლარი, ჯარიმა 514 615 ლარი და საურავი 315 189 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა. საქმიანობის განხორციელების ადგილს წარმოადგენს ქ.------ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები), საბუღალტრო პროგრამა არ წარმოუდგენია. შემოწმების მიერ დამუშავდა გასს-ის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები), რის საფუძველზეც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართებზე. ხელშეკრულებების საფუძველზე დგინდება, რომ გადაფორმების მომენტში საწარმოს სრულად აქვს მიღებული აღნიშნული ფართების საკომპენსაციო თანხები. აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დეკლარირებას არ ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------“ (ს/ნ -----) საბანკო ამონაწერებში უფიქსირდება კომუნიკაციების (გამრიცხველიანების) მომსახურების ღირებულების საკომპენსაციო თანხების მიღება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნული მომსახურების საკომპენსაციო თანხების დეკლარირებას არ ახორციელებს შეაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა რეალიზებული ფართების და გაწეული მომსახურების ღირებულებების დღგ-ით დაბეგვრა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

2. 01.01.2019 წლიდან 01.01.2022 წლამდე პერიოდზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელ/დირექტორზე გაცემული აქვს ფულადი სახსრები (1430), რომელიც პერიოდის განმავლობაში იზრდება. გონივრულ ვადაში არ ხდებოდა აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა ხარჯებზე. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროში არსებული უძრავი ნაშთი (1110), რომლის გახარჯვა შესამოწმებელ პერიოდში არ ხდებოდა. იმავე შემოწმების აქტით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 საფუძველზე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა და სალაროში არსებული უძრავი ნაშთი განხილულ იქნა დამქირავებლის მიერ დირექტორზე, შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საწარმო 2023 წლიდან აღარ ახორციელებს საქმიანობას. მიმდინარე შემოწმებით, ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დაბრუნებულად შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში (01.2022 წელს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად შემცირებულ იქნა დარიცხული მოგების გადასახადი 491 915 ლარით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22837 ბრძანებით განხორციელდა შპს „----“ (ს/ნ ----) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვით საწარმოს სალაროში ფულის ნაშთად დაფიქსირებულია 0 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების მიხედვით („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის შესაბამისად), სესხად ჩათვლილი თანხა დაბრუნების მომენტისთვის განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და შპს ,,-----“ (ს/ნ -----) მიმართ გამოცემულ 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 9 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივრით მოთხოვნილ იქნა მათ შორის ----- და ----- ანგარიშ-ფაქტურებით (საანგარიშო პერიოდია 2021 წლის დეკემბერი) ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინება, რაც ზემოაღნიშნული დასკვნით გათვალისწინებულ იქნა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, ვინაიდან საწარმო 2023 წლიდან აღარ ახორციელებს საქმიანობას, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე გამოცემული 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით საქვეანგარიშოდ გაცემული და სალაროში არსებული უძრავი ნაშთი, რომელიც საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად იყო ჩათვლილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში, 2022 წლის იანვარში, ჩაითვალა დაბრუნებულად (განხორციელდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა) და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად საწარმოს სალაროში ფულის ნაშთად დაფიქსირებულია 0 ლარი, სესხად ჩათვლილი თანხა, ასევე ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების მიხედვით, დაბრუნების მომენტისთვის განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით, განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე, მოხდა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა და ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას და ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმების აქტით სესხად განხილული თანხის მიმდინარე შემოწმების ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაბრუნებულად ჩათვლის მომენტში ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ თანხებს, მათ შორის ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართებზე. ხელშეკრულებების საფუძველზე დგინდება, რომ გადაფორმების მომენტში საწარმოს სრულად აქვს მიღებული აღნიშნული ფართების საკომპენსაციო თანხები. აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დეკლარირებას არ ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს უფიქსირდება კომუნიკაციების (გამრიცხველიანების) მომსახურების ღირებულების საკომპენსაციო თანხების მიღება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნული მომსახურების საკომპენსაციო თანხების დეკლარირებას არ ახორციელებს შეაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმების მიერ განხორციელდა რეალიზებული ფართების და გაწეული მომსახურების ღირებულებების დღგ-ით დაბეგვრა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. საწარმოს სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელ/დირექტორზე გაცემული აქვს ფულადი სახსრები რომელიც პერიოდის განმავლობაში იზრდება. გონივრულ ვადაში არ ხდებოდა აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა ხარჯებზე. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროში არსებული უძრავი ნაშთი რომლის გახარჯვა შესამოწმებელ პერიოდში არ ხდებოდა. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა და სალაროში არსებული უძრავი ნაშთი განხილულ იქნა დამქირავებლის მიერ დირექტორზე, შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი ჩაითვალა დაბრუნებულად შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და იქნა დარიცხული მოგების გადასახადი. სესხად ჩათვლილი თანხა დაბრუნების მომენტისთვის განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:175(1);73(9);982(3ზ);101;154;275