ბრძანება N 7801

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7801
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7801

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 29 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 29 იანვრის №87264/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №002-327 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში არ არის არანაირი მსჯელობა/არგუმენტაცია, თუ რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნა გამოკვლეული და შესწავლილი გადაანგარიშების ეტაპზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებაა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №002-327 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

ვინაიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებას, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი, სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

ფ/პ „----------“ წარმოადგენდა კომპანიის დაქირავებულ პირს და შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით უფიქსირდებოდა ხელფასის მიღება კომპანიიდან. შემოწმების შედეგად, ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხებიდან გამომდინარე, სხვაობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის დაიბეგრა ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანების აღსრულების მიზნით ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეესწავლა ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილ დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რის საფუძველზე არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სხვა სამი კომპანია იმყოფება მიმდინარე საგადასახადო დავის პროცესში ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით. ზემოხსენებულ სამ კომპანიას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა, წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისთვის საჩივრებში (რომლებიც შპს „----------“ გასაჩივრებული საკითხის იდენტურია) მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ფ/პ „----------“ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები) და აუდიტის დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეესწავლა ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტისთვის ბუნდოვანი იყო შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 გადაწყვეტილების შინაარსი, მას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთვის და მიეღო ბრძანების განმარტება. ნაცვლად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა და ყოველგვარი არგუმენტისა და დამატებითი შესწავლის გარეშე გასაჩივრებულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაუქვემდებარა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების კვალიფიკაციის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფ/პ „----------“ სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების კვალიფიკაციის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა ფიზიკურ პირზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში არ არის არანაირი მსჯელობა/არგუმენტაცია, თუ რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნა გამოკვლეული და შესწავლილი გადაანგარიშების ეტაპზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეესწავლა ფიზიკურ პირზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილ დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რის საფუძველზე არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სხვა სამი კომპანია იმყოფება მიმდინარე საგადასახადო დავის პროცესში ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით. ზემოხსენებულ სამ კომპანიას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა, წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისთვის საჩივრებში (რომლებიც მომჩივანის გასაჩივრებული საკითხის იდენტურია) მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები) და აუდიტის დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეესწავლა ფიზიკურ პირზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტისთვის ბუნდოვანი იყო შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 გადაწყვეტილების შინაარსი, მას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთვის და მიეღო ბრძანების განმარტება. ნაცვლად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა და ყოველგვარი არგუმენტისა და დამატებითი შესწავლის გარეშე გასაჩივრებულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაუქვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20666 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფიზიკურ პირზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების კვალიფიკაციის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 982(1„ე“); 131(1); 154(1).