ბრძანება N 33282

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33282
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33282

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------) (ყოფ. შპს „----------“-ის)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2023 წლის 4 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20457/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 მაისის №80804/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №007-70 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული პოზიცია, რომლის მიხედვით შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. გაუგებარია, რომელ არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებსა და კორექტირებებზე მიუთითებს შემმოწმებელი გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძვლად. მომჩივანი ითხოვს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულებად ქონების შეფასების დასკვნაში მითითებული თანხის გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 16 მარტის №---------- წერილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კუსტარულად დამზადებული დანადგარების შეფასება და საქმე დაბრუნდა შეუსრულებლად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანება შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანების განმარტების თაობაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. განიმარტოს, რომ გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების წარდგენის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ასევე წარადგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება;

2. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს და შესაძლებელია გასაჩივრდეს მასთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ განმარტების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 და 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 4 აპრილის №007-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 ივლისის №17037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20457/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №17037 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა (24.08.2022წ.) რომლის მიხედვითაც, საწარმოო დანადგარების ღირებულება 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1 210 500 ლარს. წარმოდგენილი დასკვნის და შეფასების შედეგის შესწავლით დადგინდა, რომ დანადგარების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებების გათვალისწინებით, რის გამოც შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სალაროს მნიშვნელოვანი ოდენობის მზარდი ფულადი ნაშთები, ამავე დროს, საწარმოს პარტნიორის და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანის სახით გადაცემულია წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები (დანადგარები), რომელთა ღირებულებამ შეადგინა 1 171 000 ლარი. 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ზემოაღნიშნული ღირებულების დიდი ნაწილი 1 108 000 ლარი გადახდილია დირექტორისთვის სალაროდან, კაპიტალში შენატანის შემცირების (უკან გატანის) მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა საწარმოს დირექტორის მიერ კაპიტალში მოცემული ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანის ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა სალაროდან დირექტორზე ფულადი სახსრების გაცემის საფუძველი, ქრონოლოგიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე შემოწმების მიერ სალაროს მზარდი ნაშთები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშდა პირის მიერ მიღებული სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 და 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა კომპეტენტურ პირის მიერ მომზადებული დასკვნა კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ და საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, დანადგარების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებების გათვალისწინებით, კერძოდ: დასკვნის მიხედვით 8 სახეობის დანადგარი შეფასებულია ბაზრის მოკვლევის საფუძველზე (უცხოურ ბაზარზე ერთგვაროვანი ანალოგიური ობიექტების შერჩევით), ხოლო 2 სახეობის ძირითადი საშუალება არ არის ხსენებული და შეფასებული; ხუთი სახეობის დანადგარისთვის შერჩეულია თითოეულზე ჩინური წარმოების სამი ანალოგი, რომელთა ღირებულებაზე დამატებულია ტრანსპორტირების და განბაჟების ღირებულება, გაკლებულია სავაჭრო დილერის ფასნამატი (10%) და 20% (მეორადი ნაწილებისგან კუსტარულად დამზადებული ხაზის ღირებულებაზე დაყვანის მიზნით); დასკვნაში შედარებული უცხოური ანალოგებისგან განსხვავებით არ გააჩნია შრომის უსაფრთხოების ელემენტები, არ არის პასპორტიზირებული/სერტიფიცირებული კომპეტენტური პირის/პირების მიერ, რაც შეუძლებელს ხდის მათი ფუნქციური მახასიათებლების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას; შესადარისი ჩინური ერთგვაროვანი ანალოგების შერჩევა განხორციელდა საწარმოს დირექტორის რეკომენდაციით, რომელიც შერჩევის პროცესში საკუთარი დანადგარების მისთვის ცნობილი მახასიათებლებით ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ მახასიათებლების შესახებ არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია წარმოდგენილ დასკვნაში; გაურკვეველია დანადგარების ღირებულების განსაზღვრისას/გაანგარიშებისას სატრანსპორტო და განბაჟების ხარჯებით ღირებულების გაზრდა, ვინაიდან დანადგარები დაპროექტებულია და წარმოებულია საქართველოში, შესაბამისად, ღირებულების შეფასებისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული/შესწავლილი საქართველოში ასეთი დანადგარების საწარმოებლად საჭირო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, გაუგებარია, რომელ „არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებებზე“ საუბრობს აუდიტორი. შემფასებელი აუდიტორის მიერ ქონების შეფასება განხორციელდა ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტების სრული დაცვით. შეფასებისას გამოყენებულია გაყიდვების შედარების მეთოდი, მოძიებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგები, იგივე ფუნქციური დანიშნულების მქონე დანადგარები საზღვარგარეთ, შეფასების დასკვნაში მითითებულია გასაყიდი ანალოგების შესახებ ინფორმაციები − ვებ-გვერდები („ლინკები“) და ID ნომრები. შეფასებაში განმარტებულია და ნამსჯელია ყველა კორექტირებაზე, რომელიც შეტანილია ანალოგების ღირებულებაში, რათა დადგენილიყო შესაფასებელი ობიექტები საბაზრო ღირებულება. თუ წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის, იგი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საკითხი სრულყოფილად შეისწავლა და შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება კვლავ ნული ლარი გამოვიდა. გადამხდელის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეთანხმებით აწარმოებდა მიმოწერას შეფასების დასკვნაში წარდგენილი ანალოგების (დანადგარების) მწარმოებლებთან დასკვნაში წარდგენილი დანადგარების საწარმოო მახასიათებლებისა და ფასების შესახებ, რათა მწარმოებლებისგან მიღებული პასუხების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნებულიყვნენ შეფასების დასკვნაში წარდგენილი მონაცემების სანდოობაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კაპიტალში შენატანის სახით გადაცემული ძირითადი საშუალებების (დანადგარები) ღირებულებად მიიჩნიოს გადამხდელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ღირებულების 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კაპიტალში შენატანის სახით გადაცემული ძირითადი საშუალებების (დანადგარები) ღირებულებად მიიჩნიოს გადამხდელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ღირებულების 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული პოზიცია, რომლის მიხედვით შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სალაროს მნიშვნელოვანი ოდენობის მზარდი ფულადი ნაშთები, ამავე დროს, საწარმოს პარტნიორის და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანის სახით გადაცემულია წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები (დანადგარები), რომელთა ღირებულებამ შეადგინა 1 171 000 ლარი. 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ზემოაღნიშნული ღირებულების დიდი ნაწილი 1 108 000 ლარი გადახდილია დირექტორისთვის სალაროდან, კაპიტალში შენატანის შემცირების (უკან გატანის) მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა საწარმოს დირექტორის მიერ კაპიტალში მოცემული ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანის ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა სალაროდან დირექტორზე ფულადი სახსრების გაცემის საფუძველი, ქრონოლოგიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე შემოწმების მიერ სალაროს მზარდი ნაშთები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშდა პირის მიერ მიღებული სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 და 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა კომპეტენტურ პირის მიერ მომზადებული დასკვნა კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ და საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, დანადგარების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებების გათვალისწინებით, კერძოდ: დასკვნის მიხედვით 8 სახეობის დანადგარი შეფასებულია ბაზრის მოკვლევის საფუძველზე (უცხოურ ბაზარზე ერთგვაროვანი ანალოგიური ობიექტების შერჩევით), ხოლო 2 სახეობის ძირითადი საშუალება არ არის ხსენებული და შეფასებული; ხუთი სახეობის დანადგარისთვის შერჩეულია თითოეულზე ჩინური წარმოების სამი ანალოგი, რომელთა ღირებულებაზე დამატებულია ტრანსპორტირების და განბაჟების ღირებულება, გაკლებულია სავაჭრო დილერის ფასნამატი (10%) და 20% (მეორადი ნაწილებისგან კუსტარულად დამზადებული ხაზის ღირებულებაზე დაყვანის მიზნით); დასკვნაში შედარებული უცხოური ანალოგებისგან განსხვავებით არ გააჩნია შრომის უსაფრთხოების ელემენტები, არ არის პასპორტიზირებული/სერტიფიცირებული კომპეტენტური პირის/პირების მიერ, რაც შეუძლებელს ხდის მათი ფუნქციური მახასიათებლების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას; შესადარისი ჩინური ერთგვაროვანი ანალოგების შერჩევა განხორციელდა საწარმოს დირექტორის რეკომენდაციით, რომელიც შერჩევის პროცესში საკუთარი დანადგარების მისთვის ცნობილი მახასიათებლებით ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ მახასიათებლების შესახებ არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია წარმოდგენილ დასკვნაში; გაურკვეველია დანადგარების ღირებულების განსაზღვრისას/გაანგარიშებისას სატრანსპორტო და განბაჟების ხარჯებით ღირებულების გაზრდა, ვინაიდან დანადგარები დაპროექტებულია და წარმოებულია საქართველოში, შესაბამისად, ღირებულების შეფასებისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული/შესწავლილი საქართველოში ასეთი დანადგარების საწარმოებლად საჭირო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კაპიტალში შენატანის სახით გადაცემული ძირითადი საშუალებების (დანადგარები) ღირებულებად მიიჩნიოს გადამხდელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ღირებულების 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275; 304(21)