ბრძანება N 16719

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 16719
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16719

11 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 11 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №17604/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2022 წლის 11 იანვრის №66365/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის №127-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს და ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. მომჩივანი განმარტავს, რომ სამუშაოები შესრულებულია ------- მერიისთვის, ------- მერიისთვის შპს „-------“ და სხვა. სამუშაოები ჩაბარებულია გამგეობის ინსპექტირებისა და საექსპერტო მომსახურების ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სადაც დადასტურებულია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობები და სამუშაოს დასახელებები, რომელიც სრულად შეესაბამება ფორმა 2-ებს, ხოლო, ფორმა 2-ებში მოცემული ხარჯვითი ნაწილი მოიცავს კომპანიის მიერ შესყიდულ მომსახურებას/საქონელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის №20517 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი ივლისიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 ივნისის N16105 ბრძანებით შესწავლილი საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე, 2021 წლის 15 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2021 წლის 13 დეკემბრის №38563 ბრძანება და 2021 წლის 14 დეკემბრის №127-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 124 440 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 191 913 ლარი, ჯარიმა 609 514 ლარი და საურავი 323 013 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 25 ივლისის №19626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ივლისის №19626 ბრძანება და საჩივარი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სპეცტექნიკის და მუშა ხელის დაქირავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლის საფუძველი და შესაბამისად, მოგების გადასახადის დარიცხვის და დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი სათანადოდ არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადამხდელის მიერ წარდგენილი შესამოწმებელი პერიოდის მოგების ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემები განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილი მონაცემებისგან. შპს „-------“-ის მიერ მიღებულია სპეცტექნიკით და მუშახელით მომსახურების საგადასახადო ანგარიშფაქტურები. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის მიწოდებული ხელშეკრულებები/მიღებაჩაბარებები აღნიშნულ მომსახურებებზე. შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა აღნიშნული მომსახურებების მიღება და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი დაკვალიფიცირებულ იქნა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ასევე, გადამხდელის მიერ მიღებულია და დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებულია ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სპეცტექნიკასა და მუშახელის მომსახურებაზე, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შემოწმების შედეგად, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტული საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, ვინაიდან ვერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175 მუხლების მიხედვით ჩათვლის საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, კომპანია სამუშაოებს უსრულებდა --- მერიას, ------- მერიას, შპს „-------“ და სხვებს. აღნიშნული სამუშაოები ჩაბარებულია გამგეობის ინსპექტირებისა და საექსპერტო მომსახურების ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სადაც დადასტურებულია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობები და სამუშაოს დასახელებები. გადამხდელი მიუთითებს, რომ შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება ფორმა 2-ებს, ხოლო, ფორმა 2-ებში მოცემული ხარჯვითი ნაწილი მოიცავს კომპანიის მიერ შესყიდულ მომსახურებებს და საქონელს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სპეცტექნიკის და მუშა ხელის დაქირავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლის საფუძველი და შესაბამისად, მოგების გადასახადის დარიცხვის და დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სპეცტექნიკის და მუშა ხელის დაქირავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლის საფუძველი და შესაბამისად, მოგების გადასახადის დარიცხვის და დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს და ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაციის მიერ მიღებულია სპეცტექნიკით და მუშახელით მომსახურების საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მაგრამ შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა აღნიშნული მომსახურებების მიღება და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი დაკვალიფიცირებულ იქნა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ასევე, გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებულია ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სპეცტექნიკასა და მუშახელის მომსახურებაზე, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შემოწმების შედეგად, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტული საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, ვინაიდან ვერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175 მუხლების მიხედვით ჩათვლის საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სადაო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982; 105(2); 174; 175; 275