ბრძანება N 26431

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.12.2024
№ დოკუმენტი 26431
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26431

17 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის და 5 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №121; ოქმი №128) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 6 ნოემბრის №92728/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №006-451 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალები არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში დაცულ ინფორმაციას, ამასთან, აღნიშნულ მასალებში რა დოკუმენტაციაა მოცემული გადამხდელისათვის უცნობია, ასევე უცნობია რის საფუძველზე, რა დარიცხვა განხორციელდა შემოწმების მიერ.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას. აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვასა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული ხელფასის ოდენობა სრულად ედრება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს სარწმუნო და განკუთვნად მტკიცებულებას, საკუთრივ აღნიშნული დოკუმენტი მიიღება გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასში ასახულია საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა, ამასთან, შემოწმებისთვის წარდგენილი იყო სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაძლებელიც იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო, შემოწმების აქტში არაპირდაპირ მეთოდის გამოყენების დასაბუთება არ არის მითითებული.

4. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას, ასევე აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას. აცხადებს, რომ გადამხდელს არ გადასცემია ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად უცნობია რა იქნა შეფასებული და რა ღირებულებით. აღნიშნავს, რომ მის მიერ ზუსტად არის აღრიცხული ხარჯი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, ინვენტარიზაციის შემდეგად ისეთი საქონელი მიეკუთვნა გადასახადის გადამხდელს, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას და არის სხვა საწარმოს კუთვნილება, კერძოდ, თხევადი სათბობის რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს შპს „საწარმოო სამრეწველო კორპორაცია კაპიტალინვესტის“ საკუთრებას. აქვე აღსანიშნავია, რომ „საწარმოო სამრეწველო კორპორაცია კაპიტალინვესტში“ ჩატარდა ინვენტარიზაცია და აღნიშნული საქონელი აღმოჩნდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, შესაბამისად, ერთი და იგივე საქონელი ვერ იქნება ორი სხვადასხვა კომპანიის საკუთრება.

5. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ კომპიუტერულ მოწყობილობაზე (ფლეისთეიშენ 5) გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული საქონელი შეძენილია სხვა სამეწარმეო საქმიანობისთვის, როგორიცაა ინტერნეტ კაფე და რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია.

6. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადამხდელის პირად გვერდზე ფიქსირდება მხოლოდ ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება, შესაბამისად, გაურკვეველია რომელი ოპერაციის გაუქმებასა და თანხის დაბეგვრაზე მიუთითებს შემმოწმებელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №6944 და 17 ივლისის №16942 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9123 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ოქტომბრის №21892 ბრძანება და ამავე თარიღის №006-451 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 603 249 ლარი, მათ შორის, გადასახადი 281 680 ლარი, ჯარიმა 258 657 ლარი, საურავი 62 912 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით. კომპანიას ასევე უფიქსირდება აღნიშნული საქონლის იმპორტი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ იქნა მასალები, გამოკითხვის ოქმები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის და საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად, პირს შესამოწმებელ პერიოდზე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და საბანკო ამონაწერები. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასები არ ემთხვევა გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში წარმოდგენილ ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მოწოდებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, კერძოდ, გამოკითხვის ოქმები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე ბუღალტრული პროგრამის და საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი ფიზიკური პირისგან (კერძოდ, კომპანიის დირექტორ -------), რომლის ღირებულება ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით სრულად დაფარული აქვს სალაროდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საქონელი (ნავთობის ბიტუმი გადამუშ. სხვა ნარჩენები) კომპანიას ფიზიკური პირისგან ნაყიდი აქვს 1 კილოგრამი 11.7 ლარად. იდენტური საქონელი სხვა პირებისგან შეძენილია 0.6 ლარად. ასევე, საწარმოს აღნიშნული პირისგან შეძენილი აქვს სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგები. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ფ/პ ------- აღნიშნული რეალიზაცია არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 შესაბამისად, პირის მიერ გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9123 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით 2024 წლის 22 აპრილს შედგენილ იქნა ოქმი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს უფიქსირდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები გადაგზავნილ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში ექსპერტიზის ჩასატარებლად. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეფასებულ იქნა 315 700 ლარად. შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონელი არ ედრება ბუღალტერიაში და პირველადი დოკუმენტაციით დადგენილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, და 163-ე მუხლების საფუძველზე, სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ვინაიდან მიღებულ ფულადი შემოსავალი არ არის აღრიცხული ბუღალტრულად და შესაბამისად არ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან სალაროში არსებობის ფაქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9123 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გადამხდელთან გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც პირს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. საწარმოს მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტებისა და ასევე, მის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ გარკვეული მოცულობის საქონელსა და მომსახურებაზე ფიქსირდება გაწეული ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. კერძოდ, გადამხდელს კომპანია ------- შეძენილი აქვს 69 840 ლარი ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობა (ფლეისთეიშენ 5). გადამხდელს ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარირება არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 982 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რაც დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დამატებით დაერიცხა დღგ. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის პირველ იანვარს ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა 35 100 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და გაუქმდა, ხოლო ფულადი საშუალების უკან დაბრუნება ბუღალტერიაში არ დგინდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადი შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ ედრება მის დოკუმენტურ რეალიზაციას, რის საფუძველზეც პირს შესამოწმებელ პერიოდზე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, რომელშიც მითითებული ხელფასების ოდენობა არ ედრება ბუღალტრულ აღრიცხვასა და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასების ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, კერძოდ გამოკითხვის ოქმები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე ბუღალტრული პროგრამის და საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი ფიზიკური პირისგან, კერძოდ, კომპანიის დირექტორ -------, რომლის ღირებულება ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით სრულად დაფარული აქვს სალაროდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საქონელი (ნავთობის ბიტუმი გადამუშ. სხვა ნარჩენები) კომპანიას ფიზიკური პირისგან ნაყიდი აქვს 1 კილოგრამი 11.7 ლარად. იდენტური საქონელი სხვა პირებისგან შეძენილი აქვს 0.6 ლარად. საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ფ/პ ------- აღნიშნული რეალიზაცია არ განუხორციელებია. შედეგად, პირის მიერ გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გაცემული თანხა შეძენილი საქონლის მინიმალური ფასის გათვალისწინებით, მისი გატანის მომენტში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმებით ფულის ნაშთში გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9123 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადამხდელს უფიქსირდებოდა 315 700 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონელი არ ედრება ბუღალტერიაში და პირველადი დოკუმენტაციით დადგენილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლომატერიალურ მარაგებში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9123 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გადამხდელთან გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც პირს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის პირველ იანვარს ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა 35 100 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და გაუქმდა, ხოლო ფულადი საშუალების უკან დაბრუნება ბუღალტერიაში არ დგინდება. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტებისა და ასევე, მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ გადამხდელს კომპანია ------- შეძენილი აქვს 69 840 ლარი ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობა (ფლეისთეიშენ 5), რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება. შემოწმებით, აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას და გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას.

3. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას, ასევე აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას.

5. შეძენილ კომპიუტერულ მოწყობილობაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

6. სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ ედრება მის დოკუმენტურ რეალიზაციას, რის საფუძველზეც პირს შესამოწმებელ პერიოდზე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

2.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, რომელშიც მითითებული ხელფასების ოდენობა არ ედრება ბუღალტრულ აღრიცხვასა და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასების ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

3. გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი ფიზიკური პირისგან (კომპანიის დირექტორისგან) - 1 კილოგრამი 11.7 ლარად. იდენტური საქონელი სხვა პირებისგან შეძენილი აქვს 0.6 ლარად. საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ფ/პ აღნიშნული რეალიზაცია არ განუხორციელებია. შედეგად, პირის მიერ გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გაცემული თანხა შეძენილი საქონლის მინიმალური ფასის გათვალისწინებით, მისი გატანის მომენტში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმებით ფულის ნაშთში გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც არ ედრება ბუღალტერიაში და პირველადი დოკუმენტაციით დადგენილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელთან გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც პირს დაეკისრა ჯარიმა.

5. საწარმოს მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტებისა და შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ გადამხდელს შეძენილი აქვს კომპიუტერული მოწყობილობა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება. შემოწმებით, აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას და გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ.

6. შემოწმების პერიოდში ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და გაუქმდა, ხოლო ფულადი საშუალების უკან დაბრუნება ბუღალტერიაში არ დგინდება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ბ); 101; 154; 159; 175; 286(4)