გადაწყვეტილება №19441/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19441/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 18.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19441/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №007-41 საგადასახადო მოთხოვნა;
დარიცხული თანხა: 56 156 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 065
დღგ - 11 995
ქონების (არასასოფლო მიწა) გადასახადი - 48
საშემოსავლო გადასახადი - 13 353
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 471
ქონების გადასახადი - 198
ჯარიმა - 13 371
საურავი - 16 720
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საცალო ვაჭრობას იჯარით აღებული სასურსათო მაღაზიიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მეწარმის საქმიანობის საგადასახდო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების საფუძველზე შედგა 29.11.2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად შემოწმებით ვერ ხერხდება დეკლარირებული რეალიზაციასთან რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირება. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელი 4-ჯერ არის დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ფასნამატის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის №41364 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს აღრიცხული, სავაჭრო ადგილზე დაფიქსირებული, სარეალიზაციო ფასები დაკავშირებული იქნა შესაბამის საქონლის შეძენასთან და გამოითვალა თითოეული საქონლის ფასნამატი. ასევე, გადამხდელის მიერ შეძენილი სმფები დაჯგუფდა 60 კატეგორიად (წინა შემოწმების მსგავსად) და თითოეულ მათგანზე გავრცელდა შესაბამის კატეგორიაში შემავალი დაფიქსირებული საქონლის საშუალო ფასნამატი.
აღნიშნული მეთოდით გაანგარიშების შედეგად ჯამურად ერთობლივმა შემოსავალმა მოიმატა 77 821 ლარით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავალი (დასაბეგრი ბრუნვა) შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას ყოველი საანგარიშო წლის დეკემბრის თვეში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2017 წლის №32328 ბრძანება და №007-390 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.05.2018 წლის №10492 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), ხოლო საბჭოში წარმოდგენილი დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის ნაწილში) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2018 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2018 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2018 წლის №27314 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გაეანალიზებინა ფასნამატის განსაზღვრის სისწორე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოიცა 5.12.2018 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2018 წლის N35694 ბრძანება და №007-431 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2019 წლის №3860 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქის საფუძველზე განუხილველი დარჩა. ამასთან, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2019 წლის №3860 ბრძანება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება, მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ინფორმაცია სადავო საქონლის სახეობების კატეგორიებად დაჯგუფების შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა საქონლის შესაბამისი ჯგუფისთვის მიკუთვნების საკითხი, დაედგინა შესაბამისი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №4088 ბრძანება და №007-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა რა 2023 წლის 2 მარტის №007-41 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 20.02.2023 წ. თარიღით შედგენილი №349/2 დასკვნის საფუძველზე არ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 05.07.2019 წლის გადაწყვეტილება. რადგან: დასკვნის მიხედვით, „ჯგუფების და ფასნამატის ცვლილებები ერთიანად იწვევს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ვალდებულებების დამძიმებას, რაც დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 298- ე მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭოს 12.07.2019 წლის №03/75848 გადაწვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მასალები (111 ფურცლად), მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, არ ჩასწორდა ჯგუფები და არ იმუშავა სათანადოდ ფასნამატზეც. რაც დავალებული ჰქონდა აუდიტის დეპარტამენტს. მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები 111 ფურცლად მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს არასწორად აქვს გაანგარიშებული ფასნამატი და შესაცვლელია მიდგომებიც. რადგან მიუხედავად ჩემი აქტიური ჩართულობისა, მაინც ვერ ავცდით შეცდომებს და უზუსტობებს, რომელმაც დიდი გავლება იქონია შედეგზე. კერძოდ: 2014 წელი დავების განხილვის საბჭოს 12.07.2019 წლის №03/75848 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტს, ბრძანების აღსრულების მიზნით წარუდგინა მასალები (111 ფურცლად), სადაც კანონიერად ჩაასწორა შიტი „ზედნადებები“ ჩასწორებაში გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მაგ; ხორცპროდუქტების 1 ჯგუფში არ უნდა მოხვედრილიყო: კარაქი, ნახევარფაბრიკატი, გაყინული ხორცი, კონსერვი, სანელებლები, ენერგეტიკული სასმელი ჯგ №3 პურის ჯგუფი-არ უნდა იყოს მზა პროდუქტი, ნამცხვარი, ორცხობილა, ნახევარფაბრიკატი, სანელებლები და ხარჯიც კი. ასეთი უამრავი ფაქტია სადაც ცვლილება განიცადა მხოლოდ 2014 წელს 40 575,07 ლარის საქონელმა. (დანართი1) კანონიერი შენიშვნები აქვს აგრეთვე შიტი „ფასებზე“, რაც აგრეთვე წარდგენილი აქვს. აუდიტმა უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა შიტი „ფასებში“ (ზოგ შემთხვევაში გაუგებარი ცვლილებით, მაგ: რას ერჩოდა კარამელი „კიბოს კისერს“, რომელიც განთავსებული იყო კანონიერად ჯგ კონფეტი, მაგრამ შეუცვალა ჯგუფი და მოათავსა ჯგ. ნამცხვარში, ლიუბიტელსკოე 425 გრამი, რომელის ამ შემთხვევაში არის ხორცპროდუქტი და არა ლიუბიტელსკოე ორცხობილა) გაითვალისწინა ზოგ შემთხვევაში გადამხდელის შენიშვნა, მოახდინა ზემოქმედება რამოდენიმე საქონელზე, (თანხობრივად ნიშნავს, რომ 30 473,96 ლ საქონელია გადასაჯგუფებელი) მაგრამ შესაბამისი ცვლილება არ განახორციელა შიტი „ზედნადებებზე“. ამ ქმედებით აუდიტის დეპარტამენტი უკვე ეწინააღმდეგება საკუთარ დასკვნას და გადამხდელის მოსაზრებას ადასტურებს მასზედ, რომ შიტი „ზედნადებები“ აუცილებლად გადასახედი და ჩასასწორებელია (დანართი 2), რადგან შიტი „შეძენის %“ შექმნილია შიტი „ზედნადებების“ საფუძველზე, ამგვარად ისიც არასწორია და არასწორად გამოისახება სარეალიზაციოდ შეძენილი საქონელი 60 ჯგუფში, რაც საბოლოოდ არასწორ სურათს ქმნის რეალიზებულ პროდუქციაზე. (რპთ) რადგან, აქტი ემყარება 2014 წლის 29 სექტემბრის ინვენტარიზაციის მასალებს, აუცილებლად უნდა აღნიშნა, ფასნამატის დადგენის პროცესი: პირველი აუდიტი-შიტი „ფასებ“-ში ჯგუფის ფასნამატს ადგენს (სადაც საკმაოდაა უზუსტობებეი, აქვე ავღნიშნავს, რომ მეორე შემოწმებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა გადამხდელის შენიშვნა) ჯგუფში შემავალი თითოეული ასორტიმენტის სარეალიზაციო ფასის შესასყიდ ფასზე გაყოფით და მათი საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით. მიღებულ ფასნამატს ამრავლებს თითოეული ჯგუფის ხვ. წილზე რპთ-ში და ვერტიკალში დაჯამებით ღებულობს მთელი რეალიზებული პროდუქციის საერთო ფასნამატს.
რეალიზებული საქონლის თითოეული ჯგუფის რაოდენობის დასადგენად, სარეალისაციო საქონლის (რპთ) თითოეულ ჯგუფს ამრავლებს, მის მიერ მოპოვებულ ფასნამატზე, რომელსაც ადგენს შემდეგნაირად: შიტი „ფასების“ ცხრილში დაამატა ახალი გრაფა, სადაც თითოეულ ასორტიმენტს მიუწერა ინვენტარიზაციიდან რაოდენობრივი შედეგი, რომელიც გადაამრავლა სარეალიზაციო (x) და თვითღირებულების (y) ფასებზე, ვერტიკალში დაჯამებით მიიღო თითოეული ჯგუფის სრული რაოდენობა (x) ფასით და სრული რაოდენობა (y) ფასით და ბოლოს გამოიყენა ფორმულა x/y*100/100, რითიც მიიღო თითოეული ჯგუფის საძიებელი ფასნამატი და ბოლოს ამ ფასნამატს ამრავლებს შესაბამის ჯგუფზე და ღებულობს რიცხვს ფასნამატით. დანართი 3 და დანართი 3-ა) ამრიგად, მეორე აუდიტი ხვ. წილს არ იყენებს, რპთ-ს ამრავლებს პირდაპირ თავის მიერ მიღებულ ფასნამატზე. შეუმცირა გადასახადი 212 ლარით. 2015 წელი შეძენილია დღგ-ის ჩათვლით 1 625 764,82 ლარის სარეალიზაციო საქონელი და აგრეთვე დამხმარე მასალები და ნედლეული, რაც განკუთვნილია სამუშაო პროცესისთვის. (ხარჯი) ეს უკანასკნელი, მოგების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში სარეალიზაციო, სარეალიზაციო საქონელიდან გამოცალკევებული იყო გადაანგარიშებისას, მაგრამ არ შემცირებულა სარეალიზაციო საქონელი (რპთ), შესაბამისად არ შემცირებულა შემოსავალი რეალიზაციიდან.
არ გადახედილა ჯგუფები შიტი „ზედნადებებში“, რომელიც დღესას მოიცავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ უკვე ჩათვლილ ხარჯს 19000 ლარის ოდენობის. ამრიგად აუდიტის დეპარტამენტის 2015 წელს რეალიზაციას ახალი ფასნამატის გამოყენებით ადგენს 1 665 533,91 ს და ამცირებს გადასახადს 432,48 ლარით. შემოაქვს ახალი ფასნამატი ბოსტნეულზე 38%, რასაც კატეგორიულდ არ ეთანხმება (მოვითხოვ გავიაროთ ერთად ეს საკითხი). 2016 წელი 2015 წლის აგვისტო - სექტემბრიდან, ღებულობს უკვე მცირე რაოდენობით საკვებ პროდუქტებს, ინარჩუნებს ,„ქიმიის“ სექციას, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია წლის ბოლოს ნაშთში ჰქონოდა პური 1438,46 ლ და ხორცპროდუქტები 1842,25 ლარის, სხვა დანარჩენ მალფუჭებად პროდუქტებზე, რომ აღარ ისაუბროს. 2016 წელს rs-ით შეძენილია სმფ 128 456,22ლ. (დღგ-ს გარეშე) და შ/აქტით 14 798,25 ლ. საქონელი. სულ: 143 254,47 ლ. შეძენილ სმფ 128 456,22 დავუმატოთ 17 470. გამოვაკლოთ საბოლოო 501 მივიღებთ რპთ-ს 145425,22. საწყისი სმფ: 17 470. საბოლოო: 501 ე.ი. რპთ: 145 425,22. რპთ 145 425,22+16%=168 539,56 (პირველადი %) რპთ შ/აქტ. 14798,25+15,7559302%=17 129,85. სულ: 185 473. მიღებულია გადაანგარიშებით. ახალი ფასნამატით (20.02.2023. კორექტირება ფასებში და არა ჯგუფებში) გაზარდა რეალიზ. 145 425,22+18,68%=172 587,12 შემოწმების აქტით 14798,25+37,59%=20 442,76 სულ: 193 029. გამოათავისუფლა დაუბეგრავი სმფ 4 615 ლ. დაუმატა მომსახურებიდან შემოსავალი 9 258,20 და დაარიცხა 1511ლ. ნაცვლად 1360 ლ. გადაანგარიშებიდან. ეს ცვლილება გამოიწვია ფასნამატმა „ჯგ ბაზარი“. როგორც ზემოთ აღნიშნა საგადასახადო ორგანოს ფასნამატის დადგენისას აქვს სხვადასხვა მიდგომა, პირველ შემთხვევაში აღნიშნულ ჯგუფზე გავრცელდა 16% ფასნამატი, ხოლო მეორეზე 38%. (დანართს-1) შესაბამისად შეიცვლება საშემოსავლო გადასახადი.
დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის არ გამოყენება, იმ საფუძვლით, რომ ეს შეძენები არ არის 1 პროცენტზე მეტი ნიშნავს, რომ არ შესრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება; მის მიერ წარდგენილი 16.04.2014; 20.05.2014; 2.05.2014; 3.07.2014; 30.09.2014. თარიღების საკონტროლო შესყიდვების არ გამოყენება ნიშნავს, რომ არ შესრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება; ამ სამი დოკუმენტაციის შეჯერება სრულად ფარავს გადასახადის გადამხდელის თითქმის მთელ რეალიზაციას. ითხოვდა და ახლაც იგივეს ითხოვს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნას ეს ორი გარემოება, მიუთითებდა, რომ საგადასახადო ორგანოს აქვს საშუალება, პროდუქციის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ამ წესით გამოანგარიშებული ფასნამატები შეადაროს სხვა, ანალოგიური ტიპის, სავაჭრო ობიექტების ფასნამატებთან. რადგან ეს არ არის საუბნო მაღაზია, სადაც ფასებს არეგულირებს ვიწრო გარემო. ეს არის სასურსათო მაღაზია, ქალაქის ცენტრალურ უბანში. შესაბამისად, მისი ფასები უნდა იყოს კონკურენტუნარიანი იმ მაღაზიებთან მიმართებაში, რომლებიც ფუნქციონირებენ მიმდებარე ტერიტორიებზე; სხვაგვარად მაღაზია ვერ იმუშავედა. ასეთი დიდი მაღაზიების ფასნამატის თაობაზე საგადასახადო ორგანოს აქვს მეტი ხელმისაწვდომობა. საგადასახადო ორგანოს შეუძლია დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის და საკონტროლო შესყიდვების ფასნამატის საფუძველზე დადგენილი ფასნამატი შეუდაროს სხვა, ანალოგიური პროფილის მაღაზიების ფასნამატებთან, მიმდებრე ტერიტორიაზე. საქონლის ძირითადი სახეობებია: სიგარეტი, პური, რძის პროდუქტები, გამაგრილებელი წყლები. ამ პროდუქტებზე ფასნამატი არის საყოველთაოდ ცნობილი, ხოლო შეძენებში მათი ხვედრითი წილი მარტივადაა დასადგენი. უმორჩილესად ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პროდუქციის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის და საკონტროლო შესყიდვების დროს დაფიქსირებული ფასნამატის საფუძველზე.
დასაბეგრი და დაუბეგრავი დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ ითხოვდა გადახედილი ყოფილიყო დღგ-ით დასაბეგრ ბაზასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს პოზიცია. საგადასახადო ორგანომ, შემოწმების აქტში, ფასნამატის საფუძველზე გაზარდა ერთობლივი შემოსავალი, (იხ. 2017 წლის აქტი, გვ. 9).: 2014 წელს 14847 ლარით 2015 წელს - 51980 ლარით; 2016 წელს 10994 ლარით. დღგ-ის გაანგარიშებისას, მთელ მომატებულ ბრუნვაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა, წლების მიხედვით: ანუ, ფასნამატის საფუძველზე გაზრდილ ბრუნვას დაერიცხა 18% ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული, რომ აქვს როგორც 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა, ისე დაუბეგრავი ბრუნვაც. თუ იზრდება ზოგადად ბრუნვა, მაშინ როგორც იზრდება დასაბეგრი ბრუნვა - ასეთივე პროპორციით უნდა გაიზარდოს დაუბეგრავი ბრუნვაც. გამოდის, რომ მის მიმართ შერჩევით იქნა გამოყენებული დაბეგვრის არაპირდაპირი მეთოდი - იზრდება მხოლოდ დასაბეგრი ბრუნვა. უკუდაბეგვრის დღგ შემოწმების აქტის მიხედვით, „მეწარმეს იჯარით აღებულ ფართზე გადახდილი აქვს არარეზიდენტი პირისათვის იჯარის ღირებულება. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით“აუდიტორის შეფასებით „სსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება“ (იხ. 2017 წლის აქტი, გვ16).
2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, 174-ე მუხლში, რომელსაც დაემატა „დ“ ქვეპუნქტი. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, 1. დღგის ჩასათვლელი თანხა არის: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. (1.05.2015 N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან) შესაბამისად შეიცვალა საგადასახადო კოდექსის მუხლის 173-ე დღგ-ის ჩათვლა და ამ მუხლიდან ამოღებულია მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რადგან აღარ წარმოადგენს საჭიროებას და იმავე დეკლარაციაში ხდება დარიცხვაც და ჩათვლაცმუხლი 173. დღგ-ის ჩათვლა 1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (20.12.2011. N5556) 2. ჩათვლის დოკუმენტებია:ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;ბ) საბაჟო დეკლარაცია; (27.03.2012. N5942)გ) ამოღებულია (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან) საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ამ ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996, (2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი), გადასახადების ადმინისტრირების შესახებ. მითითებული ბრძანების 72-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით: 7. დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს იმავე დეკლარაციით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით. (12.04.2017 N127) ცვლილება (იგულისხმება 174-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების (უკუდაბეგვრის დღგ-ის) თვალსაზრისით, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსათვის უკუდაბეგვრის დღგ-ის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენისას, მოხდება იდენტური უკუდაბეგვრის დღგის თანხის ჩათვლაში ასახვა (შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში).ცვლილებამდე უკუდაბეგვრის დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტი იყო ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან შეტყობინება ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანის თაობაზე; ანუ, ამ ცვლილების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაარიცხოს და დარიცხული თანხის ფარგლებში მისცეს ჩათვლა გადასახადის გადამხდელს იმავე დეკლარაციაში. ეს ავტომატურად ნიშნავს დარიცხული თანხის გაუქმებას მის ძირითად, ჯარიმის და საურავის ნაწილში. შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ გარემოებამ არ უნდა იმოქმედოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულების სიდიდეზე.
საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, დარიცხული საურავის ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №007-41 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის კერძოდ, სსკ-ის 272-ე მუხლის 21 ნაწილის დარღვევით. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 მარტის №007-66 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დარიცხული აქვს საურავი - 888,67 ლარი, მაშინ როცა 2018 წლის 12 ივნისის №007-155 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით საურავი დარიცხული არ ჰქონია. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის“.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა“. იგივე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. (26.12.2013. №1886). გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხვის საფუძველი №007-390 საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 2017 წლის 4 დეკემბერს. საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, დარიცხული საურავი შეადგენდა 12607,8 ლარს. დარიცხვა განხორციელებულია 2015 და 2016 წლებზე. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში შესული შემამსუბუქებელი ნორმის მიხედვით, 2015 წელზე საურავის დარიცხვა უნდა შეწყდეს 2019 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2016 წელზე - 2020 წლის 1 იანვრიდან. ამ შემთხვევაში საურავის დარიცხვა გრძელდება დღემდე - არ მომხდარა საურავის კორექტირება. რადგან იმ ფონზე, რომ 2017 წლის №007-390 საგადასახადო მოთხოვნასთან შედარებით 2023 წლის 2 მარტის №007- 41 საგადასახადო მოთხოვნაში შემცირებულია დარიცხული გადასახადი 4127 ლარით - გაზრდილია საურავის სიდიდე 4113 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფასნამატის ზუსტი მეთოდით და უფრო სწორად განსაზღვრის მიზნით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია სადავო საქონლის სახეობების კატეგორიებად დაჯგუფების შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საქონლის შესაბამისი ჯგუფისთვის მიკუთვნების საკითხი, დაადგინოს შესაბამისი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის 9 აგვისტოს №"-------" წერილით (დანართი 111 ფურცლად) წარდგენილი იქნა მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელდა დანართში წარდგენილი საქონლისათვის ჯგუფების დაზუსტება. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დადგინდა თითოეული ჯგუფისათვის ახალი ფასნამატი (საშუალო შეწონილი) დაზუსტებული ფასნამატი არაარსებითად განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ფასნამატისგან, თუმცა ჯგუფების და ფასნამატის ცვლილებები ერთიანად იწვევს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ვალდებულებების დამძიმებას. აღნიშნული კორექტირებები გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად და შენიშვნა არ დაუფიქსირებია.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანმხობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (უკუდაბეგვრის დღგ, დღგ-ის ჩათვლა და სანქციები), რომლებზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აღნიშნავს,რომ საგადასახადო ორგანოს არასწორად აქვს გაანგარიშებული ფასნამატი და შესაცვლელია მიდგომებიც.
ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პროდუქციის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის და საკონტროლო შესყიდვების დროს დაფიქსირებული ფასნამატის საფუძველზე.
ასევე,სურს გადაიხედოს დღგ-ით დასაბეგრ ბაზასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს პოზიცია.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად შემოწმებით ვერ ხერხდება დეკლარირებული რეალიზაციასთან რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირება. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელი 4-ჯერ არის დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე.გაანგარიშების შედეგად ჯამურად ერთობლივმა შემოსავალმა მოიმატა .არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავალი (დასაბეგრი ბრუნვა) დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას ყოველი საანგარიშო წლის დეკემბრის თვეში.
საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №4088 ბრძანება და №007-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 5.07.2019 წლის №5905/2/2018 და №7863/2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),161,173,174