გადაწყვეტილება №22702/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.08.2024
№ დოკუმენტი 22702/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22702/2/2024

18 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22702/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №002-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5265 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 300 539 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 059 606

დღგ - 439 722

მოგების გადასახადი - 31 806

საშემოსავლო გადასახადი - 588 078

ჯარიმა - 529 784

საურავი - 711 149

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელს წარედგინა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შესაბამისი სარეალიზაციო ფასებით, პროდუქციის კალკულაციები და ჩამოწერილი ნედლეული. შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დადგენილი, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება, აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარირებული მონაცემებისგან.

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების (შესაბამისი რეალიზაციებით და ჩამოწერებით) ანალიზის შედეგად გაანგარიშდა თითოეული წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილია იმაზე მეტი თვითღირებულების ნედლეული, რაც საჭირო იყო რეალიზებული პროდუქციის საწარმოებლად. რეალიზებული პროდუქციის შემოწმებით დადგენილ თვითღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად, პერიოდების მიხედვით, დადგენილი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაანგარიშებული თანხიდან, გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა კაპიტალის შემცირება, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40644 ბრძანება და №002-433 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.11.2022 წლის №17201/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №002-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13624 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.12.2023 წლის №20125/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განიხილა საჩივარი და 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, ყველის დანაკარგის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ ყველის დანაკარგის განსაზღვრის თაობაზე წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით ხელმძღვანელობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5265 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 28 მარტის დასკვნის შინაარსზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მაისის №----- დასკვნა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვით, ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით.

- საქონლის ხორცის დანაკარგების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, კალკულაცია მოცემული აქვს ნეტო წონებით, თუმცა შემოწმების მიერ მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ „ნეტო“ წონებზე (მაგ: ღორის ხორცის მწვადზე შპს „------“-ის კალკულაციით იხარჯება 0.445 გრ ღორის ხორცი, ხოლო მესამე პირების კალკულაციით იხარჯება 0.335 გრ ღორის ხორცი „ბრუტო“ წონის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ გათვალისწინებული იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის დანაკარგი საქონლის ხორცზე, კალკულაციის ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს უნდა ჩამოეწერა იმაზე მეტი საქონლის ხორცი, ვიდრე შეძენილი აქვს. ამასთან, ექსპერტიზა არ არის ჩატარებული უშუალოდ წარმოების პროცესში და შესაბამისად, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქონლის ხორცზე 31.13%-იანი დანაკარგი ეხება უკლებლივ ყველა შეძენილ საქონლის ხორცს, რადგან დანაკარგი 31.13% მოიცავს ძვლიანი ხორცის დარბილებამდე მიყვანის დანაკარგს, თუმცა კომპანია ამზადებდა ისეთ საკვებ პროდუქტებსაც, რომელშიც ძვლიანი ხორცი გამოიყენება. ასევე, ექსპერტიზაზე წარდგენილია საქონლის ახალი ხორცის წინა მხარე, თუმცა არ დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი შეიძენდა იმავე მდგომარეობაში მყოფ ხორცს, რაც ექსპერტიზაზეა წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

- ყველის დანაკარგის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლითაც ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%- ით და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შპს „------“-ის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ ყველის დანაკარგის განსაზღვრის თაობაზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი ამ ნაწილში შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებას, ვინაიდან არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა, ამასთან არ იქნა გათვალისწინებული პროცედურული გარემოებები რასაც დეტალურად ქვემოთ შეეხება.

1. გასაჩივრებული ნაწილი №1 - საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების ოდენობა.

მიუთითებს სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, შემოსავლების სამსახურში პირველად წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ არ ეთანხმებოდა აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, კერძოდ არ იქნა გათვალისწინებული პროდუქციის დანაკარგის ოდენობა. შესაბამისად აღნიშნული სხვაობა შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა რეალიზებულად და მისაღები თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნავდა, რომ დანაკარგების ოდენობის დადგენის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოთხოვნილ იქნა შემდეგი დასახელების პროდუქციის დანაკარგების ოდენობა:

1. ძროხის ხორცის პირველადი დამუშავების დროს სხვადასხვა ნიშნით დახარისხებისას, დამუშავების პერიოდში მიღებული დანაკარგები;

2. ბოსტნეულის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული დანაკარგების ოდენობა, მათ შორის შენახვის პერიოდში არსებული დანაკარგები;

3. ყველის შენახვის პერიოდში მიღებული დანაკარგების ოდენობა.

ამასთან, აღნიშნავდა და ითხოვდა, რომ გარდა აღნიშნული საქონლის დასახელების პროდუქციისა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა მსგავსი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შედეგის ანალიზის შედეგად მომხდარიყო დანაკარგების ოდენობების დადგენა.

ამასთან, თუ არ მოიპოვებოდა შესაბამის დეპარტამენტში, კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თითოეული პროდუქციის ჯგუფში (მაგალითად: ხორცი, ბოსტნეული, თევზი.) შემავალი დასახელებაზე არსებული დანაკარგის ოდენობა გამოყენებული ყოფილიყო მთლიან ჯგუფზე.

აგრეთვე აღნიშნავდა და მიიჩნევდა, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარესტორნო პროგრამაში მითითებულ მენიუში, მზა ნაწარმზე გახარჯული ნედლეულის ოდენობის ზუსტად განსაზღვრა ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად არის გათვლილი. მაგალითად, ჩვეულებრივ შემთხვევაში თუ ხდება 0.5 კგ მწვადის მიწოდება, აღნიშნულზე შეიძლება დაიხარჯოს 0.8 კგ ხორცი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებული არ არის.

11.02.2022 წელს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და კომპანიას შორის, გაფორმდა №-----ხელშეკრულება დანაკარგების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, რაზეც გამოცემულია ამავე სამსახურის 11.03.2022 წლის დასკვნა.

აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, კომპანიის მიერ შეძენილია 40 კგ საქონლის ხორცი. აღნიშნულის დამუშავების შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა დამუშავების შედეგად მიღებული საქონლის წონა და მათი პროცენტული ოდენობა, შემდეგი ოდენობით:

1) დარბილებული ხორცი - 9.90 კგ;

2) ძვლიანი ხორცი - 17.65 კგ;

3) ძვლები მათზე ხორცის და ქონის მცირე ნაწილებით - 11.55 კგ;

4) ქონი და ნარჩენები (უხეში ნაწილები, კანი, და სხვა უვარგისი ნაწილები) – 0.85 კგ;

5) თავდაპირველ წონასა და შემდგომ წონას შორის სხვაობამ შეადგინა 0.05 კგ;

აღნიშნული პროცენტული ოდენობა:

1) დარბილებული ხორცი - 24.79%;

2) ძვლიანი ხორცი - 44.125%;

3) ძვლები მათზე ხორცის და ქონის მცირე ნაწილებით - 28.875%; 4) ქონი და ნარჩენები (უხეში ნაწილები, კანი, და სხვა უვარგისი ნაწილები) – 2.125%; 5) თავდაპირველ წონასა და შემდგომ წონას შორის სხვაობამ შეადგინა - 0.125%;

შესაბამისად დადგენილია, რომ შესყიდული საქონლიდან 31.125% წარმოადგენს გამოუყენებელ პროდუქციას, რომელიც უნდა გამოაკლდეს დასაბეგრ ბრუნვაში საქონლის ხორცით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილით გაანგარიშებულ თანხას.

14.04.2022 წელს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ყველის მიღებიდან, მის სრულ რეალიზაციამდე დანაკარგების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, რაზეც გამოცემულია ამავე სამსახურის 18.05.2022 წლის №----- დასკვნა.

18.05.2022 წლის დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ 29.04.2022 წელს შეძენილია 19.44 კგ ყველი (სახაჭაპურე), საიდანაც შრატის წონამ შეადგინა 0.140 კგ, შესაბამისად ყველის „ნეტო“ წონამ შეადგინა 29.30 კგ.

29.04.2022 წლის 15:00 სთ-დან 2 მაისის 14:00 სთ-მდე პერიოდში მაცივარში შენახული 19.30 კგ ყველის აწონვის შემდგომ „ნეტო“ წონამ შედგინა 18.52 კგ, ხოლო შრატის წონამ 0.6 კგ. ამდენად, სხვაობამ შეადგინა 0.78 კგ, რაც პროცენტულად შეადგენს 4.041%-ს.

გარდა ზემოაღნიშნული დასკვნებისა, კომპანიის მიერ 14.06.2022 წელს განცხადება შეტანილია ასევე ხბოს ხორცის შეძენისას, პირველადი დამუშავების დროს, სხვადასხვა ნიშნით დახარისხებისას დამუშავების პერიოდში მიღებული დანაკარგების ოდენობის დასადგენად.

ამასთან, თუ დადგინდებოდა სხვაობა, აღნიშნავდა, რომ სხვაობა არ უნდა ჩათვლილიყო როგორც მზა პროდუქციად რეალიზებული, სხვაობის რეალიზაცია, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, უნდა მოხდეს თვითღირებულებით, რასთან დაკავშირებითაც დავების განხილვის საბჭოში არსებობს შესაბამისი პრაქტიკა.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით: გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მაისის №----დასკვნა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვით, ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კალკულაცია მოცემული აქვს „ნეტო“ წონებით, თუმცა შემოწმების მიერ, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადამხდელის მიერ მოწოდებულ „ნეტო“ წონებზე. შესაბამისად, დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით წარდგენილი არგუმენტები იგივე იყო, რაც პირველად საჩივარში იქნა დასმული, კერძოდ არ დაეთანხმა გადაანგარიშების შედეგებს და მოითხოვა საკითხის ხელახლა გავლა. ამასთან ითხოვდა საკითხის არამხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციით, არამედ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საკითხის შესწავლას/გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური 11.03.2024 წლის №5265 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, შემდეგს:

 საქონლის ხორცის დანაკარგების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, კალკულაცია მოცემული აქვს ნეტო წონებით, თუმცა შემოწმების მიერ მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოწოდებული კალკულაციების მიხედვით პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადამხდელის მიერ მოწოდებულ „ნეტო“ წონებზე (მაგ: ღორის ხორცის მწვადზე შპს „------“-ის კალკულაციით იხარჯება 0.445 გრ ღორის ხორცი, ხოლო მესამე პირების კალკულაციით იხარჯება 0.335 გრ ღორის ხორცი „ბრუტო“ წონის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ გათვალისწინებული იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის დანაკარგი საქონლის ხორცზე, კალკულაციის ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს უნდა ჩამოეწერა იმაზე მეტი საქონლის ხორცი, ვიდრე შეძენილი აქვს. ამასთან, ექსპერტიზა არ არის ჩატარებული უშუალოდ წარმოების პროცესში და შესაბამისად, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქონლის ხორცზე 31.13%-იანი დანაკარგი ეხება უკლებლივ ყველა შეძენილ საქონლის ხორცს, რადგან დანაკარგი 31.13% მოიცავს ძვლიანი ხორცის დარბილებამდე მიყვანის დანაკარგს, თუმცა საწარმო ამზადებდა ისეთ საკვებ პროდუქტებსაც, რომელშიც ძვლიანი ხორცი გამოიყენება. ასევე, ექსპერტიზაზე წარდგენილია საქონლის ახალი ხორცის წინა მხარე, თუმცა არ დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი შეიძენდა იმავე მდგომარეობაში მყოფ ხორცს, რაც ექსპერტიზაზეა წარდგენილი.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 ყველის დანაკარგის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლითაც ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%- ით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ ყველის დანაკარგის განსაზღვრის თაობაზე წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა საკითხი გადაწყვიტა ყოველგვარი გამოკვლევის და დასაბუთების გარეშე. ამჟამად მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგების განხილვა, კერძოდ მოხდა თუ არა დავალების შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულება.

11.07.2022 წლის №17984 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა წარდგენილი საჩივარი და მასში დასმული საკითხები, არგუმენტაცია და მტკიცებულებები. როგორც თავდაპირველ საჩივარში იყო აღნიშნული, კალკულაციებში არ იყო გათვალისწინებული დანაკარგების ოდენობა, რაზედაც ზემოხსენებული ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, დადგინდა, რომ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ „ნეტო“ წონებზე. შესაბამისად, დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საყურადღებოა აუდიტის დეპარტამენტის ზემოხსენებული მსჯელობა, თუ რომელ შერჩეულ პროდუქციის შესახებ მოახდინეს გამოთხოვა და საერთოდ წარუდგინეს თუ არა აღნიშნული ინფორმაცია დავების დეპარტამენტს, ან ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. თუმცა, რომც წარედგინათ, კომპანია (რესტორანი) აწარმოებს უამრავ სახეობის საკვებ პროდუქციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ შერჩეული პროდუქციის მიხედვით ვერ მოხდება საკითხის სრულყოფილად შესწავლა, რაზედაც ასევე დაეთანხმა შემოსავლების სამსახური 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებით (გადაწვეტილებით).

სადავო 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებით, შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტს კალკულაციებში დაფიქსირებულ წონებთან მიმართებით და ამავე ორგანოს დაავალა ყველის დანაკარგების გათვალისწინება. თუმცა გაუგებარია, რატომ არ დაავალა საკითხის სრულად შესწავლა და დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ზეპირ არგუმენტაციას.

მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას იმ გარემოებათა გამო, რომ თუ კალკულაციებში შეყვანილია დანაკარგები მაშინ, შემოსავლების სამსახური ხელახლა არ დაავალებდა ყველის დანაკარგების გათვალისწინებას.

როგორც წინა საჩივრებში ამტკიცებდა, კალკულაციებში არ იყო გათვალისწინებული დანაკარგები, თუმცა ყველა პროდუქციაზე/ნედლეულზე (დაახლოებით 1 000 სახეობა) ვერ მოხდებოდა მათი მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენა, ვინაიდან იგი დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებია ამ ეტაპზე სადავო, კერძოდ იმ გადაწყვეტილების, სადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის სრულყოფილად შესწავლა წარდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გათვალისწინებით.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას კალკულაციებში დაფიქსირებულ წონებთან მიმართებით, რომ სხვა პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციებში პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადამხდელის მიერ მოწოდებულ „ნეტო“ წონებზე, შესაძლოა იყოს სიმართლე, თუმცა საინტერესოა როგორც მათთვის, ასევე დავების საბჭოსთვის, ვისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენად შესადარისია მათ კომპანიასთან და მოხდება თუ არ ამ ინფორმაციის დავების საბჭოსთვის მიწოდება. ამასთან, თუ დავუშვებთ, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული საკითხი სწორია და ნამდვილად მიწოდებული „ბრუტო“ წონები ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ „ნეტო“ წონებზე, აღნიშნული ვერ გამოდგება მყარ არგუმენტად ვინაიდან, სარესტორნო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ რესტორანში შესაძლებელია მაგალითისთვის მწვადი იყოს 3 ნაჭრიანი და მათთან 6 ნაჭრიანი, ანალოგიური მსჯელობა იქნება სხვა პროდუქტებთან მიმართებითაც. ამის ერთერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ მათი დონის რესტორანთან შედარებით მაღალი ფასებია.

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებით ხელახლა მოხდა ყველის დანაკარგების საკითხის შესწავლის დავალება და დადასტურდა ის ფაქტი, რომ კალკულაციებში არ არის გათვალისწინებული დანაკარგები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მათ მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკითხის გადაწყვეტა შემდეგი მიმართულებით:

აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინოს წარდგენილი საექპერტო დასკვნით დადგენილი დანაკარგები, ხოლო დანარჩენ პროდუქციაზე გამოიყენოს მის ხელთ არსებული დანაკარგების ოდენობა. თუ ყველა პროდუქციაზე ვერ მოიძებნება დანაკარგების ოდენობა, ასეთ შემთხვევაში, მოახდინოს ჯგუფის მიხედვით საშუალო დანაკარგის დადგენა და ამ პრინციპით ნედლეულის ჩამოწერა.

2. გასაჩივრებული ნაწილი № 2 - დღგ-ში დარიცხული თანხების ოდენობა

მიუთითებს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ გარემოებებზე, დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის ნაწილში არგუმენტაცია იგივე რაც პირველ სადავო საკითხის ნაწილში

მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს, ან დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულების გათვალისწინებით დამატებით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების შემცირება/გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ხოლო აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მაისის №-----დასკვნა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვით, ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით კალკულაცია მოცემული აქვს „ნეტო“ წონებით, თუმცა შემოწმების მიერ, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ „ნეტო“ წონებზე. შესაბამისად, დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ასევე დადგენილია რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13624 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.12.2023 წლის №20125/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, ყველის დანაკარგის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ ყველის დანაკარგის განსაზღვრის თაობაზე წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით ხელმძღვანელობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ასევე შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყველის დანაკარგების გათვალისწინება. თუმცა გაუგებარია, რატომ არ დაევალა საკითხის სრულად შესწავლა და დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ზეპირ არგუმენტაციას. საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას იმ გარემოებათა გამო, რომ თუ კალკულაციებში შეყვანილია დანაკარგები მაშინ, შემოსავლების სამსახური ხელახლა არ დაავალებდა ყველის დანაკარგების გათვალისწინებას. წინა საჩივრებში ამტკიცებდა, რომ კალკულაციებში არ იყო გათვალისწინებული დანაკარგები, თუმცა ყველა პროდუქციაზე/ნედლეულზე (დაახლოებით 1 000 სახეობა) ვერ მოხდებოდა მათი მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენა, ვინაიდან იგი დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებია ამ ეტაპზე სადავო, კერძოდ იმ გადაწყვეტილების, სადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის სრულყოფილად შესწავლა წარდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გათვალისწინებით. აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია კალკულაციებში დაფიქსირებულ წონებთან მიმართებით, შესაძლოა იყოს სიმართლე, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული საკითხი სწორია და ნამდვილად მიწოდებული „ბრუტო“ წონები ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ „ნეტო“ წონებზე, აღნიშნული ვერ გამოდგება მყარ არგუმენტად, სარესტორნო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ზოგიერთ რესტორანში შესაძლებელია მაგალითისთვის მწვადი იყოს 3 ნაჭრიანი და მათთან 6 ნაჭრიანი, ანალოგიური მსჯელობა იქნება სხვა პროდუქტებთან მიმართებითაც. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანებით ხელახლა მოხდა ყველის დანაკარგების საკითხის შესწავლის დავალება და დადასტურდა ის ფაქტი, რომ კალკულაციებში არ არის გათვალისწინებული დანაკარგები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მათ მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, წარდგენილი საექპერტო დასკვნით დადგენილი დანაკარგების გათვალისწინება, ხოლო დანარჩენ პროდუქციაზე მის ხელთ არსებული დანაკარგების ოდენობის გამოყენება. თუ ყველა პროდუქციაზე ვერ მოიძებნება დანაკარგების ოდენობა, ჯგუფის მიხედვით საშუალო დანაკარგის დადგენა და ამ პრინციპით ნედლეულის ჩამოწერა.

ამასთან, მომჩივანმა 2024 წლის 4 ივლისს, საჩივარზე დამატებით, წარმოადგინა კორექტირებული კალკულაციები და აღნიშნავს, რომ კალკულაციაში პროდუქცია მოცემულია დანაკარგების გარეშე, რომლის მიხედვითაც მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა გადაანგარიშება.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ თავდაპირველი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულებასაც ასაჩივრებს, აუდიტორმა, როგორც გადაანგარიშების დასკვნაშია მითითებული, დანაკარგების ოდენობა ძალიან მაღლად მიიჩნია, რადგან მათ მიერ წარდგენილ კალკულაციაში ციფრები მითითებულია დანაკარგების ჩათვლით, მაგრამ დამატებით წარადგინა კორექტირებული კალკულაციები, ანუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დანაკარგების გარეშე, აღნიშნული გადაეგზავნა აუდიტორს რათა შეეცვალა კალკულაცია და ფიქრობს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადაანგარიშება. როცა აუდიტორი მსჯელობს, რომ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ „ნეტო“ წონებზე, გაუგებარია საიდან იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, აგრეთვე არგუმენტი, რომ სხვა რესტორანს სხვა წონები გააჩნია და არ ედრება მათ მონაცემებს, არ შეესაბამება რეალობას, რადგან კონკრეტული საქონლის საწარმოებლად შეიძლება მათ შემთხვევაში უფრო მეტი იხარჯებოდეს. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ყველის შემთხვევაში აუდიტორს ავალებს დანაკარგის გათვალისწინებას, ხოლო ხორცის შემთხვევაში არა, რადგან თუ ყველის შემთხვევაში კალკულაცია აკმაყოფილებს, ხორცის შემთხვევაში რატომ არა. ამგვარად მიიჩნევს, რომ აუდიტორის მიერ არ არის განხორციელებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. ამასთან, არ ეთანხმება სადავო ბრძანებას, რადგან მიიჩნევს, რომ აუდიტორს უნდა დავალებოდა არამარტო ყველზე არამედ ყველა პროდუქტზე (არამარტო ხორცზე) საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შესაბამისად, წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, ახალი დასკვნები, სხვა მტკიცებულებები, პროდუქციის დიდი რაოდენობის გამო ყველა პროდუქტზე ვერ შეძლებდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არამარტო წარდგენილ მტკიცებულებებზე მსჯელობა, ასევე გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინფორმაციაც (სისტემაში არსებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ) და წარდგენილი კორექტირებული კალკულაციით ხელმძღვანელობა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, მომჩივნის მიერ გადაეგზავნა კორექტირებული კალკულაციები, რომლითაც „ნეტო“ წონა მეტი გამოდის, მაშინ როდესაც მანამდე წარდგენილი კალკულაციით „ნეტო“ წონა ნაკლებია, ანუ ეხლა წარმოდგენილი მონაცემებით (დანაკარგების გარეშე) მეტი გამოდის, ამასთან თუ დაეყრდნობა წარდგენილ ცხრილს და სამხარაულის დასკვნას, რომელიც მხოლოდ საქონლის ხორცზეა (31.13%), აღნიშნული ცვლის პირველ კალკულაციას, ანუ უფრო მეტი ხორცის შეძენა და შესაბამისად მეტის რეალიზაცია განუხორციელებია გადასახადის გადამხდელს, ამდენად გაუგებარია რით დასტურდება წარმოდგენილი მონაცემები. ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ ყველზე და საქონლის ხორცზეა, ხოლო სხვა პროდუქტების მიმართ ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქონლის ხორცთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდის პირველ წელს (2019 წელს) ის დარჩა რაც თვითონ გადასახადის გადამხდელს ქონდა ჩამოწერილი, ანუ არაფერი შეცვლილა, ასევე ბოლო წელს უფრო მეტი ხარჯი იქნა გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენ პერიოდში ექპერტიზის დასკვნა (31.13%) ვერ იქნა გათვალისწინებული რადგან მინუსდებოდა, შეძენა და რეალიზაცია არ ედრებოდა, ანუ წარდგენილი კალკულაციით იმაზე მეტი უნდა ჩამოწერილიყო ვიდრე შეძენილია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამასთან სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5265 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილია იმაზე მეტი თვითღირებულების ნედლეული, რაც საჭირო იყო რეალიზებული პროდუქციის საწარმოებლად. რეალიზებული პროდუქციის შემოწმებით დადგენილ თვითღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად, პერიოდების მიხედვით, დადგენილი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაანგარიშებული თანხიდან, გადამხდელის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა კაპიტალის შემცირება, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამასთან სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :