ბრძანება N 17875

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.07.2023
№ დოკუმენტი 17875
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17875

24 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ„---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) №110240/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას და ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ნოემბრის №030-1469 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან მისთვის ცნობილი გახდა უძრავ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ. აღნიშნული შეზღუდვის გავრცელება კი დაკავშირებულია 2018-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვასთან, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთზე რომელზეც დარიცხულია გადასახადი ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „ჰ2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. გადამხდელი ითხოვს გპაბ-ზე დარიცხული ქონების გადასახადისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ ------------- (პ/ნ ------------) სახელზე 2009 წლის 26 აგვისტოდან რეგისტრირებულია ქ. ---------ში მდებარე 3272 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი (საკადასტრო კოდით: ------------, დაზუსტებული -----------), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 25.08.2009 წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთის კატეგორია არის საკარმიდამო და მასზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

გადამხდელის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საგადასახადო წლის კუთვნილი გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და ---------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილების საფუძველზე შემცირებულია 250 კვ.მ-ით და ნაცვლად 3272.0 კვმ-ისა დაბეგრილია 3002.0კვმ (3272.0-250), ხოლო 2019- 2022 წლების გადასახადები დარიცხულია ავტომატურ რეჟიმში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით 2018-2022 წ.წ. დარიცხვებზე გამოცემულია „საგადასახადო მოთხოვნები“: 2018 წლის 21 დეკემბრის №022 – 8057, 2019 წლის 7 ნოემბრის №022 – 6246, 2020 წლის 6 ნოემბრის №022 – 10820, 2021 წლის 8 ნოემბრის №022 – 8402 და 2022 წლის 2 ნოემბრის №030 – 1360 საგადასახადო მოთხოვნები. აქედან 2018 წლის საგადასახადო პერიოდზე გამოცემული №022 – 8057 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა ფოსტით 2019 წლის 18 იანვარს.

 

„-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ --------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებით, რომელიც ვრცელდება 2018 საგადასახადო პერიოდზეც, ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდა საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მხოლოდ 250 კვ.მ მიწის ფართობი, ხოლო ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის №23 დადგენილებით, ---------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ: შეიცვალა დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი და სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) 2021 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ჯამში 117.10 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 22 ნოემბრის №030-1469 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით აღნიშნული შეტყობინების გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნა/გაცნობა არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) 2023 წლის 7 ივლისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალანება: გადასახადი - 115 ლარი, საურავი - 45.86 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების თანახმად:

2. ფიზიკური პირი, რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული აქვს ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) და შესაბამის საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში არ გააჩნია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (დასაბეგრი ქონება ან/და მიწა) ან უფლებამოსილი იყო/არის ესარგებლა შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დადგენილი საგადასახადო შეღავათით, უფლებამოსილია, ამ საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების (შემცირების) მოთხოვნით განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.

3. ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი განმცხადებლის მონაწილეობით უზრუნველყოფს საკითხის შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში: ა) განმცხადებელს აძლევს რეკომენდაციას წარადგინოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის/პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა; ბ) ახორციელებს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) თანხის კორექტირებას (შემცირებას), თუ გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) ამ წესის შესაბამისად ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას):

ა) მიუხედავად იმისა, ქონების გადასახადის თანხაზე (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია/წარდგენილია თუ არა საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულია/გასაჩივრებულია თუ არა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა;

ბ) სახელმწიფო უწყებაში/რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების, მათ შორის, მიწის მიმართ დარიცხვის ნაწილში;

გ) მიუხედავად იმისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ან/და 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-14 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ წარდგენილია თუ არა დეკლარაციის წარუდგენლობის შესახებ განცხადება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება განახორციელოს „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების საფუძველზე.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2021 წლის 22 ნოემბრის №030- 1469 შეტყობინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, ფ/პ -------------ს (პ/ნ -------------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება განახორციელოს „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების საფუძველზე;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში;

5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ.№11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს გპაბ-ზე დარიცხული ქონების გადასახადისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები).მომჩივანს 2021 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით აღნიშნული შეტყობინების გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნა/გაცნობა არ ფიქსირდება.

 

გადაწყვეტილება

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:203;205(1,12,13,131);61(2);206(1ჰ);275(14ა);8(23);238(1,2,6);239(1);265.