გადაწყვეტილება №23265/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23265/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23265/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 №20987 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12133 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 029 459 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 511 250
დღგ - 51 493
მოგების გადასახადი - 443
საშემოსავლო გადასახადი - 459 314
ჯარიმა - 291 722
საურავი - 226 487
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ფარმაცევტული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობაზე საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე განსაზღვრული დანართი №9-ს შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაცემული ხელფასი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა ნულს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ უფიქსირდება), შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ იყო დღგ-ის გადამხდელად და შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ ჩათვლილი არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2020 წლის 1 იანვარს, შესაძლებლობა აქვს ჩაითვალოს ჩათვლის დოკუმენტებით მიღებული დღგ. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
4. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა შემოწმების მიერ ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.05.2023 წლის №11338 ბრძანება და №006-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანებით:
1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
2. პირველ, მე-3, მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების (მ.შ დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 302 704 ლარი, გადასახადი - 253 920 ლარი, ჯარიმა - 48 784 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნავია, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია საწარმოს სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაეყრდნო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ბაზებში არსებულ ინფორმაციას, მაშინ როცა საწარმოს ფინანსური შედეგების ანალიზისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს პირის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2023 წლის ბრძანების საფუძველზე. ხოლო 2024 წლის 8 აპრილის დასკვნაში კითხულობს, რომ ჩატარებულ იქნა პირის მომგებიანობის ანალიზი 2014-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული ანალიზით გამოვლინდა, რომ საწარმო ამ პერიოდში იყო მომგებიანი, შესაბამისად შემოწმებამ მიიჩნია, რომ კაპიტალის საჭიროება არ არსებობდა.
სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია შენახული 2014-2019 წლების სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად არ ყოფილა აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი. შესაბამისად, შემოწმებამ ანალიზი ჩაატარა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო, მხოლოდ ელექტრონულ დოკუმენტაციას, ხოლო პირის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ შედგება მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტაციისაგან. საწარმოს ფინანსური შედეგების ანალიზისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს პირის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არასრულყოფილად მოახდინა ხანდაზმული პერიოდის შესწავლა/ანალიზი, რომლის მიხედვითაც გამოტანილი დასკვნა, რომ კომპანიას ამ პერიოდებში ჰქონდა მოგება დაფუძნებულია არასრულყოფილ მონაცემების დამუშავებით მიღებულ ინფორმაციაზე.
მაშინ როდესაც არსებობს თანხების საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი კრების ოქმები და შესაბამისი საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი ქვითრები, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არასრულყოფილი შესწავლის ჩატარება ხანდაზმულ პერიოდზე, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან ერთის მხრივ ირღვევა სზაკ-ის მოთხოვნები, რადგან ხდება არასრულყოფილი შესწავლა, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ხოლო მეორეს მხრივ ირღვევა სსკ-ით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა და გადამხდელის მიერ დოკუმენტაციის შენახვის ვადის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნაა, რომ საწარმოს კაპიტალში არსებული შენატანების გათვალისწინება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის გაანგარიშებულ თანხებში და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს პირის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გარდა კაპიტალში შენატანების გაუთვალისწინებლობისა, ამავე საკითხში კითხულობს, რომ შემოწმების მიერ არ მოხდა წინა პერიოდის კრედიტორული დავალიანების დაფარვის გათვალისწინება, რადგან შემოწმებამ წარდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნია სარწმუნოდ. ვინაიდან გადარიცხვის დოკუმენტში არ ხდება მიმღების იდენტიფიცირება, დანიშნულება და თანხის გადამხდელის დასახელება ამიტომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ გარდა გადარიცხვის დოკუმენტისა, მის მიერ წარდგენილ იქნა აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, სადაც ჩანს ორივე მხარის საიდენტიფიკაციო ნომრები, ორივე მხარის დასახელებები და აღნიშნულ აქტებს ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს ორივე მხარე. ხსენებულ ოპერაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება დაიფარა შესამოწმებელ პერიოდში, რაც დასტურდება არარეზიდენტებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტებით. კერძოდ ურთიერთშედარების აქტები გაკეთებულია 01.01.2020 და 01.01.2023 თარიღებით. შესაბამისად, ორივე მხარე ადასტურებს, რომ 01.01.2020-ის მდგომარეობით არსებული დავალიანება დაფარულია 01.01.2023-ის მდგომარეობით. მათი მოთხოვნის საფუძველზე დავალიანების დაფარვა მოხდა კრიპტო ვალუტით. კრიპტო ვალუტით გადარიცხვის სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია მოხდეს ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება. თუმცა, სწორედ აღნიშნულის დასადასტურებლად არის წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები და აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ეს დოკუმენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და არც გაკოტრების რეჟიმისას აღრიცხულ კრედიტორებში არ ფიქსირდებიან ეს პირები. შესაბამისად, მოთხოვნაა, რომ 01.01.2020-01.01.2023 საანგარიშო პერიოდში დაფარული კრედიტორული დავალიანება გათვალისწინებულ იქნეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზში და მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გარდა ამისა, გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების შეძენის ხარჯები, რადგან აღნიშნული ავტომობილები შესამოწმებელ პერიოდშივე არის რეალიზებული. ხელთ არსებული რესურსებით ვერ ვახერხებთ იმ პირებთან დაკავშირებას ვისზეც მოხდა ავტომობილების რეალიზაცია რათა დავადასტუროთ, რომ ავტომობილები რეალიზებულია გაცილებით ნაკლებ ფასად ვიდრე მისი შეძენა მოხდა. ავტომობილები ექსპლუატაციაში იმყოფებოდა თითქმის ყოველდღიურად შეძენის დღიდან და შესაბამისად შეუძლებელია იგივე ფასად მომხდარიყო ამ ავტომობილების რეალიზაცია. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ავტომობილების ბუნებრივი ცვეთა, დაძველება, საბაზრო ფასის შემცირება და იმის გათვალისწინებით მოხდეს ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავლისა და ამ ავტომობილების შეძენის ხარჯების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინება.
გარდა ამისა, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებების საბოლოო ნაშთები, თუმცა მეორე მხარეებთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო მის მიერ ვერ მოხდა შემმოწმებლისათვის ურთიერთშედარებების წარდგენა, შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე არ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება. დებიტორების ძირითადი ნაწილი ან აღარ ფუნქციონირებს, ან ვერ ახერხებს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებას. ამიტომ გთხოვთ რაიმე გზით მოხდეს დებიტორული დავალიანებების გათვალისწინება, რათა არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, ვინაიდან დებიტორული მხარესთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს აღნიშნული დავალიანების ნამდვილობა. შესაბამისად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხდება აღნიშნულის დადასტურება, ხოლო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ შეისწავლოს აღნიშნული დავალიანებების არსებობის ნამდვილობა და გაითვალისწინოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვროს ეტაპზე. ამიტომ, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით მოახდინოს აღნიშნული დავალიანებების დადასტურება და გათვალისწინება.
აღსანიშნავია, რომ მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას უწევდა გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა, კერძოდ ზოგიერთი მათგანი დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან, ზოგიერთი კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო. გაუთვალისწინებელი ხარჯები ხშირ შემთხვევაში საჭიროებდა მყისიერ და სწრაფ რეაგირებას, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა აღნიშნულ ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება. მაგალითად: მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილები მუდმივად გადაადგილდებოდნენ, რაც იწვევდა მნიშვნელოვან ამორტიზაციას. კომპანიის მიერ კი ავტომობილების შეკეთებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ამიტომ ითხოვს, გონივრულობის გათვალისწინებით მოხდეს კომპანიის მიერ ავტომობილების რემონტისათვის გადახდილი თანხების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას. ასევე, კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ პირობებში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას დირექტორები უზრუნველყოფდნენ პირადი ხარჯებით, რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია მოხდეს დირექტორების საბანკო ანგარიშებიდან ტაქსის კომპანიებისათვის გადახდილი თანხების წარმოდგენაც. ითხოვს მიეცეს დოკუმენტურად დაუდასტურებელი, მაგრამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების შესაძლებლობა, რადგან აღნიშნული ხარჯების გაწევის გარეშე კომპანია ვერ მოახერხებდა საოპერაციო ნაწილის უწყვეტობის შენარჩუნებას და ასეთი ხარჯების გაწევის მიზანი სწორედ კომპანიის უპირველესი ინტერესიდან გამომდინარეობდა.
მომჩივანმა 25.07.2024 წელს წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიის დირექტორები და კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------), კომპანიის საქმიანობის ფარმაცევტული მედიკამენტების შეძენარეალიზაცია, აღნიშნული საქონლის შეძენა ხორციელდებოდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნულ პერიოდში საწარმოს რეალიზაცია შეადგენდა 16 814 546,61 ლარი და ადგილობრივ ბაზარსა და იმპორტით მიღებული პროდუქციის ჯამი შეადგენდა 14575607,46. რეალიზებული და მიღებული პროდუქციის სხვაობა 2 238 939,15 ლარი მთლიანად დაანგარიშებული იქნა როგორც საწარმოს მოგება და საწარმოდან გატანილი თანხები ნაგულისხმევი იქნა როგორც დირექტორების მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები და კომპანიას საშემოსავლო გადასახადი დაეკისრა 459 314 ლარი. შემოწმების პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც კომპანიის მიერ იქნა მიღებული პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გარეშე და უკლებლივ ყველა პროდუქტი რეალიზებული იქნა საგადასახადო ზედნადებებით, რამაც გამოიწვია ბუღალტრული შეუსაბამობა და კომპანიის ფინანსური ხარჯების გაუთვალისწინებლობა. მაგალითად: 1. პრეპარატი - ანოდინ დუალი ამპულა N3 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული გვაქვს 29 კოლოფი შესასყიდი ფასი 1113,90 ლარი და გაყიდულია 515 კოლოფი გასაყიდი ფასით 20025,52 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 724 ფურცელი . 2.პრეპარატი- ლევოქსიმედი 500 მგ ტაბლეტი N7 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული გვაქვს 46 კოლოფი შესასყიდი ფასით 1703,45 ლარი და გაყიდულია 430 კოლოფი 16182,4 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 645 ფურცელი . 3. პრეპარატი-პუროქსანი ტაბ. 400მგ N20 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული გვაქვს 373 კოლოფი შესასყიდი ფასით 14028,62 თეთრი და გაყიდულია 914 კოლოფი გასაყიდი ფასით 33255,75 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 653 ფურცელი . 4. პრეპარატი- პანტაპი 40მგ ტაბ. N28 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული გვაქვს 441 კოლოფი შესასყიდი ფასით 14779,04 ლარი და გაყიდულია 740 კოლოფი გასაყიდი ფასით 21014,50 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ ფურცელი . წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 873 ფურცელი. 5. პრეპარატი- დიკლოფეროლი ტაბ. N20 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული გვაქვს 685 კოლოფი შესასყიდი ფასით 4024,33 ლარი და გაყიდულია 2970 კოლოფი გასაყიდი ფასით 19152,13 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 2707 ფურცელი . 6.პრეპარატი- კორსიზი ტაბ. N10 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული არის 32730 ფირფიტა ფასი 40400 ლარი და გაყიდულია 137260 ფირფიტა გასაყიდი ფასით 146726 ლარი. 7. პრეპარატი-მაჟეზიკი 100მგ ტაბ. N15 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებული არის 25 კოლოფი შესასყიდი ფასით 187,50 ლარი და გაყიდულია 1493 კოლოფი გასაყიდი ფასით 13810,17 ლარი. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 724 ფურცელი. 8. პრეპარატიპიობაქტერიოფაგი 20 მლ ფლაკონი N4 შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით მიღებულია 506 კოლოფი 10262,08 ლარი და გაყიდულია 1820 კოლოფი 37309,03 ლარის. 9. პრეპარატი- დორამიცინი 3 მლნ ტაბლეტი N10 შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია 13 კოლოფი 64,05 ლარი და გაყიდულია 217 კოლოფი თანხა 6764 ლარი 09. წარმოგიდგენთ დანართს პრეპარატის მიღებისა და გაყიდვის სასაქონლო ზედნადებებს სახით სულ 269 ფურცელი . 10.პრეპარატი- დეტრალექსი 1000 მგ ტაბლეტი N30 შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია 1305 კოლოფი 47241,33 ლარი და გაყიდულია 2418 კოლოფი 65594,41 ლარის. პრეპარატების ჩამონათვალი მოიცავს ასზე მეტი დასახელების პრეპარატს, რაზეც ვმუშაობთ ამჟამად და ვახორციელებთ თითოეული პრეპარატის მიღება-გაცემის ზედდებულების ბეჭდვას. აღნიშნული სამუშაოს სრულად დასასრულებლად, დასკვნის ჩათვლით ფიზიკურად ესაჭიროება მინიმუმ 2–თვიანი ვადა. ყველა პრეპარატში რომელიც რეალიზებულია პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გარეშე ანგარიშსწორებას ვახორციელებდით ნაღდი და უნაღდო გადარიცხვებით და კომპანია მუშაობდა ძალიან დაბალი მარჟით დაახლოებით 5 %-იანი დანამატით. მოვითხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება, რომელიც აქამდე არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საგადასახადო აუდიტის მიერ, რათა მოხდეს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ზუსტი ანალიზი და ყველანაირი გადასახადების ჩამოწერა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინაიდან, „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად (სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016716): საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტორი უფლებამოსილია: ა) გადასახადის გადამხდელისგან ან მესამე მხარისგან მოითხოვოს ან/და გამოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ბ) გაეცნოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთან ან/და შესაბამის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა პირთა მონაცემებს; გ) გარდა გადასახადის გადამხდელისა, დამატებით გაესაუბროს საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს ან/და ორგანოებს; დ) დაათვალიეროს ობიექტი, საწყობი, საამქრო, საქმიანი ეზო და ა.შ.; ე) მოიწვიოს სპეციალისტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) მოითხოვოს მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარება; ზ) განახორციელოს პირის მიმართ შეგროვებული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი.; თ) მოიპოვოს და დაამუშაოს სხვა შესადარისი პირის საგადასახადო კონტროლის ან/და საგადასახადო დავის მასალები. ი) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეგროვების, გამოკვლევის და სანდოობის შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მე-12 მუხლი, აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა 1. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა გულისხმობს პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გაუთვალისწინებელი ხარჯების (ე.ი. დამატებითი ხარჯების) გამოვლენას. 2. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენად მიიჩნევა: ა) მიღებული მომსახურებისთვის გაწეული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; ბ) გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; გ) შეძენილი პროდუქციისთვის გაწეული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; დ) მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; ე) სხვა ნებისმიერი აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა. შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო, საგადასახადო შემოწმებისას: 1) ჯეროვნად, გადასახადის გადამხდელისგან ან მესამე მხარისგან მოეთხოვა ან/და გამოეთხოვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია; 2) გაცნობოდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთან ან/და შესაბამის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა პირთა მონაცემებს; 3) აღურიცხველი ხარჯების გამოვლენის პროცედურები ასევე არ ჩატარებულა. გადასახადის გადამხდელის სპეციფიკიდან გამომდინარე (მედიკამენტების და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა– რეალიზაცია), შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა, დაედგინა და შეესწავლა, რომ კონკრეტულ საწარმოს აქვს შეძენილი და რეალიზებული შემდეგი დასახელების 122 დასახელების სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები: მედიკამენტების ჩამონათვალი: 1) ანოდინ-დუალი ამპულა N3 2) პიობაქტერიოფაგი 20 მლ ფლაკონი N4 3) დიკლოფეროლი ტაბლეტი N20 4) პუროქსანი 400 მგ ტაბლეტი N20 5) პანტაპი 40 მგ ტაბლეტი N28 6) მაჟეზიკი 100 მგ ტაბლეტი N15 7) კორსიზი ტაბლეტი N10 8) ენოზიდH 10მგ/25მგ ტაბლეტი N20 9) ვამელანი კაფსულა N30 10) კოკარნიტი ფხვ+2მლ გამხს N3 11) ცეფამედი 1 გრ+გამხსნელი ი/მ ფლაკონი 12) ორციპოლი 500მგ/500მგ ტაბლეტი N10 13) ლევოქსიმედი 500 მგ ტაბლეტი N7 14) ეუკარბონი ტაბლეტი N10 15) დოპროკინი 10 მგ ტაბლეტი N20 16) ადაპტოლი 300 მგ ტაბლეტი N20 17) ცეფამედი 1 გრ გამხსნელის გარეშე N1 18) კვადრიპინი 5მგ/5მგ ტაბლეტი N30 19) ეფექტი ფლუ კაფსულა N10 20) პიკოლაქსი 10 მგ ტაბლეტი N30 21) მელონი ტაბლეტი N30 22) მელონი 100 მლ სიროფი 23) ლიზლი 30მგ ტაბლეტი N50 24) ლიზლი 100 მლ სიროფი 25) ართროკოლი 100მგ/2მლ 2 მლ ამპულა N5 26) ათეროქსი 10 მგ ტაბლეტი N30 27) დიდროფი 0,1% 15 მლ სპრეი 28) დიდროფი 0,05% 10 მლ სპრეი 29) დიდროფი 0,1% 10 მლ ცხვირის წვეთი 30) რელანტანი 200 მგ კაფსულა N30 31) რელანტანი 100 მგ კაფსულა N30 32) ლივანგინი N16 საწუწნი 33) ლივ-ანგინი სპრეი 34) ამტასი 10 მგ ტაბლეტი N20 35) ამტასი 5 მგ ტაბლეტი N20 36) დიოქსაფლექსი B12 3მლ ამპულა N3 37) ესლოტინი 5 მგ ტაბლეტი N10 38) დიკლოფეროლი 75მგ/3მლ ამპულა N5 39) ეფექტი ჩაი 13 გრ პაკეტი N12 40) ენტენორმი კაფსულა N20 41) ეფექტი ჩაი პაკეტი N10 42) კეტო-გელი 2,5% 30 გრ გელი 43) კარდიო ფორსი 75 მგ ტაბლეტი N30 44) ბუმანოლი 10 მგ ფხვ+გამხსნელი N1 45) მაგიტრონი შუშხუნა ტაბლეტი N20 46) მაგენოლი 100 მგ ტაბლეტი N30 47) ეტოდინი ფორტე 400 მგ ტაბლეტი N28 48) ფრაქსიპარინი 0,4 მლ შპრიცი N1 49) ფრაქსიპარინი 0,3 მლ შპრიცი N1 50) კლექსანი 40მგ/0,4მლ შპრიცი N1 51) ცენტროვიტი ტაბლეტი N30 52) ცენტროვიტი ჯუნიორი ტაბლეტი N50 53) აისოლი 4,16 გრ პაკეტი N20 54) აისოლი 20,82 გრ პაკეტი N20 55) ადაპტოლი 500 მგ ტაბლეტი N20 56) ნოოფენი 250 მგ ტაბლეტი N20 57) ნოოფენი 500 მგ კაფსულა N24 58) ფურამაგი 50 მგ კაფსულა N30 59) ფენკაროლი 10 მგ ტაბლეტი N20 60) ფენკაროლი 25 მგ ტაბლეტი N20 61) დეტრალექსი 1000 მგ ტაბლეტი N30 62) ტრიმეკორი MR 35 მგ ტაბლეტი N60 63) ბაუმე 5 მლ ყურის წვეთი N1 64) ტურბომიკრონ G 500 მგ ტაბლეტი N60 65) დიაბეტონ MR 60მგ ტაბლეტი N30 66) ნელადექსი 5 მლ თვ/ყურის წვეთი 67) კვადრიცა H ფორტე 20მგ/25მგ ტაბლეტი N30 68) კვადრიცა H 20მგ/12,5მგ ტაბლეტი N30 69) კლოდიზონი 10 მგ ფლაკონი+3 მლ ამპულა 70) დექსალგინი 25 მგ ტაბლეტი N10 71) დექსალგინი საშეტი 25 გრ N20 72) ნიღაბი ერთჯერადი სამედიცინო N1 73) ხელთათმანი არასტერილური 50 წყვილი 74) ანტისეპტიკური ხსნარი 80 მლ 75) ანტისეპტიკური ხსნარი 50 მლ 76) ბაქტამედი 1,5 გრ კუნთის ფლაკონი 77) ლერონი 40მგ/5მგ ტაბლეტი N50 78) ალერტეკი 10 მგ ტაბლეტი N20 79) ფერსინოლ-Z კაფსულა N30 80) ლაციდოფილი -WM კაფსულა N20 81) ლაქტო-G კაფსულა N10 82) ლაქტო-G ფორტე კაფსულა N10 83) კლოდიფენი 75 მგ 3 მლ ამპულა N5 84) კლოდიფენი ნეირო კაფსულა N30 85) ართროკოლი 2,5% 45 გელი 86) მწვანე მალამო 20 გრ 87) ბენევრონი BF ტაბლეტი N20 88) კოლინი 40 მგ კაფსულა N30 89) კოლინი 40მგ/მლ 30მლ სუსპენზია 90) ნეირომიდინი 20 მგ ტაბლეტი N50 91) ლან-30 კაფსულა N30 92) არტოქსანი 20 მგ N3 გამხსნელით 93) ბლოკიუმი B12 ამპულა N5 94) ბიჯეტრიკი ტაბლეტი N20 95) ვეცეფი ამპულა 1500 მგ N1 96) დორამიცინი 3 მლნ ტაბლეტი N10 97) მეზიმ ფორტე 3500 მგ ტაბლეტი N20 98) ესპუმიზანი 40 მგ კაფსულა N25 99) დიკლობერლი N 75 მგ/3მლ ამპულა N5 100) ესპუმიზანი L 40მგ/მლ 30მლ ხსნარი 101) დიკლობერლი რეტარდი 100 მგ კაფსულა N20 102) მიგ 400 ტაბლეტი N10 103) ნუროფენი ფორტე 400 მგ ტაბლეტი N12 104) ნუროფენი სუსპენზია 150 მლ 105) ნუროფენი სუსპენზია 200 მლ 106) ნოლიპრელი ფორტე ტაბლეტი N30 107) აუგმენტინი 1 გრ ტაბლეტი N14 108) აზიმაკი 500 მგ კაფსულა N3 109) ნიმესილი პაკეტი 100მგ/2გრ პაკეტი N30 110) კორვალ-G ტაბლეტი N10 111) სპირტი 100 მლ N1 112) სპირტი 200 მლ N1 113) პრედუქტალი OD 80 მგ კაფსულა N30 114) ტაიქოლდი პაკეტი N10 115) ტაიქოლდი კაფსულა N10 116) ბეროდუალი 20 მლ საინჰ/ხსნარი ფლ. N1 117) რაციოცეფი 1 გრ ფლაკონი N1 118) ავეკორი 5 მგ ტაბლეტი N30 119) გლუკომეტრი აკუჩეკი ჩხირები N50 120) ბლესტარი 24 მგ ტაბლეტი N20 121) ა-ფერინი ფორტე ტაბლეტი N30 122) დებარა ტაბლეტი N20, და ასე შემდეგ. ჯამში, კომპანიას მინიმუმ 2500 დასახელების პრეპარატს სთავაზობდა მომხმარებელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვების საბჭოსაც, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელი ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, უნდა დაედგინა: 1) შესაბამისი საფუძვლები 2) გამოეყენებინა შესაბამისი მეთოდები და პრინციპები. საჭირო იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ნათლად და ცალსახად დაედგინა, რომ კომპანია არ იყო ისეთი მომგებიანი, როგორც ეს შემოწმების აქტით არის წარმოდგენილი; ანუ, – საგადასახადო ორგანოს არა აქვს გათვალისწინებული კონკრეტული სამეურნეო ოპერაციები და კონკრეტული სმფ–ების დოკუმენტაციის გარეშე შეძენის მრავალი ათასი ეპიზოდი. დამატებით, შემოწმების პერიოდში მოქმედებდა, 2023 წლის ოქტომბრამდე, შემდეგი ნორმა: მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ (მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის საკითხებს) ფაქტობრივი გარემოება სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, თუმცა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. შეფასება და შედეგი გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად. უფრო მეტიც, ამჟამადაც მოქმედი 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, – როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით. წყარო: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/d151b5da-36ea-4adb-aa45-ec8413a7951f?openFromSearch=true.ამრიგად,მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიეჩნია გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც სხვა პირებთანაც ვერ მოიპოვებდა ინფორმაციას სრულფასოვანი დოკუმენტით მინიმალური შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით - 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შესაბამის შემთხვევებში უნდა დაკორექტირდეს შესაბამისი წლის მოგების (საშემოსავლო) გადასახადის დეკლარაცია. ამრიგად, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადით დაბეგვრის წესები დარღვეული იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ. არ იქნა გამოყენებული ის ერთიანი მიდგომა, რომელიც უკავშირდება N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას. აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო, იმ პირობებში, როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ადგენს შესაძლებლობას ხარჯად ჩაითვალოს გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით.
დანართის სახით წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას 7 (შვიდი) პრეპარატის შესახებ, რომელთა საფუძველზე, ყველა ანალოგიურ ათასობით ეპიზოდზე, ვინაიდან ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანებით:
1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
2. პირველ, მე-3, მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების (მ.შ დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. ხოლო, დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის. დაფუძნების დღიდან (2014-2019 პერიოდზე) ჩატარდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (1.01.2020-ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, დავალიანება წარმოშობილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ახლად მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ხოლო დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შედეგად საკითხის დამატებითი შესწავლით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 302 704 ლარი, გადასახადი - 253 920 ლარი, ჯარიმა - 48 784 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების შესაბამისად. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებით მტკიცებულებები, კერძოდ: მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელმწიფო ხაზინა, თბილისის სააღსრულებო ბიურო) აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. აღნიშნული დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის. საწარმოს დაფუძნების დღიდან (2014-2019 პერიოდზე) ჩატარებულ იქნა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (01.01.2020 - ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. გადასახადის გადამხდელი, ასევე ითხოვს არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებას. დავალიანება წარმოშობილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმების აქტის ამ ნაწილში განხორციელდა დარიცხვის კორექტირება (გარდა კაპიტალისა და კრიპტოვალუტით ხანდაზმული პერიოდის დავალიანების დაფარვის). კერძოდ საგადასახადო აქტით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა შემცირდა 76 265 ლარით. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს რომ არ იქნა გათვალისწინებული ავტომობილის შესყიდვის ხარჯი. აღსანიშნავია რომ მანქანის შესყიდვის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს, ასევე არ არის წარდგენილი რეალიზაციის დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე რომ ავტომობილი ერთ წელში გასხვისდა, არ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული დოკუმენტები. შესაბამისად მხოლოდ თეორიული მსჯელობით შეუძლებელია აღნიშნული საკითხის გათვალისწინება.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებისას მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა არ მომხდარა და შემოსავლები/ხარჯები განისაზღვრა სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების სრულად გათვალისწინების საფუძველზე.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა საქონლის შესყიდვა-რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და მოითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას და შესაბამისად, ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშებაში გათვალისწინებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ერთის მხრივ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (შემოსავლების და ხარჯების) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ მომხდარა, ხოლო მეორეს მხრივ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული ვერც შესრულდებოდა, ხოლო, საბჭო ვერ გასცდება შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 №20987 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების შესაბამისად. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებით მტკიცებულებები, კერძოდ: მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელმწიფო ხაზინა, თბილისის სააღსრულებო ბიურო) აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. აღნიშნული დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის. საწარმოს დაფუძნების დღიდან (2014-2019 პერიოდზე) ჩატარებულ იქნა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (01.01.2020- ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. გადასახადის გადამხდელი, ასევე ითხოვს არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებას. დავალიანება წარმოშობილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმების აქტის ამ ნაწილში განხორციელდა დარიცხვის კორექტირება (გარდა კაპიტალისა და კრიპტოვალუტით ხანდაზმული პერიოდის დავალიანების დაფარვის). კერძოდ საგადასახადო აქტით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა შემცირდა 76 265 ლარით. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს რომ არ იქნა გათვალისწინებული ავტომობილის შესყიდვის ხარჯი. აღსანიშნავია რომ მანქანის შესყიდვის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს, ასევე არ არის წარდგენილი რეალიზაციის დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე რომ ავტომობილი ერთ წელში გასხვისდა, არ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული დოკუმენტები. შესაბამისად მხოლოდ თეორიული მსჯელობით შეუძლებელია აღნიშნული საკითხის გათვალისწინება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).