ბრძანები N 7094

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.04.2024
№ დოკუმენტი 7094
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7094

01 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ 41001----------002579)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 16 და 17 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №22278/2/2024 და №22283/2/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 თებერვლის №007-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარიცხული იქნა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით. მიიჩნევს, რომ დამატებითი სანქციის დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლით, დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1257 ბრძანებით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1257 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 7 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 115 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 21 314 ლარით, დარიცხული იქნა ჯარიმა 2 199 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 თებერვლის №007-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1257 ბრძანების აღსრულება, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 2022 წლის ივნისის თვიდან. აღნიშნულმა გამოიწვია შემოწმებით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.

 შემოწმებით დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებიდან გაანგარიშებული დღგ-ის თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელთა თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება, თუ მას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად დარჩენილ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების დღგით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად დარჩენილი საქონლის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება პირის მიერ დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დღგ-ით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება არამართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის დღგ-ით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დღგ-ით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1257 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1257 ბრძანების აღსრულება, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 2022 წლის ივნისის თვიდან. აღნიშნულმა გამოიწვია შემოწმებით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.

 შემოწმებით დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებიდან გაანგარიშებული დღგ-ის თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის დღგ-ით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(1).