ბრძანება N 7147
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7147
03.04.2023
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2022 წლის 28 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №16953/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „--------“ 2022 წლის 28 იანვრის №67422/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-587 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება კომპანიის მიერ რეალიზებული ყველის რძის ფხვნილით წარმოებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას;
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას;
3. არ ეთანხმება ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას;
4. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში (საკითხი 4) ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტორის შეფასების და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში განიხილება საშემოსავლო გადასახადით დარიცხვის საკითხი, ხოლო „თანხობრივი შედეგები გადასახადების მიხედვით“ ნაწილში კი გადასახადი დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 თებერვლის №5061 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი აპრილიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41724 ბრძანება და ამავე თარიღის №007-587 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 338 423 ლარი, მათ შორის, გადასახადი 185 192 ლარი, ჯარიმა 92 530 ლარი და საურავი 60 701 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №13985 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №13985 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №13985 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
მომჩივანი სადავოდ ხდის 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები სუბიექტური და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------“-ს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა ჯამში 475 695 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები, რითაც დასტურდება ყველის შეძენა. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების და შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით, შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. კერძოდ, 2018-2020 წლების განმავლობაში არსებული ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი საქონლის შესახებ (მათ შორის, აღნიშნულ პირებზე რეგისტრაცია მოხსნილი საქონლის შესახებ). სულ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 8 ფიზიკურ პირზე. სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე მონაცემები არ იძებნება, მონაცემები ფიქსირდება მხოლოდ ორ პირზე, „--------“-ზე , რომელსაც ჰყავს 4 სული საქონელი 2020 წლის 21 მარტიდან და „--------“- ზე, რომელსაც უფიქსირდება 12 სული საქონელი 2019 წლის 30 ივნისიდან. თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირებისგან გადასახადის გადამხდელს ყველის შეძენა შესყიდვის აქტების მიხედვით უფიქსირდება 2018 წლიდან, თანაც იმ რაოდენობით, რა რაოდენობა ყველის დამზადებასაც არსებული მონაცემებით დაფიქსირებული საქონლის (პირუტყვის) რაოდენობა არ ეყოფოდა. ასევე, შემოწმების მიერ, შპს „-------“-ს პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში გამოვლინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს რძის ფხვნილი. ამასთან, ყველის შეძენა ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით და აღნიშნული მომწოდებლების გადამოწმების პროცესში გამოირკვა, რომ მომწოდებელთა უმრავლესობას უფიქსირდება რძის ფხვნილის შეძენა. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული მონაცემები მიჩნეული იქნა საეჭვოდ, ასევე, ვინაიდან აღნიშნულ ფიზიკური პირებს არ უფიქსირდებათ პირუტყვი და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ყველის მომწოდებლებსაც უფიქსირდებათ რძის ფხვნილის შეძენა, რეალიზებული ყველი ჩაითვალა რძის ფხვნილით წარმოებულად, რაც ვერ ჩაითვლება სოფლის მეურნეობის პროდუქციად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების პროცესში და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ძეხვეულის და ნახევარფაბრიკატების წარმოებას იჯარით აღებულ ფართში. ასევე ახდენს საკუთარი მანქანებით ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სურსათის დისტრიბუციას. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ წარმოებას ახორციელებდა მხოლოდ 2018 წლის სექტემბრამდე. თუმცა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში 2018-2020 წლებში უფიქსირდება წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შეძენა, რომლის რეალიზებაც არ ფიქსირდება. ასევე, პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა აჭარბებს დოკუმენტაციით შეძენილი პროდუქციის რაოდენობას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიებად, საიდანაც გამიჯნულ იქნა წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდული მზა პროდუქციის რპთ და დარჩენილი სხვაობა რეალიზებული იქნა წარმოების ფასნამატით. ასევე, კატეგორიების შესაბამისად გაანგარიშდა დოკუმენტურად შეძენილ საქონელსა და რეალიზებულ პროდუქციას შორის რაოდენობრივი სხვაობა და შესაბამისად განისაზღვრა საცალო რეალიზაციაზე გაყიდული პროდუქციის ღირებულება, რომელსაც მიესადაგა შესაბამისი კატეგორიების დოკუმენტური ფასნამატი. ამდენად, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შპს „--------“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და არ ახორციელებს ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო წესით. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არ ასახავს სრულად და დეტალურად საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორმაციით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე, გამოკლებული იქნა რეალიზებული ყველიდან აუდირებული წარმოების ფასნამატით გაანგარიშებული ყველის რპთ-ის 75%, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ, ხოლო მიღებული სხვაობა შემოწმებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე შესაბამისად.
4. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 3 683 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობები (საბანკო ამონაწერები) და ხელფასის სახით გაცემული განაცემები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 4 946 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ყველის რეალიზატორ პირებს არ დაუდასტურდათ რეგისტრირებული (აღრიცხვაზე მყოფი) პირუტყვი, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მათ არ ჰყავდათ არარეგისტრირებული პირუტყვი და არ შეეძლოთ კომპანიის შეძენების უზრუნველყოფა. აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამავე პირებიდან უმრავლესობას უფიქსირდება რძის ფხვნილის შეძენა, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ყველი წარმოებული იყო რძის ფხვნილისაგან (ან შერეული ფორმით), აღნიშნულ საფუძველს უნდა ამყარებდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (ექსპერტის) დასკვნა, რაც ვერ განხოციელდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოწმების მომენტისათვის აღნიშნული პროდუქტი რეალიზებული იყო. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მომწოდებლებს რძის ფხვნილი სჭირდებოდათ ნამატის გამოსაკვებად, ასევე, არ იქნა შესწავლილი საკითხი ყველის რეალიზატორების მიერ ფერმების იჯარით აღებასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ შემოთავაზებული არგუმენტები და დასკვნები ატარებს სუბიექტურ ხასიათს, დაუსაბუთებელია და დასკვნები არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის,გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ძეხვეულის და ნახევარფაბრიკატების წარმოებას, ასევე, ახდენს საკუთარი მანქანებით ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სურსათის დისტრიბუციას. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შეძენა, რომლის რეალიზაციაც არ ფიქსირდება. ასევე, პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა აჭარბებს დოკუმენტაციით შეძენილი პროდუქციის რაოდენობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიებად, საიდანაც გამიჯნული იქნა წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდული მზა პროდუქციის რპთ და დარჩენილი სხვაობა რეალიზებული იქნა წარმოების ფასნამატით. ასევე, კატეგორიების შესაბამისად გაანგარიშდა დოკუმენტურად შეძენილ საქონელსა და რეალიზებულ პროდუქციას შორის რაოდენობრივი სხვაობა და შესაბამისად განისაზღვრა საცალო რეალიზაციაზე გაყიდული პროდუქციის ღირებულება, რომელსაც მიესადაგა შესაბამისი კატეგორიების დოკუმენტური ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპიდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. მისი განმარტებით, თუ შემმოწმებელმა 2018-2020 წლებთან მიმართებაში დაადგინა წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შეძენა, რომლის რეალიზაციაც არ ფიქსირდება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება რატომ არ იქნა ჩათვლილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზედმეტობად ან/და თუ შემოწმების პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად არ აღმოჩნდა შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი, რატომ არ იქნა განხილული დანაკლისად. გაურკვეველია, რატომ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი მარტივად დასადგენი ფაქტობრივი გარემოების მიმართ (დანაკლისი ან/და ზედმეტობა) და რატომ იქნა შეფასებული საცალო რეალიზაციის ფასით და არა საბაზრო ფასით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ დღემდე მარაგში აქვს ძეხვის წარმოებისთვის საჭირო არამალფუჭებადი ნედლეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე, გამოკლებულ იქნა რეალიზებული ყველიდან აუდირებული წარმოების ფასნამატით გაანგარიშებული ყველის რპთ-ის 75% და გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. ხოლო მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით მიღებული სხვაობა შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისგან, რის საფუძველზეც განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ მიუხედავად შემოწმების აქტში დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დარიცხვის საკითხის განხილვისა, გადასახადი დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადში. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის №4 საკითხში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ეხება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას, ხოლო გადასახადების მიხედვით თანხობრივ შედეგში გადასახადის თანხა ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირებულია დღგ-ის გრაფაში. თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტის დანართებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით, საგადასახადო შემოწმების აქტის №4 საკითხთან მიმართებით გადასახადი დარიცხულია სწორად - საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის
დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები,ყოველმხრივ გამოიკვლიოს/შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები,მათ შორის, გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში
არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების
არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის
დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში
მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს
წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების
არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების
სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით,განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე
გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან
სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშნებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო
კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის
ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ რეალიზებული ყველის რძის ფხვნილით წარმოებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას;
2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას;
3. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას;
4. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტორის შეფასების და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში განიხილება საშემოსავლო გადასახადით დარიცხვის საკითხი, ხოლო „თანხობრივი შედეგები გადასახადების მიხედვით“ ნაწილში კი გადასახადი დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.რეალიზებული ყველი ჩაითვალა რძის ფხვნილით წარმოებულად, რაც ვერ ჩაითვლება სოფლის მეურნეობის პროდუქციად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიებად, საიდანაც გამიჯნულ იქნა წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდული მზა პროდუქციის რპთ და დარჩენილი სხვაობა რეალიზებული იქნა წარმოების ფასნამატით. ასევე, კატეგორიების შესაბამისად გაანგარიშდა დოკუმენტურად შეძენილ საქონელსა და რეალიზებულ პროდუქციას შორის რაოდენობრივი სხვაობა და შესაბამისად განისაზღვრა საცალო რეალიზაციაზე გაყიდული პროდუქციის ღირებულება, რომელსაც მიესადაგა შესაბამისი კატეგორიების დოკუმენტური ფასნამატი. ამდენად, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
3.არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე, გამოკლებული იქნა რეალიზებული ყველიდან აუდირებული წარმოების ფასნამატით გაანგარიშებული ყველის რპთ-ის 75%, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ, ხოლო მიღებული სხვაობა შემოწმებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
4. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 3 683 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობები და ხელფასის სახით გაცემული განაცემები.შემოწმებით,სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის,გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.
4.შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73.