ბრძანება N 2816

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 2816
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2816

16.02.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

"----------" (პ/ნ ----------)

(მის: ----------;

იურ. მის. ----------)

2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "----------" (პ/ნ ----------) №236101/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №ა219-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „ი/მ „----------“ (ს/კ ----------) გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 20 დეკემბრის №32005 ბრძანებას და №002-233 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოწმება ჩატარდა დაჩქარებული წესით, მისი ინფორმირების გარეშე და ეცნობა მხოლოდ შემოწმების შედეგები. მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია საბაჟო დეპარტამენტმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად და მიუთითებს, რომ კანონმდებელმა გამორიცხა ეჭვის საფუძველზე სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მიზნებისთვის იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებად მიიჩნევა საბაჟო დეკლარაცილარაციაში ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულის მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომჩივანი მიუთითებს ასევე, რომ მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანმა ---------- №---------- (20.06.19) ინვოისის საფუძველზე, ინდ/მეწარმე - „----------“-ისაგან შეიძინა და ქვეყანაში შემოიტანა 50 ერთეული თვითგორიალა (სკუტერი - „----------“), რომელიც გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში №„----------“ („----------“) საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად.

აღნიშნული ინვოისის თანახმად, საქონლის ღირებულება შეადგენს - „----------“, ხოლო ერთეულის ფასი - „----------“, თუმცა ექსპორტიორის №„----------“ („----------“) განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№„----------“) და ინვოისის (№„----------“) თანახმად 50 ცალი სკუტერის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - „----------“. შესაბამისად, საქონლის სრულმა ღირებულებამ ნაცვლად - 500 000.0 რუსული რუბლისა შეადგინა - 875 000.0 რუბლი.

ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული შემოწმების მასალებში და სკუტერის მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქციაში მოძიებული ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებულია სკუტერის მოდელი („----------“) და მისი მწარმოებელი ჩინური კომპანია „----------“. კომპანიის საიტებზე („----------“) თავისუფლად იძებნება ხსენებული მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი („----------“).

ექსპორტიორის განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს („----------“) შორის სხვაობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის №„----------“ ბრძანებით ხსენებულ საბაჟო დეკლარაციაზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, ხოლო 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №---------- აქტი, რომლის თანახმად №„----------“ სსდ-ში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, ასევე სანქცია ჯარიმის სახით, გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კოდექსის 167- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (დღგ - 2 979.0 ლარი და ჯარიმა - 2 979.0 ლარი).

2022 წლის 20 დეკემბერს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №32005 გადაწყვეტილება ი/მ „----------“ გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, ასევე №002-233 (20.12.22) საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელს აქტით დარიცხული თანხის გარდა, დამატებით დაერიცხა საურავი - 1 707.49 ლარის ოდენობით. ჯამში, დარიცხული გადასახდელისა და სანქციის ოდენობამ შეადგინა - 7 665.49 ლარი.

2022 წლის 27 დეკემბერს გადამხდელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №----------/21-11 წერილით, სადაც მოითხოვა თანხის დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, აქტში მითითებული დოკუმენტაციის გადაგზავნა, რომელიც შესაბამისი წერილის (№21-10/----------, 22.12.22) თანხლებით თავისდროულად იყო გადაგზავნილი გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge), თუმცა მომჩივანი მას გაეცნო მოგვიანებით - 2023 წლის 3 იანვარს.

რაც შეეხება საჩივარში მომჩივნის მითითებას შემოწმების დაჩქარებული წესითა და გადამხდელის ინფორმირების გარეშე ჩატარების თაობაზე, რომელსაც თითქოს ეცნობა მხოლოდ შემოწმების შედეგები, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი ბრძანება (№30599, 05.12.22) კამერალური შემოწმების დაწყების თაობაზე გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე გადაიგზავნა თავისდროულად - 2022 წლის 7 დეკემბერს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო მოგვიანებით - 2022 წლის 14 დეკემბერს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად; ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის ოდენობა განსაზღვროს ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამათან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქმის მასალებით დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა და წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების დარიცხვა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოწმება ჩატარდა დაჩქარებული წესით, მისი ინფორმირების გარეშე და ეცნობა მხოლოდ შემოწმების შედეგები. მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია საბაჟო დეპარტამენტმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად და მიუთითებს, რომ კანონმდებელმა გამორიცხა ეჭვის საფუძველზე სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მიზნებისთვის იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებად მიიჩნევა საბაჟო დეკლარაცილარაციაში ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულის მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომჩივანი მიუთითებს ასევე, რომ მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ინვოისის საფუძველზე, ინდ/მეწარმე - საგან შეიძინა და ქვეყანაში შემოიტანა 50 ერთეული თვითგორიალა (სკუტერი), რომელიც გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად.

აღნიშნული ინვოისის თანახმად, საქონლის ღირებულება მათ შორის ერთეულის ფასი გამსხვავებულია ექსპორტიორის მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი განცხადებით, საიდანაც ირკვევა, რომ მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა და ინვოისის თანახმად 50 ცალი სკუტერის ერთეულის რეალური ფასი განსხვავებულია, საქონლის სრულმა ღირებულებამ ნაცვლად - 500 000.0 რუსული რუბლისა შეადგინა - 875 000.0 რუბლი.

ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული შემოწმების მასალებში და სკუტერის მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქციაში მოძიებული ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებულია სკუტერის მოდელი და მისი მწარმოებელი ჩინური კომპანია. კომპანიის საიტებზე თავისუფლად იძებნება ხსენებული მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი.

ექსპორტიორის განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს შორის სხვაობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167.