გადაწყვეტილება №24595/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24595/2/2025
31 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24595/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მაისის №005-64 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის N27407 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 763,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 990
დღგ - 10 380
საშემოსავლო გადასახადი - 13 610
ჯარიმა - 11 995
საურავი - 1 778,30
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი ------- და აღნიშნული მასალის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 12 აპრილიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 22 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის პირველი მაისის №10229 ბრძანება და ამავე თარიღის №005-64 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.11.2024 წლის №23577/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23577/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, და 2024 წლის 26 დეკემბრის N27407 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
კომპანიას შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და მცირე ნაწილის საცალოდ რეალიზებით. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი 196მ3 -ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოთვლისას სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. საწარმომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას სრულად არ წარადგინა საბუღალტრო პროგრამა და დოკუმენტაცია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
გამომდინარე იქედან, რომ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი, ჩატარებული სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგები გამოყენებულ იქნა 2023 წლის პირველი ნოემბრის თარიღით არსებული ნაშთის გაანგარიშებისთვის. შედეგად დადგინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია 98მ3 -ის ოდენობით, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 691 ლარი კუბურ მეტრზე გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით. აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავის განხილვისას წარდგენილი იქნა საბაჟო დოკუმენტაცია და შედგა მსჯელობა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალის ნომინალური რაოდენობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებთან გამოვლენილი საქონლის ნაშთის სხვაობის მიზეზია საბაჟო დოკუმენტაციაში და -------- ფედერაციის საქონლის წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებულ რეალურ და ნომინალურ რაოდენობებს შორის აცდენა მომწოდებლის მიერ დაფიქსირებულ საინვოისო რაოდენობასთან. ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალების კუბური მეტრი არ ასახავს საქონლის რეალურ რაოდენობას, რადგან ---------მიღებული სტანდარტებით, აღნიშნულ რაოდენობაზე ხდება გარკვეული პროცენტული რაოდენობის დაკლება რეალურ კუბატურასთან შედარებით, რომელსაც ეწოდება ნომინალური რაოდენობა, თუმცა რეალური, დათვლილი რაოდენობა განსხვავდება საინვოისო რაოდენობისგან. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულად აღრიცხავდა საინვოისო რაოდენობას, ხოლო რეალური პროდუქცია განსხვავდებოდა მოწოდების დოკუმენტში დაფიქსირებულისგან. რაც არის მცდარი ინფორმაცია. მაგალითისთვის 2023 წლის 28 სექტემბერს დაიბეჭდა საბაჟო დეკლარაცია -------. სადაც 31 და 41 გრაფებში მითითებულია საქონლის აღწერა და რაოდენობები.
1. ხე-ტყის მასალა(ნაძვისგან) 59.05 მ3 და ხე-ტყის მასალა (ფიჭვისგან) 24.23 მ3 . სატრანსპორტო ზედდებულებში მითითებულია ნომინალური/ფაქტობრივი რაოდენობები ფიჭვი 36.943/40.84 ნაძვი 5.584/6.11 და ნაძვი 26,869/29,36 და ფიჭვი 16.998/18.21 სულ ჯამში ნომინალური/ფაქტობრივი რაოდენობები შედგება ფიჭვი 22.582/24.32 ,ნაძვი 63.812/70.2 მ3 . ხოლო წარმოშობის სერთიფიკატები გაცემულია სულ 86,394 მ3 -ზე. ანუ თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ რაოდენობებზე და საბაჟოს მიერ განბაჟებას დაექვემდებარა წარმოშობის სერთიფიკატში მითითებული რაოდენობა.
2. საბაჟო ორგანო პრაქტიკაში ხელმძღვანელობს ნომინალური რაოდენობით და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული ნომინალური რაოდენობები თანხვედრაში უნდა იყოს წარმოშობის სერთიფიკატში მითითებულ რაოდენობებს, სხვა გვარად წარმოშობის სერთიფიკატს არ ჩათვლის მებაჟე და დაარიცხავს იმპორტის გადასახადსაც. ამდენად შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს ნომინალური რაოდენობებით და წარმოშობის სერთიფიკატებით.
3. თუ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას გავიზიარებთ მაშინ გამოდის, რომ საბაჟო დეპარტამენტი არასწორად ახორციელებს ტვირთების განბაჟებას.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვასთან, დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად არ გამოვლენილა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. საბჭოზე მსჯელობისას და ბრძანებითაც შემმოწმებელს დაევალა მხოლოდ საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს ნაწილობრივ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №27407 ბრძანება ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალის ნომინალური რაოდენობის არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებითი რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულია შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო ფასნამატი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, განაცხადა, რომ ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალების კუბური მეტრი არ ასახავს საქონლის რეალურ რაოდენობას, რადგან ------- მიღებული სტანდარტით, აღნიშნულ რაოდენობაზე ხდება გარკვეული პროცენტული რაოდენობის დაკლება რეალურ კუბატურასთან შედარებით, რომელსაც ეწოდება ნომინალური რაოდენობა, თუმცა რეალურად დათვლილი რაოდენობა განსხვავდება საინვოისო რაოდენობისგან. გადამხდელი ბუღალტრულად აღრიცხავდა საინვოისო რაოდენობას, ხოლო რეალური პროდუქცია განსხვავდებოდა მოწოდების დოკუმენტში დაფიქსირებულისგან.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებთან გამოვლენილი საქონლის ნაშთის სხვაობის მიზეზია საბაჟო დოკუმენტაციაში და ------ ფედერაციის საქონლის წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებულ რეალურ და ნომინალურ რაოდენობებს შორის აცდენა მომწოდებლის მიერ დაფიქსირებულ საინვოისო რაოდენობასთან და მიუთითებს საბაჟო დეკლარაციის 31-ე და 41-ე გრაფებზე, სადაც მითითებულია საქონლის აღწერა და რაოდენობები, რომლის მიხედვით განბაჟებას დაექვემდებარა წარმოშობის სერტიფიკატში მითითებული რაოდენობა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაციის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების
სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. იმპორტირებული საქონლის ძირითად ნაწილზე ანგარიშსწორება განხორციელებულია ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შედარების აქტები მომწოდებლებისგან. ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებაში ნაჩვენები თანხის 75%. გამოვლენილი ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტი მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ფიქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 101(1);154(1);