გადაწყვეტილება №23155/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23155/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტი დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23155/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №20065 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №064-8 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10894 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 324 073.24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 162 481
დღგ - 43 682
მოგების გადასახადი - 95 137
საშემოსავლო გადასახადი - 23 662
ჯარიმა - 88 941.5
საურავი - 72 650.74
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2022 წლის №6855 და 24.05.2022 წლის №12887 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 8.10.2019 წლიდან 31.03.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა რომ:
- შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს ანაზღაურებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურების თანხები გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე (მათ შორის არარეზიდენტებზე).
გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა;
- კომპანიას 2020 წლის ივნისის თვეში დირექტორზე, გაცემული აქვს სესხი 10 000 ლარის ოდენობით, რომლის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია, ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს არ განუხორციელებია ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის დაბეგვრა მოგების გადასახადით. შედეგად, სესხის გაცემის შესაბამის თვეში გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების სიტუაციური სახელმძღვანელოს დებულებებიდან გამომდინარე, ხელფასის სახით მიღებული სარგებელი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გაცემულ სესხზე პროცენტის გაანგარიშებისას საპროცენტო განაკვეთად აღებულია ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული განაკვეთი - 20%, ხოლო შესაბამისი სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
- გადამხდელს 2020 წლის ივნისის თვეში შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეძენილი აქვს ავეჯი (სამეული), ღირებულებით 28 800 ლარი, ასევე, 2020 და 2021 წლებში სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებისაგან შეძენილი აქვს საოჯახო ტექნიკა საერთო ღირებულებით 18 392 ლარი. გადამხდელთან ჩატარებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მას ფაქტობრივად არ გააჩნია ძირითადი საშუალებების ნაშთი, ასევე, მის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით არ გააჩნია დასაბეგრი ქონება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამასთან, აღნიშნულ შეძენებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და გადამხდელს ჩათვლილი აქვს შესაბამისი დღგ-ის თანხა. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, აღნიშნული შეძენები დაექვემდებარა დაბეგვრას დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- შემოწმების შედეგად შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, მომწოდებლებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და დებიტორ-კრედიტორების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია. გაანალიზდა სესხის სახით მიღებული და გაცემული, ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების მოძრაობა, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ ანაზღაურებული სხვადასხვა ხარჯები: სატრანსპორტო მომსახურებები, საგარანტიო, სადაზღვევო ხარჯები და გადახდილი ხელფასები. ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში არსებობდა ნაღდი ფულის ძირითადად მზარდი ნაშთი. ამასთან, სალაროში დაგროვილი მსხვილი თანხების ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება.
გადამხდელის მიერ წარდგენილი ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშის შედეგად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე მიღებული აქვს თანხები 700 705 ლარის ოდენობით, შპს „----------“ (ს/ნ ----------), რომლის შინაარსშიც აღნიშნულია, რომ თანხები ანაზღაურებულია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. შემოწმების შედეგად შესწავლილია აღნიშნულ გადამხდელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს რიგი ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილი.
შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის/პირებისათვის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირებისგან არ არის მიღებული ელექტრონული დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით აღნიშნული პირებისგან მიღებული აქვს სხვადასხვა მომსახურებები, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო შედგენილია სამართალდარღვევის ოქმებიც: №185039 და №185044.
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №19007 ბრძანება და ამავე თარიღის №064-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 16.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 (ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვა) და მე-4 სადავო (ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები);
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 (საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) და მე-5 (არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
- მე-7 სადავო საკითხთან (სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევა) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 27.07.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირებას დაექვემდებარა 292 712 ლარით, მათ შორის გადასახადი 195 123 ლარით, ჯარიმა 97 589 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 14.08.2023 წლის №20065 ბრძანება და ამავე თარიღის №064-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 21.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25831 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მე-5 სადავო საკითხთან (გადასახადის გადამხდელი შემოწმებულ პერიოდში მოქცეული ფაქტურებისა და დეკლარაციების დაზუსტების ნებართვასთან დაკავშირებით, ითხოვს შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი საგადასახადო ანგარიშფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 15.02.2024 წლის №21366/2/2023 (რეგ. 18.04.2024წ. №03/31249) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25831 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ:
- ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.
- ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
- რაც შეეხება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
- ხოლო, სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
- კომპანიის საქმიანობაა საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა. მისი მონაწილეობით განხორციელდა რვა პროექტზე მეტი. აღნიშნული პროექტები მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამი პროექტი მიმდინარეობდა ლეჩხუმის რეგიონში, კონკრეტულად ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი ხუთი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ----------, ----------, ----------, ---------- და ----------. პროექტების განხორციელება მოიცავდა სამ წლიანი პერიოდს. ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე კომპანიას ქონდა ნაქირავები ფართები, რომელსაც იყენებდა საცხოვრებელი/საყოფაცხოვრებო და საოფისე მიზნებისათვის. იგივე მიზნობრიობით კომპანიამ 24.06.2020 წელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეიძინა სამეული, ასევე საჭირო ტექნიკა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებიდან. აუდიტორმა საეჭვოდ მიიჩნია როგორც ექვსი დივნის ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა, საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ნაწილში შემცირებას დაუქვემდებარა მხოლოდ მობილური ტელეფონის შესყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ავეჯს-სამეულებს, კომპანიისათვის დღემდე გააჩნია საოფისე ინვენტარის დანიშნულება. მოხსენებული ექვსი ცალი დივნიდან სამი გახლავთ სამეულის ნაწილი, ხოლო სამს გააჩნია საწოლის ფუნქციაც. გამომდინარე ფაქტიდან, რომ რამდენიმე პროექტი მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათი განშლა მოხდა სხვადასხვა პროექტზე და როგორც არაერთხელ აღინიშნა, მათ გააჩნიათ საოფისე და მოსასვენებელი ფუნქცია.
არსებული საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ვინაიდან, შეძენილი საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, გადასახადის გადამხდელს, უფლება აქვს მიიღოს დღგ-ს ჩათვლა შპს „----------“ შეძენილ საქონელზე ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას და თვლის, რომ ამ ნაწილში საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის ზრდა არამართლზომიერია.
- კომპანია მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მისი მონაწილეობით განხორციელებული რვა პროექტიდან ექვს პროექტში ხელშეკრულების საგანს და კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც თავის მხრივ გულისხმობს: ტრასის აღდგენა-დამაგრებას, მათ შორის არხის სამუშაოებს; ქვაბულების დამუშავებას სხვადასხვა ჯგუფის (ძირითადად III და IV ჯგუფის) გრუნტებში ექსკავატორით; მდინარის კალაპოტში d-1.27მ-1.3მ ფლეთილი ქვებისგან ქვანაყარი ბერმის მოწყობას ქვის მოცულობითი წონით 2,6ტ/მ³; ქვის შემოტანას, ბერმის თხემზე მისასვლელი გზის მოხრეშვას (მოხრეშვა h-25 სმ) და ტრანსპორტირებას; ხრეშოვანი გრუნტის დატვირთვას ექსკავატორით ა/თვითმცლელებზე; ხრეშოვანი გრუნტის შემოტანას და შემოტანილი გრუნტის უკუჩაყრას ბულდოზერით და ა.შ. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ლოდი.
მას შემდეგ რაც აუდიტორმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, მომწოდებლებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და დებიტორ-კრედიტორების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეემჩნია, რომ ამ ტრანზაქციებში მონაწილეობას არ ღებულობდა ძირითადი მასალის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ როდესაც:
1. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის, ---------- მდინარე ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას მოხმარებული ლოდების მოცულობა შეადგენს 45 171 მ³;
2. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- (----------) მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას მოხმარებული ლოდების მოცულობა შეადგენს 12 093 მ³;
3. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (----------) ---------- საავტომობილო გზის კმ14-კმ19 ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების განხორციელებას მოხმარებული ლოდების მოცულობა შეადგენს 13 652 მ³;
4. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- (----------) მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას მოხმარებული ლოდების მოცულობა შეადგენს 13 212 მ³;
5. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- ---------- გზის მიმდებარედ მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას მოხმარებული ლოდების მოცულობა შეადგენს 13 271,2მ³;
6. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2021 წლის ოქტომბერში, მოსახმარებელი მასალის მოცულობა ამ ეტაპზე არსებული მონაცემით შეადგენს 14 000 მ³ ლოდს.
როგორც აღინიშნა ნაპირსამაგრი სამუშაოები გულისხმობს კომპლექსური საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას, ჩაბარებული პროექტების ფარგლებში შესრულდა: ტრასების აღდგენა-დამაგრება, ქვაბულების დამუშავება, მდინარის კალაპოტებში ---------- მოწყობა, ---------- თხემზე მისასვლელი გზების მოხრეშვა, რაც თავის თავში მოიცავს ხრეშოვანი გრუნტით უზრუნველყოფას და ეს გახლავთ განხორციელებული ძირითადი სამუშაოების მხოლოდ ნაწილობრივი დახასიათება.
2020 წელში მიმდინარე ტენდერები გახლდათ ---------- მუნიციპალიტეტის, ---------- მდინარე ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოები (NAT ----------ის ტენდერი) და ---------- მუნიციპალიტეტის ---------- (----------) მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოები (NAT ----------ის ტენდერი). შესამოწმებელ პერიოდში ასევე ხვდება ---------- საავტომობილო გზის კმ14-კმ19 ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების განხორციელება (NAT ----------ის ტენდერი). განხორციელებულ პროექტებზე დაიხარჯა:
1. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის, ---------- მდინარე ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას - 45 171 მ³ ლოდი;
2. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- (----------) მდ. ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას 12 093მ³ ლოდი;
3. NAT ----------ის ტენდერის ფარგლებში, რაც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (----------) ---------- საავტომობილო გზის კმ14-კმ19 ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების განხორციელებას - 13 652 მ³ ლოდი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების შედეგად ნაწილობრივ მოხდა ლოდების შეძენის ხარჯის გათვალისწინება. შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ შემმოწმებელმა ხარჯებში გაითვალისწინა მხოლოდ 45 171 მ³ ლოდის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, მაშინ როდესაც ლოდების ეს მოცულობა რეალურად მოხმარდა პირველ ტენდერს - ---------- მუნიციპალიტეტის, ---------- მდინარე ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას (NAT ----------ის ტენდერი), ხოლო მომდევნო ორი ტენდერისთვის (NAT ----------ის ტენდერი და NAT ----------ის ტენდერი) მოხმარებული ლოდების მოცულობა 12 093მ³ და 13 652 მ³ არ იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ, რაც ჯამში დამატებით შეადგენს 25 745 მ³ ლოდს.
ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ვინაიდან ეს ფაქტები თითოეული პროექტის ჭრილში დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ. გვერდზე ---------- ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტებით, შუალედური და საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით და შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებით. შესაბამისად, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 97-ე მუხლზე, თვლის, რომ აუდიტორის მხრიდან აუცილებლად უნდა მომხდარიყო შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული პროექტების შესაბამისად გათვალისწინებული ლოდების სრული მოცულობის ხარჯი, რის საფუძველზეც ითხოვს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ხელახლა გადაანგარიშება.
- კომპანია იყო შპს „----------“(ს/ნ ----------) ქვეკონტრაქტორი რამდენი პროექტი ფარგლებში, შესაბამისად მათ აკავშირებთ 2-3 წლიანი ეკონომიკური ურთიერთობა. აღნიშნულ გადამხდელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების, დღგ-ის დეკლარაციაში ასახული მონაცემების და საბანკო ტრანზაქციების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე შპს „----------“ მოახდინა ავანსად თანხის ჩარიცხვა, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე მის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორებები არ იყო არც დროული და არც სრული. უფრო მეტიც, შპს „----------“ არის კომპანიის კრედიტორი. შპს „----------“ 2021 წლის იანვარში 22 750 ლარი, ხოლო 2021 წლის ივლისში 5 000 ლარი ისესხა შპს „----------“, საიდანაც მხოლოდ ნაწილის დაბრუნება მოახერხა და დღემდე უფიქსირდება დავალიანება კომპანიის მიმართ 7 450 ლარის ოდენობით.
კომპანიის დასაბეგრმა ბრუნვამ 2021 წლის ივლისში ნამდვილად შეადგინა 222 418 ლარი. აქედან უშუალოდ შპს „----------“ მიწოდებული მომსახურების ღირებულება გახლდათ 216 797,61 ლარი, საიდანაც კომპანიის მიერ დადეკლარირდა ნაწილი, კონკრეტულად კი 107 969 ლარი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნაწილობრივ ეთანხმება შემმოწმებელს. სადაო არის მხოლოდ ციფრები, ამიტომ საჭიროდ მიაჩნია ეს ციფრები გადაიხედოს შემმოწმებელთან ერთად. ითხოვს მიეცეს უფლება რომ მიღებულ თანხაზე კომპანიამ შპს „----------“ გამოუწეროს ა/ფაქტურა ძველი, შესაბამისი თარიღით, რომელიც მოქცეული შესამოწმებელ პერიოდში.
- აუდიტორმა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ საზოგადოებას გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის/პირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს ელ. ბაზებზე დაყრდნობით, პირებისგან არ არის მიღებული ელექტრონული დოკუმენტი და რომ გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით აღნიშნული პირებისგან მიღებული აქვს სხვადასხვა მომსახურებები. კომპანიას შეუძლია წარადგინოს დოკუმენტაცია შეძენილ მომსახურებებზე ანგარიშსწორების მიზნით გადარიცხულ ნებისმიერ თანხასთან დაკავშირებით, შესაბამისად ამ კონკრეტულ ეპიზოდში ბუნდოვანია აუდიტორის პოზიცია. საზოგადოების მიერ შეძენილი ყველა მომსახურება გამოყენებული იქნა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და ამავდროულად დოკუმენტურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შეუძლია კომპანიას დაადასტუროს ამ მომსახურებების როგორც მიღება, ასევე მათთან ანგარიშსწორება ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით.
კანონით გათვალისწინებული დაშვებების საფუძველზე მომსახურების გამწევი პირებისგან შესაძლოა არ არის მიღებული ელექტრონული დოკუმენტი, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ დოკუმენტის ელექტრონულად გამოწერის და ელექტრონულ პორტალზე წარდგენის ვალდებულება. თუმცა კომპანიის მიერ მიღებული მომსახურებებზე შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა ასახვაც რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. ისინი სრულად გამოიყენებოდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში, ითვლება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებად. შესაბამისად, მსგავსი, გაწეული ხარჯები არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და შემოწმების მასალებით მოგების გადასახადით დაბეგრილი ოპერაციები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ასევე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულ პერიოდში მოქცეული ფაქტურებისა და დეკლარაციების დაზუსტების ნებართვასთან დაკავშირებით. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მას მონაწილეობა მიღებული აქვს რვა ტენდერში. ტენდერის საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ჩაბარება მოითხოვს აუცილებლობას, რომ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ასვე კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები თანხობრივად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდეს ერთმანეთს. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში დარღვეულია ეს სიზუსტე: კომპანიის დირექტორს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2021 წლის ბოლოს გაფორმდა ხელშეკრულებები ----------, ---------- და ---------- მუნიციპალიტეტებში მდინარის ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის თაობაზე. კომპანიასა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შორის ასევე გაფორმდა ქვეკონტრაქტები ზემოხსენებული სამუშაოების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. გაფორმებული ხელშეკრულებების თანხებმა პროექტების მიხედვით შეადგინა: ---------- - 580 000 ლარი, ---------- 2 225 514.41 ლარი და ---------- 677 000 ლარი, ჯამში 3 482 514.42 ლარი.
ვინაიდან, შესასრულებელი სამუშაოები წინასწარ საჭიროებდა გარკვეულ თანხებს (დიზელი, გაბიონის ყუთების და სხვ.) კომპანიისა და შპს „----------“ დირექტორები შეთანხმდნენ, რომ კომპანია შპს „----------“ ჩაურიცხავდა ავანსის თანხას, რაც პირდაპირ წარიმართებოდა გაბიონის ყუთებზე. შპს „----------“ მისივე სახსრებითა და საშუალებებით დაიწყებდა პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის შეძენას და სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას, ხოლო შპს „----------“ შპს „----------“ ანგარიშზე გარკვეული პერიოდულობით გადარიცხავდა შესრულებული სამუშაოების თანხებს (რაც ყოველთვის ნაკლები იყო ფაქტობრივად შესრულებულთან). ჩარიცხული თანხები დადეკლარირდებოდა და გამოიწერებოდა ფაქტურები, ხოლო პროექტის დასრულებისთანავე გადაიხურებოდა ავანსის ფაქტურა. ასევე, დაზუსტდებოდა გამოწერილი ფაქტურები კომპანიებს შორის საბოლოო ფორმა 2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად (როგორც იცის აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა მოქმედი კანონმდებლობა), რაც აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთან ურთიერთობისათვის, რადგან მხოლოდ საბოლოო ფორმა 2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად ცხადდება პროექტი ჩაბარებულად.
შეთანხმებისამებრ, პროექტის დასრულებისთანავე გადაიხურა ავანსის ფაქტურა და პროექტების განხორციელების მთლიან პერიოდზე - 2021 წლის დეკემბერი - 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გამოიწერა დაზუსტებული ფაქტურები (რომელთა ჯამი რიცხობრივად და თანხობრივად ემთხვეოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა თვეების მიხედვით არსებობდა გარკვეული თანხობრივი სხვაობები) და გაეგზავნა შპს „----------“ დაშვებით, რომ მოხდებოდა ადრე გამოწერილი ფაქტურების ჩანაცვლება ახალი გამოწერილი ფაქტურებით, შესაბამისად დაზუსტდებოდა შესაბამისი თვის დეკლარაციები ზუსტი თანხებით.
აღნიშნულ პროცესში გახდა ცნობილი შპს „----------“ ქვეკონტრაქტორ შპს „----------“, რომ ფაქტურების დაზუსტება ვერ მოხერხდებოდა, რადგან, შპს „----------“ ამოწმებდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი და შემოწმების პერიოდში ყვებოდა 2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის პერიოდები (შესამოწმებელი პერიოდის გაგრძელება მოხდა მოგვიანებით).
სწორედ ზემოთ აღწერილი გარემოება წარმოშობს შპს „----------“ მიღებული და გამოწერილი ანგარიშ/ფაქტურების დაზუსტების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „----------“ და ასევე მისი ქვეკონტრაქტორს შპს „----------“ ეზღუდებათ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარდგენის უფლება.
როგორც აღინიშნა, დასაზუსტებელი პერიოდი ნაწილობრივ ემთხვევა საგადასახადო აქტის საფუძველზე შემოწმებულ პერიოდს (აღნიშნული აქტის საფუძველზე მიმდინარეობს საგადასახადო დავა შპს „----------“ და შემოსავლების სამსახურს შორის). ითხოვს, შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული ფაქტურები (8 ფაქტურა, საერთო ჯამით 941 460.27 ლარი). აღნიშნულით, კომპანიას შემოწმებულ პერიოდზე უმცირდება ჩათვლა, უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება და ემატებოდა დღგ-ის გადასახადი, თუმცა კომპანიის დირექტორი აცხადებს სრულ თანხმობას, რადგან ნათელია, რომ სხვაობა ავტომატურად ბალანსდებოდა შემდგომ პერიოდებზე - 2022 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში გამოწერილი ფაქტურებით.
კომპანიამ კომუნიკატორის მეშვეობით 6.01.2023 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია განხორციელდეს მსგავსი ტიპის ცვლილება, თუმცა ვინაიდან ეს არ არის სტანდარტული შემთხვევა და ვინაიდან კომპანიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებში, ერთის მხრივ პარტნიორ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ამავდროულად ზარალდება სხვა გადასახადის გადამხდელის (ქვეკონტრაქტორის - შპს „----------“) ინტერესები, ითხოვს გამონაკლისის სახით ნება დაერთოს, რომ მოახდინოს შესამოწმებელ პერიოდში მოხვედრილი ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა დეკლარაციებიდან, ზუსტ თანხებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიბმა და შესაბამისი დეკლარაციების დაზუსტება. თუკი არსებული პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს შესამოწმებელი პერიოდის ზრდას, კომპანია აცხადებს თანხმობას შესაძლო შესამოწმებელი პერიოდის ზრდასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ:„შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო კოდექსის 6 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება“. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულ საკითხზე არაფერია ნათქვამი, შესაბამისად ითხოვს განხილვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანებით:
- მე-2 (ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვა) და მე-4 სადავო (ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები);
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 (საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) და მე-5 (არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
- მე-7 სადავო საკითხთან (სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევა) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის დასკვნით:
- ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 000 ლარის) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას;
- მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის სხვადასხვა მტკიცებულებები. შემმოწმებლის მიერ მოხდა ამ დოკუმენტების შესწავლა და შედარება იმ სახელმწიფო ტენდერების მონაცემებთან, რომელთა მიხედვით გადამხდელს შესრულებული აქვს სამუშაოები, მ.შ. როგორც ქვეკონტრაქტორს. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი, შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმების შედეგად უკვე ასახულიყო ფულის მოძრაობის ანგარიშში. შედარების შედეგად დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით შესრულებულ სამუშაოებში 45 171.43 კბ.მ ქვის დამატებით გამოყენება, რაზეც ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და საჭიროება სადავო არ არის. მისი ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით არის 1 219 628.61 ლარი. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საწარმო დაიბეგრა მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას;
- სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შემცირება არ განხორციელებულა.
მომჩივანი მიუთითებს რომ:
- შპს „----------“ შეიძინა სამეული, ასევე საჭირო ტექნიკა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებიდან და ვინაიდან, შეძენილი საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, უფლება აქვს მიიღოს დღგ-ს ჩათვლა შპს „----------“ შეძენილ საქონელზე ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე.
- მას შემდეგ რაც აუდიტორმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, მომწოდებლებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და დებიტორ-კრედიტორების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეემჩნია, რომ ამ ტრანზაქციებში მონაწილეობას არ ღებულობდა ძირითადი მასალის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. შემმოწმებელმა ხარჯებში გაითვალისწინა მხოლოდ 45 171 მ³ ლოდის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, მაშინ როდესაც ლოდების ეს მოცულობა რეალურად მოხმარდა პირველ ტენდერს
- ---------- მუნიციპალიტეტის, ---------- მდინარე ---------- ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას (NAT ----------ის ტენდერი), ხოლო მომდევნო ორი ტენდერისთვის (NAT ----------ის ტენდერი და NAT ----------ის ტენდერი) მოხმარებული ლოდების მოცულობა 12 093მ³ და 13 652 მ³ არ იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ, რაც ჯამში დამატებით შეადგენს 25 745 მ³ ლოდს.
- ითხოვს მიეცეს უფლება რომ მიღებულ თანხაზე კომპანიამ შპს „----------“ გამოუწეროს ა/ფაქტურა ძველი, შესაბამისი თარიღით, რომელიც მოქცეული შესამოწმებელ პერიოდში. - კომპანიას შეუძლია წარადგინოს დოკუმენტაცია შეძენილ მომსახურებებზე ანგარიშსწორების მიზნით გადარიცხულ ნებისმიერ თანხასთან დაკავშირებით. საზოგადოების მიერ შეძენილი ყველა მომსახურება გამოყენებული იქნა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და ამავდროულად დოკუმენტურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შეუძლია კომპანიას დაადასტუროს ამ მომსახურებების როგორც მიღება, ასევე მათთან ანგარიშსწორება ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით.
- ითხოვს, შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული ანგარიშ-ფაქტურები (8 ფაქტურა, საერთო ჯამით 941 460.27 ლარი).
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით:
- შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც სრულად განხორციელდა და შესაბამისად გადაანგარიშება არ შეეხო სხვა (მ.შ. ავეჯის) შეძენების შემთხვევებს.
- გადაანგარიშებისას დამატებით ხარჯებს არ დაემატა სახელმწიფო ტენდერების NAT---------- და NAT---------- ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით შესრულებულ სამუშაოებში გამოყენებული ქვა, რადგან 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით (ლიცენზია №----------, მფლობელი ----------). რაზეც არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო შესაბამისი პერიოდების შიდა გადაზიდვის ზედნადებებში ფიქსირდება აღნიშნული მისამართიდან შესაბამისი რაოდენობის ქვის გადაადგილება, ასევე ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც უკვე საგადასახადო შემოწმების ეტაპზე ასახული იყო ფულის მოძრაობის ანგარიშში.
- გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებზე მიღებული აქვს თანხები 700 705 ლარის ოდენობით შპს „----------“, რომლის შინაარსშიც აღნიშნულია, რომ თანხები ანაზღაურებულია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. შემოწმების შედეგად შესწავლილია აღნიშნულ გადამხდელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არა აქვს განხორციელებული რიგი ოპერაციების დღგ-ის გადასახადით დაბეგვრა.
- კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლით ირკვევა, რომ კომპანიას გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის/პირებისათვის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პირებისგან არ არის მიღებული ელექტრონული დოკუმენტები, გადასახადის გადამხდელის ზეპირი გამარტებით აღნიშნული პირებისგან მიღებულ აქვს სხვადასხვა მომსახურებები, თუმცა დამატებით დოკუმენტი არ წარუდგენია. ინფორმაცის წარუდგენლობის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილია №185039 და №185044 სამართალდარღვევის ოქმები.
- რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, შპს „----------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაუქმებას, ჩახსნას დეკლარაციებიდან, ახალი შემცვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის და საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების უფლებას, აღნიშნული მომჩივანმა ითხოვა დავის ეტაპზე და შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25831 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი მიუთითებს რომ:
კომპანიისგან შეიძინა სამეული, ასევე საჭირო ტექნიკა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებიდან და ვინაიდან, შეძენილი საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, უფლება აქვს მიიღოს დღგ-ს ჩათვლა შეძენილ საქონელზე ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე.
-მას შემდეგ რაც აუდიტორმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, მომწოდებლებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და დებიტორ-კრედიტორების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეემჩნია, რომ ამ ტრანზაქციებში მონაწილეობას არ ღებულობდა ძირითადი მასალის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. შემმოწმებელმა ხარჯებში გაითვალისწინა მხოლოდ 45 171 მ³ ლოდის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, მაშინ როდესაც ლოდების ეს მოცულობა რეალურად მოხმარდა პირველ ტენდერს.
ტენდერის სამუშაოების განხორციელებას, ხოლო მომდევნო ორი ტენდერისთვის მოხმარებული ლოდების მოცულობა 12 093მ³ და 13 652 მ³ არ იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ, რაც ჯამში დამატებით შეადგენს 25 745 მ³ ლოდს.
ითხოვს მიეცეს უფლება რომ მიღებულ თანხაზე კომპანიამ გამოუწეროს ა/ფაქტურა ძველი, შესაბამისი თარიღით, რომელიც მოქცეული შესამოწმებელ პერიოდში. - კომპანიას შეუძლია წარადგინოს დოკუმენტაცია შეძენილ მომსახურებებზე ანგარიშსწორების მიზნით გადარიცხულ ნებისმიერ თანხასთან დაკავშირებით. საზოგადოების მიერ შეძენილი ყველა მომსახურება გამოყენებული იქნა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და ამავდროულად დოკუმენტურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შეუძლია კომპანიას დაადასტუროს ამ მომსახურებების როგორც მიღება, ასევე მათთან ანგარიშსწორება ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით.
ითხოვს, შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული ანგარიშ-ფაქტურები (8 ფაქტურა, საერთო ჯამით 941 460.27 ლარი).
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით:
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც სრულად განხორციელდა და შესაბამისად გადაანგარიშება არ შეეხო სხვა (მ.შ. ავეჯის) შეძენების შემთხვევებს.
გადაანგარიშებისას დამატებით ხარჯებს არ დაემატა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით შესრულებულ სამუშაოებში გამოყენებული ქვა, რადგან 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. რაზეც არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო შესაბამისი პერიოდების შიდა გადაზიდვის ზედნადებებში ფიქსირდება აღნიშნული მისამართიდან შესაბამისი რაოდენობის ქვის გადაადგილება, ასევე ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც უკვე საგადასახადო შემოწმების ეტაპზე ასახული იყო ფულის მოძრაობის ანგარიშში.
გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებზე მიღებული აქვს თანხები 700 705 ლარის ოდენობით კომპანიისგან, რომლის შინაარსშიც აღნიშნულია, რომ თანხები ანაზღაურებულია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. შემოწმების შედეგად შესწავლილია აღნიშნულ გადამხდელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არა აქვს განხორციელებული რიგი ოპერაციების დღგ-ის გადასახადით დაბეგვრა.
კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლით ირკვევა, რომ კომპანიას გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის/პირებისათვის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პირებისგან არ არის მიღებული ელექტრონული დოკუმენტები, გადასახადის გადამხდელის ზეპირი გამარტებით აღნიშნული პირებისგან მიღებულ აქვს სხვადასხვა მომსახურებები, თუმცა დამატებით დოკუმენტი არ წარუდგენია. ინფორმაცის წარუდგენლობის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაუქმებას, ჩახსნას დეკლარაციებიდან, ახალი შემცვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის და საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების უფლებას, აღნიშნული მომჩივანმა ითხოვა დავის ეტაპზე და შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25831 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32394 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275;