ბრძანება N 5354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5354
12 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------)
(მის.: --------------------------------)
2024 წლის 12 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) №87627/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №057-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. განმარტავს, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) შესაბამისად), საფუძველზე მიღებული ყველა შემოსავალი სრულად აქვს დაბეგრილი და გადახდილი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჩასათვლელი დღგ-ის თანხების ჩათვლებიდან ამოღებას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაეზარდა 81 101 ლარით, რაც გამოწვეულია იმით, რომ საკუთარი სახლის რემონტისთვის გამოყენებული მასალების დღგ-ის თანხა ამოღებულ იქნა ჩათვლებიდან. სახლის გაფართოება/რემონტი განახორციელა იმისთვის, რომ დაგეგმილი აქვს საოჯახო სასტუმროს მოწყობა. სახლის გარემონტება/მოწყობისთვის მიმართა „აწარმოე საქართველოს“ განცხადებით სასტუმროს მოწყობის თანადაფინანსებისთვის გრანტის მისაღებად, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა. სახლის რემონტისთვის შესყიდული მასალების თანხა შეადგენს 350 000 ლარს, რომელიც ამოღებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებიდან. ასევე, განახორციელა მეტალო-პლასტმასის საამქროს მოწყობა, რომლისთვისაც შეძენილი საჭირო მასალების დღგ-ის თანხა შემოწმების მიერ ამოღებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებიდან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22495 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლისპირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6599 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 14 დეკემბერს გამოსცა №31421 ბრძანება და ამავე თარიღის №057-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 145 585 ლარით მათ შორის: გადასახადი 85 370 ლარი, ჯარიმა 42 697 ლარი და საურავი 17 518 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
.ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის საგანს შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიღებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში და გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები. მეწარმეს ასევე შესრულებული აქვს რამდენიმე ქვეკონტრაქტი ფიზიკურ პირებთან. აღნიშნულის შესაბამისად ბრუნვები დეკლარირებული (წინა თემატური შემოწმების ბრუნვების გათვალისწინებით) აქვს ნაწილობრივ და სულ შეადგენს 381 995 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ოპერაციები, რომლის მიხედვით მეწარმის ბრუნვა განისაზღვრა სულ 408 609 ლარის ოდენობით. სხვაობამ შეადგინა 26 614 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
.ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალები, რაც სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საწყობდება ძირითადად მეწარმის საცხოვრებელ მისამართზე. შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული მომსახურებები გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ფორმა 2-ების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტებითი ბარათი სადაც დაადასტურა აღნიშნული საქონლის საცხოვრებელ სახლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი და დამატებით ასევე წარმოდგენილი იქნა ელექტრონული ცხრილიც. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დიკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები (მიღებაჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით) და გადამხდელის წარმოდგენილი მასალები. შესწავლის შედეგად სულ კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელი თანხა, რომელმაც შეადგინა 49 238 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ბრუნვები დეკლარირებული (წინა თემატური შემოწმების ბრუნვების გათვალისწინებით) აქვს ნაწილობრივ და შეადგენს 381 995 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ოპერაციები, რომლის მიხედვით მეწარმის ბრუნვა განისაზღვრა 408 609 ლარის ოდენობით. სხვაობამ შეადგინა 26 614 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:
ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტებითი ბარათი სადაც დაადასტურა აღნიშნული საქონლის საცხოვრებელ სახლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი და დამატებით ასევე წარმოდგენილი იქნა ელექტრონული ცხრილიც. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დიკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები (მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით) და გადამხდელის წარმოდგენილი მასალები. შესწავლის შედეგად სულ კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელი თანხა, რომელმაც შეადგინა 49 238 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.
2. შემოწმების მიერ ჩასათვლელი დღგ-ის თანხების ჩათვლებიდან ამოღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22495 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლისპირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის №6599 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №31421 ბრძანება და №057-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 145 585 ლარი.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ბრუნვები დეკლარირებული (წინა თემატური შემოწმების ბრუნვების გათვალისწინებით) აქვს ნაწილობრივ და შეადგენს 381 995 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ოპერაციები, რომლის მიხედვით მეწარმის ბრუნვა განისაზღვრა 408 609 ლარის ოდენობით. სხვაობამ შეადგინა 26 614 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე მომჩივანის მიერ შეძენილი საქონლის ნაწილი არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტებითი ბარათი სადაც დაადასტურა აღნიშნული საქონლის საცხოვრებელ სახლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი და დამატებით ასევე წარმოდგენილი იქნა ელექტრონული ცხრილიც. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დიკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები (მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით) და გადამხდელის წარმოდგენილი მასალები. შესწავლის შედეგად სულ კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელი თანხა, რომელმაც შეადგინა 49 238 ლარი.აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 168(1); 173(1); 174(1 „ა“.2) ; 175(1 „ა“); 176(1„ა“);