გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2018
საქმის ნომერი
010210017002046759
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2010210017002046759

№2-3095/2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: სს ,, ვ----------------------ა”

წარმომადგენელი: ნა---ა მა-----–---–ი, თა--რ შუ–--–---–ი

მოპასუხე: თა----ი მჟ------ე

წარმომადგენელი: რა--ნ მა-----–---–ი, ნი-ა მჟ------ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

- თა---- მჟ------ის უკანონო მფლობელობიდან, მისი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე სს ,, ვ----------------------ას".

- გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა).

 

1.1. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:

- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - წარმოადგენს სს ,, ვ----------------------ა”-ს საკუთრებას;

- სს ,, ვ----------------------ა”-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი თვითნებურად დაკავებული აქვს მოპასუხეს და მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, არ ანთავისუფლებს მას და მესაკუთრეს ხელს უშლის მისით სარგებლობაში.

- მოპასუხე თა---- მჟ------ე არის უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - ყოფილი მესაკუთრე, რომელსაც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული ქონება სს ,, ვ----------------------ა”-ს სასარგებლოდ;

- მოპასუხე თა---- მჟ------ემ არ შეასრულა რა ვალდებულება, აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე ქონება ნატურით გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში და აღირიცხა მის სახელზე საჯარო რეესტრში;

- მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით დაყენებული შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების დაუოყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე უარი თქვა, მოხსნა შუამდგომლობა (იხ. სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. იგი თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ოჯახი შედგება 4 წევრისაგან და გამოსახლების შემთხვევაში აღმოჩნდება ღია ცი ქვეშ. ასევე, სურს საცხოვრებელი ბინის გამოსყიდვა, მიმართული აქვს დახმარებისათვის აჭარის მთავრობისათვის, რომელიც დაპირდა ფინანსურ დახმარებას, რათა გამოისყიდოს ქონება (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი, მოპასუხის განმარტება);

- მოპასუხე წინააღმდეგია გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის;

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - 2010 წლის 06 აგვისტოდან წარმოადგენს სს ,,ვითიბი ბანკის “ საკუთრებას და საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი; შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N882011462650, 22/09/2011წ.;

- აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ.

 

3.1.2. თა---- მჟ------ე არის უძრავი ქონების, (მდებარე ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - ყოფილი მესაკუთრე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი; შესაგებელი;

- 2008 წლის 04 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N882008159178;

 

3.1.3. მოპასუხე თა---- მჟ------ე არის რა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - ყოფილი მესაკუთრე, რომელსაც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული ქონება სს ,, ვ----------------------ა”-ს სასარგებლოდ, არ/ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ., - საფუძველზე სს ,,ვ----------------------ას“ ნატურით გადაეცა აღნიშნული დავის საგანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი; შესაგებელი;

- 2008 წლის 04 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N882008159178;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N882011462650, 22/09/2011წ.;

- აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ.

 

3.1.4. მოსარჩელის სს ,,ვ----------------------ას“ საკუთრების უფლება მოპასუხის მიერ შეცილებული არ არის, მას არ გაუსაჩივრებია აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აჭარის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება N02.02-04-10-519 N02/10-02-267, დამოწმების თარიღი: 17/07/2010წ.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N882011462650, 22/09/2011წ.;

- მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხეს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სს ,,ვ----------------------ას “ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს:

4.1.1. მოპასუხე თა---- მჟ------ის უკანონო მფლობელობიდან მისი გამოსახლების გზით გამოთხოვილ უნდა იქნეს სს ,,ვ----------------------ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე სს ,,ვ----------------------ას “.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, - მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე და არ აძლევს მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მის საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

სასამართლო განმარტავს: ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო სადავო ქონების მესაკუთრე, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს. წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქმეზე სს ,,ვ----------------------ას “ სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი. ამდენად დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, რაც შეადგენს 120 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი სცნო. ამდენად, მოპასუხე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოსარჩელეს გადახდილი ბაჟის თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიბა გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით დაყენებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარი თქვა.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ განუხილავს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,ვ----------------------ას“ (ს/კ 2--------) სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

2. მოპასუხე თა----ი მჟ------ის (პ/ნ61004003474) უკანონო მფლობელობიდან, მისი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს სს ,, ვ----------------------ას“ (ს/კ 2--------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, ს/კ #20.39.01.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე სს ,,ვ----------------------ას“ (ს/კ 2--------).

 

3. მოპასუხე თა----ი მჟ------ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლდეს.

 

4. მოსარჩელეს სს ,, ვ----------------------ას“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #5, 09/08/2017წ., გადამხდელის ბანკი - სს ,, ვ----------------------ა“, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300693150, კოდი - TRESGE22).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე