განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100117002160980
№1/203-2017
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---ა კ--------–--,ბრალდებული: გ--–- ნ------,მამის სახელი: გ---,დაბადებული: 0-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: ს----------–--- მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-,პირადი ნომერი: 2----------,ნასამართლეობა: მქონე,მცხოვრები: საქართველო, მ--------–ი, სოფელი ბ----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ადრე ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ--–- ნ------, ქ. ფოთში, ს--------–--ს მ-------ზე მდებარე საგაზეთო ჯიხურიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ---- ხ--------ს კუთვნილ თანხას 815 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
დაზარალებულ ნ---- ხ--------ს ჩვენებით დგინდება, რომ ქ. ფოთში, ბ------- მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს ჯიხური, სადაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად ყიდის „ს----------–--- ლ--------ს კ--------ს’’ ბილეთებს. 2017 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში წარმომადგენლისთვის ნავაჭრი თანხა უნდა ჩაებარებინა. ჯიხურის დაკეტვამდე, დაახლოებით 20 წუთით ადრე ნავაჭრი თანხა ჩანთაში შეინახა, ხოლო ჩანთა დახლზე დადო. ამ დროს ნაცნობი კლიენტი შემოვიდა, რომელიც ინვალიდია, როდესაც მას ბილეთებს აძლევდა, ხურდები გადაუცვივდა და მის დასახმარებლად გარეთ გავიდა, რასაც დაახლოებით 1 წუთი დასჭირდა. მანამდე, პიროვნება, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა გ--–- ნ------, ჯიხურში შევიდა, თანხა გამოიტანა და წავიდა. იგი მაღაზიაში შესვლამდე, დაახლოებით 20 წუთით ადრე მისი ჯიხურის უკან იდგა. ფულის აღების დროს ოთხი ცალი ასლარიანი დარჩა, ხოლო დანარჩენი - 815 ლარი წაიღო. პოლიციაში ამოცნობის დროს წარუდგინეს ოთხი პიროვნება და მათგან ამოიცნო გ--–- ნ------. მოპარული თანხა კომპანიას, ოჯახის წევრთა დახმარებით აუნაზღაურა, ხოლო მისთვის თანხა ანაზღაურებული არ არის.
იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 18.12.2017 წელი.
მოწმე ე-–------- ხ--–---ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, ბ------- წინ მდებარე საგაზეთო ჯიხურში, ნ---- ხ--------ს მოჰპარეს ფულადი თანხა. 2017 წლის 02 სექტემბერს შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად საგაზეთო ჯიხურიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი ჩადენილი ჰქონდა მ--------–ის რაიონის სოფელ ბ----ში მცხოვრებ გ--–- ნ------ს, რაზეც მან დაწერა პატაკი და მიმართა ხელმძღვანელობას. განჩინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღო მ--------–ის რაიონში გ--–- ნ------ს დაკავებაში და მ--------–იდან ჩამოყვანაში, ასევე გამოიკითხა გამომძიებლის მიერ, სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. გ--–- ნ------ს ფოთში, ბაზარში ყველა იცნობს, ხშირად დადიოდა, სვამდა, ბევრჯერ გააფრთხილა პოლიციამ, რომ რაიმე ცუდი არ ჩაედინა, რადგან ცუდი წარსული ჰქონდა, მაგრამ მან მაინც ჩაიდინა ქურდობა.
იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 18.12.2017 წელი.
მოწმე ლ--–- ნ-----–--–---–მა (დ----------ს თ---–--–--გ-----------–ი) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამოძიების პროცესში მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და აღნიშნა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის და საპროცესო ნორმათა სრული დაცვით.
იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 18.12.2017 წელი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის ნ---- ხ--------ს საგაზეთო ჯიხურის გაქურდვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი და ამ ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმი, დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებებად მიიჩნია, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის `დ~ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 25.12.2017 წელი.
ბრალდებულ გ--–- ნ------ს ჩვენებით დგინდება, რომ ნ---- ხ--------ს საგაზეთო ჯიხურიდან ფულადი თანხის ქურდობა ჩაიდინა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ 5 თვე თავისუფლებაში იყო, ვერანაირი სამუშაო ვერ იშოვა, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა დახმარება მხოლოდ ერთჯერ მიიღო, ოჯახს ვერ არჩენდა და იძულებული შეიქმნა ეს დანაშაული ჩაედინა, რასაც ინანიებს. დაზარალებულს ზიანს ვერ უნაზღაურებს, ვინაიდან ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 25.12.2017 წელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გ--–- ნ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ--–- ნ------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებული ნ---- ხ--------ს კუთვნილი თანხა შეადგენს 815 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ--–- ნ------მ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.3. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
საქმეში არსებული სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით გ--–- ნ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა ჩადენილი არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 02 (ორი) წელი დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
ამრიგად დადასტურებულია, რომ გ--–- ნ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
2.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გ--–- ნ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს, როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას.
ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ასევე, სავალდებულო ნიშანია მავნე შედეგის დადგომა ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ გ--–- ნ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობით, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის - ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულ გ--–- ნ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მუხლობრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულ გ--–- ნ------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს და მისი ქმედების მუხლობრივი კვალიფიკაცია უნდა განისაზღვროს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა თავისთავად მოიცავს ყველა მისი წინა ნაწილის დისპოზიციურ შემადგენლობას.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- ნ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება.
გ--–- ნ------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
გ--–- ნ------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
სასამართლო გ--–- ნ------ს სასარგებლოდ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია არაძალადობრივი დანაშაული და იგი განხორციელდა ყველასაგან ფარულად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--–- ნ------ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დაწყებისთანავე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--–- ნ------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქმეში არსებული სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს წერილით დადგენილია, რომ გ--–- ნ------ პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება სენაკის რაიონული სასამართლოს 30.04.2015 წლის განაჩენით, საპრობაციო ვადა უსრულდება 26.08.2019 წელს.
გ--–- ნ------ს მიერ მოცემული დანაშაული ჩადენილია 2017 წლის 31 აგვისტოს, პირობით გამოსაცდელ ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ბრალდებულ გ--–- ნ------ს მიმართ არსებული ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის შთანთქმის პრინციპი და ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–- ნ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით.
2. გ--–- ნ------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ--–- ნ------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გ--–- ნ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ოქტომბრის 10:20 საათიდან.
5. მსჯავრდებულ გ--–- ნ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, გ--–- ნ------სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ--–- ნ------ს, ხოლო ნ---- ხ--------ს საგაზეთო ჯიხურის გაქურდვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულს სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე