განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001479597
საქმე #1-879/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
თამარ გიორგაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ------- რ---–---–ის
ადვოკატების _ მ--- კ------–--ის, დ----- ჯ--------ის
ბრალდებულის - ა-–--–- ხ--–------ს
თარჯიმანის - ზ------- ა---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1----------- საქმე,ბრალდებული: ა-–--–- ხ--–------
მამის სახელი: ა----–-
დაბადებული: 28.05.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-
ნასამართლეობა: ა--------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, შ----- რ---------–-- ქუჩა №--, ბინა №--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2016 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, შ. რ---------–-- ქუჩა №--, ბინა №---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა-–--–- ხ--–------მ მკერდის არეში ხელის დარტყმებით გ-----– მ----ს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ი 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–--–- ხ--–------ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ა-–--–- ხ--–------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ა-–--–- ხ--–------მ გ-----– მ----ს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა
4. საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა დაზარალებულ გ-----– მ----ის, ასევე მოწმეების: კ------– ს---–---------ს, გ---–--- მ--------ს, ზ------– მ--------ს, მ---- მ----------ს ჩვენებები.
5. დაზარალებულმა გ-----– მ----მა ჩვენებაში განმარტა, რომ ახლო ნათესავებთან: დედასთან - ზ------– მ--------სთან, დასთან - გ---–--- მ--------სთან, ძმასთან - მ---- მ----------სთან, ბიძაშვილთან - კ------– ს---–---------სთან ერთად 2016 წლის 22 ივლისს ტურისტული მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს იქირავა ბინა ქ. ბათუმში, რ---------–-- N57-ში ა-–--–- ხ--–------სგან. სურდათ 10 დღით დარჩენილიყვნენ ბათუმში, თუმცა ხ--–------სთან წარმოეშვათ უთანხმოება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თურქეთში გამგზავრება. როდესაც ბინის დატოვების შესახებ აცნობეს ხ--–------ს, ქირავნობის თანხის ოდენობის გამო წარმოეშვათ უთანხმოება, ხ--–------ 10 დღის თანხის გადახდას ითხოვდა სრულად. საუბრისას, რომელიც ბინაში მიმდინარეობდა, გახდა საკმაოდ აგრესიული, სახლიდან გარეთ გაყარა გ-----–ის და და ბიძაშვილი, ხოლო გ-----–ს და დედამისს კარი ჩაუკეტა და კატეგორიულად მოითხოვა თანხის გადახდა, გარეთ დარჩენილმა კ------– ს---–---------მ დაუძახა ხ--–------ს კარი გაეღო და ის გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, ა-–--–-მ კარი გააღო და შემოუშვა გარეთ მყოფები, ხოლო კ------–ის მიერ 20 ლარიანის მიწოდების შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდა, "ხმა აიმაღლა, შეტევაზე გადავიდა" , ცალი ხელით ხელები გაუკავა გ-----–ს, მეორე ხელით კი 2-3-ჯერ დაარტყა გულ-მკერდის არეში. შუაში ჩაუდგნენ და გააშველეს. მიღო დაზიანება მაჯის და გულ-მკერდის არეში, სადაც განაკაწრი ჰქონდა და სისხლი წამოუვიდა.
6. მოწმე გ---–--- მ--------მ ჩვენებაში განმარტა, რომ 2016 წლის 22 ივლისს, დედასთან, და-ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს ყველანი ერთად დაბინავდნენ ქ. ბათუმში, ა-–--–- ხ--–------ს ბინაში. ხ--–------მ ბინის ერთი ოთახი დაუთმო მათ, იმავე ბინაში ცხოვრობდა თვითონაც დედასთან ერთად. წინასწარი შეთანხმებით 10 დღით უნდა დარჩენილიყვნენ ხ--–------სთან, თუმცა იმის გამო, რომ ბინაში ცხოვრების პირობები არ მოეწონათ, ხ--–------ უზღუდავდა აბაზანით, სამზარეულოთი სარგებლობას და მსგავს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოეშვათ, სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თურქეთში გამგზავრება. ბრალდებულის ბინაში არყოფნისას ჩაალაგეს ნივთები და ტელეფონით აცნობეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, ხ--–------ დაბრუნდა სახლში და მოსთხოვა არა სამი, არამედ 10 დღის ქირის გადახდა. გახდა საკმაოდ აგრესიული, მოწმე და მისი ბიძაშვილი გარეთ გააგდო და კარი ჩაუკეტა, ხოლო მ--------ს დედა და და დარჩნენ ბინაში, საიდანაც საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ისმოდა, ამიტომ გარეთ დარჩენილებმა დაიწყეს კარზე კაკუნი და დაუძახეს ა-–--–-ს, რომ შეეშვა სახლში და გადაუხდიდნენ თანხას. ა-–--–-მ კარი გააღო და შეუშვა ორივე ბინაში, თუმცა ს---–---------ს გაწვდილმა 20 ლარიანმა უფრო გააბრაზა, ფული მოისროლა, ხელი მაჯაში სტაცა გ-----–ს, მეორე ხელით 2-3-ჯერ დაარტყა გულ-მკერდის არეში, ამ ადგილას ნაკაწრიც დარჩა გ-----–ს. ა-–--–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის რაიმე ფაქტს ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
7. მოწმე კ------– ს---–---------მ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას, დაადასტურა თავის ნათესავებთან ერთად დასასვენებლად ბათუმში ჩამოსვლის და ა-–--–- ხ--–------ს ბინაში დაბინავების ფაქტი და მიუთითა ხ--–------სთან წარმოშობილი უთანხმოების იგივე მიზეზებზე, ასევე განმარტა იმ ინციდენტის გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა-–--–- ხ--–------ს ბინაში, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო მდგმურების განზრახვა, უფრო ადრე დაეტოვებინათ მისი ბინა, ვიდრე წინასწარ შეთანხმდნენ. ხ--–------ს მოთხოვნა იყო თანხის სრულად გადახდა, რასაც მდგმურები არ იზიარებდნენ. ხ--–------ გაბრაზდა, გარეთ გაყარა კ------–ი და გ---–---, ბინაში დარჩენილებს კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კ------–მა დაუძახა, კარი გაეღო და გადაუხდიდა თანხას, ა-–--–-მ კარი გააღო, თუმცა კ------–ის გაწვდილმა 20 ლარიანმა გააბრაზა, ცემა დაუწყო გ-----–ს მკერდის არეში, სადაც რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. არც ს---–---------ს და არც მის ნათესავებს ფიზიკური შეურაცხყოფა ა-–--–-სთავის არ მიუყენებიათ.
8. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ზ------– მ--------მ.
9. მოწმე მ---- მ----------ს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ის საერთოდ არ შეწრებია თავის ნათესავებს და ა-–--–- ხ--–------ს შორის მომხდარ ინციდენტს, ამ დროს ბულვარში იყო სასეირნოდ წასული.
10. მოწმე მ--- ფ----------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–--–- ხ--–------ს მეზობელია. უშუალოდ იმ ინციდენტს, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ადგილი ჰქონდა ხ--–------ს და მასთან მდგმურად მყოფ დამსვენებლებს შორის, არ შესწრებია. ბინის ეზოში დაინახა მხოლოდ როგორ ესაუბრებოდა ხ--–------ პოლიციის თანამშრომელს, მათთან ერთად იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ და როგორც მიხვდა, თანხასთან დაკავშირებულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ა-–--–-ს და ამ ადამიანებს შორის.
11. სსიპ ”ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2016 წლის 29 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, გ-----– მ----ს აღენიშნებოდა ნაჭდევი გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
12. აღნიშნული დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვისას სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ.
13. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
15. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
16. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
17. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმე მ----- კ---–--ის ჩვენება, ბრალდებულ ა-–--–- ხ--–------ს ჩვენება, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N--------- .
18. ბრალდებულმა ა-–--–- ხ--–------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არა ბრალდებულად, არამედ დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი ამ საქმეზე, რადგან მასთან ბინაში მდგმურად მყოფმა ადამიანებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არა პირიქით. მოხუც და ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ვერაფრით დაეხმარებოდა, მარტო აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი ხუთი ადამიანის პირისპირ. მათ შორის ერთი საკმაოდ მოსული და მკვრივი აღნაგობის, ნავარჯიშევი, კუნთმაგარი მამაკაცი და ასევე ფიზიკურად ხ--–------ზე ბევრად დიდი ქალბატონები იყვნენ. ვერანაირად ვერ მოახერხებდა მათზე ზიანის მიყენებას. პირიქით კი ნამდვილად მოხდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მას მიაყენეს, სცემეს. განსაკუთრებით მტკივნეული და რთული იყო მ---- მ----------ს მიერ ფეხის დარტყმით მიყენებული დაზიანება მარჯვენა ფეხზე. დაზიანებები, რომლებიც ამ ცემის შედეგად მიიღო, ასახულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. გ-----– მ----ის ნაკაწრი კი ამ ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ორომტრიალის შემთხვევითი შედეგია მხოლოდ.
19. მოწმე მ----- კ---–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სრულიად შემთხვევით გახდა შემსწრე ხ--–------ს და მის მდგმურებს შორის მომხდარი ინციდენტის იმ ეპიზოდის, როდესაც დაახლოებით დღის 11 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში, ხ--–------ს გვერდით ბინაში მცხოვრებ ნათესავებთან მივიდა და ა-–--–-ს ბინის გაღებული კარის ზღურბლთან დაინახა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი საკმაოდ მაღალი და მსუქანი ახალგაზრდა მამაკაცი "ფეხით და ხელით იქაჩებოდა" ა-–--–-ს ბინისკენ და ასევე დიდი და ჩაფსკვნილი ქალბატონი აკავებდა მას. ისინი ქართულად არ საუბრობდნენ. კარიდან ჩანდა ბინაში მყოფი კიდევ რამდენიმე ადამიანი. დაინახა ა-–--–- და დედამისი მარტა, რომელიც ძირს იყო წაქცეული და ა-–--–- მას აქცევდა ყურადღებას და ზღურბლთან მდგარი ამ ხალხისკენ არც იყურებოდა.
20. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა-–--–- ხ--–------ს ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა არეში - მარცხენა მხრის ქვედა მესამედში მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ასეთივე ხასიათის და ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წვივის შიდა ზედაპირზე შუა მესამედში ასეთივე სისხლნაჟღენთი, ასეთივე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტერფის ზედა ზედაპირზე და ამავე ტერფის ზედა ზედაპირზე მე-3-4-ე თითების ფალანგების არეში.
21. ექსპერტმა მ------ მ---------–მა მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
22. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–--–- ხ--–------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
23. მიუხედავად იმისა, რომ საქმის სასამართლო განხილვა გრძელდებოდა თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც აშკარად შეუსაბამო ვადაა საქმის სირთულის, გამოსაკვლევის მტკიცებულებების რაოდენობის და მოცულობის მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო არსებითი განხილვისას სასამართლოსთვის წარმოედგინა ფაქტის უშუალოდ შემსწრე, პირდაპირი მოწმეები. საქმის ხანგრძლივად განხილვის ერთადერთი მიზეზიც სწორედ ეს გარემოება იყო.
24. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
25. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
26. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოედგინა სასამართლოსთვის დაზარალებული გ-----– მ----ი და ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითხილველი მოწმეები. აღნიშნული პირებიდან ორი - დაზარალებული გ-----– მ----ი და მოწმე გ---–--- მ-------- გამოძიების ეტაპზე დაიკითხნენ სასამართლოს წინაშე სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამი მოწმე კი - ზ------– მ--------, კ------– ს---–--------- და მ---- მ---------- -მხოლოდ გამოძიებისას.
27. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
28. ამდენად, კანონის მითითებული ჩანაწერი, რომელიც არსებითი განხილვისას ითვალისწინებს მოწმის მიერ სასამართლო განხილვის დაწყებამდე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვას, ერთმანეთთან ათანაბრებს როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებულ ჩვენებას, ისე სასამართლოსთვის სსსკ-ის 114 -ე მუხლის შესაბამისად მიცემულ ჩვენებას იმ კონტექსტში, რომ მხოლოდ ასეთი გზებით მიღებული ინფორმაცია ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული და ერთი მოწმე დაკითხულია სასამართლოში სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, ასეთი ჩვენებებიც კი, ისევე როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, კანონის ამ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვითი განმარტების თანახმად, სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
29. ამდენად, განსახილველ საქმეზე არც ერთი პირდაპირი მოწმე უშუალოდ არ დაკითხულა არსებითი განხილვისას, შესაბამისად, სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, უშუალოდ შეამოწმოს მოწმის დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. სასამართლო პრაქტიკა იცნობს არც თუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო განიხლვისას გამოცხადებული მოწმე, სასამართლოს აძლევს მანამდე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას. როგორ ჩვენებებს მისცემდნენ სასამართლოს მოწმეები საქმის არსებითი განხილვისას, ამის გადამოწმება შეუძლებელია. სწორედ ამ გარემოების გამო გამოქვეყნებული ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გაუმართლებელი და კანონშეუსაბამოა .
30. გარდა აღნიშნული გარემოებისა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შეუძლებლობაზე მიუთითებს, სასამართლო ითვალისწინებს საქმის არსებითი განხილვისას ორივე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ გამოვლენილ, ეჭვის გამომწვევ გარემოებებსაც, კერძოდ:
31. ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების თანახმად, ა-–--–- ხ--–------მ საკმაოდ აგრესიული და კატეგორიული ტონით მოითხოვა მათგან 10 დღის ქირის გადახდა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა გ-----– მ----ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მკერდის არეში. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-----– მ----ს აღენიშნებოდა ერთი ნაჭდევი გულ-მკერდის წინა ზედაპირზე. ბრალდების მხარის ვერსიით, ფიზიკური დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილას, ა-–--–- ხ--–------ს ბინაში იმყოფებოდნენ: თავად ხ--–------, ასაკოვან დედასთან ერთად, დაზარალებული გ-----– მ----ი, ასევე მოწმეები - გ---–--- მ--------, კ------– ს---–--------- და ზ------– მ--------. ბრალდების მხარის ყველა მოწმე გამორიცხავს შემთხვევის ადგილას მ---- მ----------ს ყოფნას, თუმცა ა-–--–- ხ--–------ კატეგორიულად აცხადებს, რომ სწორედ ამ მამაკაცმა მიაყენა ყველაზე მტკივნეული დაზიანება ფეხის დარტყმით. სრულიად ნეიტრალური მოწმე, რომელმაც დამაჯერებლად აღუწერა სასამართლოს შემთხვევის დღეს ა-–--–- ხ--–------ს სახლის ზღურბლთან საკუთარი თვალით დანახული მოვლენები - მ----- კ---–--ე განმარტავს, რომ მაღალი და ჩაფსკვნილი, დაკუნთული მამაკაცი, რამდენიმე ქალბატონთან ერთად ნამდვილად ფიგურირებდა კონფლიქტში და "ხელით და ფეხით" მიიწევდა ბინაში შესასვლელად, თუმცა ასევე მაღალი და მსუქანი ქალბატონი ცდილობდა მის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარად აღწერს მ----------ს მოქმედებას ა-–--–- ხ--–------ც. განმარტავს, რომ ის აგრესიულობით გამოირჩეოდა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა მას და დედამისს მარტა ხ--–------ს, რომელიც ამის გამო ცუდად გახდა და წაიქცა. მ----------ს აკავებდა დედა - ზ------–ი და არ აძლევდა ბინაში ისევ შესვლის შესაძლებლობას, თუმცა ეს უკანასკნელი მიიწევდა და ცდილობდა შესულიყო სახლში. მ----- კ---–--ის ჩვენების მიხედვითაც, იმ მომეტში, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და ცდილობდა ხ--–------ს სახლში შესვლას, ბინის ღია კარიდან ჩანდა მოხუცი ქალბატონი მარტა, რომელიც ძირს იყო წაქცეული და ა-–--–- მას დასტრიალებდა თავს.
32. ამდენად, ბრალდების მხარის მოწმეები, ასევე დაზარალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად, უთუოდ დაინტერესებული საქმის შედეგით, თავიანთ ჩვენებებში შეეცადნენ საერთოდ გამოერიცხათ მ---- მ----------ს მონაწილეობა ინციდენტში, შესაბამისად, არასრული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას და სასამართლოს, რაც სხვა ეპიზოდშიც მათი ჩვენებების გაზიარების კუთხით გარკვეულ ეჭვებს ქმნის. მოწმე კ---–--ეს მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს ხ--–------სთან, არანაირი ახლო ურთიერთობა მათ შორის, რაც შესაძლოა ამ მოწმის დაინტერესებაზე მიუთითებდეს ხ--–------ს სასარგებლოდ, არ გამოკვეთილა საქმის განხილვისას. ამდენად ისეთ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მოწმეები კატეგორიულად უარყოფენ ერთ კონკრეტულ გარემოებას, რომლის რეალურად არსებობაში სასამართლო დარწმუნდა დაცვის მხარის მიერ წამორმოდგენილი მტკიცებულებებით, ამავე მოწმეების მიერ ჩვენებებში მითითებული სხვა გარემოებების რეალობა, რომ ასაკოვანი ქალბატონი ა-–--–- ხ--–------ ფიზიკურად ძალადობდა მასზე ბევრად ახალგაზრდა ხუთ ადამიანზე, ერთ-ერთს მიაყენა დაზიანება მკერდის არეში - ეჭვის იწვევს.
33. აღნიშნული ეჭვის შემქმნელი გარემოებების არსებობას კიდევ უფრო ამყარებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა-–--–- ხ--–------ს მიმართ, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს ბევრად უფრო მეტი დაზიანება აღენიშნება სხეულის სხვადასხვა არეში, ვიდრე დაზარალებულად ცნობილ პირს. საიდან ჰქონდა ეს დაზიანებები ხ--–------ს, ვინ მიაყენა და რა ვითარებაში, ბრალდების მხარეს ამაზე არათუ პასუხი აქვს, ამ მიმართულებით სასამართლო განხილვისას ყურადღების მცირედ გამახვილებასაც არ ჰქონია ადგილი. ფაქტია, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც თანხვედრაშია ბრალდებულის ჩვენებაში აღწერილ გარემოებებთან მისთვის დაზიანებების მიყენების ნაწილში, ა-–--–- ხ--–------ ნაცემია. საგულისხმოა, რომ დაზარალებული და მოწმეები საერთოდ გამორიცხავენ მათი მხრიდან ხ--–------სთვის დაზიანებების მიყენებას, თუმცა ფაქტია, რომ მას მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში ნამდვილად აღენიშნებოდა. ამდენად, ამ ეპიზოდშიც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები ნაკლებად სარწმუნოა.
34. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–--–- ხ--–------ს მიერ გ-----– მ----ის ცემის ფაქტს. იმ საეჭვო ფაქტებიდან გამომდინარე, რაზეც უკვე გაამახვილა სასამართლომ ყურადღება, არ გამოირიცხება გ-----– მ----ის მიერ სწორედ ისეთ შემთხვევით ვითარებაში იმ ერთი დაზიანების მიღება, როგორც ამას ხ--–------ აღწერდა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები სწორედ ასეთი ეჭვების და ვარაუდების შესაძლებლობას ქმნის და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გარკვეული ვითარების დადგენილად მისაჩნევად. ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
35. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა-–--–- ხ--–------ს მიერ სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
38. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
39. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
40. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
41. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
43. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა-–--–- ხ--–------ს მიმართ სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
სამართლებრივი შეფასება:
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ა-–--–- ხ--–------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) ა-–--–- ხ--–------ ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
45. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - მოწმეების გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებების ჩანაწერები ორ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა-–--–- ა----–-ს ასული ხ--–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ა-–--–- ხ--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობასა და სათანადო ქცევის შესახებ.
გამართლებულ ა-–--–- ხ--–------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცება - მოწმეების გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებების ჩანაწერები ორ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი