გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2018
საქმის ნომერი
180310116001635856
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/283-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ვერა ლომიძე

 

მოსარჩელეები - არ--------------–---–--------------–---–-------------–--–--

წარმომადგენელი მ------–--–---------

 

მოპასუხე - ყაზბეგის მინიციპლიტეტის მერია

წარმომადგენლები - ნ---------–-–---–---------–-------–---–-

 

მესამე პირები - ა-–--------------------------–------------------

წარმომადგენელი - თ--------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანება მისი დანართის#1

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #1--- ბრძანება მისი დანართის#1.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 14 სექტემბრის N--- ბრძანება და მისი (დანართი N1) (იხ. დაზუსტებული სარჩელი 2017 წლის 10 ოქტომბერი)

 

დავის მოკლე არსი; 2016 წლის 20 და 24 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა ბრძანებები N1046 და N1---, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის და სამეზობლო მიჯნის სრული უგულვებელყოფით შეითანხმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დ. სტეფანწმინდა, ი. ჭავჭავაძის ქ. N1-ში 721კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მიწის საკადასტრო კოდი: 74.01.13.6--- აღნიშნული ბრძანებებით შეთანხმებული იქნა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის გამოყენებით, ზედ სასაზღვრო მიჯნაზე გიგაურების მიერ მეორე სართულის დაშენების უფლება და სასაზღვრო მიჯნაზე ღიობების მოწყობის უფლება. აღნიშნული ბრძანებებით უხეშად იქნა დარღვეული მათი, როგორც მესაკუთრეების კანონიერი უფლებები და აშკარა საფრთხე შეექმნა როგორც მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, ასევე მათ პირად სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან შეთანხმებული სამშენებლო პროექტი აშკარა საფრთხის მატარებელია, რასაც ადასტურებს მათ მიერ არაერთგზის გაკეთებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესრულებული ექსპერტიზის დასკვნები (09/11/2016 N5006049416 და 12/09/2017 N5005079917), რომლებიც უკვე წარმოდგენილია საქმეში მათ მიერ. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა და არ იმსჯელა ფაქტებზე, არ გამოიკვლია გარემოებები. ყაზბეგის მინიციპალიტეტის გამგებელმა ასევე უხეშად დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც მან ჩვენს შორის მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და არაერთხელ ჩანიშნული/ წარმოებული მოსამზადებელი სხდომების ფონზე და ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე შეჩერებული იქნა მშენებლობა საქმის საბოლოო განხილვის დასრულებამდე, ამ დროს 2017 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ახალი ბრძანება N--- და მშენებლობის ნებართვა სადაო საკითხზე კორექტირებულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მათი, როგორც მომიჯნავე ნაკვეთის(რომლის ზედ სასაზღვრო მიჯნაზე იგეგმება მშენებლობა) მესაკუთრეების ინტერესებისა და უფლებების სრული იგნორირებით. აღნიშნული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განახორციელა მაშინ როდესაც ის სრულად არის ინფორმირებული, უფრო მეტიც, თავად არის მოპასუხე სასამართლო პროცესში, რომელიც სწორედ ამ მშენებლობის კანონიერების საკითხს განიხილავს. 2017 წლის N--- ბრძანების გამოცემით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რეალურად ცნო, აღიარა მათი თავდაპირველი სარჩელის სისწორე და ის ფაქტი, რომ 2016 წლის 20 და 24 ოქტომბრის ბრძანებების გამოცემისას არ იყო შესწავლილი და გამოკვლეული არსებითი გარემოებები და რომ აღნიშნული შეთანხმებული პროექტი მათთვის აშკარა სასიცოცხლო საფრთხის შემცველია. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 14 სექტემბრის ბრძანება N--- უკანონო, თვთნებური მცდელობაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ, თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 14 სექტემბრის N--- ბრძანება, ისევე, როგორც 2016 წლის 20 და 24 ოქტომბრის ბრძანებები უხეშად არღვევს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, უგულვებელყოფს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების მოთხოვნებს, 2009 წლის 24 მარტის N57 მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, უგულვებელყოფს და უხეშად არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კერძო საკუთრების უფლებას. (იხ. დაზუსტებული სარჩელი 2017 წლის 10 ოქტომბერი)

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირი პოზიცია;

 

მესამე პირების - წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ. სტეფანწმინდის ილია ჭავჭავაძის ქ#1-ში ა-–--------------------------–------------------ს საკუთრებაში არსებული 721 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ.74.01.13.6--) განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონტრუქციისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #90 (დანართი #1). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #1--- ბრძანებით ჩაითვალა შეთანხმებულად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ.სტეფანწმინდაში ილია ჭავჭავაძის ქ. #1-ში მდებარე ა-–--------------------------–------------------ს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ (ს/კ. 74.01.13.6--) მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #104 (დანართი #1-ის) შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანება.

 

3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი 602,00 კვ.მ ს/კ 74.01.13.020 მესაკუთრე ა-------------------–--–---------------–---–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს ექსპერტის #--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდაში მოქალაქე არმ------------–---–-- საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს არსებული კედელი წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის შემადგენელ ნაწილს მის შესახებ დამატებითი განმარტებები მოცემულია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში. კედელი ამავდროულად საყრდენი კედლის ფუნქციაა ასრულებს რადგან მას თითქმის მთელ სიმაღლეზე გრუნტი აწვება. ვიზუალური დათვალირების შედეგად ფიქსირდება კედელთან უშუალოდ მიბჯნით მეზობლის მიერ ხორციელდება მშენებლობა, კერძოდ, არსებულ ერთსართულიან შენობაზე სართულის დამატება. მეზობლის ტერიტორიის დათვალიერების შუძლებლობის და ამასთან მშენებლობის საპროექტო მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა სახის ურთიერთზეგავლენა ექნება მშენებარე შენობას და არმ------------–---–-- შენობის შემადგენელ კედელს შორის შენობის კარკასის არმატურის ნაშვერებით. მიუდგომლობის და დაუთვალიერებლობის გამო ვერ დადგინდა მშენებარე შენობის კარკასის და საძირკველის ტიპი ერთი რამ ცხადია, რომ აღნიშნულ შენობას გარკვეული სახის ზეგავლენა აუცილებლად ექნება არმ------------–---–-- შენობის შემადგენელ კედელთან. ამ ზეგავლენის სავარაუდო შედეგების გასაზღვრისთვის აუცილებელი იქნებოდა გადამოწმდეს შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და გამოკვლეულ იქნეს საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. რაც შეეხება კედლის მდგომარებას ვიზუალური დათვალიერებით კედელში დაზიანების და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. მცირე სიდიდის დაზიანებების დაფიქსირება აღნიშნული ტიპის წყობის მქონე კედელში შეუძლებელია. დღეისთვის კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ექსპერტის #--------- დასკვნა.

 

3.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს ექსპერტის #005240117 დასკვნის თანახმად 2016 წლის 04 ნოემებრს #--------- ლევან სამხრაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნაში დაფიქსირებული სიტუაციისგან განსხვავებით სამეზობლო საზღვარზე მდებარე არმ------------–---–-- კუთვნილი ღია სათავსოს მშრალი წყობით ამოყვანილ მზიან კედელზე რომელიც ამავდორულად გრუნტის შემაკავებელ საყრდენ კედელსაც წარმოადგენს და რომელზეც მეზობლის ლ----------------- მიერ ცემენტ-ქვიშის ხსნარზე დაშენებული იყო 3,0 მ-იანი ყორე ქვის კედელი მოგვიანებით კიდევ ერთი დამატებით დაშენებულ იქნა 20 სმ-ი სიგანის და 2,8 მ-ი სიმაღლის წითელი თიხის აგურის კედელი დამატებითი სირთულის მოწყობის მიზნით. ჯერჯერობით გადახურვა და სახურავი დათვალიერების მომენტისათვის მოწყობილი არ არის. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციულ ნაწილში არ არის თოვლის დაცურების საწინააღმდეგო ჯებირების მოწყობის კონსტრუქცია და არც სახურავის გეგმასა და არც ფასადების ნახაზებზე არ არის მინიშნებული მათი მოწყობის ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ექსპერტის #005240117 დასკვნა.

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი ;შ----------––------ს; ტექნიკური დასკვნის თანახმად დაბა სტეფანწმინდაში ჭავჭავაძის ქუჩა #1 ს/კ 74.01.13.6-- მიწაზე არსებულ ობიექტზე დაშენება შესაბამისი პროექტის და წესების დაცვით ;შპს პირველწყაროს; შესაძლებლად მიაჩნია, რაც უარყოფითად არ იმოქმედებს არსებული შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ტექნიკური დასკვნა.

 

3.6. საქმეში არსებული დაბა სტეფანწმინდაში ჭავჭავაძის ქ. #1-ში ს/კ 74.01.13.6-- არსებული შენობაზე დაშენების პროქტისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად გაცემული დასკვნები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ უბანი არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ვინაიდან არხელსყრელი ფიზიკური და გეოლოგიური მოვლენები (მეწყერი კარსტი, ჩაქცევები არ აღინიშნება.) არსებული შენობის კედლები დაფუძნებული და გამოყოფილ ერთ სგე-ზე მსხვილნატეხოვან გრუნტზე (ფენა 1) ყორე-ქვის ლენტური საძირკველებით. კედლები და საძირკველები ნორმალურ მდგომარეობაშია. დასაშენებელი შენობის პირველი სართულის კედელი ნაწილობრივ ეყრდნობა მომიჯნავე დამხმარე ნაგებობის კედელს. რაც შეეხება დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომო საძირკველებით და მისგან გადაცემული დათვირთები არ გამოწივევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელაზე. უბნის საანგაროშო სეისმურობად განისაზღვროს 9 ბალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ტომი 1 ს.ფ. 36-42. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგები.

 

3.7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 სექტემბრის #5-- ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ. სტეფანწმინდის ილია ჭავჭავაძის ქ.1-ში ა-–-------------------- და ლ----------------- საკუთერებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ 74.01.13.6-- მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი. შეტანილ იქნეს ცვლილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #1--- ბრძანებით დამტკიცებულ #104 მშენებლობის ნებართვის შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პარამეტრებში და ჩამოყალიბდეს დანართის #1-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 სექტემბრის #5-- ბრძანება.

 

3.8. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ექპერტიზის დასკვნის თანახმად სადაც აღნიშნულია: ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქ. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახ. სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობელის კედელი) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე. შენობას მთელ სიგრძეზე სახურავის დონეზე +6.10 ნიშნულამდე მოწყობილი აქვს თოვლის შემაკავებელი მონოლითური რკინაბეტონის პარაპეტი, რომელიც გამორიცხავს სახურავიდან თოვლის დაცურების შესაძლებლობას მეზობელ ნაკვეთზე და ნაგებობებზე მის მოხვედრას, უზრუნველყოფს მეზობელი ნაგებობების და ტერიტორიის უსაფრთხო ექსპლოატაციას, ხოლო საქმეში არსებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგად კი დადგენილია, რომ დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკემდგომი საძირკველებით და მისგან გადაცემული დატვირთები არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე. უბნის საანგაროშო სეისმურობად განისაზღვროს 9 ბალი. პროექტი შეთანხმებული და მოწონებულია საქ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 15.09. N12.1154.წერილი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ტომი 2 ს.ფ. ტექნიკური ექპერტიზის დასკვნა და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგები. 2017 წლის 15.09. N12.1154. წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს, რაც არსებითი მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული - #----, #1--- და N--- ბრძანებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-9 თავის 42-ე მუხლი თანახმად 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. 2. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი. 4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას. 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. ამავე თავის 43-ე მუხლის თანახმად 1. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს.2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხადის შემადგენლობას. 3. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს:ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ; ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს. 4. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში;ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები; გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; თ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება); ი) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები); კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა; ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭი-როების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ; 5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს;გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს;დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს;ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. 9. მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს. ამავე თავის 44-ე მუხლი თანახმად 1. მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად. 2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის სახეებია: ა) განაცხადი ახალ მშენებლობაზე; ბ) განაცხადი რეკონსტრუქციაზე;გ) განაცხადი მეორედ გამოსაყენებელ პროექტზე.3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ფორმას ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით ადგენს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად კი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს დამკვეთის ან მისი უფლე-ბამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თან-დართული საბუთების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 10. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი დამკვეთს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. 11. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.12. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. 13. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ასევე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია - შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება.

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ დაბა სტეფანწმინდაში ილია ჭავჭავაძის ქ. 31-ში მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა და გაიცა ნებართვა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავარობი #59-ე დაგენილებაზე ტექნიკური რეგლამენტის - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე აღნიშნული დებულების 26-ე მუხლზე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება 1. ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის:

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა);

ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.

2. მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით.

3. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი).

4. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ორ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრების მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე ურთერთგადაკვეთამდე.

6. ამ თავის მიზნებისათვის, მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს.

7. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის კონტურის გამო არ ხერხდება ამ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრის გამოყოფა და აქედან გამომდინარე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დასადგენად ვერ ხერხდება წითელი ხაზ(ებ)ის დადგენა, მაშინ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უნდა მოხდეს ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.

8. სამშენებლო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელსაც გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები ან/და მხოლოდ ერთი მხრიდან სამეზობლო საზღვარი, მაშინ მასზე შენობის განთავსებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს განსაზღვრა არ ხდება.

10. შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს.

11. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

12. დასაშვებია, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ისე რომ დაცულ იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ რომელზეც მის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული.

13. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

14. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს, რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე–151, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.

15. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.

151. ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

16. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი და ერკერი თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი (რომლებზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული) სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსამდე კუთხეს და სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია არანაკლებ 0.6 მეტრით.

17. სამეზობლო საზღვარზე ცეცხლგამძლე ყრუ საზიარო ღობის ან მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მიჯნის ზონაში, ცეცხლგამძლე ყრუ ღობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიჯნის ზონაში მდებარე შენობის კედელში ფანჯრის, კარის ან სხვა ღია ნაწილების მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0.6 მ-ით დაბლა. ასეთი კედლის დემონტაჟის შემთხვევაში თუ არ მოხდა მისი აღდგენა გონივრულ ვადაში, მაშინ მიჯნის ზონაში არსებული ღია ნაწილები უნდა შეივსოს არაწვადი სამშენებლო მასალით.

18. შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად:

ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე;

ბ) 3.0 მ-დან 10 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე;

გ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე.

19. სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია.

20. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოწყობილია კარი, ფანჯარა და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, მაშინ სამეზობლო საზღვარისა და შენობის ორ უახლოეს წერტილს შორის დაშორებაში მხედველობაში არ მიიღება შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს 1.2 მეტრამდე გამოწეული შენობის ისეთი ნაწილები, როგორიცაა: აივანი, ერკერი, შენობაში შესასვლელი კიბე(ები), მათი გადახურვები და სხვა მსგავსი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილები, ამასთანავე ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.8 მეტრს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების გამოწევა 1.2 მეტრ მანძილზე მეტია, მაშინ შენობის სამეზობლო საზღვრამდე მანძილი განისაზღვრება სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყისა და ამ ნაწილების უახლოეს წერტილებს შორის მანძილით.

21. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით ასევე დასაშვებია:

ა) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგ.: შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3.5 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 5.0 მეტრს;

ბ) ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ისეთი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან კეხამდე აღემატება 5.0 მეტრს. ამ შემთხვევაში მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.

22. სამშენებლო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი, როდესაც იგი ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს უკავშირდება მხოლოდ ჩიხით ან მისასვლელით.

23. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი მაშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის განსათავსებლად ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დადგენილ მიჯნის ზონაში მოქმედებს ამ მუხლით სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოსადმი განსაზღვრული მოთხოვნები ან სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება ხდება ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.

24. სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.

25. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე შენობა(ებ)ი უნდა განთავსდეს “მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების სქემის” საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან და ასახული მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ქალაქთმშენებლობით პირობებში.

26. მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა.

 

6.4. ზემოთ ხსენებულიდან გამომომდინარე საქმეზე შეკრებილი და დადგენილი ფაქტობრივის გარემოებათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ სადოა ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. საქ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N12/1154 წერილით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტომ განიხილა და მოიწონა კორექტირებული პროექტი. 2017 წლის 15.09. N12.1154. სადაო კედელი მხარეების თანასაკუთრებაა და საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება ხდება სახლის კუთხეებში გაკეთებული ბეტონის ბალიშებიდან ამოყვანილი რკინა ბეტონის ხიმინჯებზე დაყრდნობით, ამრიგად დღეისათვის არსებულ საზიარო, სადაო კედელს დაშენებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მოსარჩელეების კუთვნილ კედელის ნაწილსაც აღნიშნული დაშენება არ ეხება. აღნიშნული კედლის მდგომარეობის შესახებ მოსარჩელემ გააკეთა სამხარაულის დასკვნა, N006522416 სადაც აღნიშნულია: "რაც შეეხება კედლის მდგომარეობას, კედელში დაზიანებისა და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. დღეისათვის კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" სამხარაულის ექსპერტიზის N 006522416 დასკვის გადასამოწმებლად, მესამე პირებმა გააკეთეს საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სამეცნიერო-კვლებითი ცენტრში "ტექნიკური ექსპერტიზა" სადაც აღნიშნულია: ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქ. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახ. სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობელის კედელი) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება მესამე პირების სახლის დაშენებასთან დაკავშირებით #----, #1---, ჩასწორდა და გამოიცა ბრძანება N--- რომელიც, გამოცემულია მოქმედი კანონის სრული დაცვით. "საყრდენი კედლის" საძირკველს და მის მდგრადობას, მესამე პირების მიერ ჩატარებული იქნა გეოლოგიური კვლევა, რის საფუძველზეც გაკეთდა საცხ. სახლის დაშენების პროექტი. (იხ.გეოლოგიერი დასკვნა), რაც შეეხება ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრას, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იყო დაშენების პირველ პროექტში, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თოვლის მოხვედრას მის ნაკვეთში, მესამე პირებმა პროექტში შეიტანეს ცვლილება და პროექტს სპეციალურად დამატებითი ღონისძიების სახით დაამატეს პარაპეტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრას. (იხ.ტექნიკური ექპერტიზის დასკვნა)

 

მოსარჩელის კუთვნილ კედელზე არ ეყრდნობა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება. მშენებლობა მიმდინარეობს პროექტის მიხედვით და მეორე სართულის დასაშენებლად გაკეთებულია სახლის კუთხეებში ბეტონის ბალიშები, საიდანაც ამოდის რკინის ბეტონის საყრდენი ხიმინჯები, რომელზედაც ეყრდნობა სახლის მეორე სართული. მშენებლობის ადგილი გამოიკვლიეს გეოლოგებმა, ხოლო სახლის კონსტრუქციული ნაწილი გათვალსინებულია 9 ბალზე, სახლის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დაშენების პროექტი და დაშენება ადასტურებს, რომ მოსაჩელეთა სახლის კედელთან დაშენებას არანაირი შეხება არ აქვს დაშენებისათვის სპეციალურად შეიქმნა პროექტი იმგავრად, რომ არსებულის კედელზე დაშენებას შემხებლობა არ ჰქონდა იგი დაყრდნობილია სპეციალუარდ გაკეთებული რკინის ბეტონის ბალიშებზე, საიდანაც ამოდის რკინა ბეტონის ხიმინჯები, რომელსაც ერყრდნობა საცხოვრებელი სახლის დასაშენებელი მეორე სართული, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენი სამშენებლო პროექტებით ფოტომასალით და გეოლოგიური კვლევითი დასკვნით. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოსაზრებას ჩაუხედაობის პრინციპს აღნიშნული მათი მხრიდან უფრო არის დარღვეული, რადგან მათი სამი ფანაჯარა და ფეჩის საკვამური გადის მესამე პირს ეზოში, ხოლო მესამე პირების დაშენების პროექტში ჩანს, რომ დასაშენებელი კედლის ნაწილი, სადაც გათვალსწინებულია მინა-ბლოკები გადის მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არ მოსარჩელეების.

 

სასმართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყაზბეგის მინიციპალიტეტის გამგებელმა ასევე უხეშად დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც მან მოსარჩელეთა მიერ მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და არაერთხელ ჩანიშნული/ წარმოებული მოსამზადებელი სხდომების ფონზე და ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე შეჩერებული იქნა მშენებლობა საქმის საბოლოო განხილვის დასრულებამდე, ამ დროს 2017 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ახალი ბრძანება N--- და მშენებლობის ნებართვა სადაო საკითხზე კორექტირებულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მათი, როგორც მომიჯნავე ნაკვეთის(რომლის ზედ სასაზღვრო მიჯნაზე იგეგმება მშენებლობა) მესაკუთრეების ინტერესებისა და უფლებების სრული იგნორირებით. სასამართლო მიუთითებს ზოგადო ადმისტრაციული კოდქსის 63-ე მუხლიხ პირველ ნაწილზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნულ მისამართზე შეჩერებული იქნა მშენებლობა საქმის საბოლოო განხილვის დასრულებამდე, რაც დღეის მდგომარებითაც გრძელდება, სასამართლოს აზრით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 14 სექტემბრის N--- ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანხმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მესამე პირების სახელზე გაცემული იქნა უკანონო მშენებლობის ნებართვა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი და ისე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელეებმა ვერ გააბათილეს გადაწყვეტილების დასაბუთება, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის ;ზ; ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ა) პუნქტის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, (იხ. ტომი 1 ს.ფ 59) ხოლო მცხეთის რაიონული მაგისტრ სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სარჩელის წარდგენისას ზედმეტად გადახდილი სახლემწიფო ბაჟი 50 (იხ. ტომი 1 ს.ფ. 13) ლარი უნდა დაუბრუნდეთ უკან მოსარჩელეებს. მოსარჩელეებს ასევე უარი უნდა ეთქვათ სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების 400 ლარის (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი #3006558116) და 700 ლარის (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი #3005272017) მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველსა და წესს.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორების არმ-------------–---–---------------–---–-----------------–--–--- კერძო საჩივარი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #1--- ბრძანება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ა----------------–---–---------------–---–------------------–--–--- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ ა----------------–---–--------------------- მიერ მოცემულ საქმეზე 2016 წლის 25 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება სს „ლიბერთი ბანკი“ - ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300163150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე