გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
120210017002200692
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №172200692-2/721-17წ.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–----------’’

წარმომადგენელი - ი-----–---------–--

მოპასუხე - ა---------------

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 05 დეკემბერს სს ,,ს----------–----------ს’’ წარმომადგენელმა ი-----–--------–--- სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა---------------ის წინააღმდეგ და ითხოვა: მოპასუხე ა---------------ს სს ,,ს----------–----------’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1507.91 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 069.12 ლარი, პროცენტი - 143.94 ლარი და პირგასამტეხლო - 294.85 ლარი;

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2011 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე ა---------------ზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი ,,A----------------------’’. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი და საკრედიტო ბარათის ა---------------ზე გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე მხარეთა შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1 000 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ ანუ ი-–--------- საკრედიტო (ხარჯვის) ლიმიტი შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 36%-ს, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის 22%-ს.

 

ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 50 ლარი, ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%.

 

სს ,,ს----------–----------ს’’ მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად მსესხებელზე გაიცა სესხი და საკრედიტო ბარათი. მსესხებელს სესხის და საკრედიტო ბარათით გამოყენებული (გახარჯული) ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით. საკრედიტო ბარათით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ბარათით მომსახურების მნიშვნელოვანი პირობები და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა თანხის გადახდა.

 

ა---------------ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,ს----------–----------ს’’ სასარგებლოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით ა----------------- ერიცხება დავალიანება 1 507.91 ლარის ოდენობით, საიდანაც საკრედიტო ბარათზე ძირი თანხა - 1 069.12 ლარი, პროცენტი -143.94 ლარი და პირგასამტეხლო - 294.85 ლარი.

 

ცნობა დავალიანებაში ძირ თანხაში ასახულია საკრედიტო ბარათის გაუქმებამდე არსებული დარიცხული პროცენტი უნაღდო ანგარიშსწორებისათვის 69.12 ლარი, აღნიშნული თანხა საკრედიტო ბარათის გაუქმების შემდეგ პროგრამულად ვერ ისახება შესაბამის ველში და ბარათის გაუქმების დროისათვის არსებული სრული დავალიანება ცნობა დავალიანებაში ისახება ძირ თანხაში.

 

აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დაევალა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ ჩაებარებინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლოში წარმოედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება ორი თვის ვადაში.

 

2018 წლის 17 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,ს----------–----------ს’’ წარმომადგენელმა ი-----–--------–--- რომელმაც წარმოადგინა მოპასუხე ა---------------ის (პ/ნ 4----------) სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სარჩელზე მოპასუხე ა---------------ს შესაგებელი არ შემოუტანია, თუმცა პირადად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 08 იანვარს, აღნიშნულის დასადასტურებლად კი წარმოდგენილი იქნა გზავნილი, სადაც დაფიქსირებულია რომ მოპასუხე ა---------------ს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, ამასთან მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10 დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ა---------------ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს (იხ. მტკიცებულება: გზავნილი). შესაბამისად, შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 09 იანვრიდან და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 18 იანვარს. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ა---------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იმავდროულად არ მოუმართავს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

მოპასუხე მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოსათვის არაა ცნობილი რაიმე ისეთი გარემოება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენების შესახებ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოსადმი წარმოდგენისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად: ''მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.''

 

ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2011 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე ა---------------ზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი ,,A----------------------’’. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი და საკრედიტო ბარათის ა---------------ზე გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე მხარეთა შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1 000 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ ანუ ი-–--------- საკრედიტო (ხარჯვის) ლიმიტი შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 36%-ს, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის 22%-ს.

 

ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 50 ლარი, ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%.

 

სს ს----------–----------ს მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად მსესხებელზე გაიცა სესხი და საკრედიტო ბარათი. მსესხებელს სესხის და საკრედიტო ბარათით გამოყენებული (გახარჯული) ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით. საკრედიტო ბარათით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ბარათით მომსახურების მნიშვნელოვანი პირობები და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა თანხის გადახდა.

 

ა---------------ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ს----------–----------ს სასარგებლოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით ა----------------- ერიცხება დავალიანება 1 507.91 ლარის ოდენობით, საიდანაც საკრედიტო ბარათზე ძირი თანხაა - 1 069.12 ლარი, პროცენტი -143.94 ლარი და პირგასამტეხლო - 294.85 ლარი.

 

ცნობა დავალიანებაში ძირ თანხაში ასახულია საკრედიტო ბარათის გაუქმებამდე არსებული დარიცხული პროცენტი უნაღდო ანგარიშსწორებისათვის 69.12 ლარი, აღნიშნული თანხა საკრედიტო ბარათის გაუქმების შემდეგ პროგრამულად ვერ ისახება შესაბამის ველში და ბარათის გაუქმების დროისათვის არსებული სრული დავალიანება ცნობა დავალიანებაში ისახება ძირ თანხაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხრეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისიწნებული იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,ს----------–----------’’ სარჩელი.

 

2. მოპასუხე ა---------------ს (პ/ნ 4----------) სს ,,ს----------–----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1507.91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1069.12 ლარი, პროცენტი - 143.94 ლარი და პირგასამტეხლო - 294.85 ლარი;

 

3. მოპასუხე ა---------------ს (პ/ნ 4----------) სს ს----------–----------ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა;

4. მოპასუხეს განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62), 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი