გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210017002179459 (N2/900-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
(შესავალი ნაწილი)
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა დავითაძე
მოსარჩელე - შპს ,,სო--------------ი''
წარმომადგენელი - ნა------------–---–-, ქეთ------------–--ე
მოპასუხე - ირ---–---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ირ---–---------–--ეს შპს ,,სო--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–---------------–--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1168.26 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 400 ლარი, პროცენტი - 182.16 ლარი და პირგასამტეხლო - 586.10 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,სო--------------სა'' და ირ---–---------–--ეს შორის გაფორმდა სესხის N30936 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 4----–---------------------- კალენდარული დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში სესხის დაბრუნების შემთხვევაში სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 0%-ით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემედგ, სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე დაირიცხებოდა სარგებელი, დაუბრუნებელი ძირითადი თანხის 0.18 %-ის ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირველი 20 დღის განმავლობაში 7%-ი, ხოლო 21-ე დღიდან 0.028%-ი.
მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 2017 წლის 07 აპრილს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მის მიერ დადგენილ ვადაში არ შესრულდა, ვალდებულების დარღვევა მიმდინარე ხასიათისაა, ხოლო სასესხო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე დავალიანება მზარდი.
მოპასუხე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობთ გაფრთხილებული იქნა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. გაფრთხილების მიუხედავად, მოვალის მიერ დავალაინების გადახდა არ მოხდა, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. რესპოდენტმა აპლიკანტის მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ'' 2017 წლის 19 ივნისის N170562408/282176 გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ამასთან ირ---–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ითხოვს შემცირებას, იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დაფაროს დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,სო--------------სა'' და ირ---–---------–--ეს შორის გაფორმდა სესხის N30936 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 4----–---------------------- კალენდარული დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში სესხის დაბრუნების შემთხვევაში სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 0%-ით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემედგ, სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე დაირიცხებოდა სარგებელი, დაუბრუნებელი ძირითადი თანხის 0.18 %-ის ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირველი 20 დღის განმავლობაში 7%-ი, ხოლო 21-ე დღიდან 0.028%-ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-18)
- 201--–-–---------------–--------- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.19-23);
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-----------------ი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 201--–-–---------------–--------- სესხის ხელშეკრულება ირ---–---------–--ის მიერ დარღვეულია 2017 წლის 08 აპრილს შემდეგ, რის შემდგომაც სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულა N30936 ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ცნობა ამონაწერი მაგთიკომიდან (ს.ფ. 26-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-----------------ი).
3.2.2. მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. რესპოდენტნმა აპლიკანტის მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი, საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 19 ივნისს გამოცემული იქნა ,,დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ'' NSP170562408/282176 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება და გადაწყვეტილება (ს.ფ.30-31);
3.2.3. სესხის N30936 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის - ირ---–---------–--ის დავალიანება მოსარჩელე შპს ,,სო--------------ის“ მიმართ შეადგენს: 1168.26 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 400 ლარი, პროცენტი - 182.16 ლარი და პირგასამტეხლო - 586.10 ლარი;
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო ერთობლიობაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-----------------ი).
2017 წლის 28 თებერვლის სესხის N30936 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებას მოპასუხის ირ---–---------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2017 წლის 08 აპრილის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სო--------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 28 თებერვალს ირ---–---------–--ესა და შპს ,,სო--------------ს“ შორის გაფორმდა N30936 სესხის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 4----–---------------------- დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში სესხის დაბრუნების შემთხვევაში სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 0%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მსესხებლის მიერ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემედგ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილბული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.18%-ი ვადაგადაცილებული საგებლის სახით გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირველი 20 დღის განმავლობაში 7%-ი, ხოლო 21-ე დღიდან 0.028%-ი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ამასთან მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება;
სასმართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის გაცემულ იქნა 37 კალენდარული დღის ვადით, რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,სო--------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ირ---–---------–--ეზე გაიცა კრედიტი. მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის სახით - 400 ლარის და დარიცხული პროცენტის - 182.16 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პროცენტის ოდენობა მოიცავს მოთხოვნას 2017 წლის 08 აპრილიდან (ვალდებულების დარღვევიდან) 2017 16 ნოემბრამდე (სარჩელის წარგენიეს თარიღამდე) პერიოდს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 201--–-–---------------–--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს, განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე.
ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 100 ლარს, მოცემული დავა კი წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით, რისი გადახდაც დაეკისრა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯი, კერძოდ, გამარტივებულ წარმოებაზე გადახდილი საფასური - 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,სო--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ირ---–---------–--ეს შპს ,,სო--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–---------------–--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 682.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 400 ლარი, პროცენტი - 182.16 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;
3. მოპასუხე ირ---–---------–--ეს შპს ,,სო--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარსა და გამარტივებულ წარმოებაზე გადახდილი 100 ლარის ანაზღუარება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე