განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------552
საქმე N 1-----17
განაჩენი
საქართველოს სახელით
05.--. 2--8 წელი ქ------------თი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: გ--------------–--ე, ა---------–--–------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N-----------1
ბრალდებული: ნ----------–-–--–--ე
მამის სახელი: ჯ--------ი
დაბადებული: 10.-3.1--1 წელი
პირადი ნომერი: 3---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი მ--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ნ---------–-–--–--ე, 2023 წლიდან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ---–------–----თან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. 2--4 წელს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ისინი დაშორდნენ. 2--7 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ნ----------–-–--–--ე, მცირეწლოვან შვილებთან, ნ---------------------–-–--–----ბთან ერთად, იმყოფებოდა ქ------------თში, ,,--------ს’’ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, მდინარე ბ–--–ზე, სადაც შენიშნა მისი ყოფილი მეუღლე თ---–------–-ძე, რომელიც მათ საერთო შვილთან გ--------–-–--–----თან ერთად იმყოფებოდა მდინარეზე და საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც გ------ი წაიქცა და დაეცა ქვაზე. ვინაიდან ნ----------–-–--–--ემ მიიჩნია, რომ ბავშვის დაცემა გამოწვეული იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობით, იგი მივიდა თ---–------–----თან და ხელიდან გამოსტაცა მობილური ტელეფონი, რომელიც დააგდო მიწაზე და დააზიანა იგი, რის შემდეგ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც თ---–------–-ძე დაეცა მიწაზე, ნ---------–-–--–--ემ კი ფეხებით განაგრძო მისი ცემა. ამ უკანასკნელის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად, თ---–------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და განუვითარდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.1. 2--7 წლის 2----------რის წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ---------–-–--–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ მოწმეების: ნ---------–-–--–---ს, მ-------–-–--–--ის, ნ---------ის ჩვენებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, წინასასამართლო სხდომაზე, გარდა შემდეგი მტკიცებულებებისა: კერძოდ, მოწმეების: ნ---------–-–--–---ს, მ-------–-–--–--ის, ნ---------ის ჩვენებებისა სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, მოწმე - ნ----------–-–--–---მ განმარტა, რომ მამამ, ნ----------–-–--–--ემ, გამოგლიჯა ტელეფონი ხელიდან დედას, თ---–------–---- და ისროლა. შემდეგ კი დაუწყო ცემა, კერძოდ, დაარტყა სახეში ხელი სამჯერ, რის გამოც თ---–------–-ძე წაიქვა. ნ----------–-–--–--ემ კი განაგრძო წაქცეული თ---–------–---- ცემა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, მოწმე მ-------–-–--–--ემ, ნ----------–-–--–---ს ჩვენების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს და დამატებით განმარტა, რომ ცემის დაწყებამდე, მამამ, ნ----------–-–--–--ემ, დედას, თ---–------–---- დაუწყო გინება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, მოწმე ნ---------ემ განმარტა, რომ დაინახა, როგორ წაართვა ტელეფონი ნ----------–-–--–--ემ თ---–------–----, რომელიც დააგდო ძირს, შემდეგ კი დაუწყო ცემა და როდესაც თ---–------–-ძე წაიქცა, კლვლავ დაარტყა მას. ნ---------ემ აღნიშნა, რომ თ---–------–-ძემ ცემის გამო ტირილი დაიწყო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ნ---------–-–--–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მიღებული შეტყობინება, ნ---------–-–--–--ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, დადგენილება თ---–------–-ძის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი დაკითხვის ოქმები, თ---–------–-ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილი, დადგენილება თ---–------–-ძის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მოწმეების: ა-----–--------ს, დ-------------–---–-ს, გ----------–-------ს და მ-----–-----------–--ის ჩვენებები.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ნ---------–-–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1--8, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი დაზარალებულ თ---–------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2--7 წლის 05 აგვისტოს ნ----------–-–--–--ემ არაერთხელ დაარტყა სახეში, რის გამოც წაიქცა, ხოლო ნ----------–-–--–--ემ განაგრძო მისი ცემა. ასევე დადგენილია, რომ ცემის დაწყებამდე, ნ----------–-–--–--ემ წაართვა ტელეფონი თ---–------–---- და ძირს დაგდებით დააზიანი იგი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით დადგენილია, რომ თ---–------–---- აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა წვივის არეში. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2--7 წლის 25 აგვისტოს N 3---- ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის "-------- model: GT-S72-- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, მოწმეებმა ნ----------–-–--–---მ, მ-------–-–--–--ემ და მოწმე ნ---------ემ დაადასტურეს დაზარალებულ თ---–------–---- მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნ----------–-–--–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ნ---------–-–--–--ის მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) - გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---------–-–--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ----------–-–--–--ეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ---------–-–--–--ე არაერთხელ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ნ----------–-–--–--ეს და თ---–------–---- შორის კონფლიქტი გრძელდება რამდენი წელი, რაც დასტურდება ნ---------–-–--–--ის, როგორც მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემით, რომელიც უგულვებელყოფდა შემაკავებელი ორდერის პირობებს, რის გამოც მას დაკისრებული აქვს როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მიზნით, რომ ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს დაზარალებულის უფლებები, რომ არ გახდეს მუდმივი ძალადობის მსხვერპლი, ხოლო მეორე მხრივ გათვალისწინებულ უნდა იქნას არასრულწლოვანი შვილების ინტერესები, კერძოდ, უზრუნველყოფილ უნდა იქნას მათი აღზრდა ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულს აქვს ნ----------–-–--–--ის მხრიდან ქმედების განმეორების საფრთხის განცდა, განმარტავს, რომ მათ შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და შერიგებული არ არიან. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ---------–-–--–--ის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ნ---------–-–--–--ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა იგი ნასამართლევია ოჯახური დანაშაულისათვის და ამასთან, არა აქვს გადახდილი ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--5 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
ამდენად, ნ---------–-–--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
დაზარალებულ თ---–------–-ძის კუთვნილი ,,--------’-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----------–-–--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ---------–-–--–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--5 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ---------–-–--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ ნ---------–-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 05 აგვისტოს, 1---- საათიდან.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. დაზარალებულ თ---–------–-ძის კუთვნილი ,,--------’-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ---–------–----.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა