განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
190100118002245347
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-06-18

(№012041217001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2018 წელი ქ-----------ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

 

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ-----------------ე

დაცვის მხარე: ბრალდებული - გ----------–------–---–ი, პირადი ნომერი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ---------------–--------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–----------------------

 

ადვოკატი - დავით კალაიჯიშვილი

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის განაჩენით გ----------–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადათ დაუგინდა ოთხი წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავდე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება კანაფი ფისის უკანონო შეძენა შენახვისთვის) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა ორი წლის, თერთმეტი თვისა და ოცდაშვიდი დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მოუხდელი სასჯელის ნაწილი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით იგი განთავისუფლდა პირობით ერთი წლით, სამი თვითა და 02 დღით ვადაზე ადრე.

 

გ----------–------–---–ი იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ 2017 წლის 04 დეკემბერს ქ-----------ში, მ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია შ------------–-“-ში დაახლოებით 00:20 საათზე შევიდა დანით შეიარაღებული გ----------–------–---–ი, რომელიც მაღაზიის სალაროსთან მჯდარ მაღაზიის კონსულტანტს, ე------------------–--ეს მარცხენა ხელით სწვდა მაისურზე მხრის არეში მოქაჩა თავის მხარეს, მაისურის ქვეშიდან ამოღებული დანა მოიქნია მისი მისამართით და ამგვარი ფიზიკური ძალადობით და დანის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, კონსულტანტს, ე------------------–--ეს, რომელიც იჯდა მაღაზიის სალაროსთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა ფული, ხოლო ე------------------–--ესთან ერთად მყოფმა კონსულტანტმა, თამარ არევაძემ საგანგაშო სიგნალით გამოიძახა დაცვის პოლიცია, რომელთა მიერ მაღაზიიდან გ--------------–-–---–-ს მიერ ძალით გაყვანილი გ----------–------–---–ი დაკავებული იქნა მაღაზიიდან მოშორებით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------–------–---–ი იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ 2017 წლის 04 დეკემბერს ქ-----------ში, მ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია შ------------–-“-ში დაახლოებით 00:20 საათზე შევიდა დანით შეიარაღებული გ----------–------–---–ი, რომელიც მაღაზიის სალაროსთან მჯდარ მაღაზიის კონსულტანტს, ე------------------–--ეს მარცხენა ხელით სწვდა მაისურზე მხრის არეში მოქაჩა თავის მხარეს, მაისურის ქვეშიდან ამოღებული დანა მოიქნია მისი მისამართით და ამგვარი ფიზიკური ძალადობით და დანის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, კონსულტანტს, ე------------------–--ეს, რომელიც იჯდა მაღაზიის სალაროსთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა ფული, ხოლო ე------------------–--ესთან ერთად მყოფმა კონსულტანტმა, თამარ არევაძემ საგანგაშო სიგნალით გამოიძახა დაცვის პოლიცია, რომელთა მიერ მაღაზიიდან გ--------------–-–---–-ს მიერ ძალით გაყვანილი გ----------–------–---–ი დაკავებული იქნა მაღაზიიდან მოშორებით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის გ----------–------–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

აღნიშნული დანაშაული ორობიექტიანია. იგი ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას ასევე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

 

თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ძალადობა კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ. ყაჩაღობის დროს ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების, ნივთის გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება.

 

ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე ის ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან.

 

ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

ყაჩაღობის დანაშაულის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად: ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

შესაბამისად, იმის გარემოების გათვალისწინებით, რომ გ----------–------–---–ი ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, მის მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს არაერთგზის ჩადენილად.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ გ----------–------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდებულ გ----------–------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის - სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად: ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, მას მსჯავრი უნდა დაედოს აქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ----------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება -

 

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, გ. ა-–------–---–ის სუნის ნიმუში (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ხელის კვლები, ბიოლოგიური კვლები, ასევე, გ. ა-–------–---–ის ნერწყვის ნიმუში, (გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

_ სს საქმეზე დართული შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

ფ

2. გ----------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. გ----------–------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 04 დეკემბრიდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება -

 

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, გ. ა-–------–---–ის სუნის ნიმუში (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ხელის კვლები, ბიოლოგიური კვლები, ასევე, გ. ა-–------–---–ის ნერწყვის ნიმუში, (გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

_ სს საქმეზე დართული შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი