გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 170310017001842128
საქმე № 3/10-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე- სს "ს--–------"
წარმომადგენელი- მ---------------–---–ი
მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი- კ-----------------–--ე, მ------------------ა
მოპასუხე-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი-ც-----------–---–ი
მესამე პირი: სსიპ ქონების ეროვნულის სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებლი საკადასტრო სარეგისტრაციო მონაცემები (მათ შორის - საკადასტრო გეგმა).
1.2 ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი (მომართვა).
სარჩელის საფუძველი:
2010 წლის 17 მარტის იურიდიული პირის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის (გადაცემის) შესახებ ნოტარიუსისი მიერ დამოწმებული #1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 მარტის N8----------- გადაწყვეტილებით შპს "ს--–------ს" სასარგებლოდ დარეგისტრირდა საკუთრება უძრავ ქონებაზე ს/კ: 8----------- (მდებარე: წალკის რაიონი, სოფელი ჯ-----), კერძოდ მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი ფართით 460.50 კვ.მ. და N1 შენობა-ნაგებობაზე ფართით - 326.9 კვ.მ.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 23 ივნისის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების სამხარეო სამმართველომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წალკის რაიონის სოფელ ჯ----–- მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების სამხარეო სამმართველო, უკვე იყო რეგისტრირებული "ს--–------ს" საკუთრებაში და 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების სამხარეო სამმართველოს მოთხოვნა და 05.07.2011წ-ს გაცემული ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის (მომზადების თარიღი: 30.06.2011წ.) თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაარეგისტრირა საკუთრება წალკის რაიონში, სოფელ ჯ----–- მდებარე უძრავ ქონებაზე დაზუსტებული ფართობით 469 კვ.მ და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობაზე. სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირებულ აღნიშნულ ქონებაზე მინიჭებული იქნა ახალი საკადასტრო კოდი ს/კ: 8-----------, რომლის საკადასტრო მონაცემებიც ემთხვევა "ს--–------ს" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის/უძრავი ქონების ს/კ: 8-----------) საკადასტრო მონაცემებს. ამგვარად, საჯარო რეესტრმა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ "ს--–------ს" სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება გამორიცხავდა სახელმწიფოს სასარგებლოდ იმავე ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციას და არამართლზომიერად და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სს "ს--–------ს" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: 8-----------) დაარეგისტრირა საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ იმგვარად, რომ სს "ს--–------" აღნიშნულის თაობაზე თანხმობა არ განუცხადებია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ჩამოერთვა საკუთრება სს "ს--–------" და გადაეცა სახელმწიფოს, თანაც ისე, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით მესაკუთრის მიმართ დადგენილი გარანტიები. ყოველივე აღნიშნული კი არღვევს სს "ს--–------ს", როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებს და ხელყოფს მის (ს--–------) სამართლებრივ ინტერესებს.
2017 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ დაზუსტებული იქნა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებლი საკადასტრო სარეგისტრაციო მონაცემების (მათ შორის - საკადასტრო გეგმა) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილის (მომართვა) ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო: 2011 წლის 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ სარეგისტრაციო განცხადებით №8----------- მომართა წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წალკა. სოფ. ა--–----- (ჯ-----) (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 469 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობით). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 ივნისის მომართვა №2--------, შიდა აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ. ვერსია. წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ, უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №8-----------. 2013 წლის 26 თებერვალს №8----------- განცადებით წალკის სარეგისტრაციო სამსახურს მომართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადების მოთხოვნით. წალკის სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 26 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება №8------------03 მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და მომზადდა შესაბამისი ამონაწერი. 2014 წლის 06 თებერვალს №8----------- განცხადებით წალკის სარეგისტრაციო სამსახურს კვლავ მომართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადების მოთხოვნით. წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 07 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მომზადდა შესაბამისი ამონაწერი. უძრავი ქონებაზე მდებარე წალკა, სოფ. ჯ----- საკადასტრო კოდით: 8----------- დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება "ს--–------ს" საკუთრების უფლება. რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, განვმარტავთ, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია წალკა, სოფ. ჯ-----, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლება წალკა, სოფ. ა--–----- (ჯ-----), გამომდინარე აქედან აღნიშნული უძრავი ნივთები წარმოადგენს განსხვავებული საკუთრების ობიექტებს. ამასთანავე განვმარტავთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ასევე დგინდება, რომ 2006 წლის 19 ოქტომბრის №8----------- გადაწყვეტილებით განხორციელდა ს.ს. "ს----------–-------------------–--------–-----------–--------------" საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთზე (460.50 კვ.მ.) მდებარე რაიონი წალკა, სოფელი ჯ----- საკადასტრო კოდით: 8-----------, აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ბრძანება №1------, გაფორმების თარიღი: 24/06/1999, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, დადგენილება №0------, გაფორმების თარიღი: 03/06/2005, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ,აუქციონერთა საერთო კრების ოქმი №5, გაფორმების თარიღი: 06/08/2001, სააქციო საზოგადოება საქართველოს ელექტროკავშირი, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი №1, გაფორმების თარიღი: 14/06/2006, წალკის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. 2010 წლის 17 თებერვალს №8----------- განცხადებით, სარეგისტრაციო სამსახურს მომართა ს.ს "გ--------------–------–-------" უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 8-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2010 წლის 18 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ უძრავი ქონება დარეგისტრირდა ს.ს. "გ--------------–------–------"-ის საკუთრებად. საფუძველი: ბრძანება №3---რ, გაფორმების თარიღი: 24/11/2008, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია. 2010 წლის 22 მარტს განაცხადის N8----------- სამსახურს მომართა შ.პ.ს. ,,ს--–-------" იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 22 მარტის რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N8-----------) დარეგისტრირდა შ.პ.ს. ,,ს--–------"-ის საკუთრებად. საფუძველი: სანოტარო აქტი (გარიგება) უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ N1--------, გაფორმების თარიღი: 17/03/2010, ნოტარიუსის შემცვლელი ე. ც-------. 2011 წლის 24 ოქტომბერს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მომართა ს.ს. „ს--–-------“ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი N8-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2011 წლის 28 ოქტომბრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ უძრავი ქონება დარეგისტრირდა ს.ს."ს--–------"-ის საკუთრებად (ნაცვლად შპს "ს--–------სა"). უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 8-----------) ს.ს. "ს--–------"-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით. მიგვაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომდგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მათი განმარტებით ვერ ხდება სადავო უძრავი ქონების იდენტიფიკაცია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2006 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ამონაწერის თანახმად (რეგისტრაციის N0--) უძრავ ქონებაზე ს/კ: 8-----------, მდებარე მისამართზე: წალკა, სოფელი ჯ-----, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 460.5 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1 ფართით 326,9 კვ.მ. რეგისტრირებულია სს "ს----------–-------------------–--------–-----------–--------------" საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2006 წლის 19 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.19;
4.1.2. სს "ს----------–-------------------–--------–-----------–--------------" შეიცვალა სახელწოდება და ნაცვლად სს "ს----------–-------------------–--------–-----------–--------------ა" ეწოდა სს "გ--------------–------–------" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხელთა საგადასახადო ინპექციის 2008 წლის 24 ნოემბრის #3---1 ბრძანების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 18 თებერვალს გაცემული ამონაწერის თანახმად უძრავ ქონებაზე ს/კ: 8----------- რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს "გ--------------–------–------".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 18 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 20-21;
4.1.3. 2010 წლის 17 მარტის იურიდიული პირის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის (გადაცემის) შესახებ ნოტარიუს ე-----------–------ის მიერ დამოწმებული #1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე, შპს "ს--–------" დარეგისტრირდა უძრავი ქონების ს/კ: 8----------- (მდებარე: წალკა, სოფელი ჯ-----) მესაკუთრედ. აღნიშნული დოკუმენტის (სანოტარო აქტი) და საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.03.2010წ-ის N8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა შპს "ს--–------ს" საკუთრება უძრავ ქონებაზე ს/კ: 8----------- (მდებარე: წალკა, სოფელი ჯ-----), კერძოდ, მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი ფართით 460,5 კვ.მ. და #1 შენობა-ნაგებობაზე ფართით 326,9 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2010 წლის 17 მარტის # N1-------- სანოტარო აქტი იურიდიული პირის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის (გადაცემის) შესახებ, ს.ფ. 22-43;
-2010 წლის 22 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.44-45;
4.1.4. 2011 წლის 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 23 ივნისის #2-------- მიმართვით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–----–- (ჯ-----) მდებარე სპორტდარბაზის განაშენიანების ფართი 364 კვმ, საერთო ფართი 298,5 კვმ, დამაგრებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი 469,14 კვმ დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 ივნისის 2-------- წერილი, ფ.ს. 54;
-საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ს.ფ. 55-57;
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 05 ივლისს მიღებული იქნა #8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად წალკის რაიონის სოფელ ა--–----–- მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- დაზუსტებული ფართი 469,000 კვმ, შენობა #1-სპორტდარბაზი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 23 ივნისის #2-------- მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ს.ფ. 146;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ს.ფ.147-149;
4.1.6. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 იანვარს გაცემული 0----- ინფორმაციის თანახმად. ე. წ. კავშირგაბმულობის ძველი შენობა მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–----–-. აღნიშნული შენობა ნაგებობა იყო დაშლილ მდგომარეობაში, რაზეც წალკის მუნიციპალიტეტმა 2010 წელს მოახდინა შენობის მთლიანი რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით ზემო აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, სადაც განთავსებულია სოფ. ა--–-----ს სპორტ-კომპლექსი.
წარმოდგენილ წერილს ერთვის სოფელ ა--–-----ს მერის წარმომადგენელის 2018 წლის 12 იანვარს გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნული შენობა ნაგებობა ეკუთვნოდა ოთხ ორგანიზაციას: რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, შემნახველ სალაროს, საქართველოს ფოსტას, ტელეგრაფის განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 იანვარის 0----- წერილი, ს.ფ. 347;
-სოფელ ა--–-----ს მერის წარმომადგენელის 2018 წლის 12 იანვრის წერილი, ს.ფ. 348;
-ფოტოსურათები, ს.ფ. 336-338;
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 13 იანვრის #2---- წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე, მისამართით: რაიონი წალკა, სოფელი ჯ----- (საკადასტრო კოდი: 8-----------) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ინახება ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი N1 (გაფორმების თარიღი: 14/ 06/ 2006 წ., წალკის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური).
ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: რაიონი წალკა, სოფელი ჯ-----, სს ს----------–-------------------–--------–-----------–--------------" მითითებით არ იძებნება. დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი–ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. ამდენად, 2006 წლის ტექნიკური პასპორტი არ წარმოადგენს ტექნიკური აღრიცხვის საარქივო დოკუმენტს.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო დოკუმენტაციაში. დანართის სახით გეგზავნებათ აღნიშნული დოკუმენტის ასლი.
აღნიშნულ წერილზე დართულია საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლი, რომელიც 2006 წლის 14 ივნისს სს ,,ს----------–------------------–--------–-----------–---------------“ დაკვეთით იქნა შედგენილი. აღწერილი იქნა წალკის რაიონის სოფელ ჯ----–- მდებარე შენობა #1, განაშენიანების ფართი 326,9 კვმ, გაშენების პერიმეტრი 78, სულ შიდა ფართი114,8, ოთახების რაოდენობა 5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 13 იანვრის #2---- წერილი, ს.ფ.344;
- სახლის ტექნიკური პასპორტი, ს.ფ. 345-346;
4.1.8. 2017 წლის 07 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სს ,,ს--–------ს“ წარმომადგენელმა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე მდებარე: რაიონი წალკა, სოფელი ჯ-----. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანახმობა დოკუმენტაცია ს აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ, თანხმობა მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ, მინდობილობა იხ:8-----------; ელ. ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. თუ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადა თანხმობა, რომ მოხდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
სს ,,ს--–------ს„ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი საკადასტრო ნახაზი ზედდებაში აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრებაში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 14 აპრილის სიტუაციური ნახაზი, ს.ფ. 170;
4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. დადგენილია, რომ წალკის რაიონი, სოფელ ა--–----–- (ჯ-----) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 469.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობები - შენობა N1, სპორტდარბაზი - განაშენიანების ფართი 364 კვმ, შენობა ნაგებობის საერთო ფართი 298,50 კვ.მ., რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში ს/კ 8----------- და სს ,,ს--–------ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული წალკის რაიონის სოფელ ჯ----–- მდებარე არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი ფართობი 360,5 კვმ, მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა #1, განაშენიანების ფართი 326,9 კვმ, ს/კ 8----------- იდენტურია და წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ქონებას და ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით ზედდებაშია ერთმანეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედდების ამსახველი ნახაზი, ს.ფ.170;
- წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 იანვარის 0----- წერილი, ს.ფ. 347;
- სოფელ ა--–-----ს მერის წარმომადგენელის 2018 წლის 12 იანვრის წერილი, ს.ფ. 348;
- ფოტოსურათები, ს.ფ. 336-338;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი დასკვნა:
5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი (მომართვა) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 სექტემბრის #0------- მიმართვა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ობიექტია საკუთრების უფლების დაცვა და, შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით, შეილახა მისი უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N2-------- მომართვის გაცემისას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილება მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, იმ პირობებში როდესაც უდავოა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2006 წლის 19 ოქტომბერს რეგისტრირებული იქნა სს ,,ს----------–-------------------–---------–-----------–--------------“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 2010 წლის 18 თებერვალს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იქნა და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სს ,,გ--------------–------–------ს“ სახელზე, 2010 წლის 23 მარტს კი დარეგისტრირდა სს "ს--–------ს" საკუთრება უძრავ ქონებაზე ს/კ: 8----------- (მდებარე: წალკა, სოფელი ჯ-----), კერძოდ, მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი ფართით 460,5 კვ.მ. და #1 შენობა-ნაგებობაზე ფართით 326,9 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ისე რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა ხომ არ არსებობდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვინმეს საკუთრების უფლება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ სახელმწიფოს მიერ სს ,,ს--–------ს“ სახელზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია და სადავო არ არის. სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი მომართვის) გამოცემისას უგულვებელყოფილი იქნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების უმნიშვნელოვანესი დანაწესი, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი - ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად სახელმწიფო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ ქმნის.
მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი მიმართვა გახდა სახელწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მომართვის წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს იდენტიფიცირებადი მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
7.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ასე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011 წლის 05 ივლისს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციისას დაცული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის კანონით დადგენილი ვალდებულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2006 წლის 19 ოქტომბერს რეგისტრირებული იყო სს ,,ს----------–-------------------–--------–-----------–--------------“ საკუთრებაში, ხოლო 2010 წლის 23 მარტიდან კი სს,, ს--–------ს“ საკუთრებაში.
ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად სს ,,ს--–------ს“ საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმის თაობაზე რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე სხვა პირთა უფლებები. ამასთან, არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ვინაიდან სს ,,ს--–------ს“ ქონებასა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდები.
დადგენილია და მხარეების მიერ სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონებით დღეს სარგებლობს წალკის მუნიციპალიტეტი, მის მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეკეთება, გარემონტება და დღეს ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში მდებარეობს სპორტდარბაზი. აღნიშნული გარემოება დასტურდება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რომლითაც დასტურდება, რომ წალკის რაიონის სოფელ ა--–----–- (ჯ-----) მდებარე სოფელ ა--–-----ს სპორტდარბაზის შენობა, ადრე წარმოადგენდა კავშირგაბმულობის შენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 7.3 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხეების პოზიცია იმის შესახებ, რომ ვერ ხერხდება ნაკვეთის იდენტიფიცირება და არ დასტურდება დაუზუსტებელი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. კანონმდებლობა არ გამორიცხავს არაელექტრონული რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას. ამასთანავე, ამჟამად არ არსებობს მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს (#ბს-367-363(კ-12) 28.02.2013 წელი) გადაწყვეტილებით განმარტებული იქნა, რომ ”გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.”
ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი რეგისტრირებული მონაცემების აუცილებელი დაზუსტების მოთხოვნა გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე ნაკვეთის მონაცემების დაზუსტებას და არა ნაკვეთის სხვა სუბიექტზე აღრიცხვით პირველადი რეგისტრაციის გაუქმებას.
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ სს,,ს--–------“ საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - სს ,,ს--–------ს“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება სს ,,ს--–------ს“ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით (სზაკ 601 მუხ.).
საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებული ზომების შედეგად პირზე რიცხული უძრავი ქონება გამოუყენებადი ხდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია. 4460,63). ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად სს ,,ს--–------ს“ სახელზე იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა სს ს--–------ს“ სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადაო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისას საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით უძრავი ქონება სს ,,ს--–------ს“ სახელზე იყო რეგისტრირებული, სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით, არ გაუქმებულა სს ,,ს--–------ს“ სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს, ვინაიდან არსებობდა სადავო ნაკვეთის მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობა.
სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 601 მუხლის მეშვიდე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს მისი ძალაში შესვლის დღიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი (მომართვა) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011 წლის N8------------03 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა გათვალისწინებული მასთან დაცული მონაცემები - 8----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის შესახებ. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებულნი არიან მოსარჩელეს აუნაზღაურონ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 23-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს,,ს--–------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება.
3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 ივნისის N2-------- წერილი (მომართვა).
4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა N11).
მოსამართლე სოფიო გაგნიძე