განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002245425
N1/5-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.02.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - იოსებ გაბარაევი
ბრალდებული - დ----- ა-----ს ძე მ-----–-–---–ი, დაბადებული 19-- წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გლდანი, ს.ა.დ N8 დაწესებულება, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, თარხნიშვილის ქუჩა №13, ბინა №5.
კვალიფიკაცია
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა - დ----- მ-----–-–---–მა, 2017 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, კარის გაღებით, უკანონოდ შეაღწია, ქალაქ გორში, სტალინის გამზირ N19/10-ში მდებარე ია-–-------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ია-–-------ისა და ლ---–---------–---–ის კუთვნილ 1332 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა - დ----- მ-----–-–---–მა, 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ბინის ღია კარიდან, უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში, თა------------------------ში მდებარე ლ---–ა გ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფულად თანხას და სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც 1230 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებებით დ----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
დ----- მ-----–-–---–მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. გარდა ამისა, მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია დ----- მ-----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- მ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (ორი ეპიზოდი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმები, მოწმეების - ია-–-------ის, ლ---–---------–---–ის, გ------ი ე-–---–---–ის, ლ---–- გ---–---–ის, ნია ე-–---–---–ის, ს-----------–---–ის, ზ------------–---ის, ი-----–-------------ის, ნ-------------–---–ის, ნ---------------–---–----------------------------–--------–---–-- და დ----- მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დ----- მ-----–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, დ----- მ-----–-–---–ის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმები, პირის ამოცნობის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დ----- მ-----–-–---–ის მიმართ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთმტკიცებები. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, ზემოთ დასახელებული, მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში დ----- მ-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები (ორი ეპიზოდი) და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო დ----- მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება დ----- მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- მ-----–-–---–ის მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დ----- მ-----–-–---–ს მსჯავრი დაედო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში. ამჯერად მან აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა. ამდენად, სასამართლოს აზრით, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ნასამართლობა ჩადენილი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს დ----- მ-----–-–---–ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების აღსრულებას. სასამართლო სხდომაზე დ----- მ-----–-–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულებისადმი და ითხოვა პატიება. ბრალდებულმა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი ათვიცნობიერებს ინკრიმინირებული დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს, მართლაც ნანობს მათ ჩადენას და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებებისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: დ----- მ-----–-–---–ი 58 წლისაა, არის განქორწინებული, მისი განმარტებით, დაკავებამდე მუშაობდა ე.წ. ,,ო------–-----–------ აკადემიაში, იყო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი.
სასამართლოს აზრით, სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დ----- მ-----–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს აზრით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, დ----- მ-----–-–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნაქურდალი ნივთები უნდა დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 50-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ----- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდისათვის) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- მ-----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ დ----- მ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრის 14:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ დ----- მ-----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ანაწმენდები, სუნის და ხელის კვლები, ნერწვის და სუნის ნიმუშები განადგურდეს;
· სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ხელის ანაბეჭდები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ტანსაცმლის საკიდები, ნოუთბუქის დამტენი, ყავისფერი ტყავის ქურთუკი, შავი ფერის ტყავის ქურთუკი, „LG“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის მუყაოს ყუთი მასში მოთავსებული ფულადი თანხით – რვა ცალი ასლარიანი, ერთი ცალი ორასლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ ლარიანი, ორი ცალი ოც ლარიანი, ერთი ცალი ხუთ ლარიანი (სულ 1095 ლარი), ერთი ცალი სუნამოს მინის ქილა, წარწერით „KLNG“, ერთი ცალი სუნამოს მოლურჯო მინის ქილა, წარწერით „EXCITE“, მეხსიერების ბარათი 16 GB, სამი ცალი მოზრდილი ე.წ. „ბულობკა“, ერთი ცალი ოქროსფერი საყურე, სამაჯური შვიდი თვლით, ერთი ცალი რუხი ფერის ცეპი, ერთი ცალი გამჭვირვალე თვალი, შავი ფერის ნაჭრის ტომარა, რომელშიც მოთავსებულია ნოუთბუქის მონიტორი, სქემა, ე.წ. „პადის“ მონიტორი, კლავიატურა, ასანთის კოლოფში მოთავსებული წვრილი ჭანჭიკები ოცდათექვსმეტი ცალი, ნოუთბუქის დაშლილი სხვადასხვა ზომის მცირე დეტალები, შავი ფერის „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 8-------------- და 8--------------, ურნიდან ამოღებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ლურჯი ფერის სპორტული ჩანთა და სამი ცალი ნოუთბუქის დამსხვრეული დეტალი, კარის საკეტი, მამაკაცის ორი ცალი სუნამო, მეხსიერების ბარათი, ორი ცალი გულსაბნევი, ერთი ცალი ქალის სამაჯური დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე