განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002250611
#1/5-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე
პროკურორი – ვა---–------ე
ბრალდებულები – მუ–------------ნ, გა----–----------ნ
დამცველი – კა--------------ე
თარჯიმანი - სუ---------–----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---------------------------- (დაბადებულის 1--- წლის 0-------ს, მცხოვრების ნ----–-----ის რაიონის სოფელ გა---ში, პირადი №3----------), და გ-----–----–---------------------ს (დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, მცხოვრების ნ----–-----ის რაიონის სოფელ გა---ში, პირადი №3----------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურიდან ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შემოსულია სისხლის სამართლის №0----------- საქმე.
- მუ–------------ნს, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- გა----–----------ნს, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გამოძიებას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2016 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის ნოემბრამდე, სხვადასხვა დროს, მუ–------------ნი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის ტერიტორიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ-- „დ---------– ს------ის“ კუთვნილ დიზელის საწვავს, ხის განძელებს, ელექტროხელსაწყოებს და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნივთებს, რითაც შ-- „დ---------– ს------ს“ მიადგა 1550 (ათას ხუთას ორმოცდა ათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ჩადენილი დანაშაულისათვის მუ–------------ნის მიმართ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით.
- 2017 წლის მაისის თვიდან 2017 წლის ნოემბრამდე, სხვადასხვა დროს, გა----–----------ნი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის ტერიტორიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ-- „დ---------– ს------ის“ კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ლითონის ნივთებს, ტაოტსა და რეზინის ნაჭერს, რითაც შ-- „დ---------– ს------ს“ მიადგა 1135 (ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ჩადენილი დანაშაულისათვის გა----–----------ნის მიმართ 2017 წლის 29 ნოემბერს გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვისას, 2018 წლის 19 თებერვალს ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონულ პროკურორმა ვა---–------ემ წარმოადგინა გ----------------ს შუამდგომლობა ბრალდებულებთან მუ–------------ნთან და გა----–----------ნ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
ზემდგომი პროკურორის წინასწარი თანხმობით ბრალდებულებთან დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით. კერძოდ:
პროკურორის შეთავაზებაზე ბრალდებული მუ–------------ნი დათანხმდა, რომ იგი სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
პროკურორის შეთავაზებაზე ბრალდებული გა----–----------ნი დათანხმდა, რომ იგი სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთან ერთობლიობით, ბრალდებულ გა----–----------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, და გამოსაცდელად დაუდგინდეს 3 (სამი) წლის ვადა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებულები მუ–------------ნი, გა----–----------ნი და მათი დამცველი კა--------------ე მხარს უჭერენ პროკურორის შუამდგომლობას, ითხოვენ შეთანხმების დამტკიცებას და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.
საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები: მოწმეების მუ–------------ნის, გა----–----------ნის, გ-----------------ის, ე-–-----------–---ისა და ა---------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, მუ–------------ნის და გა----–----------ნის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნივთები, ნ----–-----ის მაგისტრატი სასამართლოს გაჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, მუ–------------ნთან და გა----–----------ნთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებენ მუ–------------ნის და გა----–----------ნის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობებს თან ერთვის ბრალდებულების წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მათი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს, სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სამართლებრივი შეფასება
საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობებში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
სასამართლო დარწმუნდა, რომ
საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს;
ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ;
ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ;
ბრალდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან;
ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები:
ა) დაცვის უფლება;
ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;
გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
ბრალდებულები აცნობიერებენ მათთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
ბრალდებულები აცნობიერებენ მათ უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მათ მიერ მიცემული ჩვენებების მათვე საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლები და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ პროკურორს საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან ჰქონდა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
სასამართლო აღ ნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულებს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ. 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ. 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ. 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ. 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135.) იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135-136; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ. 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 73.).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი; ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (იხ.: დასახელებული გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 91, 92, 95).
იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებულები რეალურად აცნობიერებდნენ თუ არა წინამდებარე განაჩენის 5 პარაგრაფში ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულებთან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულებმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხები გასცეს. სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი პირობებით.
ამასთანავე ბრალდებულების მიმართ სასჯელი განსაზღვრულია ბრალდების სიმძიმის, მათი პიროვნების, საქმიანობის, ასაკის, ჯანმრთელობის, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 21-ე, 197-ე, 209-213-ე, 215-217-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურატურასა და ბრალდებულებს მუ–------------ნისა და გა----–----------ნს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
2. მუ–------------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
3. მუ–------------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. გა----–----------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთან ერთობლიობით, ბრალდებულ გა----–----------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, და გამოსაცდელად დაუდგინდეს 3 (სამი) წლის ვადა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. გა----–----------ნი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 ნოემბრიდან - 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.
6. გა----–----------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7.გა----–----------ნის ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქმეზე ამოღებული ნივთები - მუ–------------ნის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთები: 54 ცალი შპალი; 4 ცალი კუთხოვანა, 13 ცალი „არმატურა“, ერთი ნაჭერი ალუმინის სადენის ხვრია, ერთი ცალი “მაკიტის“ ფირმის „ბალგარკის“ ყუთი და კუთხსახეხი 1 (ერთი) ცალი დრელი თავისი ყუთით, 16 ცალი ბურღით და ორი ცალი თვითმჭრელით და რეზინის დეტალით. 5 ცალი სახელდახელო ზომის ღვედით, 4 ცალი ბალგარკის ქვა, 6 ცალი 20 ლიტრიანი ავზი გავსებული დიზელით, 200 ლიტრიანი ავზი გავსებული დიზელით. ერთი ყუთი ელექტროდი, 4 ცალი კუთხოვანა და 13 ცალი არმატურა დალუქული ერთად 46/32 ბეჭდით. ერთი ცალი ბალგარკის ყუთი და შპალები დალუქული ერთ ფუთად F-------- პაკეტში. 1 ცალი დრელი 16 ცალი ბურღი, 2 ცალი თვითმჭრელი, რეზინის დაცული ყუთით დაილუქა ერთ ფუთად F--------- პაკეტში. 2 ცალი შავი ფერის აკუმულატორი, 46/32 ბეჭდით, 1 ცალი შავი ფერის აკკუმულატორი 46/32 ბეჭდით. სამი ცალი აკუმულატორის ცალ-ცალკე წითელი F---------- წითელი F--------7, ნაცრის ფერი F--------- პაკეტებში, 5 ცალი ღვედი F--------- პაკეტში, 4 ცალი კუთხსახეხის ქვა და ერთი ყუთი ელექტროდი F--------- პაკეტში, 6 ცალი ორ ლიტრიანი ავზი დიზელით ცალ-ცალკე 46/32 ბეჭდით, 1 ცალი ორას ლიტრი ავზი დიზელით 46/32 ბეჭდით. დაუბრუნდეს დაზარალებულ შ-- „დემირიოლ ს------ს“.
გა----–----------ნის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთები: 2 ცალი პლასტმასის ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო „ტაოტი“. 25 ცალი 30 სმ სიგრძის მოკაუჭებული არმატურა. 15 ცალი ქანჩი და ჭანჭიკი, შედუღება 16,5 სმ. 19 ცალი ე.წ. ჭანჭიკი და ქანჩი სიგრძით 22X10. 15 ცალი რეზინის საგანი. 5 ცალი ლითონის კუთხოვანა და 4 ცალი ლითონის ფირფიტა, 24 ცალი სხვადასხვა ზომის ლითონის არმატურა. 19 ცალი ლითონის ნაჭერი, 2 ცალი ლითონის ლიანდაგის ნაჭერი. დაუბრუნდეს დაზარალებულ შ-- „დ---------– ს------ს“.
9. განაჩენის დამოწმებული ასლები ცნობისათვის დადგენილ ვადაში გადაეცეს ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონულ პროკურატურას, მსჯავრდებულებს და მათ დამცველს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსასრულებლად მიქცევას გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მსჯავრდებულების მიერ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
12. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან