გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 101210018002257792
№2/7-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ჭ--------ა
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ჭ--------ის მუნიციპალიტეტში
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე: რ---------------ე
წარმომადგენელი: ი---------–--ე
მოპასუხე: ს---------------ე
წარმომადგენელი: მ--–--------------ე
მოპასუხე: ს.ს. „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: გ--------–-----ა
დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოსარჩელე რ---------------ემ საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭ--------ის მუნიციპალიტეტში შემოიტანა სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვა ყადაღისაგან გათავისუფლდეს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 29 ნოემბრის, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი შემდეგი მოძრავი ნივთები: სამეული (დივანი და ორი სავარძელი), მაგიდა 1 ცალი, სკამი 6 ცალი, “VESTEL”- ის ფირმის სარეცხი მანქანა, „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი, „TOHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ზალის კარადა (სტენკა), ქონება დაყადაღებულია ს---------------ის მიმართ არსებული საბანკო დავალიანების აღსასრულებლად;
1.2 მოსარჩელის წარმომადგენელმა ი---------–--ემ მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ქონება, რომელიც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, ს---------------ის საკუთრება არაა. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს რ---------------ის საკუთრებას, შეძენილია მისი სახსრებით; ნივთების ნაწილი გამოტანილია განვადებით, ხოლო ნაწილი შეძენილია წლების წინ, მათ შორის სარეცხი მანქანა 10 წლის წინ მოსარჩელეს დაბადების დღეზე აჩუქა შვილმა დ--------------მ, რასაც დაადასტურებენ მოწმეები; მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს---------------ემ შესაგებლით სარჩელი ცნო, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა მ--–--------------ემ დაადასტურა, რომ მოპასუხეს გააჩნია ს.ს. „ს----------–--------ის“ დავალიანება, რაც ვერ გადაიხადა, აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია არსებული საბანკო დავალიანების გამო, დაყადაღებული ნივთები ნამდვილად რ---------------ის საკუთრებაა; თანახმაა დაყადაღებული ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან;
2.2. მოპასუხე ს.ს. „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა გ--------–-----ამ შესაგებლით ცნო სარჩელი; ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების - სამეულის (დივანი და ორი სავარძელი), მაგიდის, სკამების, “VESTEL”- ის ფირმის სარეცხი მანქანის, „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორის, „TOHIBA“-ს ფირმის მაცივარის, და ზალის კარადის გათავისუფლების შესახებ. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია მოპასუხე ს---------------ის მიმართ არსებული საბანკო დავალიანების გამო, იგი თანახმაა დაყადაღებული ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 ნოემბერს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში, რ---------------ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, დაათვალიერა ნივთები, მიიჩნია, რომ ამ მისამართზე განლაგებული: სამეული (დივანი და ორი სავარძელი), მაგიდა 1 ცალი, სკამი 6 ცალი, “VESTEL”- ის ფირმის სარეცხი მანქანა, „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი, „TOHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ზალის კარადა (სტენკა), ეკუთვნოდა მოვალე ს---------------ეს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნივთები აღწერა და დააყადაღა. შესაბამისად, შეადგინა აქტი მოვალის ქონების, აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
-2017 წლის 29 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი
3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მოსარჩელე რ---------------ის სახლში, აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 29 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- სარჩელი
-შესაგებლები
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- საგარანტიო ტალონები, საკრედიტო ხელშეკრულება;
ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ დაყადაღებული ქონება, ეკუთვნის მოსარჩელე რ---------------ეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ---------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: სამეული (დივანი და ორი სავარძელი), მაგიდა 1 ცალი, სკამი 6 ცალი, “VESTEL”- ის ფირმის სარეცხი მანქანა, „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი, „TOHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ზალის კარადა (სტენკა);
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე,“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე, 131 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ს---------------ემ და ს.ს. „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა გ--------–-----ამ ცნე სარჩელი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს-ცნოს სარჩელი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208 მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ს---------------ის წარმომადგენელმა მ--–--------------ემ და ს.ს. „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა გ--------–-----ამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნეს სარჩელი; ამდენად აღნიშნული მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისგან;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 131-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ---------------ის (პ/№5----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 29 ნოემბერს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული რ---------------ის საკუთრებაში მყოფი შემდეგი ნივთები: სამეული (დივანი და ორი სავარძელი), მაგიდა 1 ცალი, სკამი 6 ცალი, “VESTEL”- ის ფირმის სარეცხი მანქანა, „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი, „TOHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ზალის კარადა (სტენკა);
3. მოსარჩელე რ---------------ეს (პ/№5----------) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი-15.01.2018 წელი, გადამხდელის დასახელება - რ---------------ე (პ/№5----------) გადამხდელი ბანკი - ს.ს "ს----------–--------ი", ბანკის კოდი B------2, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300263150, ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდის დანიშნულება - რ---------------ის (პ/№5----------) სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე);
4. მოპასუხე ს---------------ე (პ/№5---------0) და მოპასუხე ს.ს. „ს----------–--------ი“ (ს/კოდი №2-------9) გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტში მეშვეობით ( ჭ--------ა გ.თხელიძის ქუჩა N 41).
მოსამართლე დავით კეკენაძე