გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2018
საქმის ნომერი
090310017002083076
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/30–17)090310017002083076

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.01.2018 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

მოსარჩელე - ს-----------------------

წარმომადგენელი–ე-–------------ (არ გამოცხადდა)

 

მოპასუხე - ა-------–-------------–----–---------------

წარმომადგენლები - თ--------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2017 წლის 04 აგვისტოს, ა-------–--------------–----–------------------ს N-----------, NA----------- NA---------- და NA----------- ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის N1 ოქმით დამტკიცებული, აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის პირობების 7.1.1 პუნქტის, ასევე ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს N-----------, NA----------- NA---------- და NA---------- ტენდერების სხდომის ოქმების ბათილად ცნობა.

1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია

2017 წლის 4 აგვისტოს, ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, დამტკიცებული იქნა აუქციონის გარეშე (NAT), ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების პროექტი.

 

2017 წლის 4 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერების N-----------, NA----------- NA---------- და NA----------- კერძოდ, თითოეული ტენდერის 7.1.1 პუნქტით განსაზღვრული იქნა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერი. მოსარჩელის მიერ, აღნიშნული ჩანაწერი გასაჩივრდა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში. 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საჩივარი ოთხივე ტენდერის ფარგლებში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემსყიდველს დაევალა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მტკიცების თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს სხდომის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და შესყიდვის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მარეგულირებელი ნორმების სრული დაცვით.

 

2017 წლის 30 აგვისტოს, ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიამ იმსჯელა დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე და სხდომის N3 ოქმის შესაბამისად, ძალაში დატოვა 04 აგვისტოს N1 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ა-------–--------------–----–---------------- წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879–ე მუხლის და ,,სახელმწიფო შესყიდვების“ საქართველოს კანონის მე–12 პრიმა მუხლის მე–4 პუნქტის და მე–5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი საშუალებას აძლევდა ა-------–-------------–----–-----------------ას თავად განესაზღვრა გარანტიის გამცემი სუბიექტები და მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში მითითებული ჩანაწერი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თანაბარი მოპყრობა უნდა განახორციელოს ყველა პირის მიმართ, სრულიად დაცულია, ვინაიდან მუნიციპალიტეტმა კანონის შესაბამისად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით დაამტკიცა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული 7.1.1 პუნქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 04 აგვისტოს ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე დამტკიცებული იქნა აუქციონის გარეშე (NAT), ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების პროექტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– 04.08.2017 წლის სხდომის ოქმი N1 N-----------

– 04.08.2017 წლის სხდომის ოქმი N1 NA----------

– 04.08.2017 წლის სხდომის ოქმი N1 NA----------

– 04.08.2017 წლის სხდომის ოქმი N1 NA----------

 

3.2 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, დამტკიცდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი ვარიანტები და იმავე დღეს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი N-----------. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო პირობების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული იქნა შემდეგი ჩანაწერი. კერძოდ, პირობების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად: ,,გამოყენებული იქნება ავანსის გაცემის სისტემა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებების 20 %-ის ოდენობით, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე“. სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ, გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და ,,ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიას დაევალა გადასინჯოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს სხდომის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ამონაწერი შემსყიდველი სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან.

–ადმინისტრაციული საჩივარი N-----------

–2017 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება N----------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

 

3.3 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, დამტკიცდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი ვარიანტები და იმავე დღეს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NA----------. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო პირობების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული იქნა შემდეგი ჩანაწერი. კერძოდ, პირობების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად: ,,გამოყენებული იქნება ავანსის გაცემის სისტემა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებების 20 % ოდენობით, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე“. სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ, გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და ,,ამბროლაურის მნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიას დაევალა გადასინჯოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს სხდომის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ამონაწერი შემსყიდველი სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან.

–ადმინისტრაციული საჩივარი NA----------

–2017 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება NA---------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

 

3.4 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, დამტკიცდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი ვარიანტები და იმავე დღეს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NA----------. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო პირობების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული იქნა შემდეგი ჩანაწერი. კერძოდ, პირობების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად: ,,გამოყენებული იქნება ავანსის გაცემის სისტემა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებების 20 % ოდენობით, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე“. სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და ,,ამბროლაურის მნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიას დაევალა გადასინჯოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს სხდომის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ამონაწერი შემსყიდველი სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან.

–ადმინისტრაციული საჩივარი NA----------

–2017 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება NA---------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

 

3.5 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, დამტკიცდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი ვარიანტები და იმავე დღეს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NA----------. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო პირობების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული იქნა შემდეგი ჩანაწერი. კერძოდ, პირობების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად: ,,გამოყენებული იქნება ავანსის გაცემის სისტემა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებების 20 % ოდენობით, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე“. სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ, გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და ,,ამბროლაურის მნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიას დაევალა გადასინჯოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს სხდომის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ამონაწერი შემსყიდველი სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან.

–ადმინისტრაციული საჩივარი NA----------

–2017 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება NA---------- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

 

3.6 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს დავალების შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული იყო მოეხდინა შესყიდვის განხორციელება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. აღნიშნული ეფუძნებოდა შემსყიდველის ვალდებულებას განესაზღვრა სატენდერო პირობები სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენციის პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–2017 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

 

3.7. 2017 წლის 30 აგვისტოს სატენდერო კომისიამ (სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3) იმსჯელა დავების საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მიზანშეწონილად მიიჩნია ძალაში დარჩენილიყო აღნიშნული ტენდერების სატენდერო კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს არ აცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და შესაბამისად, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2017 წლის 30 აგვისტოს სატენდერო კომისიის სხდომის (N3) ოქმები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს სატენდერო კომისიას (სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3), დავების საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობის დროს, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, რაც დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ 2017 წლის 04 აგვისტოს ა-------–--------------–----–------------------ს N-----------, NA----------- NA---------- და NA----------- ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის N1 ოქმით დამტკიცებული აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის პირობების 7.1.1 პუნქტი და 2017 წლის 30 აგვისტოს N-----------, NA----------- NA---------- და NA---------- ტენდერების სხდომის ოქმები გამოცემულია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და კანონმდებლობის საფუძველზე, გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

6.2. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ა-------–--------------–----–------------------ს მიერ მიღებული სხდომის ოქმები არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს, რამდენად შეესაბამება სადავო ტენდერების სხდომის ოქმები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი აადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კანონის საფუძველზე და უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს და გამოსცემს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.5. საქართველოს ასკ-ის მე-17 და სსკ-ის 102-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა-------–--------------–----–------------------ს მიერ მიღებული სხდომის ოქმები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, სადავო საკითხზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს, რამდენად შეესაბამება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების და 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, მითითებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებლად მიიჩნევს აქტის მიღებას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს არ აცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, არ შეამოწმა და არ გამოიკვლია ასახავდა თუ არა მითითებული გარემოებები რეალურად არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ასევე მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტიცებულებები ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი - წარედგინა მტკიცებულებები და გამოეთქვა თავისი მოსაზრება მითითებულ გარემოებებზე, რის შედეგადაც, შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო.

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად არ დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ ა-------–-------------–----–-----------------ამ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, დავების საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელა და დატოვა ძალაში, რადგან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ აცნობა დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და არ მისცა შესაძლებლობა გამოეთქვა მოსაზრება, წარედგინა მტკიცებულებები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მიცემდა, რითაც შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი.

 

ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა, ემსჯელა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და დაინტერესებული პირისათვის ეცნობებინა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის ს-----------------------–ს მიერ გადახდილი ბაჟი– 100 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 32-ე მუხლების მეოთხე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს-----------------------–ს სარჩელი:

 

1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 04 აგვისტოს ა-------–--------------–----–------------------ს N-----------, NA----------- NA---------- და NA----------- ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის N1 ოქმით დამტკიცებული აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის პირობების 7.1.1 პუნქტი, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი ა-------–-------------–----–-----------------ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 აგვისტოს N-----------, NA----------- NA---------- და NA---------- ტენდერების სხდომის ოქმები და ა-------–-------------–----–---------------ს დაევალოს, სრულყოფილად გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

2.მოსარჩელის ს-----------------------–ს მიერ გადახდილი ბაჟი –100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან–14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე