გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/278-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შ--–--ა ბა-----ე
წარმომადგენელი - მზია დო-------ე
მოპასუხე - შ--–-ა კვ----–--ე
წარმომადგენელი - ც-–--ო ბა-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე შ--–-ა კვ----–--ეზე, მოსარჩელე შ--–--ა ბა-----ის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2000-2012 წლებში იმყოფებოდა ქ. მოსკოვში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მუშაობდა ფიზიკურად და ჰქონდა მცირე დანაზოგი. მოსარჩელეს 2002 წელს დაურეკა თავისმა დამ თამარ თავიდაშვილმა, მცხ. ქ. ქუთაისი. ირ. აბაშიძის გამზირი №13, ქუთაისი ჟ. შარტავას №1, პ/ნ 60001064186 და უთხრა, რომ იყიდებოდა ბინა ქ. ქუთაისში ირ. აბაშიძის გამზირზე 3000 დოლარად, ბინა იყო სამოთახიანი და თუ სურდათ შეეძინათ. მოსარჩელე დათანხმდა, დაურეკა მესაკუთრეს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. მესაკუთრე და მოსარჩელე შ--–--ა ბა-----ე შეთანხმდნენ, მესაკუთრემ დაუკლო 500 აშშ დოლარი, საბოლოო ჯამში მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 2500 აშშ დოლარი, მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ თავის დას გადაუგზავნა 3150 აშშ დოლარი. მოსარჩელის დამ აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 1000 აშშ დოლარი გადაუხადა მესაკუთრეს, როდესაც შ--–--ა ბა-----ე დაუკავშირდა საკუთარ დას, მან გაიგო აღნიშნული და ასევე დამ თამარ თავიდაშვილმა უთხრა, რომ მისი საკუთარი ქალიშვილისათვის გაეგზავნა თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვის ოლქში, ქ. ვლადიმირში. მათ საერთოდ გაყიდეს ყველა ქონება საქართველოში და მოსარჩელის მამის გარდაცვალების შემდეგ მარინამ წაიყვანა დედაც ვლადიმირში და ცხოვრობდნენ იქ.
2013 წლის 10 აგვისტოს შ--–--ა ბა-----ე ჩამოვიდა საქართველოში. მოსარჩელემ იცოდა, რომ სახლი მისი დის სახელზე იყო გაფორმებული, ასევე სოფელი რაჭაში. იგი მივიდა მათთან სახლში და მოითხოვა ქონების მის სახელზე დარეგისტრირება, თუმცა მისი და უარს აცხადებდა აღნიშნულის განხორციელებაზე, მხარეებს შორის მოხდა კონფლიქტი რის შედეგადაც გამოძახებული იქნა პატრული. შ--–--ა ბა-----ის განმარტებით, ის ღამის გასათევად წავიდა თავის დასთან კუსრებში, სადაც მივიდა თამარ თავიდაშვილი და უთხრა, რომ ბინა მისი იყო თუმცა არ აპირებდა მის მიცემას. თამარ თავიდაშვილს 2004 წლიდან გაქირავებული ქონდა ბინა 150 ლარად. ამ ფულიდან მოსარჩელისათვის მას არაფერი გადაუცია. მოსარჩელის განმარტებით, თამარ თავიდაშვილი ამბობდა, რომ მან აღნიშნული თანხა ისესხა მოსარჩელისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ბინა შეეძინა, თუმცა აღნიშნულს არ ეთანხმება შ--–--ა ბა-----ე და ამბობს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და რომ თუ თანხა ისესხა რატომ ამ ხნის მანძილზე არ დააბრუნა ის. მას შემდეგ რაც მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში, მან არაერთი განცხადებით მიმართა ქუთაისის პროკურატურას, ბოლო პასუხი მიღებულია 2015 წლის დეკემბერში, სადაც არის მითითება, რომ თანხის დაბრუნებაზე შ--–--ა ბა-----ემ უნდა მომართოს სასამართლოს. მასალები, გადახდის ქვითრები მოსარჩელის დის თამარ თავიდაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომ მან შ--–--ა ბა-----ისგან ისესხა 3000 დოლარი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში. მას ამ დოკუმენტებს არ აძლევენ. თამარ თავიდაშვილი გარდაიცვალა 2015 წლის 09 დეკემბერს. მის ქონებას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით შვილი, შ--–-ა კვ----–--ე, რომელიც არის მოპასუხე აღნიშნულ საქმეში. ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლიდან, როცა აღიარება გაკეთებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 1500 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შ--–-ა კვ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელე მხარეს გადაიხადოს დედის, თამარ თავიდაშვილის მიერ სესხად აღებული თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი ნაწილის არსებობა მისთვის უცნობია და ამასთან მოთხოვნაც ხანდაზმულია.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სრულად სცნო შემცირებული მოთხოვნა 1500 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 09 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბინა მდებარე ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. №13, ქ. ჟ. შარტავას №1, ეკუთვნის თამარა თავიდაშვილს.
მტკიცებულება:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 19 სექტემბრის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მირზა ბრეგაძის მიერ გამოკითხულ იქნა მოქალაქე შ--–--ა ბა-----ე. მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან 2011 წლამდე დროის მონაკვეთში ის იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამ დროს მას ქუთაისიდან დაუკავშირდა მისი და, თამარ თავიდაშვილი და შესთავაზა ბინის ყიდვა, მდებარე ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზ. №13, რაზედაც დათანხმდა მოსარჩელე შ--–--ა ბა-----ე და წარიმართა მოლაპარაკება მასსა და ბინის მესაკუთრე გარი ოყრეშიძეს შორის, ბინა იყიდებოდა 3000 აშშ დოლარად, შ--–--ა ბა-----ემ გარი ოყრეშიძეს აღნიშნული თანხიდან გადასცა 1000 აშშ დოლარი ხოლო შემდეგ მესაკუთრის გარი ოყრეშიძის თხოვნით შ--–--ა ბა-----ე ესაუბრა მესაკუთრის შვილს მარინე ოყრეშიძეს და გადაურიცხა ბინის ღირებულების ნაწილი 1500 აშშ დოლარის ოდენობით, საუბარი შედგა სატელეფონო ზარის მეშვეობით, რაშიც მოსარჩელეს რუსული ენის არცოდნის გამო დაეხმარა ნათესავი თამარ ჯანგიძე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ ყოველივეს შემდეგ მისმა დამ თამად თავიდაშვილმა ბინა გაიფორმა საკუთარ სახელზე და უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბინა იყიდა შ--–--ა ბა-----ის თხოვნით, რადგან ის იმჟამად არ იმყოფებოდა საქართველოში. შ--–--ა ბა-----ის განმარტებით, თამარ თავიდაშვილმა მისი ნდომა ბოროტად გამოიყენა და მითვისა მისი ბინა, რის ნამდვილობასაც იმ არ აღიარებს, მრავალი დაპირებისა და შეთანხმების მიუხედავად თამარ თავიდშვილი არ უფორმებდა ბინას დას, შ--–--ა ბა-----ეს. მოსარჩელე არაერთხელ ეცადა ეპოვნა ბინის თავდაპირველი მესაკუთრე გარი ოყრეშიძე, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული გარიგების ნამდვილობის ფაქტს, თუმცა ის ვერ მოიძედა რადგან საცხოვრებლად გადასული იქნა რუსთავში, შემდეგ კი რუსეთში.
მტკიცებულება:
- ოქმი №2530480
3.1.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მირზა ბრეგაძის მიერ გამოკითხულ იქნა თამარ თავიდაშვილის შვილი შ--–-ა რევაზის ძე კვ----–--ე, რომელმაც განმარტა, რომ აწ გარდაცვლილ დედას, თამარ თავიდაშვილს და დეიდას შ--–--ა ბა-----ეს ქონდათ ქონებრივი დავა, მისი განმარტებით თამარ თავიდაშვილმა ბინა იყიდა საკუთარი დანაზოგით და ასევე ნაწილი თანხა ისესხა დის, შ--–--ა ბა-----ისაგან, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. შ--–-ა კვ----–--ე განმარტავს, რომ დავა შ--–--ა ბა-----ესა და თამარ თავიდაშვილს შორის დაიწყო შ--–--ა ბა-----ის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდგომ, რომელიც ითხოვდა ბინის მის სახელზე გადაფორმებას, რადგან ამტკიცებდა, რომ ბინა მან იყიდა და არა თამარ თავიდაშვილმა. შ--–-ა კვ----–--ე განმარტავს, რომ იცის თანხის სესხების ფაქტის შესახებ, თუმცა რამდენი თანხის რაოდენობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.
მტკიცებულება:
-ოქმი №2530555
3.1.5. დადგენილია, რომ 2014 წლის 05 ივნისის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მირზა ბრეგაძის მიერ გამოკითხულ იქნა თამარ თავიდაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მას აქვს ქონებრივი დავა თავის დასთან შ--–--ა ბა-----ესთან. მას 2003 წელს უნდოდა შეეძინა ბინა მდებარე ქ. ქუთაისი ირ. აბაშიძის გამზ. №13/18 ქ. ჟ. შარტავას №1 და 2500 დოლარად შეიძინა კიდეც, მესაკუთრე გარი ოყრეშიძისაგან აღნიშნული ბინა, შ--–--ა ბა-----ეს კი მას ედავება და აცხადებს, რომ ბინის თანხა ჯერ 15000 აშშ და შემდეგ 1000 აშშ დოლარის ოდენობით გაუგზავნა მესაკუთრეს გარი ოყრეშიძე, შემდეგ კი ითხოვდა ბინის მის სახელზე გადაფორმებას. აღნიშნულს თამარ თავიდაშვილი არ აღიარებს და დასძენს, რომ ბინა მან იყიდა საკუთარი სახსრებით.
მტკიცებულება:
-ოქმი №1061227
3.1.6. დადგენილია, რომ ხელწერილით ბინის მდებარე: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. №13/18 ქ. ჟ. შარტავას №1, მესაკუთრე გარი ოყრეშიძე განმატავს, რომ მასსა და შ--–--ა ბა-----ეს შორის მოხდა შეთანხმება ბინის ნასყიდობის თაობაზე, რომლის თანახმადაც შ--–--ა ბა-----ეს მისთვის უნდა გადაეხადა თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით და რადგან იმჟამად შ--–--ა ბა-----ე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ბინის გადაფორმება მოხდებოდა მის დაზე, თამარ თავიდაშვილზე, ის ადასტურებს, რომ თანხის გადაცემა მოხდა ეტაპობრივად ჯერ 1000 აშშ დოლარისა და შემდეგ 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადარიცხვა მოხდა ქ. მოსკოვიდან ქ. ვლადიმირში.
მტკიცებულება:
-ხელწერილი.
3.1.7. სადავო ფაქტობრივი გარემოპებები არ არის. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი სრულად სცნო.
3.1.8. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.1.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსს კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ აღიარა ვალდებულების არსებობა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
-ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად - 1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე.
6...სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსს კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ აღიარა ვალდებულების არსებობა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია. ამასთან, მოპასუხემ სცნო სარჩელი.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 225.00 ლარი, რომელიც სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, რადგან მოხმობილი ნორმის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფიო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შ--–--ა ბა-----ის სარჩელი შ--–-ა კვ----–--ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. დაეკისროს შ--–-ა კვ----–--ეს შ--–--ა ბა-----ის სასარგებლოდ 1500.00 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შ--–--ა ბა-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 225.00 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (გადამხდელი: მზია დო-------ე, გადახდის თარიღი: 18.02.2016; საგადასახადო დავალება: №1, გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი”);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე