გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2018
საქმის ნომერი
120210117002219082
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №172219082-2/746-17წ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე

მოსარჩელე: ს---------------------

წარმომადგენელი: ნ--------------

მოპასუხეები: ი-----–---------–---–-, გ------------–---–-, თ--------------, ა--------------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2----–-–----------------ს ს---------------------’ წარმომადგენელმა ნ--------------მ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა: მოპასუხეებს ი-----–---------–---–---------------–---–------------------------------------–---–- დაეკისროთ არსებული სოლიდარული დავალიანების კერძოდ:

 

1.1. 2----–-–------------------ ს------- კ----------ა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4436.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3787.03 ლარი, პროცენტი - 436.91 ლარი, ჯარიმა 200.36 ლარი და დაზღვევა 12.30 ლარი;

 

1.2. 2----–-–------------------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის თარიღი) ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შადგენს - 113.61 ლარს.

 

1.3. 2----–-–-----------------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5%-ის გადახადა, რაც ყოველდღიუარდ შეადგენს - 18.93 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3787 ლარის.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს---------------------------------–--------–---–- შორის 2----–-–------------------ დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2----–-–------------------ გაფორმდა ს------- კ---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4480 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კ---------- ვადა - 36 თვე. 2----–-–---------------------- კ---------- დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----- სასარგებლოდ G----–--

 

ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს-----------------------------------------–---–-, თ--------------სა და ა--------------–---–- შორის 2----–-–------------------ გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------------–---–--------------------------------------------–---–-ა ძირითად მსესხებელ - ი-----–--------–---–---- ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად და სრულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5824 ლარით ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

მოპასუხეების მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და 2----–-–----------–---ს შემდგომ აღარ მომხდარა თანხის გადახდა, ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კ---------- დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

2----–-–-------------------- მდგომარეობით ი-----–--------–---–---------------–---–-, თ--------------ს და ა-------------–---–- 2----–-–------------------ ს------- კ----------ა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4436.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3787.03 ლარი, პროცენტი - 436.91 ლარი, ჯარიმა - 200.56 ლარი და დაზღვევა - 12.30 ლარი;

 

აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დაევალა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ ჩაებარებინა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლოში წარმოედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება ორი თვის ვადაში.

 

სარჩელზე მოპასუხეებს ი-----–---------–---–----------------–---–-------------------------------------–---–- შესაგებელი არ შემოუტანიათ.

 

მოსარჩელე მხარის მიერ 2----–-–----------------–- სასამართლოში შემოტანილი იქნა განცხადება მოპასუხეთათვის სასამართლო გზავნილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე, აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საფოსტო გზავნილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ი-----–--------–---–-- დედას ა-------------–---–- სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდათ 2----–-–----------------------------–---–--------------------------–---–- ჩაბარდა 2----–-–-----------------–------------------------------–---------------–---–- ჩაბარდა 2----–-–-----------------–- და ა-------------–---–- ჩაბარდა პირადად 2----–-–--------------. შესაბამისად შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადა ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარებიდან მომდევნო დღიდან, საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ი-----–--------–---–ს შესაგებლის წარმოდგენის ვადა ამოეწურა 2----–-–-----------------------------–---–- შესაგებლის წარმოდგენის ვადა ამოეწურა 2----–-–-----------------–-, თ--------------ს შესაგებლის წარმოდგენის ვადა ამოეწურა 2------------–-, ხოლო ა--------------–---–- შესაგებლის წარმოდგენის ვადა ამოეწურა 2----–-–----------------

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ამავდროულად არ მოუმართავთ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

მოპასუხე მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოსათვის არაა ცნობილი რაიმე ისეთი გარემოება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენების შესახებ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოსადმი დროულად წარმოდგენისათვის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელის წარმოსადგენად გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი: ,,სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით''.

 

მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს შესაგებელის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად: ''მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.''

 

ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს---------------------------------–--------–---–- შორის 2----–-–------------------ დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2----–-–------------------ გაფორმდა ს------- კ---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4480 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კ---------- ვადა - 36 თვე. 2----–-–---------------------- კ---------- დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----- სასარგებლოდ G----–--

 

ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს-----------------------------------------–---–-, თ--------------სა და ა--------------–---–- შორის 2----–-–------------------ გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------------–---–--------------------------------------------–---–-ა ძირითად მსესხებელ - ი-----–--------–---–---- ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად და სრულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თითოეული თავდებების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5824 ლარით ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

მოპასუხების მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და 2----–-–----------–---ს შემდგომ აღარ მომხდარა თანხის გადახდა, ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კ---------- დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

2----–-–-------------------- მდგომარეობით ი-----–--------–---–---------------–---–-, თ--------------ს და ა-------------–---–- 2----–-–------------------ ს------- კ----------ა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4436.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3787.03 ლარი, პროცენტი - 436.91 ლარი, ჯარიმა - 200.56 ლარი და დაზღვევა - 12.30 ლარი;

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად ს------- კ---------- ხელშეკრულებით კ---------- გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.' საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 369.41 ლარის ოდენობით, ასევე გადახდილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 492.55 ლარი, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 369.41 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 492.55 ლარის გადახდა.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის გადახდა, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სასამართლომ იმსჯელა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------------------------------– განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხე ი-----–--------–---–-- (პ/ნ 4-----------, გ-----------–---–-- (პ/ნ 4----------- და ა--------------–---–-ს (პ/ნ 4----------) უძრავ ქონებას მდებარე: ა---––-----------------------–-------–-----------------------

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------------------------------– განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ს--------------------- სარჩელი.

 

2.მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს (პ/ნ 4-----------, გ-----------–---–- (პ/ნ 4-----------, თ--------------ს (პ/ნ 4----------- და ა-------------–---–- (პ/ნ 4----------) ს-------------------------------------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების, კერძოდ

 

1.1. 2----–-–------------------ ს------- კ----------ა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4436.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3787.03 ლარი, პროცენტი - 436.91 ლარი, ჯარიმა 200.36 ლარი და დაზღვევა 12.30 ლარი;

 

2.2. 2----–-–-----------------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის თარიღი) ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 113.61 ლარს.

 

1.3.2----–-–------------------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიუარდ შეადგენს - 18.93 ლარს, მაგარამ არაუმეტეს 3787 ლარს;

 

3.მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს (პ/ნ 4-----------, გ-----------–---–- (პ/ნ 4-----------, თ--------------ს (პ/ნ 4----------- და ა-------------–---–- (პ/ნ 4----------) ს-------------------------------------) ს------------ ბ-----’’ (------------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, საქმის განხილვისათვის გადახდილი სახ.ბაჟის - 369.41ლარის გადახდა და საადვოკატო მომსახურების ხარჯს 492.55 ლარის გადახდა;

 

4.მოპასუხეებს განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62), 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე