გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2018
საქმის ნომერი
120210017002237168
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №172237168-2/787-17წ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

მოსარჩელე: შპს ,,მ------------------------------–---------------------’’

წარმომადგენელი: ც-------–-----

მოპასუხეები: ა-–----------------------, ი----------------, ნ-------------–---–-

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 28 დეკემბერს შპს ,,მ-----------------------------–---------------------’’ წარმომადგენელმა ც-------–-----მ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა: მოპასუხეებს ა-–----------------------, ი----------------ს და ნ-------------–---–- სოლიდარული დაეკისროთ დავალიანების - 2303.88 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 30 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–---------------------სა’’ და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხი ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზეც ა-–---------------------- სახელზე 30 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 2374 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 142.44 ლარს, მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 83.88 ლარის ოდენობით;

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ი------------------ და ნ----- მ------–---–-- როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მ-----------------------------–---------------------’’-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, თავდებობის ფარგლები. ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს 2943.76 ლარს (ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად სესხის ოდენობა - 2374 ლარი; სარგებელი - 142.44 ლარი; ხელშეკრულების 1.13 პუნქტი - მსესხებელს ერიცხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ პროცენტის სამმაგი ოდენობა, ანუ 142.44 ლარი გამრავლებული 3=427.32 ლარს. 2374+142.44+427.32=2943.76 ლარი)

 

მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა 83.88 ლარი, რაც არ განუხორციელებია. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 01 დეკემბერს, როდესაც მსესხებელმა 83.88 ლარი არ გადაიხადა. მსესხებელმა ეტაპობრივად განახორციელა გადახდები ჯამში 355 ლარის ოდენობით. ბოლო გადახდა შესრულდა 2017 წლის 21 იანვარს 30 ლარის ოდენობით, ამის შემდეგ კი არც ერთი თეთრი არ არის გადახდილი.

 

მოპასუხეთა დავალიანება სესხის N----------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 2303.88 ლარს, საიდანაც 2057.48 ლარის არის სესხის ძირი თანხა, 103.96 ლარის არის სარგებელი, ხოლო 142.44 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას.

 

სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

2016 წლის 30 ნოემბრის N----------- ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ წარმოადგენს გირავნობის ხელშეკრულებას, რამეთუ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არაფერი დაუგირავებია. ხელშეკრულების 1.5 პუნქტში მითითებულია სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს კლიენტის სავაჭრო ობიექტზე განლაგებული ნივთები, შემდგომში საგირავნო ნივთები.’’

 

სადავო შემთხვევაში არ წარმოშობილა არც რეგისტრირებული და არც მფლობელობითი გირავნობა. საგირავნო ნივთი დამგირავებლის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ამასთან, არ განხორციელებულა გირავნობის უფლების რეგისტრაცია არც საჯარო რეესტრში და არც შსს-ს მომსახურების სააგენტოში. სამოქალაქო კოდექსი კი, არ იცნობს გირავნობის ისეთ სახეს, როდესაც მფლობელობითი (არარეგისტრირებული) გირავნობის დროს დაგირავებული ნივთები რჩება დამგირავებლის ფაქტობრივ მფლობელობაში;

 

სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა არის 2016 წლის 30 დეკემბერი (ხელშეკრულება გაფორმებულია 30 დღით). სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2017 წლის დეკემბრის თვეში, ანუ ვალდებულების სრულად შესრულების ვადის დადგომიდან 12 თვის შემდეგ. 12 თვე კი ბევრად მეტია ვიდრე ხელშეკრულების 1.13 პუნქტით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა. ცხადია, მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა 10 დღიანი ვადა. ცხადია, მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა 10 კალენდარულ დღეზე დიდი დრო. ამასთან, ხელშეკრულების დარღვევის დღესვე, მოსარჩელის თანამშრომელმა მოპასუხეებს, ზეპირი ფორმით, მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.

 

აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დაევალა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ ჩაებარებინა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლოში წარმოედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება ორი თვის ვადაში.

 

სარჩელზე მოპასუხეებს ა-–----------------------, ი----------------ს, ნ-------------–---–- შესაგებელი არ შემოუტანიათ.

 

მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლოში შემოტანილი იქნა განცხადება მოპასუხეთათვის სასამართლო გზავნილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე, აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საფოსტო გზავნილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეებს ა-–----------------------ს, ი----------------ს და ნ-------------–---–- სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდათ 2018 წლის 17 იანვარს, (იხ. მტკიცებულება - შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ A------------------------------------------), შესაბამისად, მოპასუხეთათვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 18 იანვრიდან და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 29 იანვარს. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, იმავდროულად არ მოუმართავთ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

მოპასუხე მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოსათვის არაა ცნობილი რაიმე ისეთი გარემოება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენების შესახებ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოსადმი დროულად წარმოდგენისათვის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელის წარმოსადგენად გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი: ,,სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით''.

 

მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს შესაგებელის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად: ''მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები ი-----დიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.''

 

ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 30 ნოემბერს შპს ,,მ-----------------------------–---------------------სა’’ და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხი ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზეც ა-–---------------------- სახელზე 30 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 2374 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 142.44 ლარს, მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 83.88 ლარის ოდენობით;

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ი------------------ და ნ----- მ------–---–-- როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მ-----------------------------–---------------------’’-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, თავდებობის ფარგლები. ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს 2943.76 ლარს (ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად სესხის ოდენობა - 2374 ლარი; სარგებელი - 142.44 ლარი; ხელშეკრულების 1.13 პუნქტი - მსესხებელს ერიცხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ პროცენტის სამმაგი ოდენობა, ანუ 142.44 ლარი გამრავლებული 3=427.32 ლარს. 2374+142.44+427.32=2943.76 ლარი)

 

მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა 83.88 ლარი, რაც არ განუხორციელებია. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 01 დეკემბერს, როდესაც მსესხებელმა 83.88 ლარი არ გადაიხადა. მსესხებელმა ეტაპობრივად განახორციელა გადახდები ჯამში 355 ლარის ოდენობით. ბოლო გადახდა შესრულდა 2017 წლის 21 იანვარს 30 ლარის ოდენობით, ამის შემდეგ კი არც ერთი თეთრი არ არის გადახდილი.

 

მოპასუხეთა დავალიანება სესხის N----------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 2303.88 ლარს, საიდანაც 2057.48 ლარის არის სესხის ძირი თანხა, 103.96 ლარის არის სარგებელი, ხოლო 142.44 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას.

 

სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

2016 წლის 30 ნოემბრის N----------- ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ წარმოადგენს გირავნობის ხელშეკრულებას, რამეთუ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არაფერი დაუგირავებია. ხელშეკრულების 1.5 პუნქტში მითითებულია სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს კლიენტის სავაჭრო ობიექტზე განლაგებული ნივთები, შემდგომში საგირავნო ნივთები.’’

 

სადავო შემთხვევაში არ წარმოშობილა არც რეგისტრირებული და არც მფლობელობითი გირავნობა. საგირავნო ნივთი დამგირავებლის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ამასთან, არ განხორციელებულა გირავნობის უფლების რეგისტრაცია არც საჯარო რეესტრში და არც შსს-ს მომსახურების სააგენტოში. სამოქალაქო კოდექსი კი, არ იცნობს გირავნობის ისეთ სახეს, როდესაც მფლობელობითი (არარეგისტრირებული) გირავნობის დროს დაგირავებული ნივთები რჩება დამგირავებლის ფაქტობრივ მფლობელობაში;

 

სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა არის 2016 წლის 30 დეკემბერი (ხელშეკრულება გაფორმებულია 30 დღით). სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2017 წლის დეკემბრის თვეში, ანუ ვალდებულების სრულად შესრულების ვადის დადგომიდან 12 თვის შემდეგ. 12 თვე კი ბევრად მეტია ვიდრე ხელშეკრულების 1.13 პუნქტით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა. ცხადია, მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა 10 დღიანი ვადა. ცხადია, მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა 10 კალენდარულ დღეზე დიდი დრო. ამასთან, ხელშეკრულების დარღვევის დღესვე, მოსარჩელის თანამშრომელმა მოპასუხეებს, ზეპირი ფორმით, მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ი-----დიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები ი-----დიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც ასევე ასახულია მხარეებს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში (ხელშეკრულების 1.19 პუნქტი), შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე, 268-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე შპს ,,------------------ ო---------–-----------------------’-ს სარჩელი მოპასუხეების ა-–----------------------, ი----- გ---------- და ნ-------------–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ა-–---------------------- (პ/ნ 4----------), ი----------------ს (პ/ნ 4----------) და ნ-------------–---–- (პ/ნ 4------------–პს ,,მ----------------- ო---------–-----------------------’ის (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 2303.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2057.48 ლარი, პროცენტი - 103.96 ლარი, პირგასამტეხლო - 142.44 ლარი ჯარიმა;

 

3. მოპასუხეებს ა-–---------------------- (პ/ნ 4----------), ი----------------ს (პ/ნ4----------) და ნ-------------–---–- (პ/ნ 4------------–პს ,,მ----------------- ო---------–-----------------------’ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

 

5. მოპასუხეებს განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62), 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი