გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/460-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - მ--------------------
წარმომადგენელი - ა-----–---------
მოპასუხე - თ----------------–---
წარმომადგენელი - ფ-------–---–----
დავის საგანი - განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელე მ-------------------- (პ/ნ 53001001189) ითხოვს მეუღლესთან - თ----------------–---სთან (პ/ნ 60001049567) განქორწინებას.
მოსარჩელის განმარტებით, იგი თ----------------–---სთან დაქორწინდა 2004 წლის 10 იანვარს, რაც დასტურდება ქორწინების მოწმობით N 68181000419 გაცემული სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ. მოსარჩელეს აღარ სურს მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნა, არ არსებობს ქორწინების საფუძველი და მიზანი. ის და მოპასუხე 2016 წლიდან აღარ ეწევიან ერთობლივ თანაცხოვრებას. მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, გახშირდა კონფლიქტები. ის და მისი მეუღლე ერთად აღარ ცხოვრობენ. ვინაიდან მოპასუხე არ არის თანახმა განქორწინებაზე, ამიტომაც მომართავს სასამართლოს სარჩელით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე თ----------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი.
მოპასუხე თე---------------–---ს წარმომადგენელმა ფ-------–---–----მ მთავარ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2004 წლის 10 იანვრიდან თ----------------–--- და მ-------------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - გ---------------------, დაბადებული 2006 წლის 14 ივლისს და ც-–------------------, დაბადებული 2004 წლის 23 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);
- გიორგი თევდორაძის დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ.28);
- ციცინო თევდორაძის დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლიდან ისინი აღარ იმყოფებიან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს, რომ მოხდეს განქორწინება შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე.
3.2.2. მოპასუხე თ----------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა ფ-------–---–----მ მთავარ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი და დაეთანხმა სასრჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის თაობაზე, რის შესახებაც ცალკე სასარჩელო წარმოებით აპირებს მომართოს სასამართლოს.
3.2.3. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარეებმა შერიგება ვერ მოახერხეს. ამასთან, მოპასუხე თანახმაა, რომ მოხდეს განქორწინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ---------------------- და თე---------------–---ს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მოპასუხე მხარეც თანახმაა. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარეებმა შერიგება ვერ მოახერხეს. რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122 -ე, 1127-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.
ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------------- და თე---------------–---ს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მოპასუხე მხარეც თანახმაა. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მხარეთა განმარტებების შედეგად ირკვევა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარეებმა შერიგება ვერ მოახერხეს. რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი შესაგებლით მთავარ სასამართლო სხდომამდე ცნო სარჩელი. შესაბამისად, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მამუკა თევდორაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს მოსარჩელე მ--------------------ს (პ/ნ 53001001189) და თ----------------–---ს (პ/ნ 60001049567) შორის 2004 წლის 10 იანვრის №0028894 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. მოსარჩელე მ--------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, გადამხდელი: მ--------------------, გადახდის თარიღი:13.02.2018წ. საგადახდო დავალება: №12, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტიებთ გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლოებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე