გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
080210016001360155
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/874-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი- გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ზ-------ა დ---------ე

წარმომადგენელი - ი-----–ი გი--------.

მოპასუხე - სს ,,თი---------ი’’

წარმომადგენელი - ლ--–ა ბ-----–--ე.

მოპასუხე - შ--–-ა დ---------ე

დავის საგანი - ქონების (მოძრავი ნივთების) ყადაღისგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 29 ოქტომბრის ,,მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ქალაქ ქუთაისში, 26 მაისის ქუჩა №35-ში, მდებარე ზ-------ა დ---------ის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ მისთვის უცნობი პირები, უთხრეს, რომ იყვნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და მოითხოვეს სახლის დათვალიერება, რაზედაც დათანხმდა და წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ შეადგინეს დოკუმენტი, როგორც შემდეგ გაიგო ,,მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ’’ აქტი, მოაწერინეს მასზე ხელი და დატოვეს მისი საცხოვრებელი სახლი, ისე, რომ მათ მიერ შედგენილი აქტის შინაარსი მისთვის არ გაუცვნიათ და არც მისი ასლი გადაუციათ.

 

2016 წლის აპრილის თვის დასაწყისში ტელეფონზე, ნომრით 0431254462 დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება და უთხრა, რომ მის საცხოვრებელ სახლში არსებულ, მის საკუთრებაში მყოფ მოძრავ ნივთებს ედო ყადაღა და თუკი არ გადაიხდიდა სს ,,თი---------ის’’ წინაშე შ--–-ა დ---------ის დავალიანებას ზ-------ა დ---------ის საკუთრებაში არსებულ, აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებს გაიტანდნენ სახლიდან და გაყიდდნენ აუქციონზე.

 

ზემოთ ხსენებულ აქტში მოვალედ მითითებულია შ--–-ა დ---------ე, რომელიც მართალია რეგისტრირებულია ქალაქ ქუთაისში, 26 მაისის ქუჩა №35-ში, თუმცა რეალურად მითითებულ მისამართზე ბოლო 15 წელია არ ცხოვრობს, კერძოდ იგი ცოლშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ზ-------ა დ---------ემ სატელეფონო შეტყობინების შემდეგ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სიტყვიერად არაერთხელ მიმართა ,,მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტის ასლის გადმოცემის მოთხოვნით, ვერ შეძლო მისი მოპოვება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სს ,,თი---------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წრმოდგენილ მტკიცებულებას, რომ სამსუნგ-ის (სამსუნგის) ფირმის ტელევიზორი წარმოადგენს ზ-------ა დ---------ის საკუთრებას რასაც ადასტურებს განვადების ხელშეკრულება. არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ყადაღის აქტში წარმოდგენილი ნივთები: LG (ელ ჯი) შავი ფერის, ჟურნალის მაგიდა ოვალური ხის ყავისფერი, მაცივარი სამსუნგ-ი (სამსუნგი) ორკარიანი ვერცხლისფერი, სარეცხის მანქანა LG (ელ ჯი) თეთრი ფერის, გაზქურა - NIKAY ვერცხლისფერი, სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის დაბოლოებით თეთრი (ვერცხლისფერი) ფერის, ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით წითელი (ყავისფერი) ფერის 7 ცალი წარმოადგენს მის საკუთრებას. მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ნივთებზე მის საკუთრების უფლებას. ამასთან შ--–-ა დ---------ე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. №35 (ყოფ. ჯაფარიძის), 2015 წლის 15 ოქტომბრის სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმით აღმასრულებელი აცხადებს, რომ გამოცხადდა მისამართზე, სახლი დახვდა დაკეტილი და მეზობლებმა მისცეს შ--–-ა დ---------ის საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ტელეფონი), რომლითაც დადასტურდა, რომ მოვალე ნამდვილად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ასევე 2015 წლის 29ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერს თავად მოსარჩელე ზ-------ა დ---------ე, რითაც ადასტურებს, რომ შ--–-ა დ---------ე ნამდვილად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და ნიოვთებიც ეკუთვნის მას. შესაბამისად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების პრეზუმფციის მიხედვით, პირის რეგისტრირებულ და ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე არსებული მოძრავი ნივთები ობიექტურად წარმოადგენს მის საკუთრებას და სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის შესაბამისად ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო წარმოებატა შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო, მოქმედებათა განხორციელებისას უფლებაა აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე სს ,,თი---------მა’’ წარმოდგენილმა სრულად სცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე სალვა დ---------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე სს ,,თი---------მა’’ წარმოდგენილმა სრულად სცნო სარჩელი. ამდენად მის მიმართ სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, 26 მაისის ქ. №35-ში, 2015 წლის 29 ოქტომბერს დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე აუქციონი არ არის დანიშნული.

მტკიცებულება:

- მიმართვა (ს.ფ.11).

 

3.2.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსმიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც შ--–-ა დ---------ეს დაეკისრა 4090 ლარის და 50 ლარის გადახდა სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ, 2015 წლის 29 ოქტომბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: ტელევიზორი ,,LG’’ შავი ფერის 1 ცალი; ჟურნალის მაგიდა ოვალური ხის ყავისფერი - 1 ცალი; მაცივარი ,,შAMშUNG’’ ორკამერიანი ვერცხლისფერი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა ,,LG’’ თეთრი ფერის - 1 ცალი; გაზქურა ,,NIKAY’’ ვერცხლისფერი - 1 ცალი; ტელევიზორი ,,შAMშUNG’’ შავი ფერის პლაზმური - 1 ცალი; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის დეტალებით თეთრი (ვერცხლისფერი) ფერის; ხის გასაშლ--–ი მაგიდა მუქი ყავისფერი - 1 ცალი; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით წითელი (ყავისფერი) ფერის (7ცალი).

მტკიცებულება:

-აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ (იხ.12-13)

 

3.2.3. დადგენილია, რომ მაკა და ზ-------ა დ---------ეები ცხოვრობენ ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. №35.

მტკიცებულება:

- ცნობა (იხ.ს.ფ.16).

3.2.4. დადგენილია, რომ 1973 წლის 17 იანვარს ბონდო და ზ-------ა დ---------ეებს შეეძინათ შვილი შ--–-ა დ---------ე.

მტკიცებულება:

- დაბადების მოწმობა(იხ.17-18)

 

3.2.5. დადგენილია, რომ ზ-------ა დ---------ემ2010 წლის 1 ნოემბერს შპს ,,ამერიტექსში’’ შეიძინა სარეცხი მანქანა LG.

მტკიცებულება:

-საგარანტიო ტალონი.

- დაფარვის გრაფიკი.

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.

- განაცხადი - თანხმობა საბანკო კრედიტით (განვადებით) სარგებლობაზე.

- ამონაწერი ანგარიშიდან. (იხ.ს.ფ.26-33).

 

3.2.6. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.05.2014 წელს გაცემული № 2/2496-14 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი) სააღსრულებო წარმოება №A14039900), სადაც კრედიტორია სს ,,თი---------ი’’. კრედიტორის 2017 წლის 6 ივნისის განცხადებისა და ზ. აღნიშნული აღსრულების ქვემდებარე აქტით შ--–-ა დ---------ეს დაეკისრა 4140 ლარის გადახდა სს ,,თი---------ის სასარგებლოდ. სააღსრულები ფურცლის აღსრულების მიზნით დაყადაღებული იქნა მოძრავი ქონება, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის სააღსრულებო ფურცლით ზ-------ა დ---------ის განცხადების საფუძველზე შეჩერდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

მტკიცებულება:

მიმართვა.

 

3.2.7. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე ზ-------ა დ---------ის წარმომადგენელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე შ--–-ა დ---------ის ვალდებულების გამო დაყადარებულია მისი მოძრავი ნივთები და ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე სს თი---------ის წარმომადგენელმა სარჩელი სცნო, ხოლო შ--–-ა დ---------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და მისი პიზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3.2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

3.2.9. ამ მხრივ საყურადღებოა ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).

 

ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.

 

პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.

 

პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.

 

ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

 

სამოტივაციო ნაწილი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 28 ოქტომბრის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე შ--–-ა დ---------ეს არ გააჩნია საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელე ზ-------ა დ---------ეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

 

6.3. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.05.2014 წელს გაცემული № 2/2496-14 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი) სააღსრულებო წარმოება №A14039900), სადაც კრედიტორია სს ,,თი---------ი’’. კრედიტორის 2017 წლის 6 ივნისის განცხადებისა და ზ. აღნიშნული აღსრულების ქვემდებარე აქტით შ--–-ა დ---------ეს დაეკისრა 4140 ლარის გადახდა სს ,,თი---------ის სასარგებლოდ. სააღსრულები ფურცლის აღსრულების მიზნით დაყადაღებული იქნა მოძრავი ქონება, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის სააღსრულებო ფურცლით ზ-------ა დ---------ის განცხადების საფუძველზე შეჩერდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

 

6.4. სასამართლო მხარეებს მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.5. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, ზ-------ა დ---------ემ 2016 წლის 27 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარედ ჩართული იქნა მოვალე შ--–-ა დ---------ე და კრედიტორები - სს თი---------ი.

 

6... ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

-აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 29 ოქტომბერს შედგა მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვით, აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი ქონება: 1. სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’ თეთრი- 01 (ერთი) ცალი; 2.მაცივარი ,,სამსუნგი’’ ფირმის - 01 (ერთი) ცალი; 3.ტელევიზორი ,,სამსუნგი“ პლაზმური, შავი - 01 (ერთი) ცალი; 4.ტელევიზორი ,,ლჯ’’ ფირმის შავი ფერის - 01 (ერთი) ცალი; 5. გაზქურა ,,ნიკაი’’ ვერცხლისფერი - 01 (ერთი) ცალი; 6. ჟურნალის მაგიდა, ხის ოვალური. 7. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით. ხის დეტალებით. თეთრი ფერის. 8. ხის გასაშლ--–ი მაგიდა მუქი ყავისფერი. 9. ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით. წითელი (ყავისფერი) 7 ცალი.

დადგენილია, რომ აღნიშნული მოძრავი ქონებები მდებარეობს ზ-------ა დ---------ის რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქუჩა N35. აღნიშნულ მისამართზე ასევე რეგისტრირებულია შ--–-ა დ---------ე.

 

6.7. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით - 1. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;

ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები;

თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.

2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. აღნიშნული მოძრავი ნივთები შესანახად ჩაბარდა ლ--–- ხუჯაძეს.

 

6.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბერს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის ბაჩანა შონიას მიერ შედგა მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვით, აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი ქონება: 1. სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’ თეთრი- 01 (ერთი) ცალი; 2.მაცივარი ,,სამსუნგი’’ ფირმის - 01 (ერთი) ცალი; 3.ტელევიზორი ,,სამსუნგი“ პლაზმური, შავი - 01 (ერთი) ცალი; 4.ტელევიზორი ,,ლჯ’’ ფირმის შავი ფერის - 01 (ერთი) ცალი; 5. გაზქურა ,,ნიკაი’’ ვერცხლისფერი - 01 (ერთი) ცალი; 6. ჟურნალის მაგიდა, ხის ოვალური. 7. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით. ხის დეტალებით. თეთრი ფერის. 8. ხის გასაშლ--–ი მაგიდა მუქი ყავისფერი. 9. ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით. წითელი (ყავისფერი) 7 ცალი.

აღნიშნული მოძრავი ნივთები შესანახად ჩაბარდა ზ-------ა დ---------ეს.

 

6.9. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მიხედვით -1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. 2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.

 

6.10. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ამავე მუხლით არის დაწესებული, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები

 

6.11. მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა დაყადაღებული მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე დადასტურებულია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები იმყოფება მოსარჩელის საკუთრებაში მყოფ სახლში. მოპასუხე სს თი---------მა სარჩელი სცნო.

6.12. მოცემული დავის კანონშესაბამისად გადაწყვეტისათვის აუცილებელია მტკიცების სტანდარტის სწორად განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითა დაყადაღებული მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს - მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, კერძოდ:1. სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’ თეთრი- 01 (ერთი) ცალი; 2.მაცივარი ,,სამსუნგი’’ ფირმის - 01 (ერთი) ცალი; 3.ტელევიზორი ,,სამსუნგი“ პლაზმური, შავი - 01 (ერთი) ცალი; 4.ტელევიზორი ,,ლჯ’’ ფირმის შავი ფერის - 01 (ერთი) ცალი; 5. გაზქურა ,,ნიკაი’’ ვერცხლისფერი - 01 (ერთი) ცალი; 6. ჟურნალის მაგიდა, ხის ოვალური. 7. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით. ხის დეტალებით. თეთრი ფერის. 8. ხის გასაშლ--–ი მაგიდა მუქი ყავისფერი. 9. ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით. წითელი (ყავისფერი) 7 ცალი, წარმოადგენს ზ-------ა დ---------ის საკუთრებას, მოსარჩელის მტკიცებულებათა გამაბათილებელი, საპირწონე არანაირი მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.მოპასუხე სს თი---------მა სარჩელი სცნო.

 

6.13. როგორც აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. საკუთრებაში იგულისხმება, როგორც მოძრავი ასევე უძრავი ქონება. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ამასთან, პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.15. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ-------ა დ---------ე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს შ--–-ა დ---------ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე სს თი---------მა სარჩელი სცნო და იგი სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილით, სრულად უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ, უნდა დარჩეს უცვლ--–ი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 102-ე, 103-ე, 140-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ზ-------ა დ---------ის სარჩელი.

 

2. ყადაღისგან გათავისუფლდეს ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთები.

კერძოდ: 1. სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’ თეთრი- 01 (ერთი) ცალი; 2.მაცივარი ,,სამსუნგი’’ ფირმის - 01 (ერთი) ცალი; 3.ტელევიზორი ,,სამსუნგი“ პლაზმური, შავი - 01 (ერთი) ცალი; 4.ტელევიზორი ,,ლჯ’’ ფირმის შავი ფერის - 01 (ერთი) ცალი; 5. გაზქურა ,,ნიკაი’’ ვერცხლისფერი - 01 (ერთი) ცალი; 6. ჟურნალის მაგიდა, ხის ოვალური. 7. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით. ხის დეტალებით. თეთრი ფერის. 8. ხის გასაშლ--–ი მაგიდა მუქი ყავისფერი. 9. ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით. წითელი (ყავისფერი) 7 ცალი.

 

3. სახელმწიფო ბაჟი 125.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50.00 ლარი, შ--–-ა დ---------ეს გადახდეს ზ-------ა დ---------ის სასარგებლოდ.

 

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლ--–ი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე