გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
040210218002326893
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მარტი 2018 წელი ქ.ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
განმცხადებელი- მ----------------
წარმომადგენელი - ნ--------------–---
მოთხოვნა- იურიდიული მნიშვნელობის მქონე უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე 250-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ” დ”, ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით, და
გადაწყვიტა:
1.განმცხადებლის - მ---------------- მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2.დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ 1997 წლის 1 დეკემბერის მიწის (უძრავი ქონების) ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული რ----- ა-------- ძე ჩ--------- სახელზე და საარქივო ცნობა N1358713 გაცემული 2017 წლის 15 მაისს რ----- ა-------- ძე ჩ--------- სახელზე ეკუთვნის აწ/გარდაცვლილ გრიგოლ ჩხეტიანს (გარდ/მოწმობა - N5-----------
3.განმცხადებელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე როინ კახიძე
შენიშვნა:
განმცხადებლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე როინ კახიძე