გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002282532
საქმე №3/4-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.03. 2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასმართლო
მოსამართლე - ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი - ნათია ბერიძე
მოსარჩელე - რო-- მუ--–--ე
მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა“
წარმომდგენელი: გო-- მუ--–--ე, ტა-----– სი------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს.ს.ი.პ.,, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“
დავის საგანი - სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტის აღიარება
დავის საგანი - სრული სასწავლო კურსის დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებულ იქნეს რო-- მუ--–--ის (პ/ნ 5----------) მიერ ჭიათურის ზონის (რაიონი) სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) 1995-1996 სასწავლო წელს სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი და და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 1995-1996 სასწავლო წლებში დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის რაიონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის სრული კურსი. 20-- წლის 16 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა. განცხადებას თან ერთვოდა 20-- წლის 16 ოქტომბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 20-- წლის 28 ნ--------- წერილის მიხედვით სკოლაში არ იძებნება რო-- მუ--–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადსტურებელი დოკუმნტაცია და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
20-- წლის 29 ნოემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა არ დააკმაყოფილა რო-- მუ--–--ის 20-- წლის 16 ნ--------- განცხადება და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო, დაადასტურა ის გარემოება, რომ რო-- ია–-- ძე მუ--–--ე (პ/ნ 5----------) ნამდვილად სწავლობდა და დაასრულა „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლა“ 1995-1996 სასწავლო წელს. აღნიშნული გარემოება მისი განმარტებით დასტურდება „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ დირექტორის 1996 წლის 27 მაისის N-15 ბრძანება მე-11 კლასისი გამოცდაზე დაშვების შესახებ, საშუალო სკოლის ატესტატების გაცემის წიგნი გვ.65-66 ჩანაწერი, რომლითაც რო-- მუ--–--ეს მიღებული აქვს საშუალო განათლების ატესტატი N-0-----. ასევე, ატესტატის მოწომობის და ქების სიგელის ბლანკების აღრიცხვის წიგნის ჩანაწერების გვ. 96, რომლითაც დასტურდება, რომ რო-- მუ--–--ეს მიღებული აქვს ატესტატი N-0-----. სკოლაში ასევე, მოიძებნა რვა კლასის კურსდამთავრებულთა ატესტატების გაცემის წიგნი, რომლითაც დასტურდება, რომ რო-- მუ--–--ემ 1993 -1994 წლებში დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის რვა კლასი და მიიღო ატესტატი ნომრით N-0-----.
მოპასუხის განმარტებით, პედაგოგიური საბჭოს ოქმის ჩანაწერები და სკოლის დირექტორის სხვა ბრძანება რო-- მუ--–--ის სკოლის დამთავრების შესახებ სკოლაში არ იძებნება. ერთმნიშვნელოვანია, რომ სხვა ბრძანებას იმ დროისათვის დირექტორი არ გამოსცემდა. დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტითა და სკოლის ბეჭდით დასტურდება რო-- მუ--–--ისათვის N-0----- ატესტატის გაცემის ფაქტი. გარდა წარმოდგენილი დოკუმენტებისა სკოლის ამჟამინდელი მასწავლებლები-სი---- ჩა-----ე, გუ-–----- კა-----ე, რომლებიც უშუალოდ ასწავლიდნენ რო-- მუ--–--ეს, ადასტურებენ მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 20-- წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე რო-- მუ--–--ემ და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. განცხადებაში მიუთითა, რომ მან 1996 წელს დაასრულა ჭიათურის რაიონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის სრული კურსი. განცხადებას თან დაურთო სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის მიერ 20-- წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა N4-40 ცნობა.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, 20-- წლის 16 და 24 ნოემბერს წერილობით მიმართა ქ. ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა რო-- მუ--–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სკოლის 20-- წლის 24 და 27 ნ--------- N1------ და N1------ კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, რო-- მუ--–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა რო-- მუ--–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 20-- წლის 28 ნოემბერს N1------ წერილით ეცნობა ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს.
3.2. მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით დაწესებულებამ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მიუთითა, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან არ არის აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სკოლასა და მოსარჩელეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა. კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ დავაში სააგენტო არ წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს, მხარის მოთხოვნაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაიცემა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, მისი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ეს უკანასკნელი კი, დასახელებული დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ე (დაბ:14.03.19-- წელს, პ/ნ 5----------) რეგისტრირებულია ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში. სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 20-- წლის 16 ოქტომბრის N 4-40 გაცემული ცნობით დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ემ ნამდვილად დაამთავრა 1995- 96 სასწავლო წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რო-- მუ--–--ის პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ 17);
- სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის 16.10.17წ. N 4-40 ცნობა (ს.ფ 14);
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.2. „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ დირექტორის 1996 წლის 27 მაისის N-15 ბრძანებით დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ე დაშვებულ იქნა მე-11 კლასის გამოცდაზე. გამოცდის გავლის შემდეგ, ატესტატების მოწმობებისა ქების სიგელების ბლანკების აღრიცხვის წიგნით დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ეს მიღებული აქვს საშუალო სკოლის ატესტატი N -0-----. საშუალო სკოლის ატესტატების ჩასაწერი წიგნიდან დასტურდება რო-- მუ--–--ისათვის გაცემული საშუალო სკოლის ატესტატის N -0----- (ს.ფ.46) და სა შუალო სკოლის ატესტატში ნაჩვენები ცნობები. მათ შორის ცოდნის შეფასება ატესტატის მიხედვით სასწავლო საგნებში.
ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია რო-- მუ--–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ყველა ინფორმაცია.
რვა კლასის კურს დამთავრებულთა ატესტატების გაცემის წიგნით ასევე, დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ემ 1993 -1994 წლებში დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის რვა კლასი და მიიღო ატესტატი ნორით N-0-----. პედაგოგიური საბჭოს ოქმის ჩანაწერები და სკოლის დირექტორის სხვა ბრძანება რო-- მუ--–--ის სკოლის დამთავრების შესახებ სკოლაში არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ დირექტორის 1996 წლის 27 მაისის N-15 ბრძანება (ს.ფ 51);
- ატესტატების მოწმობებისა ქების სიგელების ბლანკების აღრიცხვის წიგნის 96-ე გვერდის ჩანაწერის ასლი (ს.ფ. 48);
- რვა კლასის კურს დამთავრებულთა ატესტატების ჩანაწერის წიგნი(ს.ფ.49)
- ასლი საშუალო სკოლის ატესტატების ჩასაწერი წიგნიდან (ს.ფ.45-47, 105);
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.3. დადგენილია, რომ საშუალო განათლების ატესტატში ასახული საგნების საბოლოო შეფასების მონაცემების თანახმად, რო-- მუ--–--ემ 1995 -1996 წელს დაამთავრა „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ (ამჟამდ ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) სრული კურსი და საშუალო განათლების ატესტატში ნაჩვენებია ცოდნის შემდეგი შეფასებები: ქართული ენა-4, ქართული ლიტერატურა-4, რუსული ენა-3 , რუსული ლიტერატურა 3 , ალგებრა 3, გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია - 4; მსოფლიოს ისტორია - 4; ფიზიკა - 3; ასტრონომია - 4; ქიმია - 3; ბიოლოგია - 4; გეოგრაფია- 4; უცხო ენა
(ინგლისური) - 4; ფიზ. კულტურა - 4; შრომითი სწავლება -4; დაწ. სამხედრო მომზადება - 4; ინფორმატიკა - 3;
დადგენილია, რომ მოცემული შეფასება საბოლოოდ ჩამოყალიბდა გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საშუალო სკოლის ატესტატების ჩასაწერი წიგნი (ს.ფ.46- 47,105)
3.3. დადგენილია, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 20-- წლის 16 ნოემბერს და 24 ნოემბერს წერილობით მიმართა ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა რო-- მუ--–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სკოლის 20-- წლის 24 და 27 ნ--------- კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება რო-- მუ--–--ის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, რო-- მუ--–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.11.20-- წ.24.11.20--წ. და 28.11.20-- წ. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილები (ს.ფ. 62-64)
- 24.11. 20-- წ. სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის MES 0 17 01------ წერილი (ს.ფ. 65)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.4. დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ემ 20-- წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა. განცხადებას თან დაურთო20-- წლის 16 ოქტომბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-- წლის 29 ნ--------- №01/328932/გ გადაწყვეტილებით რო-- მუ--–--ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, ვინაიდან ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა რო-- მუ--–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-- წლის 29 ნ--------- №01/328932/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13)
3.5. ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა“ წარმოადგენს „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის (რაიონი) სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 45)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა“-მ წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს რო-- მუ--–--ის (პ/ნ 5----------) მიერ - „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ (ამჟამდ ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) 1995-1996 წლებში სრული სასწავლო კურსის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
„საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ დირექტორის 1996 წლის 27 მაისის N-15 ბრძანებით დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ე დაშვებულ იქნა მე-11 კლასის გამოცდაზე. გამოცდის გავლის შემდეგ, ატესტატების მოწმობებისა ქების სიგელების ბლანკების აღრიცხვის წიგნით დადგენილია, რომ რო-- მუ--–--ეს მიღებული აქვს საშუალო სკოლის ატესტატი N -0-----. საშუალო სკოლის ატესტატების ჩასაწერი წიგნიდან დასტურდება რო-- მუ--–--ისათვის გაცემული საშუალო სკოლის ატესტატის N -0----- (ს.ფ.46) და საშუალო სკოლის ატესტატში ნაჩვენები ცნობები. მათ შორის ნაჩვენებია ცოდნის შეფასება ატესტატის მიხედვით სასწავლო საგნებში.
ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია რო-- მუ--–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ყველა ინფორმაცია, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია სრულიად საკმარისია სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
დადგენილია, რომ საშუალო განათლების ატესტატში ასახული საგნების საბოლოო შეფასების მონაცემების თანახმად, რო-- მუ--–--ემ 1995 -1996 წელს დაამთავრა „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ (ამჟამდ ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) სრული კურსი და საშუალო განათლების ატესტატში ნაჩვენებია ცოდნის შემდეგი შეფასებები: ქართული ენა-4, ქართული ლიტერატურა-4, რუსული ენა-3 , რუსული ლიტერატურა 3 , ალგებრა 3, გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია - 4; მსოფლიოს ისტორია - 4; ფიზიკა - 3; ასტრონომია - 4; ქიმია - 3; ბიოლოგია - 4; გეოგრაფია- 4; უცხო ენა
(ინგლისური) - 4; ფიზ. კულტურა - 4; შრომითი სწავლება -4; დაწ. სამხედრო მომზადება - 4; ინფორმატიკა - 3;
დადგენილია, რომ მოცემული შეფასება საბოლოოდ ჩამოყალიბდა გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდგომ. დაფიქსირდა ატესტატში და ატესტატი გაიცა კანონით დადგენილი წესით რაც დასტურდება კიდეც წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. კერძოდ, რო-- მუ--–--ეზე (დაბ:14.03.19-- წელს, პ/ნ 5----------) 1995-1996 სასწავლო წელს, „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) მიერ გაიცა საშუალო განათლების ატესტატი ნომრით N -0-----.
6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის რო-- მუ--–--ის მიერ „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის“ (ამჟამდ ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა) 1995-1996 სასწავლო წელს სრული სასწავლო კურსის დასრულებისა და მის სახელზე N 0----- საშუალო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი.
6.4. .„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).
ამდენად, მითითებული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რო-- მუ--–--ის მიერ „საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის (რაიონი) სოფელ მა--------ს საშუალო სკოლაში“ (ამჟამად ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა ს/კ 2--------) 1995-1996 სასწავლო წელს სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რო-- მუ--–--ეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რო-- მუ--–--ის (პ/ნ 5----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს რო-- მუ--–--ის (პ/ნ 5----------) მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს ჭიათურის ზონის სოფელ მა--------ს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა--------ს საჯარო სკოლა ს/კ 2--------) 1995-1996 სასწავლო წელს სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. რო-- მუ--–--ეს (პ/ნ 5----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 23 იანვარს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარი, (სს "თიბისი ბანკი", საგადასახდო დავალება №0, გადამხდელის ანგარიში GE9-------------------- ბანკის კოდი T-------, სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი T-------);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი