განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2018
საქმის ნომერი
100100118002285130
დავის ტიპი
237 3 ა , 179 3 გ , 179 2 ბ , 179 2 ა , 143 3 ა , 143 2 გ
თარიღი
17.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002285130

№1/11-2018 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07.06.2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ილია გელბახიანი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: კ-------------–---–ი;

მამის სახელი: ამირანი

დაბადებული: 31.07.1977 წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: არასრული უმაღლესი განათლება,პირადი ნომერი: № 5-----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: არ მქონე;

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჭ----------------–----------------

რეგისტრაციის მისამართი: ჭ----------------–----–----------------–-------------;

 

ბრალდებულის დამცველი ადვოკატები- ირმა შალამბერიძე, ტატიანა ასკურავა, სალომე ბოჭორიშვილი;

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით , მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. (ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 04 საათზე კ-------------–---–ი ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა საჩხერეში, ფეიქარის ქუჩაN1–ში მდებარე სს „ჩიხურას“ დარაჯს თამაზ გოგიშვილს, რომელიც ოთახში იმყოფებოდა ჩაძინებული. გადმოაგდეს იგი ლოგინიდან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ოთახში არსებული რკინის კარადების გასაღები. ვინაიდან თამაზ გოგიშვილს არ აღმოაჩნდა გასაღები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სცემეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით შეუკრეს ხელ–ფეხი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ფიზიკური ძალისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით შეძლეს რკინის კარადების გატეხვა, უკანონოდ შეაღწიეს საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დიდი ოდენობით სს "ჩიხურას" კუთვნილ თანხას – 74987 ლარის ექვივალენტ 27500 აშშ დოლარს, ასევე ი----------–---ს კუთვნილ, დიდი ოდენობით 10800 ლარის ექვივალენტ 4000 აშშ დოლარს, იქ არსებულ ი----------–---ს აწ გარდაცვლილი მამის – ტ------–------–--ის ცეცხლსასროლ იარაღს - პისტოლეტს TOZ KOROVIN, N360, ცეცხლსასროლი კალიბრი 6.35მმ - ღირებულს 5000 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამავდროულად მათ თან წაიღეს თამაზ გოგიშვილის კუთვნილი 100 ლარად ღირებული "ნოკიას" და "ალკატელის" ფირმის მობილური ტელეფონები.

 

2.მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 04 საათზე კ-------------–---–ი ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა საჩხერეში, ფეიქარის ქუჩა N1–ში მდებარე სს „ჩიხურას“ დარაჯს თამაზ გოგიშვილს, რომელიც ოთახში იმყოფებოდა ჩაძინებული. გადმოაგდეს იგი ლოგინიდან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ოთახში არსებული რკინის კარადების გასაღები. ვინაიდან თამაზ გოგიშვილს არ აღმოაჩნდა გასაღები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სცემეს , სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით შეუკრეს ხელ–ფეხი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ფიზიკური ძალისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით შეძლეს რკინის კარადების გატეხვა, უკანონოდ შეაღწიეს საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დიდი ოდენობით სს "ჩიხურას" კუთვნილ თანხას – 74987 ლარის ექვივალენტ 27500 აშშ დოლარს, ასევე ი----------–---ს კუთვნილ, დიდი ოდენობით 10800 ლარის ექვივალენტ 4000 აშშ დოლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამავდროულად მათ თან წაიღეს თამაზ გოგიშვილის კუთვნილი 100 ლარად ღირებული "ნოკიას" და "ალკატელის" ფირმის მობილური ტელეფონები.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

რაც შეეხება ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას, მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბრალდებულ კ-------------–---–ის მიმართ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა და ამ ნაწილში ბრალდებული უნდა გამართლდეს;

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულმა კ-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებაა და მის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება გამოყენებული;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის მოსაზრებას, გამოთქმულს საბოლოო სიტყვაში ბრალის უარყოფის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი) და მიაჩნია, რომ მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად; ამასთან აშკარად წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ, ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებებთან, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ კ-------------–---–ის მხრიდან ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ;

 

კერძოდ, მოწმე ივანე ჭიღლაძემ აჩვენა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ აიყვანა ორი დარაჯი ობიექტის დასაცავად; 2017 წლის 18 ნოემბერს ბრალდებული კ-------------–---–ი დღის საათებში მივიდა ღვინის ქარხანაში; თავიდან ვერ იცნო, შემდეგ მოიკითხეს ერთმანეთი; ბრალდებულს სულიკო ხახუტაშვილთან ჰქონდა პირადული საქმე და დაახლოებით ნახევარი საათი ცალკე საუბრობდნენ; არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ; საუბრის დამთავრების შემდეგ თბილისში წასასვლელად მისცა 50 დოლარი და 100 ლარი და დაემშვიდობა; კ-------------–---–ი ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა; არ უნდოდა სულიკო ხახუტაშვილი წაჰყოლოდა კობას, საქმე ჰქონდა დასამთავრებელი და ამიტომ მისცა თანხა ბრალდებულს თბილისში წასავლელად; სულიკო ხახუტაშვილი ცხოვრობს კახეთში, თანამშრომლობენ ერთმანეთთან; გადაწყვიტა ქარხნის წესრიგში მოსაყვანად გაეყიდა ცისტერნები; სულიკო ხახუტაშვილმა თანხმობა განაცხადა შეძენაზე; ავანსის სახით მისცა 15 000 აშშ დოლარი, კონვერტში მოთავსებული, რაც შეინახა ქარხნის ტერიტორიაზე სამუშაო კაბინეტის სეიფში; შემდეგ მისცა 3700 აშშ დოლარი; შემდეგ მიუტანა თიბისი ბანკის ლურჯ პარკში ჩადებული, ყვითელი რეზინით შემოჭერილი 15 000 აშშ დოლარი, რაც ასევე შეინახა სეიფში; სულ შენახული იყო 31 500 აშშ დოლარი; აქედან, მეორე სეიფში იდო 7000 აშშ დოლარი; სეიფში ასევე იყო აწ გარდაცვლილი მამის - ტ------–------–--ის კუთვნილი „ტოზის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, რისი გადაფორმებაც ვერ მოასწრო; საღამოს წავიდა მეგობრებთან ერთად სავახშმოდ; ქარხანაში დარჩა დარაჯი თამაზ გოგიშვილი, ღამით დაბრუნდა და იმედა ჭიღლაძესთან ერთად ტელევიზორში უყურეს საფეხბურთო გადაცემას; ღამის 01 საათზე წავიდა სახლში; დილის ხუთის რაღაც წუთებზე დაურეკა თამაზ გოგიშვილმა და უთხრა - "გამლახეს, დამაყაჩაღეს, ფული წაიღეს და ჩამოდიო"; 15 წუთში ჩავიდა, დახვდა თამაზი და მეორე ობიექტის დარაჯი; ჩასვლამდე დარაჯს სთხოვა პოლიციაში დაერეკა; მალევე მივიდა პოლიციაც; თამაზს სახეზე ნაიარევი ეტყობოდა და ხელებზე გაკოჭვის კვალი ჰქონდა; ოთახში სეიფები გადმოყრილი, ხოლო იარაღი და ფული წაღებული იყო; ერთი სეიფი წაქცეული და გატეხილი იყო; მეორეც გატეხილი იყო; ფულის კუპიურები იყო 100 აშშ დოლარიანები; თამაზი გოგიშვილი გასულა და როცა დაბრუნდა შემოყვნენ და თხოვდნენ სეიფის გასაღებს; გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს ეთანხმება; კ-------------–---–ს ნივთებთან შეხება არ ჰქონია; შენობაში არც შესულა; რკინის სატეხი შემთხვევამდე მისი ოთახის ფანჯრის რაფაზე იდო; ქლიბი გარეთ, პირველი სართულის მოაჯირზე მდებარე სეიფის თავზე იდო; შემდეგ ოთახში იქნა შეტანილი სეიფების გასატეხად; თუ ვინ ჩაიდინა ყაჩაღობა, ვერ იტყვის ხელს ვერავის დაადებს; გამოძიებაში დაასახელა კ-------------–---–ი, რადგან ადრე ქარხანაში არასდროს ყოფილა და სულიკო ხახუტაშვილი სხვაგანაც შეეძლო ენახა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი;

 

მოწმე თამაზი გოგიშვილმა აჩვენა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა ქარხანაში; მუშაობს დარაჯად დილიდან დილამდე; ქარხანაში იყვნენ სულიკო-კახელი ბიჭი, ივანე ჭიღლაძე და სხვები; საღამოს საათებში ამოვიდნენ იმედა და ვანიკო ჭიღლაძეები და ორი სხვა პირი; ერთი იყო ვანიკოს კლასელი; ფეხბურთს უყურებდნენ; პირველი ტაიმი რომ დამთავრდა წავიდნენ; თვითონ ქარხნის ტერიტორიაზე იყო; ღამის სამ საათზე ავიდა სახლში და მეუღლე ჩამოიყვანა სამსახურში - პურის საცხობში; ივანე ჭიღლაძე აღნიშნულზე არ გაუფრთხილებია, ადრე აფრთხილებდა; დაბრუნდა ქარხანაში, ი----------–---ს ოთახში წამოწვა ტახტზე და ჩააქრო შუქი; ამ დროს თავს დაესხა სამი პირი, დააგდეს ძირს, გადააფარეს ადიალა და ურტყამდნენ სახეში; ცემის დროს ზემოდან ასხდნენ და თავს არ აწევინებდნენ; ექვს ფეხს ხედავდა და აქედანაც იცის , რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ; ერთმა უთხრა მეორეს "მეტი აღარ დაარტყა, სისხლი სდისო"; დანა მიადეს ყელზე და ეუბნებოდნენ "არ იყვირო, თორემ ყელს გამოგჭრითო"; მოსთხოვეს სეიფის გასაღები, მერე ლომი და ჩაქუჩი; ესმოდა რახა-რუხი; მანამდე ხელები შეუკრეს ელექტრო შნურით, ხოლო ფეხები ნაჭრით; ასევე სკოჩითაც გაუკრეს ხელები და ფეხები; ერთს სვანური კილო ჰქონდა; აიღეს ოთახის გასაღები, ფანარი, კუთვნილი ორი მობილური ტელეფონი და წავიდნენ; ხელები გაიხსნა, ფეხებზე სკოჩი დანით გაჭრა და გადავიდა ფანჯრიდან; ჩავიდა მეორე ობიექტის დარაჯთან, რომელმაც დაარეკინა ივანე ჭიღლაძესთან; ივანეს უთხრა, რომ სცემეს და სეიფები გატეხეს; ივანემ მალევე გადაურეკა და უთხრა პოლიციაში დაერეკა; ჯერ პოლიცია მივიდა და შემდეგ ივანე ჭიღლაძე; აზერბაიჯანელების დარაჯის ჯიხური შორს არის მათგან; მან არ იცოდა სეიფებში თუ რამე იყო; რომ გაემხილა ივანეს, შიგნით არც შევიდოდა; ოთახი არეული იყო; სატეხი ეგდო ოთახში ორფრთიან სეიფთან, ასევე ოთახში ეგდო ქლიბიც; სატეხი შემთხვევამდე იდო სამუშაო ოთახის ფანჯრის რაფაზე, ხოლო ქლიბი გარეთ, ძველ სეიფზე იდო; კოვზი ეგდო ტახტზე, რომელიც მანამდე ჭიქაში იდო; ტელეფონები უპოვიათ სადღაც ჭიათურის სოფელში; გასაღებები კი არ უნახავთ; ერთ ყაჩაღს კეპკიანი ქუდი ჰქონდა; ყაჩაღები ოთახს მისი ფანრით ანათებდნენ;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ერეკლე სივსივაძემ აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ს იცნობს; 2017 წლის 18 ნოემბერს დაახლოებით ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე ნახა სოფელ დარკვეთის შესახვევში და მეგობრის ა/მანქანით წაიყვანა საჩხერეში "გალფის" ბენზინგასამართ სადგურამდე; მისივე თხოვნით ავიდა საჩხერეში მდებარე რესტორანში, ამირან ღუღუნიშვილთან, რომელმაც გადასცა 100 ლარი კ-------------–---–ზე გადასაცემად; ერთი საათის შემდეგ, როცა დაურეკა, ბრალდებულმა სთხოვა გამოევლო ღვინის ქარხანაში და დარკვეთამდე გაყვებოდა; როდესაც ქარხანამდე მივიდა, კ-------------–---–ი ეზოში იყო და სულიკოს ელაპარაკებოდა, რომელიც კახეთიდანაა; სულიკო თვითონაც მოიკითხა; კობა მარტო გამოვიდა ქარხნის ეზოდან და ერთად გავიდნენ დარკვეთისკენ; გზაში გადასცა 100 ლარი და დატოვა ისევ დარკვეთის შესახვევთან; შემდეგ აღარ უნახავს; კ-------------–---–ი სულიკოს შამპანის ეზოში ჭიშკართან ელაპარაკებოდა; იდგნენ აივნიდან დაახლოებით 10 მეტრში; იყო მუშა პროცესი; მუშებიც მუშაობდნენ; მისთვის უცხო ხალხი იყო;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლევან დევიძემ აჩვენა, რომ ბრალდებული კ-------------–---–ი მისი მეზობელია; 2017 წლის 18 ნოემბერს ჩაიყვანა თბილისში, მანამდე შეხვდნენ ერთმანეთს და თხოვა თბილისში წაყვანა; დაახლოებით 15 საათიდან 16 საათამდე დროის შუალედში წავიდნენ; მისი ა/მანქანაა ვოლვოს მარკის TW-248-TW; დაახლოებით 30 ლარის გაზი ჩაუტვირთა ბრალდებულმა; დარჩა კიდევ 25 ლარი; თბილისში ჩავიდნენ დაახლოებით საღამოს 18-19 საათზე; დატოვა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სადაც კ-------------–---–ი ვიღაცებს შეხვდა; თვითონ წავიდა პირად საქმეებზე და მოძრაობდა მანქანით თბილისში; შემდეგ მივიდა მეგობართან, გიორგი ქურციკიძესთან; მანამდე კობამ უთხრა, რომ შეიძლება უკანვე წამოყოლოდა; თბილისიდან რომ წამოვიდა, ღამის პირველი-ორი საათი იქნებოდა; კობა არ წამოყოლია; საჭესთან დასვა მეგობარი; ბრალდებულთან კავშირი აღარ ჰქონია; თბილისში ყოფნისას მას რამოდენიმეჯერ დაურეკა და მხოლოდ ერთჯერ უპასუხა და უთხრა მიეხედა თავის საქმისთვის და თუ წაყოლას დააპირებდა, თავად დაურეკავდა; რადგან აღარ დაურეკა, იფიქრა რომ არ მოდიოდა და წამოვიდა; ადასტურებს გამოძიებაში, 2017 წლის 22 ნოემბერს მიცემულ ჩვენებას;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ფირუზი ხახიშვილმა აჩვენა, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს იმყოფებოდა ზემო ბერეთისაში, მდინარე დუმალაზე სათევზაოდ; უკან რომ ბრუნდებოდა, საავტომობილო გზასთან ნახა ორი დაშლილი მობილური; ჩადო ელემენტი და არ იმუშავა; წაიღო სახლში, არ დაიტენა, როდესაც სიმ ბარათი გადაიტანა შვილის მობილურში, ამოყარა სახელები; ერთი იყო ლალი; გადარეკა და უთხრეს, რომ მობილურები მათია და საჩხერეში აეტანა; ერთი იყო „ნოკიას“ ფირმის, ხოლო მეორე არ ახსენდება; მდინარე გზიდან დაახლოებით 15-20 მეტრშია; ტელეფონები იყო თბილისის ცენტრალურ გზასთან ორ მეტრში - ტყეში; ნახა დაახლოებით დილის 11 საათზე; ტელეფონებში წყალი არ იყო ჩასული; სამი დღის შემდეგ მიიტანა პოლიციაში, მანამდე ვერ მიიტანა, რადგან გზის ფული არ ჰქონდა; გამომძიებელმა მობილურები დაათვალიერა მისი თანდასწრებით;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე კახაბერ ჩიხელიძემ აჩვენა, რომ ბრალდებული ცნობილია მეტსახელით, როგორც „პირწავარდნილი“; თბილისში ჩასვლამდე ორი კვირით ადრე დაელაპარაკა მარგანეცის საკითხზე ტელეფონზე, რომელიც დიდი ხანია გააჩნია; 10 წელი ევროპაში იყო; საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის აგვისტოში; მეგობრობს ნიკა მოდებაძესთან, რის შესახებაც იცოდა ბრალდებულმა და უთხრა ეთხოვათ მარგანეცის თაობაზე დახმარება; მან დაურეკა და შეახვედრა ერთმანეთს ნიკა მოდებაძე და კ-------------–---–ი; 2017 წლის 18 ნოემბერს დილით კ-------------–---–ი დაუკავშირდა, ხოლო საღამოს შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან; ბრალდებული ვიღაცამ მიიყვანა „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანით; იქვე საშაურმეში დასხდნენ და ისაუბრეს მარგანეცის თაობაზე; შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს; თვითონ გვიან ჩავიდა სოფელ კაცხში თავისი ავტომანქანით, შეხვდა ნიკა მოდებაძეს და დაელაპარაკა, რომელმაც უთხრა რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდოდა და შეიძლება ზარალზეც წასულიყვნენ; ისაუბრეს დაახლოებით 40 წუთი; შემდეგ გადავიდა კაცხში თავის სახლში; მალევე წამოვიდა საჩხერისკენ, უნდოდა ძველი ნაცნობი ენახა, სახელად „ბათმანა“; გზაში შეხვდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც უთხრეს რომ აღნიშნული პიროვნება ხუთი წლის წინ გარდაცვლილა; წავიდა თბილისში ახალი ტრასით ჭიათურის სოფლების გავლით. თბილისში ჩავიდა დაახლოებით დილის ოთხ ან ხუთ საათზე; 2017 წლის 18 ნოემბერს თბილისიდან მარტო გამოვიდა, იქნებოდა 21 საათი; დავით ციციშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მეგობრობენ ოჯახებით;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე დავით ციციშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–თან შეიძლება სადმე შეხვედრილები არიან; საჩხერე-ჭიათურაში არ ყოფილა; ჩვენებები გამოძიებაში წაიკითხა და სწორია; კ-------------–---–ი 2017 წლის 18 ნოემბერს ნახა თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, საშაურმეში; ისაუბრეს მარგანეცზე და დაშორდნენ; კახაბერ ჩიხელიძესთან მეგობრობს დიდი ხანია;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ნიკოლოზ მოდებაძემ აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ს იცნობს ჭიათურიდან; აქვთ ნორმალური ურთიერთობა; კახაბერ ჩიხელიძე ბავშვობის მეგობარია; წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებს, აღელვებული იყო, რადგან პირველად მოუწია პოლიციაში ყოფნა, თუმცა მათი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია; ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი; კ-------------–---–ი კახა ჩიხელიძესთან ერთად არ მისულა; არც მესამე პირი ყოფილა ვინმე, კახა მარტო იყო მისული, ნახევარი საათი ისაუბრეს და დაშორდნენ; წინასწარ გამოძიებაში დაკითხვისას გამომძიებელი კითხვებს უსვამდა და თან წერდა; დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით ერთი საათი; კახაბერ ჩიხელიძეს შეხვდა დაახლოებით 24 საათზე;

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ნიკოლოზ მოდებაძის გამოძიებაში 21.11.2017 წლის ჩვენების ოქმი: ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში მეუღლესთან და შვილთან ერთად, მუშაობს შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსად. სარგებლობაში აქვს შპს „ჯეოსელის“ ქსელში ჩართული ნომერი 577 23 44 14, რომელიც რეგისტრირებულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელზე; კახაბერ ჩიხელიძეს იცნობს, რომელიც სოფელ კაცხში ცხოვრობს; დაახლოებით 7-8 წელი იქნება, რაც წასული იყო და ცხოვრობდა უცხოეთში; დაბრუნდა 2017 წლის ზაფხულში; 2017 წლის 18 ნოემბერს ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ მეზობლის ქორწილში ქ. ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბანკეტო დარბაზში; ქორწილიდან ადრე წამოვიდნენ, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე; სახლში სოფელ კაცხში მივიდნენ 20 საათსა და 50 წუთზე; 18 ნოემბრის 00 საათზე ან შესაძლოა მ/წლის 19 ნოებრის 01 საათამდე პერიოდში დაურეკა კახაბერ ჩიხელიძემ მობილურ ტელეფონის ნომერზე 577 23 44 14-ზე თავისი მობილური ტელეფონის ნომრით 599 44 08 07 -ით და თხოვა თუ არ ეძინა შეხვედროდა რაღაც უნდა ეკითხა; რადგან არ ეძინა დათანხმდა; შეთანხმდნენ, რომ სოფელ კაცხში, ცენტრში ეკლესიასთან შეხვედროდნენ; წავიდა თავისი ავტომანქანით და ეკლესიასთან მივიდა დაახლოებით 5 წუთში, სადაც უკვე მისული იყო კახაბერ ჩიხელიძე, თავისი ავტომანქანით; დაილაპარაკეს მარგანეცის მოპოვებაზე, მან გაუწია კონსულტაცია; კახაბერ ჩიხელიძეს ახლდა მისი ნაცნობი ქ. ჭიათურაში მცხოვრები კ-------------–---–ი; სამივენი გადმოსულები იყვნენ მანქანებიდან და ერთმანეთში საუბრობდნენ; კახაბერ ჩიხელიძის ავტომანქანაში კიდევ იჯდა ერთი მამაკაცი, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა და არც მისალმებია, იგი უცხო იყო რადგან ჭიათურელი, რომ ყოფილიყო მიესალმებოდა მაინც; მათი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, სხვა რაიმე საუბარი ერთმანეთში არ ჰქონიათ; მალევე დაემშვიდობნენ ერთმანეთს;

 

აღნიშნული ჩვენებით, რაც კანონით დადგენილი წესითაა მოპოვებული (სხვა რაიმე არ დადასტურდა) უტყუარადაა დადგენილი გარემოება მასზედ, რომ ღამის საათებში, როცა დანაშაული მოხდა, ბრალდებული იმყოფებოდა ჭიათურაში და არა თბილისში;

 

იხ. საქმის ფურცელი N 197-200; ტომი N 1;

 

მოწმე დავით ცუხიშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს სს „ჩიხურაში“ დარაჯად დღეგამოშვებით; 2017 წლის 19 ნოემბერს, როცა მივიდა სამსახურში შენიშნა პოლიციის მუშაკები; უთხრეს რომ დააყაჩაღეს თამაზი გოგიშვილი; რკინის სატეხს წინა დღით იყენებდა და მერე დადო ი----------–---ს სამუშაო ოთახის ფანჯრის რაფაზე, გარედან; ფანჯარამდე ორ მეტრში მოაჯირი იყო; შემთხვევამდე ქლიბი იდო გარეთ, რკინის შკაფზე; რკინის სოლი სადარაჯო ჯიხურში ჰქონდათ ორი ცალი; ერთი აღარ იყო; თამაზის რომ გაესაუბრა უთხრა, რომ "დააყაჩაღეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს, გატეხეს ოთახში არსებული სეიფები და გაუტანიათ ფული დოლარებში"; მანამდე მოუთხოვიათ იარაღები სეიფების გასატეხად; დაზარალებულს უთქვამს , რომ "სოლი და მასეთი რამეები ქვემოთ არის, სადაც აზერბაიჯანელები მუშაობენო"; თამაზი გოგიშვილი გულით ნაოპერაციები იყო; დარაჯებმა ფულის შესახებ არ იცოდნენ; ღამე ი----------–---ს ოთახში იყვნენ, რადგან საყარაულოში რემონტი მიმდინარეობდა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გ--–----------–---–მა აჩვენა, რომ კ-------------–---–ის ბიძაა; ცხოვრობს თბილისში; კობა ნახა 2017 წლის 19 ნოემბერს სამსახურში 11-დან 12 საათამდე, წამოვიდნენ მასთან სახლში; ფული სახლში გადასცა კ-------------–---–მა; მეორე დღეს გახსნა პარკი, შიგ დოლარები იდო; მამისთვის კობა მანქანის ყიდვას აპირებდა; მოგვიანებით კობამ წაიღო 300 აშშ დოლარი; 3000 დოლარი ედო ქურთუკში, რომელიც კარადაში ეკიდა; ჩხრეკაზე მოსულმა პოლიციელებმა თანხა დალუქეს და ხელიც მოაწერეს; ფული თვითონ გადასცა პოლიციის მუშაკებს; გამომძიებელი, რასაც ყვებოდა იწერდა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე გ--–----------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული 21.11.2017 წლის ჩვენება: ცხოვრობს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლება მე-4ბ მიკრორაიონი N25/58-ში მდებარე ბინაში მეუღლესთან - მარინა ბარათაშვილთან, შვილებთან და რძალთან ერთად. დაახლოებით ცამეტი წელია სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 599 922-977, რომელიც ჩართულია „მაგთიკომის“ ქსელში; ძმა ა---------------–---–ი მეუღლესთან მაგული ასანიძესთან ერთად ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფელ გუნდაეთში; ა---------------–---–ს ყავს ორი ვაჟი გიორგი და კ-------------–---–ები. კობა მეუღლესთან - ია იობაშვილთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ჭიათურაში იაშვილის ქუჩაზე; 2017 წლის 19 ნოემბერს დილით იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით იქნებოდა 11:00 საათი მასთან სამსახურში მივიდა მისი ძმისშვილი - კ-------------–---–ი, რომელიც მარტო იყო. უთხრა საქმე მაქვს და გავიდეთო, ამიტომ გამოცილდნენ სამუშაო ადგილს, ჩამოვიდნენ სლავიანსკის ქუჩაზე და როდესაც განმარტოვდნენ მან გადასცა მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პატარა ზომის ცელოფნის პარკი, რომელსაც გარედან ეწერა „თიბისი ბანკი“, კობამ უთხრა, რომ საქმე გააკეთა, ამ პარკში დაახლოებით ექვსი ათას დოლარამდე თანხაა და შემინახეო, მამაჩემს მინდა „მიცუბიში იოს“ მარკის მანქანა ვუყიდო სამი ათასი დოლარის ფარგლებში, მანქანა შემარჩევიე და მანამდე ეს ფული შენთან იყოსო. ასევე თხოვა, რომ თანხის შესახებ არავისთვის ეთქვა, მათ შორის არც მათი ოჯახის წევრებისათვის. მას პარკი არ გაუხსნია ისე ჩაიდო ქურთუკის გულის ჯიბეში. შემდეგ კობამ მისი მობილურით დაურეკა მეუღლეს და შეეკითხა მოდიოდა თუ არა თბილისში. საუბრის დამთავრების შემდეგ კობამ უთხრა, რომ მისი ცოლშვილი ჩამოვიდოდა და საღამოს ესტუმრებოდნენ ოჯახში. შემდეგ კობა დაემშვიდობა და წავიდა გამვლელი ტაქსით.. სახლში რომ მივიდა იქნებოდა დაახლოებით 18:00 საათი. დახვდა მხოლოდ მეუღლე, მაგრამ მისთვის თანხის შესახებ არაფერი უთქვამს და კობას მიერ მოცემული ცელოფნის პარკი ისე რომ მასში არსებული თანხა არ დაუთვლია შეინახა თავის საძინებელ ოთახში მდებარე საძინებელი დივანის ქვეშ სათავსოში. დაახლოებით იქნებოდა 21:00 საათი, კ-------------–---–ი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა მასთან ოჯახში. მეუღლემ სუფრა გაშალა, ცოტა ღვინოც დალიეს და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კობა თავის ცოლშვილთან ერთად წავიდა. წასვლამდე კობამ თქვა, რომ იგი მასთან თუ იყო მისული ცოლშვილთან ერთად არავისთვის ეთქვა, რადგან მეორე დღეს მისი ძმის გიორგის დაბადების დღე იყო, ვერ ახერხებდა მისვლას და ამიტომ არ უნდოდა გაეგო ვინმეს მისი და ცოლშვილის თბილისში ყოფნის შესახებ. მეორე დილით 20 ნოემბერს ჩვეულებრივ 08:30 საათზე წავიდა სახლიდან სამსახურში. მანამდე მისი საწოლის სათავსოდან ამოიღო კობას მიერ მიცემული ცელოფანი, რომლიდანაც ამოიღო ფული, დათვალა და სულ იყო 5800 აშშ დოლარი, ყველა 100 დოლარიანი კუპიურები, რომლებიც ერთ დასტად შეკრული იყო მოყავისფრო ფერის რეზინით. აღნიშნული თანხიდან 3000 აშშ დოლარი შეინახა ბინის შემოსასვლელში კედელში ჩაშენებულ კარადაში დაკიდებულ დუტის ქურთუკის შიგა მარჯვენა ჯიბეში, რომელსაც შემოაკრა ისევ ის რეზინი, რომლითაც მთლიანი თანხა იყო შეკრული, ხოლო დანარჩენი 2800 აშშ დოლარი ჩადო ისევ „თიბისი ბანკი“-ს ცელოფანში და შეინახა ისევ მისი საწოლი დივანის ქვემოთ სათავსოში. აღნიშნული 3000 აშშ დოლარი ცალკე იმიტომ შეინახა, რომ კობას უნდა წაყოლოდა ავტომანქანის სანახავად და შესაძენად, რომელსაც მამისთვის უნდოდა ავტომანქანის ყიდვა აღნიშნული თანხის ფარგლებში. შემდეგ წავიდა სამსახურში. დაახლოებით იქნებოდა 10:00 საათი მობილურზე დაურეკა ძმამ ამირანმა ნომრით 558 600-253 და უთხრა, რომ თბილისში მოდიოდა შვილის გიორგის დაბადების დღეზე და დახვედროდა, ისიც დაეთანხმა; დაახლოებით იქნებოდა 13:00 საათი, დაურეკა კობამ მეუღლის ტელეფონის ნომრით 577 037-010 და უთხრა, რომ 100 დოლარი დასჭირდა მისი თანხიდან და წაიღებდა. მეუღლეს დაურეკა ტელეფონის ნომერზე 551 079-627 და უთხრა, რომ კობა მივიდოდა და მათი საწოლი დივანის ქვემოთ სათავსოში მოლურჯო ცელოფნის პარკში არსებული თანხიდან მიეცა 100 აშშ დოლარი. რამოდენიმე წუთში გადაურეკა და მეუღლემ უპასუხა, რომ კობა მისულა და 100 დოლარის ნაცვლად წაუღია 300 დოლარი, რაზედაც მეუღლეს უთხა, რომ ეგ ფული კობასია და რა პრობლემაა რამდენიც უნდა წაიღოსო. საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა ძმასთან ერთად; დაახლოებით იქნებოდა 19:00 საათი, ბინაში მივიდნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები; გამომძიებელმა განუმარტა, რომ მათი ინფორმაციით ბინაში ინახებოდა საჩხერეში "ჩიხურას" ქარხნიდან ყაჩაღური თავდასხმისას გატაცებული ფულადი თანხა, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, ამიტომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა; გამომძიებელმა წარმოუდგინა დადგენილება ბინის ჩხრეკის შესახებ, რომელსაც გაეცნო და ხელი მოაწერა. ასევე თანხმობა განაცხადა, რომ ჩატარებულიყო ჩხრეკა საცხოვრებელ ბინაში. გამომძიებელს ნებაყოფლობით წარუდგინა თავისი კუთვნილი თანხა 815 ლარი, რომელიც ჰქონდა ტანთცმული ჯინსის შარვლის მარცხენა გარეთა ჯიბეში. ასევე ნებაყოფლობით წარუდგინა კ-------------–---–ის მიერ შესანახად მიცემული თანხა 5500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ნაწილი 3000 აშშ შენახული ჰქონდა ბინის შემოსასვლელში მდებარე კედელში ჩაშენებული ტანსაცმლის კარადაში დაკიდებულ თავისი დუტის ქურთუკის შიგნითა მარცხენა ჯიბეში, ხოლო 2500 დოლარი შენახული ჰქონდა საძინებელში, საწოლი დივანის ქვემოთ სათავსოში და მოთავსებული იყო იმავე მოლურჯო ფერის „თიბისი ბანკის“ წარწერიან ცელოფნის პარკში, რომლითაც გადასცა კ-------------–---–მა. შემდეგ გამომძიებელმა, პოლიციელებთან ერთად ჩაატარა ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი მეუღლე მარინა და ძმა ამირანი; სხვა რაიმე ნივთი ან საგანი ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ ყოფილა. გამომძიებელმა მის მიერ წარდგენილი თანხა 815 ლარი და 5500 აშშ დოლარი რომელსაც შემოაკრა რეზინი, რომელიც მანამდე ჰქონდა შემოკრული, მოათავსა იმავე მოლურჯო ფერის „თიბისი ბანკის“ წარწერიან ცელოფნის პარკში და დალუქა ჩხრეკის მონაწილეთა თანდასწრებით და ლუქზე მონაწილეებმა გააკეთეს ხელმოწერები. გამომძიებელმა ჩხრეკის თაობაზე შეადგინა ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი; ჩხრეკისას რაიმე წინააღმდეგობას და იძულებას ადგილი არ ჰქონია, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, პოლიციელთა მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია და ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია;

 

მოწმემ ჩვენება დაადასტურა; ამასთან განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების პროცესში მეუღლე ცუდად გახდა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება;

 

იხ. საქმის ფურცელი N 167-171, ტომი N1;

 

მოწმე სულიკო ხახუტაშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ს იცნობს, ბოლოს ნახა საჩხერეში შამპანის ქარხნის ეზოში; კ-------------–---–ი 2017 წლის 18 ნოემბერს იყო ასული ქარხანაში; მივიდა მასთან და დაიწყეს საუბარი, კობამ თხოვა თბილისში წაეყვანა, რაზეც უარი უთხრა, რადგან ავად იყო; კობასთან მეგობრობს; თვეზე მეტი იყო გასული, არ ენახათ ერთმანეთი; გაეგო რომ იქ დაიწყო მუშაობა და 18 ნოემბერს ავიდა სანახავად; ივანე ჭიღლაძემაც ნახა და გადაეხვივნენ ერთმანეთს; დაზარალებულმა ბრალდებულს ფული მისცა, თუ არა, არ იცის; კ-------------–---–ი და ივანე ჭიღლაძე ივანეს ოთახში არ შესულან, აივნიდან ორ მეტრში მოაჯირთან იდგნენ; ქარხნიდან გაჰქონდა ცისტერნები და სხვა ნივთები და თანხას უხდიდა ივანე ჭიღლაძეს; გადახდილი აქვს 38000 აშშ დოლარი, ერთჯერ შვილმა გადაურიცხა; დანარჩენი მან ჩაუტანა; 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში გადასცა 15000 ა.შ.შ დოლარი, 16 ნოემბერს შვილმა გადაურიცხა 3700 ა.შ.შ დოლარი; 17 ნოემბერს შამპანის ქარხანაში მიუტანა და გადასცა კიდევ 15000 ა.შ.შ დოლარი; ეს თანხა გამოტანილი ქონდა თიბისი ბანკიდან და ჩადებული იყო კონვერტში, რეზინი არ ეკეთა; ივანემ აღნიშნული თანხა ჩაიდო პიჯაკის ჯიბეში; ფულს სად ინახავდა ივანე ჭიღლაძე, არ იცოდა; 2017 წლის 18 ნოემბერს დღის პირველ საათზე ივანე ჭიღლაძემ თავის სამუშაო ოთახში დაუძახა, სადაც ტელევიზორი და ორი სეიფი იდგა, ხატების კუთხეც იყო, უთხრა დოლარები ლარებში გადაეხურდავებინა; სეიფი გააღო, საიდანაც ფული გამოიღო, მანაც 400 ა.შ.შ დოლარი გადაუხურდავა; კიდევ 600 აშშ დოლარი გადაახურდავებინა, ეს ფული გამოიღო მეორე სეიფიდან, სეიფში რა იყო არ ჩანდა; დოლარები ჯერ ერთი სეიფიდან გამოიღო და დაუხურდავა, მერე მეორე სეიფიდან და ისიც დაუხურდავა; დარჩენილი თანხა ივანე ჭიღლაძემ უკან შეაბრუნა; ოთახში ოთხი კაცი იჯდა კიდევ, ერთი იყო იმედა ჭიღლაძე, რომელსაც ფული დაათვლევინა, გამოართვა და შედო სეიფში; ივანემ ასევე თქვა, რომ 13000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში უნდა გადაერიცხა და რამდენი იქნებაო; მან უპასუხა; ლარები დაზარალებულმა იქვე მყოფ პირს გადასცა; ღამის 24:30 საათზე ივანემ დაურეკა ტოტალიზატორთან დაკავშირებით და უთხრა ჩამოდიო, მან უარი უთხრა; შემდეგ ავიდა მისი გაგზავნილი კაცი და 200 ლარი გაატანა; მანამდე კი ფსონის დასადებად 100 ლარი მისცა; მეორე დღეს ი----------–---სა და თამაზ გოგიშვილისგან გაიგო, რომ ქარხნის დარაჯი დაუყაჩაღებიათ და სეიფებიდან 31500 აშშ დოლარი წაუღიათ; დაზარალებული ცისტერნებს ყიდდა სხვა ფასში და ეუბნებოდა სხვა ფასი ეთქვა; ასევე სთხოვა გაყიდული ცისტერნების სწორი ოდენობა ი----------–---ს დედისთვის არ გაემხილა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მარინე ბარათაშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ის ბოცოლაა; 2017 წლის 19 ნოემბერს დაახლოებით დილის 11 საათზე, თბილისში სახლში მასთან მივიდა კ-------------–---–ი მის მეუღლესთან, გ--–----------–---–თან ერთად; კობა ვანაში შევიდა მოსაწესრიგებლად; შემდეგ მეუღლე წავიდა და მალე კობაც წავიდა; გასვლისას კობამ უთხრა, რომ თუ ვინმემ გკითხოს ჩემზე, გვიან ღამით მოვიდა ნასვამი, დაიძინა და არსად წასულაო, ასე უთხარიო; ცოლთან მიმართებაში კი უთხრა, რომ თუ იკითხავდა ეთქვა, რომ მათთან იყო; მეორე დღეს მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ კობა მივიდოდა და თანხას წაიღებდა, მისია და მიეციო, ჯერ ას დოლარზე უთხრა, შემდეგ 300 დოლარზე; ორმოც წუთში ბინაში მივიდა კ-------------–---–ი, წაიღო 300 დოლარი, ფული იყო საწოლის სათავსოში, რომელიც იდო თიბისი ბანკის პარკში; მანაც მისცა; საღამოს ვახშამზე რომ ისხდნენ მივიდნენ პოლიციელები; მათთან ერთად იყო მისი მაზლი ა---------------–---–ი; იკითხეს იარაღი და ფული, ძალიან დაიბნენ; რაღაც საბუთი ქონდათ; მეუღლემ უთხრა რომ ფული მას ჰქონდა, წარუდგინა ფული საწოლის სათავსოდან, მეორე ნაწილი ფულის შენახული ჰქონდა ქურთუკის ჯიბეში, რომელიც ეკიდა კარადაში; თანხა დათვალეს, თვითონაც ესწრებოდნენ; თანხა რამდენი იყო აღარ ახსოვს, ერთი იყო 3000 აშშ დოლარი და მეორე 2500 დოლარი, ზუსტად არ იცის; თანხა დალუქეს და ხელი მოაწერინეს; აღნიშნული ფული კობასი ყოფილა, ა/მანქანის შესაძენად ჭირდებოდა; ფული იდო თიბისი ბანკის ლურჯ პარკში; პოლიციელებმა უთხრეს რომ ქუთაისიდან იყვნენ, ერთმა დოკუმენტიც კი აჩვენა; ჩხრეკის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მაგული ბარათაშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ის დედაა; ოჯახში ცხოვრობენ ის და მისი მეუღლე ა---------------–---–ი; ერთი შვილი, გიორგი მშენებლობაზე მუშაობს თბილისში, ხოლო კობა მუშაობს მარგანეცზე ჭიათურაში; კობა ნოემბერში იყო მათთან სახლში სოფელ გუნდაეთში; მეუღლეს ავტომანქანა ჰყავდა და თუ არ ცდება, ნოემბერში გაყიდა; ზუსტად არ ახსოვს, დაახლოებთ 2500 აშშ დოლარი აიღო; მათთანაც ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა, მაგრამ რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ა---------------–---–მა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ის მამაა; ა/ მანქანა გაყიდა 2017 წლის აგვისტოში ზესტაფონში 2500 აშშ დოლარად; მისთვის თანხა არ მიუციათ, თუ სწორად იცის, შვილს მისცეს; 2017 წლის 20 ნოემბერს გ--–----------–---–მა დაურეკა, რომ ა/მანქანა გამოჩნდა და თბილისში ჩასულიყო;ძმასთან ჩავიდა იმავე დღეს საღამოს საათებში, ამ დღეს შვილ გიორგის დაბადების დღე ჰქონდა; ძმასთან როცა ისხდნენ სუფრასთან, მივიდნენ პოლიციელები და დაიწყეს ჩხრეკა; ძმამ ფული გამოუტანა, ჯიბეში მქონდაო 3000 აშშ დოლარი, მერე კიდე გამოიტანა პარკში ჩადებული დოლარები; ყველა 100 დოლარიანი კუპიურები იყო; მათი თანდასწრებით დათვალეს, ჩადეს პარკში, დაილუქა და მოაწერინეს ხელი; ფული ერთმა პოლიციელმა დათვალა; ლურჯ პარკში ჩადეს; რეზინი თუ ჰქონდა არ დაუნახავს; ფული პარკში გამომძიებელმა ჩადო;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ია იობაშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ის მეუღლეა; 2017 წლის 19 ნოემბერს მეუღლემ დაურეკა, რომ თბილისში ჩასულიყო; მანამდეც დაურეკა; მეორე დღეს დილით ბავშვებთან ერთად წავიდნენ თბილისში მარშუტკით; კობა დახვდათ დიდ დიღომში ტაქსით, წავიდნენ მეუღლის ბიძასთან, გ--–----------–---–თან; ტაქსში მეუღლემ გადასცა 1700 აშშ დოლარი სესხის გასასტუმრებლად და ბავშვების საყიდლებისთვის; მეორე დღეს ბავშვებთან ერთად წავიდნენ ლილოს ბაზრობაზე და მერე დაბრუნდნენ ჭიათურაში ტაქსით; დარჩა ფული 1000 აშშ დოლარი; კობა მობილურის ნომრებს ხშირად იცვლიდა; პოლიციელები ზეწოლას ახდენდნენ მასზე, ემუქრებოდნენ შვილით, და რომ მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ჩვენება მიეცა; 2017 წლის 20 ნოემბერს მათ ოჯახში ჩატარდა ჩხრეკა; ჩხრეკის მიმდინარეობას იღებდა პოლიციელი მობილურით, მაგრამ დაუჯდა და მეორემ უსაყვედურა, რომ ჩხრეკა ბოლომდე უნდა გადაეღო; ჩრეკისას უთხრეს რომ წარმოედგინა ფული და იარაღი; 1000 აშშ დოლარი გადასცა, იარაღი არ ჰქონდათ;მეუღლემ დაურეკა და თხოვა მობილურის წაღება, სახლში ჰქონდა დარჩენილი;

მობილურის ნაწილში მოწმის ჩვენება არ შეესაბამება საქმეში არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს (განხორციელებული ზარები და ანძების მონაცემები მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობაზე);

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ამირან ღუღუნიშვილმა აჩვენა, რომ ბრალდებულ კ-------------–---–ს იცნობს ბავშვობიდან; თხოვა ფული და ასესხა 100 ლარი; ტელეფონით თხოვა მჭირდებაო და მისცა;

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ამირან ღუღუნიშვილის მიერ გამოძიებაში მიცემული 22.11.2017 წლის ჩვენება: ცხოვრობს ჭიათურაში ლეჟუბნის ქუჩა N 13-ში ოჯახთან ერთად; მ/ წლის 17 ნოემბერს მობილურ ტელეფონზე ნომერზე 599-681- 082-ზე დაუკავშირდა ნაცნობი ჭიათურაში მცხოვრები კ-------------–---–ი, რომელმაც სთხოვა მისთვის ესეხსებინა ფულადი თანხა 100 ლარი, უთხრა, რომ ძალიან ჭირდებოდა აღნიშნული თანხა, რომ არაფრის საშუალება არ ჰქონდა; შეპირდა მეორე დღეს მ/ წლის 18 ნოემბერს მისულიყო მასთან და მიცემდა აღნიშნულ თანხას; მ/ წლის 18 ნოემბერს მასთან მივიდა შავი პატარა ავტომანქანით უცნობი პიროვნება, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ კ-------------–---–მა გამოაგზავნა მასთან, რომ გაეტანებია ნასესხები 100 ლარი; აღნიშნულ პიროვნებას გაატანა კ-------------–---–თან მისატანად 100 ლარი, ამის შემდეგ კ-------------–---–ი აღარ დაკავშირებია.

მოწმემ დაადასტურა ჩვენების სისწორე;

 

იხ. ტ.1 საქმის ფურცელი N 236

 

მოწმე გელა გაბუნიამ აჩვენა, რომ ქუთაისის შსს სამმართველოს პოლიციელია; 2017 წლის 19 ნოემბერს თათბირზე შეიტყვეს, რომ საჩხერეში მოხდა ყოფილი ღვინის ქარხანაში წარმოების დარაჯზე ყაჩაღური თავდასხმა, საიდანაც წაუღიათ ფულადი თანხა; შეიქმნა ჯგუფი; თბილისში მუხიანის დასახლებაში ბრალდებულის ბიძის, გ--–----------–---–ის ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა; 2017 წლის 20 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 7 საათზე მივიდნენ ბინაში, ახლდათ გამომძიებელი კახა თუთბერიძე; ბინაში იყო გ--–----------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ერთად; მათ წინადადებაზე გ--–----------–---–მა კედელში ჩაშენებულ კარადაში არსებული ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო აშშ დოლარები რეზინით შემოხვეული, მისი განმარტებით იყო 3000 აშშ დოლარი; შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა 2500 აშშ დოლარი; ასევე ჯიბიდან ამოიღო 800 ლარი; გამომძიებელმა ფულს შემოახვია რეზინა და ჩადო თიბისი ბანკის ცელოფნის პარკში, რაც დაილუქა და ხელი მოაწერეს დამსწრეებმა, ოჯახის წევრებმაც, მათ მიერ პრეტენზიები გამოთქმული არ ყოფილა; თანხა იყო 100 დოლარიანი კუპიურები;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ზაური მიგინეიშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის შსს სამმართველოში გამომძიებლად; 2017 წლის 19 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ საჩხერეში მოხდა ყაჩაღობა; ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღეს დავალება თბილისში, ბრალდებულის ბიძის, გ--–----------–---–ის ბინის ჩხრეკაზე; მივიდნენ; ბინაში დახვდათ გ--–----------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ერთად; მათ გააცვნეს ჩხრეკის დადგენილება და აუხსნეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ; წინადადებაზე გ--–----------–---–მა შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო 800 ლარამდე თანხა; შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადიდან ამოიღო მოყავისფრო რეზინაში შეხვეული 100 დოლარიანები - სულ 3000 აშშ დოლარი; შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა თიბისი ბანკის ცელოფნის პარკში ჩადებული 2500 აშშ დოლარი; ყველა ეს თანხა შეკრა რეზინით, ჩადო ცელოფანში და ფული ერთად დალუქა; სასწრაფო იყო მისული და გელას მეუღლეს გაუწია დახმარება; ამ დროს თვითონ ქვემოთ იყო ჩასული;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე როინი დვალმა აჩვენა, რომ საჩხერის შსს რაიონული სამმართველოს პოლიციელია; 2017 წლის 20 ნოემბერს 19 საათზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ კ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩრეკაში. ჭიათურაში ტოლსტოის ქუჩაზე; ბინა იყო მე-9 სართულზე; ბრალდებულის მეუღლეს წარუდგინეს ჩხრეკის დადგენილება და განუმარტეს უფლება- მოვალეობები; განემარტა ასევე, რომ ჩხრეკა ტარდებოდა საჩხერეში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით; მისცეს წინადადება წარმოედგინა ფულადი თანხა და იარაღი; ბრალდებულის მეუღლემ წარმოადგინა თანხა 1000 აშშ დოლარი, 100 დოლარიანი კუპიურები, რის შემდეგაც ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში; ფული ადგილზე დაილუქა და მოაწერეს ხელი; თანხაზე ქალბატონმა განმარტა, რომ ფული მისცა მისმა მეუღლემ იმ დღეს თბილისში; ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი ტარას წერეთელი, თანხა დაითვალა გამომძიებელმა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზვიად ტაბატაძემ; ამასთან განმარტა, რომ ბინაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის სიმამრი;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზურაბ ქვათაძემ;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე თორნიკე ცერცვაძემ აჩვენა, რომ საჩხერის შსს რაიონული სამმართველოს პოლიციელია; 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ნახეს კ-------------–---–ი; ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის საფულე, რომელშიც იდო 35 ლარი; 2 ხატი, პლასტიკური ბარათები; „ნოკიას“ ფირმის“ შავი ფერის მობილური ტელეფონი სიმბარათის გარეშე, სიმბარათი დაწებებული იყო გარედან; ქაღალდი, რომელზეც ორი ტელეფონის ნომერი იყო მითითებული; ამოღებული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პარკში და მოაწერეს ხელი; კ-------------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია; ჩხრეკა ჩატარდა საღამოს საათებში, ახალი დაღამებული იყო; ტელეფონის ნომერი დაკრული სიმბარათიდან, კ-------------–---–მა თვითონ უთხრა; ასევე განმარტა, რომ ეს იყო მისი ნომერი;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე კახაბერ თუთბერიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის შსს სამმართველოში გამომძიებლად; 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისში მუხიანის დასახლებაში ჩატარდა ჩხრეკა გ--–----------–---–ის ბინაში გადაუდებელი აუცილებლობით; ბინაში იყო გ--–----------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ა---------------–---–თან ერთად; ჩხრეკის დაწყებამდე გ--–----------–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა 815 ლარი; შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადაში ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო 3000 აშშ დოლარი, 100 დოლარიანი კუპიურები, შემოხვეული იყო რეზინის სამაგრით; შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა ცელოფნის პარკში ჩადებული 2500 აშშ დოლარი; ყველა ეს თანხა შეკრა რეზინით, ჩადო იმავე ცელოფანში და ფული ერთად დალუქა, რაზეც ხელი მოაწერეს; ჩხრეკაც ჩატარდა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა; გამოკითხულმა გ--–----------–---–მა განმარტა, რომ დოლარები წინა დღეს გადასცა ძმისშვილმა კ-------------–---–მა, ცელოფნის პარკი იყო მოლურჯო ფერის, თიბისი ბანკის წარწერიანი; რეზინით შეიკრა 5500 აშშ დოლარი და დაილუქა პარკში; თანხას თვითონ ითვლიდა სასტუმრო ოთახში გ--–----------–---–ის თანდასწრებით;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლაშა ჩხეიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის შსს სამმართველოში გამომძიებლად; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, კერძოდ თბილისში პეტრიწის ქუჩაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარა კ-------------–---–ს; ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი ზედ დაკრული სიმბარათით, უთხრა რა ნომერიც იყო; სათვალე, პლასტიკური ბარათები და სხვა ნივთები; ნივთები დაილუქა, ხელი მოაწერეს ყველა პირმა, ასევე ჩხრეკის ოქმზეც იქნა ხელი მოწერილი ყველა დამსწრე პირის მიერ; მოგვიანებით დაკითხა ბრალდებულის მამა ა---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მოსკოვიდან დაბრუნდა, ყავდა ჯიპის მარკის ა/მანქანა; რომელიც გაყიდა და უნდა აეღო 2300 თუ 3300 აშშ დოლარი; შვილმა წაიღო და უთხრა რომ აღნიშნული ფულით დაბალძრავიან ა/მანქანას უყიდდა; ჩასულა თბილისში, მივიდა ძმასთან, რა დროსაც პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა და ამოღებული იქნა თანხები;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე იოსებ ალავიძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის შსს სამმართველოს უფროსის მოადგილედ; პირადად მის მიერ იქნა დაკავებული კ-------------–---–ი; 2017 წლის 19 დეკემბერს, საჩხერეში შემოვლის დროს იმყოფებოდნენ საჩხერის საავადმყოფოში, მიმღებთან იდგა ბრალდებული, იქნებოდა დაახლოებით 19 საათი; დააკავეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა; ჰქონდა ბლოკნოტი, დანა და თანხა; დაკავების თაობაზე იყო სასამართლოს განჩინება;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე კახა კაპანაძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის შსს სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად; 2017 წლის 19 დეკემბერს საჩხერის შსს განყოფილების უფროსის მოადგილე იოსებ ალავიძესთან ერთად მოძრაობდა საჩხერეში; საავადმყოფოს ეზოში მიმღებთან შენიშნეს კ-------------–---–ი; დააკავეს სასამართლო განჩინების საფუძველზე; ჩაუტარეს ჩხრეკა, ამოღებული იქნა დანა, ბლოკნოტი და თანხა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა საჩხერის რაიონულ სამმართველოში;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე დარისპან ცუცქირიძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის შსს სამმართველოს უფროსის მოადგილედ; მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ საჩხერეში მდებარე, ყოფილი შამპანის ქარხანაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ კ-------------–---–ი და კახაბერ ჩიხელიძე; თანხა უნდა ყოფილიყო ბრალდებულ კ-------------–---–ის მშობლების ოჯახში, სოფელ გუნდაეთში ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა; ახალი ინფორმაციით გატაცებული თანხა უნდა ყოფილიყო თბილისში ბრალდებულის ბიძასთან გ--–----------–---–თან; სადაც ამოღებული იქნა თანხა 5500 აშშ დოლარი; ჭიათურაში, ბრალდებულის მეუღლისგან ამოღებული იქნა 1000 აშშ დოლარი; ნაწილობრივ დაზარალებულსაც ჰქონდა მოსაზრება, რომ შესაძლოა კ-------------–---–ს ჩაედინა ეს დანაშაული;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე შორენა კვიცარიძემ აჩვენა, რომ მუშაობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტად; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ 2017 წლის 04 დეკემბერს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გაცემული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა ; სეროლოგიური გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ...ლითონის ქლიბი... „მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეულ გენეტიკურ პროფილში კახაბერ ჩიხელიძისა (ობ.N27; პაკეტი, წარწერით: ...“კახაბერ ჩიხელიძის ნერწყვის ნიმუში...“) და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28; პაკეტი წარწერით:...“ თამაზ გოგიშვილისგან მარცხენა ხელის ვენიდან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ-------------–---–ის (ობ.N26; პაკეტი წარწერით ...“კ-------------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით...“მოთეთრო ფერის დენში შესაერთებელი ე.წ. „ვილკა“....მოთავსებულ საგანზე ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ. N 2-ის პროფილში კ-------------–---–ის (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ მოთეთრო ფერის ელექტრო კაბელი და სკოჩის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ სადენზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

ამავე პაკეტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ერთ-ერთ ფრაგმენტზე არსებული ღია მოწიტალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თამაზ გოგიშვილს (ობ.N28); წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებულ თმებზე (ობ.N5,6) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში მოთავსებულ პარკის ფრაგგმენტებსა და წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო კ-------------–---–ისა (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ლითონის დანა “მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N8) სისხლს არ წარმოადგენს. დანაზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ N9-ის პროფილში კ-------------–---–ისა (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით: „...ხის ფრაგმენტი შიგ მოთავსებული ლითონის ღეროთი..“ მოთავსებულ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

პაკეტში წარწერით: ...“ლითონის კოვზი..“ მოთავსებულ კოვზზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) შერეულ გენეტიკურ პროფილში კახაბერ ჩიხელიძისა (ობ.N27) და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ-------------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ლურჯი ფერის პარკი წარწერით „თბისი ბანკი“...მოთავსებულ პარკზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით:“...იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა (ობ.N13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თამაზ გოგიშვილს (ობ.N28);

 

პაკეტში წარწერით: „...ჭრელი ქსოვილის ნაჭერი...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N4,15) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში წარწერით:“...ლითონის სატეხი...“ მოთავსებული მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და კ-------------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N16-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

პაკეტში წარწერით: „...პლასტმასის ტარიანი დანა...“ მოთავსებული დანის პირსა (ობ.N17) და ტარზე (ობ.N18) პაკეტში წარწერით: „...მოთეთრო ფერის ე.წ. „ტრაინიკი“...მოთავსებულ გადამყვანზე (ობ.N19), პაკეტში წარწერით: „...რკინის სოლი...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.N20), პაკეტში წარწერით: „...მოყვითალო ფერის სკოჩის ხვია...“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე (ობ.N21), პაკეტში წარწერით: „...ორი ცალი სკოჩის ხვია“... მოთავსებული წებოვანი ლენტის ორ ხვიაზე (ობ.N22,23) და პაკეტში წარწერით: „...ფირუზი ხახიშვილიდან ამოღებული „ნოკიასა“ და „აკლატელის“ ფირმის მობილური ტეკლეფონები...“ მოთავსებულ ტელეფონებზე (ობ.N24,25) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

კვლევისთვის წარმოდგენილი იყო კ-------------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ნივთმტკიცებები დალუქულ მდგომარეობაში იქნა წარმოდგენილი; ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; ცდომილება გენეტიკურ პროფილში გამორიცხულია;

მოწმემ ჩვენების პროცესში გამოიყენა ჩანაწერები;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ია ედიბერიძემ აჩვენა, რომ მუშაობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური დეპარტამენტის ექსპერტად; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ 2018 წლის 30 იანვარს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გაცემული იქნა ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო ფულადი თანხა და სხვა ნივთები დალუქულ მდგომარეობაში,ასევე წარმოდგენილი იქნა ი----------–---ს ნერწყვის ნიმუში, ლუქი მათზე დარღვეული არ ყოფილა; გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავსიფრო რეზინზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერჩეულია ობ.N1-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ივანე ჭიღლაძეს (ობ.N2; პაკეტი წარწერით „...ი----------–---ს ნერწყვის ნიმუში..“), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; ამავე პაკეტში წარწერით: „...კ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1000 (ათასი) დოლარი ფულადი თანხა...“ მოთავსებულ კუპიურებზე სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნებოდა; გარეთა პარკი არ გამოკვლეულა, შეიძლება თი ბი სი ბანკის პარკიც ყოფილიყო; კვლევა ხდება პარკში არსებულ შიგთავსზე და არა პარკისა; ფულზე კვლევა არ ჩატარებულა, აზრი არ ქონდა, ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა; რამდენადაც ფულთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შემხებლობა და ვერ ხერხდება კვლევა; რეზინზე ამდენი შემხებლობა შეიძლება არ იყოს; მოწმემ ჩვენების მიცემის პროცესში გამოიყენა ჩანაწერები:

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ია გულიაშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს თბილისში სპა ცენტრში მენეჯერად; 2017 წლის 19 ნოემბერს დილით დაახლოებით 8 საათზე ცენტრში მივიდა 40 წლამდე მამაკაცი, რომელმაც დაიქირავა ნომერი, ვიდრე ნომერში შევიდოდა თანხა ჩააბარა, ფული ჯიბიდან ამოიღო, რეზინა მოხსნა მიუთვალა და იყო 11500 აშშ დოლარის ოდენობით, იყო 100 დოლარიანი კუპიურები; ცალკე მიუთვალა ჯერ 5000 აშშ დოლარი, შემდეგ 6500 აშშ დოლარი, მან ფულს ერთად შემოახვია რეზინი და შეინახა უჯრაში, როდესაც ნომრიდან გამოვიდა ფული ხელახლა გადაუთვალა ისევ იგივე რეზინა შემოახვია და ჩადო თიბისი ბანკის პარკში, ბრალდებული იყო თუ არა ეს პიროვნება, აღარ ახსოვს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი ხალხი შედის და ყველას დამახსოვრება შეუძლებელია; ადილზევე დაკითხა გამომძიებელმა, წაიკითხა მიცემული ჩვენება და დაადასტურა ხელის მოწერით; მისი შვილი მუშაობს თიბისი ბანკში და და მან მოუტანა პარკები, ახალი იყო;

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ია გულიაშვილის მიერ გამოძიებაში მიცემული 21.11.2017 წლის ჩვენება:

 

მუშაობს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „სპა-ცენტრის“ მენეჯერად; კომპლექსი მუშაობს 24 საათის განმავლობაში დღით და ღამითაც; მოვალეობაში შედის ობიექტის ადმინისტარციული საკითხების მოგვარება და თანამშრომელთა საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. მუშაობდა მ/წლის 18 და 19 ნოემბერს და 24 საათის განმავლობაში იყო სამსახურში. მ/წლის 19 ნოემბერს დილით იყო დაახლოებით 08 საათი, როდესაც მათ დაწესებულებაში მივიდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 40 წლამდე , იყო საშუალო დაახლოებით 1,75 სმ-ის სიმაღლის, შავგვრემანი და ქონდა მოკლედ შეჭრილი შავი თმა, როგორც ახსოვს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი; როდესაც იგი დაწესებულებაში შევიდა მივიდა მასთან და თქვა,რომ უნდოდა ნომრის დაქირავება, სადაც ბასეინი და ტრენაჟორები იქნებოდა; გადაუხადა 100 ლარი, თუ რამდენ ხანს გაჩერდებოდა ნომერში არ უთქვამს ისე კი შეეძლო 24 საათის განმავლობაში გაჩერებულიყო. აღნიშნული თანხიდან 80 ლარი იყო ნომრის ღირებულება, 20 ლარის ღირებულების სიგარეტი, ყავა და წვენები მიუტანა ნომერში, სადაც შევიდა დაახლოებით 08 საათზე, სანამ იგი ნომერში შევიდოდა მოაკითხა ორმა მისთვის უცნობმა გოგონამ, რომლებიც ასევე ნომერში შევიდნენ; ამ პიროვნებამ მანამდე უთხრა,რომ თან ქონდა გარკვეული ფულადი თანხა და თხოვა შეენახა სანამ ნომრიდან გამოვიდოდა; უარი არ უთქვამს, მან ცალ-ცალკე ჯიბეებიდან ამოიღო ფულადი თანხა, ანუ ფულის დასტა აშშ დოლარებში, რომელიც არაფერში არ იდო და მასზე გარედან შემოჭერილი ქონდა წვრილი მოყვითალო ფერის რეზინი, მასთან ერთად დაითვალა აღნიშნული ფულადი თანხა, რომელიც შედგებოდა სულ 100 დოლარიანი კუპიურებისაგან, რომლებიც ახალი იყო, სულ აღნიშნულ შეკვრაში იყო 5000 აშშ დოლარი, ასევე მეორე ჯიბიდან ამოიღო ფულადი თანხა დოლარებში, რომელიც ასევე არაფერში არ ქონია ჩადებული და ეს თანხაც დაითვალეს ერთად, რაც შედგებოდა 100 დოლარიანი ახალი კუპიურებისაგან და შეადგინა 6500 აშშ დოლარმა, ანუ ამ პიროვნებამ სულ შესანახად მისცა 11500 აშშ დოლარი, ხოლო მოცემული 6500 აშშ დოლარი არც არაფერში იდო და არც რეზინი ქონია შემოჭერილი, თუ რომელი ჯიბიდან ამოიღო აღნიშნული თანხები არ დაუნახავს, იცის მხოლოდ ის,რომ მან ცალ ცალკე ორ ნაწილად სხვადასხვა ჯიბიდან ამოიღო აღნიშნული ფულადი თანხა, რომლებიც შეინახა უჯრაში. ორი საათის შემდეგ დაახლოებით 10 საათზე იგი გამოვიდა ნომრიდან, გოგონები მასზე ადრე წავიდნენ და გააცილა, თავად კი დარჩა, მივიდა მასთან, რომელსაც უკან მიუთვალა ზემოთაღნიშნული 11500 აშშ დოლარი, რა დროსაც თავად თხოვა, რაიმე პარკი ხომ არ ექნებოდა ფულის ჩასადებად; მისცა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელსაც გარედან თეთრი ფერის ასოებით ქართულად ეწერა „თი ბისი ბანკი“; მან აღნიშნული ფულადი თანხა კერძოდ 5000 აშშ დოლარი, რომელსაც დათვლის შემდეგ ისევ შემოუჭირა რეზინი, ჩადო აღნიშნულ პარკში, რის შემდეგაც 6500 აშშ დოლარიც ჩადო ამ პარკში, პარკი კი ჩაიდო ტანთარსებული მოშავო-მოლურჯო ფერის ქურთუკის გულის ჯიბეში და წავიდა. ცელოფნის პარკი „თიბისი ბანკის“ წარწერით, რომელიც მას მისცა და რაშიც ფულადი თანხა ბრალდებულმა ჩადო, იქნებოდა დაახლოებით თაბახის ფურცლის ზომა. აღნიშნული პიროვნება ყოფილა ჭიათურის რაიონიდან, მაგრამ საიდან ან რა დროს გაიგო ამის შესახებ აღარ ახსოვს, შესაძლოა მან თავად საუბარშიც უთხრა, თუ რით მოვიდა აღნიშნული პიროვნება არ იცის და ვერც შეძლებდა დაენახა თუ ეზოს გარეთ არ გავიდოდა, შესაბამისად არც გასულა და არც დაუნახავს.

მოწმე ი. გულიაშვილმა მართალია ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე ჩვენების გარკვევით წაკითხვა, თუმცა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე;

 

იხ. საქმის ფურცელი 285-288; ტომი 1;

 

მოწმე გია გობრონიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქრთველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტად; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ 2017 წლის 04 დეკემბერს გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N007101617 გამომძიებელ ტარას წერეთლის დადგენილების საფუძველზე თამაზ გოგიშვილის მიმართ; წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად დაესვა დიაგნოზი: თავის ტრავმა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული; ესენციური ჰიპერტენზია, ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში; დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; გამოსაკვლევი პირი გამოკვლევაზე უშუალოდ არ ყოფილა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ოთარი ხაბურძანიამ აჩვენა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჯგუფის მთავარ ექსპერტად; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გაცემული იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N329/ტრ. გამოსაკვლევად წარმოდგენილი იქნა ორი ცალი სეიფი დალუქულ მდგომარეობაში; ლუქის მთლიანობა დარღეული არ ყოფილა; სეიფები დათვალიერებული იქნა საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში; დათვალიერებისას სეიფებს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიქტური კვალები, ლითონის ღუნვის, ტეხვის, ნაჭდევევებისა და ნაკაწრების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად; სეიფებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს წარმოდგენილი სოლით, სატეხით ან რაიმე მსგავსი საგნებით;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ალექსანდრე დონაძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე; მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საჩხერეში ფეიქრების ქუჩაზე სს „ჩიხურას“ ტერიტორიაზე; დაზარალებული თამაზ გოგიშვილი შეუკრავთ და თანხა წაუღიათ; 18 პაკეტად აიღეს ნივთმტკიცებები, მოხდა ფოტოგადაღება; შემთხვევის ადგილი იყო არეულ მდგომარეობაში; ერთი სეიფი წაქცეული იყო, ტელევიზორი გადმოვარდნილი; რკინის კარადები გაღებული იყო; ტარმოტეხილი ქლიბი, რკინის სატეხი, სკოჩის ლენტა, დანები და სხვა ნივთები ცალ-ცალკე დაილუქა სპეციალურ პაკეტებში; ასევე ამოიღეს პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარე; პერიმეტრი მთლიანად დაათვალიერეს; ზუსტად აღარ ახსოვს, საიდან რა იქნა ამოღებული; მანვე ნერწყვის ნიმუში აუღო კახაბერ ჩიხელიძეს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბათუ დეკანოიძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა,დატვალიერება მოხდა დილის საათებში; ოთახის კარები და ფანჯრები დაზიანებული არ იყო; ოთახი იყო არეული; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 18 პაკეტი ნივთმტკიცება, დათვალიერდა გარე პერიმეტრიც, გადაიღეს ფოტო სურათებიც; გარე პერიმეტრიდან ფანჯრის რაფიდან რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა; სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მცენარე; ნერწყვის ნიმუში აუღო ბრალდებულ კ-------------–---–ს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი აბრამიშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლად; აღნიშნულ საქმეზე დაკითხა მოწმეები: სულიკო ხახუტაშვილი, კახა კაპანაძე; დაზარალებულები; დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ქლიბი, რკინის სატეხი,სკოჩის ნაჭრები და სხვა ნივთები; სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა ბრალდებულის დაკავება; აღებული იქნა ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში; დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები; ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით ფულადი თანხა 5500 აშშ დოლარის და 815 ლარის ოდენობით; თანხა მოთავსებული იყო თიბისი ბანკის ლურჯ პარკში; იყო დალუქული და ამ სახით ჩაიტანა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში; მოწმეთა დაკითხვის დროს რაიმე ზემოქმედებას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები დაილუქა და მოეწერა ხელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ივანე ჭიღლაძე გარეთ იყო ეზოში; დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი მანაგაძემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისში შსს სამმართველოში გამომძიებლად; 2017 წლის 19 ნოემბერს დაიწყო გამოძიება სს „ჩიხურას“ დარაჯზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე; დაკითხა ბრალდებულის ბიცოლა მარინე ბარათაშვილი, რომელიც ცხოვრობს თბილისში მეუღლესთან გ--–----------–---–თან და შვილებთან ერთად; მოწმის ჩვენების თანახმად მათთან სტუმრად მისულა კ-------------–---–ი, მოიწესრიგა თავი და წავიდა; მეორე დღეს კვლავ მივიდა და წაიღო 300 აშშ დოლარი; წაღებამდე მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ 100 დოლარი გაეტანებია, რომელიც ინახებოდა საძინებელში საწოლის სათავსოში; ბრალდებულმა 100-ის ნაცვლად 300 აშშ დოლარი მოთხოვა; მეუღლემ დაურეკა და უთხრა , რომ მისი ფული იყო და მიეცა; შემდგომში ბინაში ჩხრეკაზე მივიდნენ პოლიციის მუშაკები; მეუღლემ 3000 აშშ დოლარი შესასვლელში კარადაში ჩამოკიდებული ქურთუკიდან ამოიღო, 2500 დოლარი კი საძინებელში საწოლის სათავსოდან და გადასცა პოლიციის თანამშრომლებს; ფული ჩადეს და დალუქეს თიბისი ბანკის ლურჯი ფერის პაკეტში; მოწმის დაკითხვა ჩატარდა 2017 წლის 21 ნოემბერს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მერაბ შენგელიამ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისში შსს სამმართველოში გამომძიებლად; 2017 წლის 21 ნოემბერს დაკითხა ბრალდებულის მეუღლე, ია იობაშვილი და დაათვალიერა წარმოდგენილი მობილური ტელეფონი; აჩვენა რომ კ-------------–---–ი მეუღლეა; მეუღლის მოთხოვნით შვილებთან ერთად ჩავიდა თბილისში; მეუღლემ გადასცა 1700 აშშ დოლარი; მეუღლის გადმოცემით 800 აშშ დოლარი ინახებოდა ბრალდებულის ბიძასთან; ლილოს ბაზრობაზე ამ ფულით შეიძინა ბავშვებისათვის ნივთები და ტაქსით დაბრუნდნენ ჭიათურაში; მიუთითა მეუღლის ტელეფონის ნომერიც; დაკითხვის დროს სხვა ვინმე არ ყოფილა; ადვოკატი არ მოუთხოვია; ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის შესახებ განუმარტა, რაც ოქმშიცაა მითითებული;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ტარას წერეთელმა აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლად; აღნიშნულ საქმეზე დაკითხა მოწმე ერეკლე სისვაძე და სხვები; ფირუზი ხახიშვილისგან ამოიღო ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც უპოვია საძოვარზე ტყის პირას; დანიშნა დაზარალებულზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა; ჩაატარა ჩხრეკები კ-------------–---–ის ბინაში, ჭიათურაში და სოფელ გუნდაეთში; ჭიათურაში ბრალდებულის მეუღლისგან ამოიღო1000 აშშ დოლარი; ია იობაშვილმა თვითონ წარმოადგინა აღნიშნული თანხა ნებაყოფლობით, რაც ადგილზევე დაილუქა; ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 20 ნოემბერს საღამოს საათებში;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მალხაზი მაჭარაშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლად; აღნიშნულ საქმეზე დაკითხა მოწმეები ამირან ღუღუნიშვილი და ლევან დევიძე; ჩხრეკა ჩაატარა კახაბერ ჩიხელიძის დედის ბინაში; ასევე დანიშნა ექსპერტიზები;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ჟანა თოდაძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად; 2017 წლის 19 და 20 ნოემბერს დაკითხა ივანე ჭიღლაძე ორჯერ მოწმის სტატუსით; განმარტა, რომ მუშაობს სს „ჩიხურას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; შემთხვევის დღეს გვიან წავიდა საწარმოდან, დილის 4 საათზე დარაჯმა დაურეკა და შეატყობინა, რომ დააყაჩაღეს; უთხრა რომ დაერეკა 112-ში; თვითონაც მალევე მივიდა ადგილზე; მოწმის ჩვენების თანახმად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება; ბოროტმოქმედებს წაუღიათ ფულადი თანხა და აწ გარდაცვლილი მამის პისტოლეტი; მოწმე დაკითხა 19 და 20 ნოემბერს, მეორე დღეს უფრო დეტალურად მისცა ჩვენებები;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბესიკი მიქაუტიძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში ინსექტორ - გამომძიებლად; მიიღო ორი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად სს „ჩიხურას“ დარაჯზე ყაჩაღური თავდასხმა მოახდინა კ-------------–---–მა და ნაყაჩაღარი თანხა მიაბარა თბილისში სპა სალონში ადმინისტრატორს, ქალბატონ ია გულიაშვილს და მალევე დაიბრუნა; ეს ინფორმაცია მიიღო 2017 წლის 22 ნოემბერს; მეორე ინფორმაცია იყო, რომ გატაცებული მობილური ტელეფონები ნაპოვნი ქონდა ფირუზი ხახიშვილს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

ზემოთ ჩამოთვლილმა, გამოძიებაში გამოკითხულმა მოწმეებმა, წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვისას მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მათი ჩვენებების უტყუარობის კიდევ ერთი ფაქტორია ( იხ. სისხლის სამართლის საქმე);

 

მოწმე თამარ გიორხელიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებზე ჩაატარა სეროლოგიური ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა; მოყავისფრო რეზინზე, რომლითაც შეკრული იყო ასდოლარიანი კუპიურები, ადამიანის ბირთვული დნმ-ს გენოტიპირებისათვის საჭირო, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; ნივთმტკიცებაზე წინათ ჩატარებულია ექსპერტიზა და იმ დროს იყო საკმარისი კონცენტრაცია, რომელმაც ექსპერტს მისცა საშუალება ჩაეტარებინა ექსპერტიზა; მასალა გაიხარჯა, ექსპერტებმა აწმინდეს მასალა და გაილია; აღარ დარჩა საექსპერტოდ საჭირო მინიმალური კონცენტრაცია; რეზინაზე რაიმე დაობების კვალი არ აღმოჩენილა; ლითონის სატეხზე აღმოჩნდა ადამიანის ნერწყვი; ნივთი დიდი ზომისაა და შესაძლებელია წინამორბედებმა მთლიანად არ მოახდინეს ნივთმტკიცების ზედაპირიდან მასალის აწმენდა; შესაძლებელია ნერწყვი მოხვედრილიყო საუბრის პროცესში, დახველების ან დაცემინების შედეგად; ასევე შესაძლებელია კვლევის პროცესში იყო ნივთთან შესაბამისი შეხება; როცა ნივთმტკიცების კვლევა ხდება, პარკი რომელშიც მოთავსებულია საკვლევი ნივთი, იჭრება;

 

სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენამდე რკინის სატეხსა და სხვა, შემთხვევის ადგილზე არსებულ ნივთებთან, შემხებლობა არ ჰქონია;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 19 ნოემბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოში 2017 წლის 19 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმეზე N062191117001 დაწყებულია გამოძიება;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 2-3; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 19 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 19 ნოემბერს დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს საჩხერეში ფეიქართა ქუჩა N 1-ში, ყოფილი ღვინის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა და ტერიტორია; ქარხნის ტერიტორიაზე შესასვლელთან დგას ორ სართულიანი კაპიტალური შენობა რომლის პირველ სართულზე დირექტორის ოთახში მდებარეობს შემთხვევის ადგილი; შენობას წინა მხრიდან აქვს ღია აივანი, სადაც შესვლა შესაძლებელია ეზოდან, ერთფრთიანი რკინის ჭიშკრით გადიან ღია აივანზე; შემთხვევის ადგილზე შევიდნენ ხის ერთფრთიანი 2მX0.75სმ ზომის კარებით, რომელიც იღება გარედან შიგნით და აქვს ერთ სახელურიანი საკეტი, რაც დაზიანებული არაა; თამაზი გოგიშვილის განმარტებით კარი ჩაკეტილი არ ჰქონია, როდესაც თავს დაესხა სამი პიროვნება; იმავე მხარეზე ოთახს აქვს ორი ორფრთიანი ხის ფანჯარა; კარით შევიდნენ ოთახში სადაც მდებარეობს შემთხვევის ადგილი, ოთახს ასევე სამხრეთის მხრიდან აქვს ერთი ხის ფანჯარა, რომელიც დაზიანებული არაა; ოთახის ზომებია 2.80X5.90, ოთახში შეინიშნება უწესრიგობა; შესასვლელი კარის პირდაპირ იატაკზე აგდია წაქცეულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის რკინის ცეცხლგამძლე საცავი ე.წ „სეიფი“ ზომებით 90X70X60; საცავს აქვს ერთი კარები, რომელიც ზემოთ არის მოქცეული, დაზიანებული აქვს კარების კიდეზე არსებული ე.წ. „პალასა“; კარზე შიგნიდან არსებული ხუფი და მათ შორის არსებული საკეტი მოტეხილია და დევს ცალკე იატაკზე ტელევიზორთან, რაზედაც არის სამი ცალი ჩამკეტი შტირი, რომლებიც დეფორმირებული არაა; დეფორმირებულია ხუფზე არსებული , შტირების გასაყრელი გვერდითი ფრთა; თავად საცავის კორპუსზე შტირების გასაყრელი ნახვრეტები დეფორმირებული არაა და რაიმე დაზიანება არ აღენიშნება; აღნიშნულ საცავში არის ძველი საბუთები ასევე საცავის ზედა უჯრის გასაღები , რომელიც ჩვეულებრივად აღებს და კეტავს პატარა უჯრის საკეტს; უჯრაშიც დევს ძველი საბუთები; ღვინის ქარხნის მფლობელის ი----------–---ს განმარტებით მას აღნიშნულ საცავში ზემოთხსენებულ პატარა უჯრაში შენახული ქონდა ქაღალდის თეთრი ფერის კონვერტში ჩადებული ფულადი თანხა 24000 აშშ დოლარი, რაც გატაცებულია ბოროტმოქმედების მიერ , აღნიშნული უჯრა კი სავარაუდოდ გაღებულია საცავში ნანახი უჯრის გასაღებით, რასაც მისივე განმარტებით საცავშივე ინახავდა და უჯრის კარი და საკეტი დაზიანებული არაა. საცავი გასაღებთან ერთად ამოღებული და დალუქული იქნა საჩხერის რაიონული სამმართველოს N33/16 ლუქის ბეჭდით, ობიექტი N1. საცავთან იატაკზე დევს რკინის ე. წ „სოლი“ , რაც ასევე ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399729 პაკეტში. პაკეტი N2; ოთახში ხელმარჯვნივ დგას რბილი ტახტი, რაზედაც დაყრილია ძველი საბუთები, ლითონის მრგვალწვერიანი დანა, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399713 პაკეტში .პაკეტი N3; გადაჭრილი ე.წ. „ ტრაინიკი“, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399720 პაკეტში, პაკეტი N4; მოყვითალო ფერის ქაღალდის „სკოჩის“ ხვია, რაც დაილუქა FCI 399719 პაკეტში.პაკეტი N5; ლითონის კოვზი, რაც დაილუქა FCI 399718 პაკეტში, პაკეტი N 6; ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“ რომელიც ი----------–---ს განმარტებით სეიფში იდო და ამჟამად გამოღებულია, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399717 პაკეტში, პაკეტი N7. 22 სანტიმეტრის სიგრძის მოთეთრო-მოშაო ფერის პლასტმასის ტარიანი საოჯახო დანა, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399714 პაკეტში, პაკეტი N8, ტახტის წინ ლამინირებულ იატაკზე დაყრილია ორი ცალი მოთეთრო და მოყვითალო ფერის „სკოჩის“ ხვია, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399715 პაკეტში, პაკეტი N9. იატაკზე არის სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, საიდანაც აღებული იქნა ლაქის ნიმუში, რაც მოთავსდა და დაილუქა FCI 399716 პაკეტში, პაკეტი N10. იატაკზე ასევე არის მოთეთრო ფერის დამაგრძელებლის ელექტროსადენი, ასევე სკოჩის და პარკის ფრაგმენტები, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399724 პაკეტში, პაკეტი N11; ტახტის გასწვრივ დგას ხის ტუმბო, რაზედაც დევს ვაზა ჭიქებით, შემდეგ დევს ნაცრისფერი ფერის რკინის ორფრთიანი საცავი ე.წ სეიფი ზომებით 0.82X1.50X0.40, რომლის ზედა თაროზეც ი----------–---ს განმარტებით შენახული ჰქონდა 7 500 აშშ დოლარი, რაც გატაცებულია და მიუთითა ზედა თაროზე, ასევე მისივე განმარტებით აღნიშნული თაროდან გატაცებულია „ტოზის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი 6,35 კალიბრის; საცავის კარები თავში და ბოლოში დეფორმირებულია ასევე დეფორმირებულია შიდა ჩამკეტი სიგრძივი რაზები, სეიფში უწესრიგოდ არის დაყრილი ქაღალდები; დათვალიერების დროს სეიფის ზედა პირველ თაროზე ნანახი იქნა 17 ცალი დამუხტული ვაზნა, თავისივე ყუთით, ასევე იმავე თაროზე ხის ვაზაში ნანახი იქნა ერთი ცალი დამუხტული ვაზნა; ექსპერტების მიერ დამუშავდა ხსენებული ნაცრისფერი რკინის ორფრთიანი საცავი, რაზედაც რაიმე კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა საჩხერის რაიონული სამმართველოს N33/16 ლუქის ბეჭდით, ობიექტი N12; ასევე იატაკზეა მოთეთრო ფერის ე.წ „ვილკა“ , რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399723 პაკეტში, პაკეტი N13. იატაკზე არის ლითონის ე.წ „ქლიბი“ , რომელსაც მოტეხილი აქვს ტარი , რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399722 პაკეტში, პაკეტი N14 . ასევე იატაკზე აგდია რკინის ე.წ „სატეხე“, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 399730 პაკეტში, პაკეტი N15. ამოღებული იქნა ზემოთხსენებულ ნაცრისფერ რკინის საცავის ზედა თაროზე დათვალიერებისას ნანახი 17 ცალი დამუხტული ვაზნა, თავისივე ყუთით, რაც დაილუქა FCI 399725 პაკეტში, პაკეტი N 16. ასევე ამოღებული იქნა იმავე თაროზე ხის ვაზაში ნანახი ერთი ცალი დამუხტული ვაზნა, რაც დაილუქა FCI 399726 პაკეტში. პაკეტი N17; ასევე აღნიშნული საცავის გვერდით იატაკზე დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა შავ და ყვითელ პარკში მოთავსებული ხმელი, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რაც მოთავსდა და დაილუქა FCI 399727 პაკეტში, პაკეტი N18. ამის შემდეგ მონაწილე თამაზი გოგიშვილის მითითებით რბილი ტახტიდან ამოღებული იქნა ქსოვილის ნაჭერი, რითაც მისი განმარტებით შეუკრეს ფეხები, რაც მოთავსდა და დაილუქა FCI 399728 პაკეტში, პაკეტი N19. ასევე თამაზი გოგიშვილის მითითებით იატაკიდან ამოღებული იქნა ხის მოგრძო ფრაგმენტი, სავარაუდოთ ქლიბის ტარი, რაშიდაც ჩატეხილია ლითონის ღერო, რაც დაილუქა FCI 399810 პაკეტში, პაკეტი N20. ზემოთაღნიშნული ნაცრისფერი რკინის საცავის გვერდით პირდაპირ კედელთან დგას სამუშაო მაგიდა; იატაკზე დევს შავი ფერის ტელევიზორი, რაც ი----------–---ს განმარტებით წაქცეული მოწითალო ფერის რკინის საცავის თავზე იდო და გადმოგდებულია იატაკზე, ექსპერტების მიერ დამუშავებული იქნა ოთახში არსებული სხვა ნივთები, საიდანაც რაიმე კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ამით დათვალიერება დასრულდა.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 5-36; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა ი----------–---ს მიერ წარმოდგენილი მ/წლის 19 ნოემბერს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული “TOZ KOROVIN”-ის მოდელის ცეცხლსასროლო იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, აღნიშნული “TOZ KOROVIN”-ის პისტოლეტი, რეგისტრაციის ნომერი 19-1838; კატეგორია A; იარაღის N360; კალიბრი 6.35 რეგისტრირებულია ი----------–---ს მამის აწ გარდაცვლილი ტ------–------–--ის სახელზე;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 57-60; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა კ-------------–---–ის პ/ნ 54001043917 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ კ-------------–---–ის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნა და შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არაა; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 74-77; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის ლაშა ჩხეიძის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს ქ. თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრიწის ქუჩაზე მყოფ კობა ბარათაშვილს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა; ჩხრეკის შედეგად მისი ტანთცმული ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, შიგ არსებული 35 ლარით; კ-------------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი N5167 4100 1035 9754, კ-------------–---–ის სახელზე გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობა; სხვადასხვა სავიზიტო ბარათები; ფურცლის ნაწილი დაწერილი ტელეფონის ნომრებით: 599 44 08 07 და 598 21 65 60; ჩიპიანი ბარათი უცხოენოვანი წარწერით „TnЛekapIa“; კ-------------–---–ის მცირე ზომის ფოტოსურათი; მცირე ზომის ჩეკი ნომრით 0778132; ღვთისმშობლის ლამინირებული ხატი; ფურცელზე დაბეჭდილი ლოცვა; კ-------------–---–ის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის შავი ფერის ტელეფონი, რომელსაც არ ჰქონდა უკანა ხუფი; ხოლო ტელეფონის ელემენტზე დაწებებულია მოწითალო ფერის სიმ ბარათი ნომრით 593 67 75 57; ტელეფონის იმეი კოდებია : 357239084985545 და 3572390819985552; ამავე ჯიბეში მოთავსებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული კ-------------–---–ის სახელზე N15BB6617750; პასპორტში მოთავსებულია ორი ცალი ლამინირებული მცირე ზომის ხატი; ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მზის სათვალე; ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შს სამინისტროს ლუქის ბეჭდით N33;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 98-102; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის კახაბერ თუთბერიძის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს ქ. თბილისში მუხიანის დასახლებაში, მე-4ბ მ/რ; N25/58-ში გელა ბართაშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის დაწყებამდე გ--–----------–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა ფულადი თანხა 815 ლარის ოდენობით, მათ შორის 06 ცალი 100 ლარიანი , 06 ცალი 50 ლარიანი, 06 ცალი 20 ლარიანი, 03 ცალი 10 ლარიანი და 03 ცალი 5 ლარიანი კუპიურა; შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადაში ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო 3000 აშშ დოლარი, 30 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელსაც შემოკრული ჰქონდა მოყავისფრო ფერის რეზინი; შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა მოლურჯო ფერის ცელოფნის პარკში წარწერით „თიბისი ბანკი“ ჩადებული 2500 აშშ დოლარი, 25 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, აღნიშნულის შემდეგ გ--–----------–---–ის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა; ამოღებული თანხა 815 ლარი და 5500 აშშ დოლარი შეიკრა რეზინით, მოთავსდა მოლურჯო ფერის ცელოფნის პარკში წარწერით „თიბისი ბანკი“ და დაილუქა შს სამინისტროს ლუქის ბეჭდით N33;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 106-112; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის მერაბ შენგელიას მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა ია იობაშვილის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის ს6 მოდელის ოქროსფერი კორპუსით მობილური ტელეფონი, სენსორული ეკრანით, რომლის იმეი კოდია 356421079476188/02; ტელეფონში მოთავსებულია სიმბარათი ნომრით 551 660 100; ტელეფონში არსებული ინფორმაცია პროგრამა სქრინშოტის საშუალებით დასურათებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 119-126; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს ღამით, შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ჩხრეკა ჩატარდა ჭიათურაში, ტოლსტოის ქN4-ში მდებარე კ-------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში; ჩხრეკის დაწყებამდე ია იობაშვილმა თვითონ წარმოადგინა მწვანე ფერის საფულიდან ათი ცალი 100 დოლარიანი კუპიურები და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა 1000 აშშ დოლარი 2017 წლის 20 ნოემბერს მისცა მეუღლემ, კ-------------–---–მა; თანხა მოთავსებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში და დაილუქა N33/16 ლუქის ბეჭდით; აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ბინის ჩხრეკა, ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩენილა და ამოღებული არ ყოფილა;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 128-135; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს ღამით, შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ჩხრეკა ჩატარდა ჭიათურის მუნიციპალიტერის სოფელ გუნდაეთში მდებარე კ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობაში; ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩენილა და ამოღებული არ ყოფილა;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 137-145; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ, ექსპერტების ალექსანდრე დონაძისა და ბათუ დეკანოიძის მონაწილეობით, კახაბერ ჩიხელიძისაგან მოხდა ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა კახაბერ ჩიხელიძის პირის ღრუდან სპეცდანიშნულების ნაცხის ასაღები ბამბისთავიანი ჩხირით, რაც მოთავსდა თავისივე სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა FCI 399765 პაკეტში;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 201-203; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ, ექსპერტის ბათუ დეკანოიძის მონაწილეობით, კ-------------–---–ისაგან მოხდა ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა კ-------------–---–ის პირის ღრუდან სპეცდანიშნულების ნაცხის ასაღები ბამბისთავიანი ჩხირით, რაც მოთავსდა თავისივე სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა FCI 399762 პაკეტში;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 204-206; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის მალხაზი მაჭარაშვილის მიერ, ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ მიმღები განყოფილების მედდის სოფიკო ჯალაბაძის მონაწილეობით, თამაზ გოგიშვილის მარცხენა ხელის ვენიდან, 5მგ ერთჯერადი მოხმარების შპრიცის გამოყენებით, მოხდა სისხლის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; რაც დაილუქა საჩხერის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 207-211; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N8011069 დასტურდება, რომ კ-------------–---–ს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰოდროკანაბინოლი (მარიხუანა) და ფსიქოტროპული ნივთიერება ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 218; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა ა---------------–---–ის პ/ნ 01001024074 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ ა---------------–---–ის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნა და შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 241-247; ტომი 1

 

ანალოგიური დათვალიერება განხორციელდა კახაბერ ჩიხელიძის მიმართებაში;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა გ--–----------–---–ის პ/ნ 54001022315 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ გ--–----------–---–ის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნადა შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 248-254; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა მაგული ბარათაშვილის პ/ნ 54001008440 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ მაგული ბარათაშვილის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნადა შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 255-261; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა ნაირა გათენაშვილის პ/ნ 01026008267 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ ნაირა გათენაშვილის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნადა შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 262-268; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა განთავსებული მისამართზე www.declaration.gov.ge , ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა დავით ციციშვილის პ/ნ 010010077694 პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ დავით ციციშვილის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნადა შესაბამისად ეს უკანასკნელი არ სარგებლობს იმუნიტეტით და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია დაერთო საქმეს;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 25 ნოემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით N196/ბ დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 6,35მმ კალიბრის „BROWNING“ ტიპის 17 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ქარხნული წესთ დამზადებული 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის 01 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 46-51; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა ფირუზი ხახიშვილიდან ამოღებული ს.ს „ჩიხურას“ დარაჯზე თამაზ გოგიშვილზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ორი ცალი მობილური ტელეფონი; კერძოდ 1) შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი, რომლის იმეი კოდია: 35186/01/832018/1, ხოლო სიმბარათის ნომერია 595 400 116; 2)შავი ფერის ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდია: 863792020610968, 86379202060976, ხოლო სიმბარათის ნომერია 568 643 309; ამოღებული ტელეფონები მოთავსდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N33/16 ლუქის ბეჭდით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 66-68; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 28 ნოემბრის ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. თბილისში შპს „მაგთიკომის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 24 ნოემბრის N11/დ-22ს -17წ. და 2017 წლის 23 ნოემბრის 11/დ-21ს -17წ სასამართლო განჩინებებით მოთხოვნილი ინფორმაციების ამოღება ორ ფურცლად და ორ CD-R დისკზე, რაც დაერთო საქმის მასალებს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 99-108; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 04 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 04 დეკემბერს შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ, ექსპერტის ბათუ დეკანოიძის მონაწილეობით, დავით ციციშვილისგან მოხდა ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა დავით ციციშვილის პირის ღრუდან სპეცდანიშნულების ნაცხის ასაღები ბამბისთავიანი ჩხირით, რაც მოთავსდა თავისივე სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა FCI 399761 პაკეტში, პაკეტი N1;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 132-133; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N00710617 დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად (სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N419-ის ასლი)- მონაცემებისა მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე თამაზ გოგიშვილს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება 19.11.2017 წელს და დაესვა დიაგნოზი: თავის ტრავმა; ესენციური ჰიპერტენზია, ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 138-140; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით N007095217 დასტურდება, რომ სეროლოგიური გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ...ლითონის ქლიბი... „მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეულ გენეტიკურ პროფილში კახაბერ ჩიხელიძისა (ობ.N27; პაკეტი, წარწერით: ...“კახაბერ ჩიხელიძის ნერწყვის ნიმუში...“) და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28; პაკეტი წარწერით:...“ თამაზ გოგიშვილისგან მარცხენა ხელის ვენიდან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ-------------–---–ის (ობ.N26; პაკეტი წარწერით ...“კ-------------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით...“მოთეთრო ფერის დენში შესაერთებელი ე.წ. „ვილკა“....მოთავსებულ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ. N 2-ის პროფილში კ-------------–---–ის (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ მოთეთრო ფერის ელექტრო კაბელი და სკოჩის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ სადენზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

ამავე პაკეტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ერთ-ერთ ფრაგმენტზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თამაზ გოგიშვილს (ობ.N28); წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებულ თმებზე (ობ.N5,6) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში მოთავსებულ პარკის ფრაგმენტებსა და წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო კ-------------–---–ისა (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ლითონის დანა “მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N8) სისხლს არ წარმოადგენს. დანაზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ N9-ის პროფილში კ-------------–---–ისა (ობ.N26) და კახაბერ ჩიხელიძის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით: „...ხის ფრაგმენტი შიგ მოთავსებული ლითონის ღეროთი..“ მოთავსებულ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

პაკეტში წარწერით: ...“ლითონის კოვზი..“ მოთავსებულ კოვზზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) შერეულ გენეტიკურ პროფილში კახაბერ ჩიხელიძისა (ობ.N27) და თამაზ გოგიშვილის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ-------------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

პაკეტში წარწერით:..“ლურჯი ფერის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“...მოთავსებულ პარკზე (ობ.N12) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით:“...იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა (ობ.N13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თამაზ გოგიშვილს (ობ.N28);

 

პაკეტში წარწერით: „...ჭრელი ქსოვილის ნაჭერი...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N4,15) სისხლს არ წარმოადგენს;

 

პაკეტში წარწერით:“...ლითონის სატეხე...“ მოთავსებული მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და კ-------------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N16-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

პაკეტში წარწერით: „...პლასმასის ტარიანი დანა...“ მოთავსებული დანის პირსა (ობ.N17) და ტარზე (ობ.N18) პაკეტში წარწერით: „...მოთეთრო ფერის ე.წ. „ტრაინიკი“...მოთავსებულ გადამყვანზე (ობ.N19), პაკეტში წარწერით: „...რკინის სოლი...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.N20), პაკეტში წარწერით: „...მოყვითალო ფერის სკოჩის ხვია...“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე (ობ.N21), პაკეტში წარწერით: „...ორი ცალი სკოჩის ხვია“... მოთავსებული წებოვანი ლენტის ორ ხვიაზე (ობ.N22,23) და პაკეტში წარწერით: „...ფირუზი ხახიშვილიდან ამოღებული „ნოკიასა“ და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტეკლეფონები...“ მოთავსებულ ტელეფონებზე (ობ.N24,25) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 141-150; ტომი 2

 

საქმეში არსებული 2017 წლის 05 დეკემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 05 დეკემბერს ქ. თბილისში შპს „ჯეოსელის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 24 ნოემბრის N11/დ-23ს -17წ. სასამართლო განჩინებით მოთხოვნილი GSM ნომრის: 593 677557 16.11.2017 წ-დან 21.11.2017 წლის ჩათვლით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS-ების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით, ინფორმაციები ამოღებული იქნა ერთ CD-R დისკზე, რაც დაერთო საქმის მასალებს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 151-154; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 05 დეკემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 05 დეკემბერს ქ. თბილისში შპს „ჯეოსელის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 23 ნოემბრის N11/დ-20ს -17წ. სასამართლო განჩინებით მოთხოვნილი 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 10:00 საათამდე ჩათვლით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS-ების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით, ინფორმაციები ამოღებული იქნა ერთ CD-R დისკზე, რაც დაერთო საქმის მასალებს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 155-158; ტომი 2;

 

საქმეში არსებული შსს საინფორმაციო ცენტრის მიერ 2017 წლის 07 დეკემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ კ-------------–---–ი არის ნასამართლევი; ხოლო ადმინისტრაციულად სახდელდადებული არაა;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 163-165; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 07 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-23ა-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ნომერზე 593 677557 შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 09:30:48 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 21:47:11 საათამდე პერიოდში, მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემები, რაც დატანილია ერთ “CD“ დიკსზე, ხოლო მომსახურების ანძების შესახებ ჩანაწერში ინფორმაცია არ ფიქსირდება, დათვალიერებული ინფორმაცია 14 ფურცლად მოთავსდა სისხლის სამართლის საქმეში;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 172-187; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მობიტელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-19ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანილია ერთ “CD“ დისკზე; სატელეფონო ნომრების, შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:11 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:47:11 საათამდე პერიოდში, საქმისათვის მნიშვნელოვანი სატელეფონო ნომერი ფიქსირდება 6677 ანძაზე 2017 წლის 18 ნოემბერს, კერძოდ „მობიტელის" ქსელში ჩართულ სატელეფონო ნომერს 597 01 84 09 კავშირი აქვს კ-------------–---–ის სატელეფონო ნომერთან 593 67 75 57, 19:55:33 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 69 წამი, ასევე მ/წლის 18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით აღნიშნულ ნომრებს კავშირი აქვთ ერთმანეთთან, მათ შორის საუბრების ხანგრძლივობა 0 წუთი; სატელეფონო ნომერ 597 01 84 09 მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები არ ფიქსირდება; დათვალიერებული ინფორმაცია 177 ფურცლად დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 230-408; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-20ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანილია ერთ “CD“ დისკზე; კერძოდ,განხორციელებული საკონტროლო ზარების საფუძველზე დადგენილი მომსახურეობის ანძაზე დაფიქსირებული სატელეფონო ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:00 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:59:50 საათამდე პერიოდში, საქმისათვის საინტერესო სატელეფონო ნომერი ფიქსირდება 2017 წლის 17 ნოემბერს, კერძოდ კახაბერ ჩიხელიძის სატელეფონო ნომერს 599 440 807 კავშირი აქვს კ-------------–---–ის სატელეფონო ნომერთან 593 67 75 57 11:32:26 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 19 წამი, იმავე დღეს კახაბერ ჩიხელიძის სატელეფონო ნომერს 599 440 807 კავშირი აქვს კ-------------–---–ის სატელეფონო ნომერთან 593 67 75 57 13:02:43 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 08 წამი, ხოლო 2017 წლის 18 ნოემბერს, კახაბერ ჩიხელიძის სატელეფონო ნომერზე 599 440 807 კავშირი აქვს კ-------------–---–ის სატელეფონო ნომერს 593 67 75 57 12:57:00 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 27 წამი; იმავე დღეს 21:30 საათზე კ-------------–---–ის მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომერ 593 67 75 57-დან ზარი ხორციელდება სატელეფონო ნომერზე 551 66 01 00-ზე, ხანგრძლივობა 27 წამი, ასევე 21:32 საათზე სატელეფონო ნომრიდან 593 67 75 57 ზარი ხორციელდება სატელეფონო ნომერზე 598 212115, ზარის ხანგრძლივობა 27 წამი; დათვალიერებული ინფორმაცია 262 ფურცლად დაერთო საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 1-265; ტომი 3;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 07 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მაგთიკომიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-22ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანილია ერთ “CD“ დიკსზე; კერძოდ, სატელეფონო ნომერ 551 660 100, შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 08:38:52 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 21:56:14 საათამდე პერიოდში, ასევე ინფორმაცია სატელეფონო ნომერ 599 440 807 შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 09:27:11 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 03:13:12 საათამდე პერიოდში, ასევე აღნიშნული ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემები; ხოლო მომსახურების ანძების შესახებ ჩანაწერში ინფორმაცია არ ფიქსირდება; დათვალიერებული ინფორმაცია 22 ფურცლად მოთავსდა სისხლის სამართლის საქმეში; ინფორმაციის თანახმად კ-------------–---–ი 2017 წლის 19 ნოემბერს 02.59 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 593 67 75 57 ორჯერ ახორციელებს გამავალ ზარს მეუღლის ია იობაშვილის მობილურ ტელეფონზე- 551 66 01 00;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 266-290; ტომი 3;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მაგთიკომიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-21ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც გადატანილია ერთ “CD“ დისკზე; კერძოდ, განხორციელებული საკონტროლო ზარების საფუძველზე დადგენილი მომსახურეობის ანძაზე დაფიქსირებული სატელეფონო ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:03 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:57:17 საათამდე პერიოდში; დათვალიერებული ინფორმაცია 117 ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 290-ტომი 3 -54; ტომი 4;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით N007131017 დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი - FCI399719 პაკეტში მოთავსებული მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტის რგოლის (ხვია) შიდა ზედაპირზე, ერთ ლოკალურ ფართზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

 

FCI399715 პაკეტში მოთავსებული: 1) მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე წებოვანი ლენტის რგოლის (ხვია) ზედაპირზე, ხელის კვალი დვრილოვანი ხაზების სახით არ აღინიშნება; 2) გამჭვირვალე წებოვანი ლენტის რგოლის (ხვია) გარეთა ზედაპირზე, ერთ ლოკალურ ფართზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი, მცირე ზომის ფრაგმენტების სახით, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 57-62; ტომი 4;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 08 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით N00719417 დასტურდება, რომ კველვისათვის წარმოდგენილი იქნა დავით ციციშვილის ბიოლოგიური მასალა - ნერწყვი დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დავით ციციშვილის (ობ. N1; პაკეტი წარწერით დავით ციციშვილის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა ობ. N1,2,7,9,11-ის (ექსპერტის 007095217 დასკვნა) შერეულ გენეტიკურ პროფილებში არ ვლინდება; სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით დადგინდა, რომ დავით ციციშვილის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი და ობN1-7-ის (ექსპერტის 2017 წლის 02 მაისის N002346717 დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა შორენა კვიცარიძემ დაადასტურა მოცემული დასკვნის სისწორე;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 64-67; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 15 დეკემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის მალხაზი მაჭარაშვილის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „მაგთიკომის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-25ს-17 წლის განჩინების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნა შპს „მაგთიკომის“ იურისტის მიხეილ ჯიღაურის მიერ; ინფორმაცია 19 თაბახის ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 84-106; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 15 დეკემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის მალხაზი მაჭარაშვილის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „მაგთიკომის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-26ს-17 წლის განჩინების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნა შპს „მაგთიკომის“ იურისტის მიხეილ ჯიღაურის მიერ; ინფორმაცია 08 თაბახის ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 107-117; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 15 დეკემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის მალხაზი მაჭარაშვილის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „ჯეოსელის“ ცენტრალური ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-24ს-17 წლის განჩინების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნა შპს „ჯეოსელის“ მენეჯერ კახა ლორიას მიერ; ინფორმაცია 01 თაბახის ფურცელი და ერთი „CD-R” დისკი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 118-121; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 18 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-24ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ნომერზე 593 67 75 57 განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 09:30:48 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 21:47:11 საათამდე პერიოდში; მომსახურე ანძების მითითებით, რაც დატანილია ერთ “CD“ დიკსზე, დათვალიერებული ინფორმაცია 08 ფურცლად დაერთო საქმეს; ინფორმაციის თანახმად კ-------------–---–ი 2017 წლის 18 ნოემბერს 21.30 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 593 67 75 57 საჩხერიდან ახორციელებს გამავალ ზარს მეუღლის ია იობაშვილის მობილურ ტელეფონზე- 551 66 01 00; გარდა ამისა 2017 წლის 18 ნოემბერს 21.32 საათზე ლევან დევიძე მობილური ტელეფონიდან 598 21 21 15 ახორციელებს გამავალ ზარს კ-------------–---–ის მობილურ ტელეფონზე 593 67 75 57; ამ დროს ბრალდებული შ.პ.ს "ჯეოსელის" ანძის მონაცემების თანახმად უკვე იმყოფება საჩხერეში;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 143-152; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 19 დეკემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს 18:45 საათზე კ-------------–---–ი დაკავებული იქნა შს საჩხერის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის იოსებ ალავიძის და შს საჩხერის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კახა კაპანაძის მიერ საჩხერეში, ივ. გომართელის ქუჩა N17-ში, ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის ეზოში (მოსამართლის განჩინების საფუძველზე); პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის „ბლოკნოტი“, საქართველოს ბანკის „ექსპრეს კარტა“, შავი ფერის დანა, ხურდა ფული 15 თეთრის ოდენობით; ამოღებული ნივთები დაილუქა; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ბრალდებულის პირადი ჩხრეკა კანონიერადაა ცნობილი;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 212-217; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე N062191117001, 2017 წლის 20 დეკემბერს კ-------------–---–ს (დაბ. 31.07.1977წ. პN54001043917) წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით , მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 229-232; ტომი 4;

 

საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 20 დეკემბრის მომართვით და დანართით საზღვრის კვეთის შესახებ დასტურდება, რომ კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, კ-------------–---–ის (პN54001043917) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ „თბილისის აეროპორტისა“ და ს.ს.კ.გ. „სარფის“ გავლით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 243-246; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 21 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N329/ტრ თანახმად გამოსაკვლევად წარმოდგენილი იქნა ორი ცალი სეიფი დალუქულ მდგომარეობაში; ლუქის მთლიანობა დარღეული არ ყოფილა; სეიფები დათვალიერებული იქნა საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში; დათვალიერებისას სეიფებს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ლითონის ღუნვის, ტეხვის, ნაჭდევევებისა და ნაკაწრების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად; სეიფებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს წარმოდგენილი სოლით, სატეხით ან რაიმე მსგავსი საგნებით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 271-286; ტომი 4;

 

საქმეში არსებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის N1/535 განაჩენით, კ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ( ჯარიმა გადახდილია 2016 წელს);

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 288-293; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 26 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის და ექსპერტის ბათუ დეკანოიძის მონაწილეობით, ი----------–---საგან მოხდა ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა ი----------–---ს პირის ღრუდან სპეცდანიშნულების ნაცხის ასაღები ბამბისთავიანი ჩხირით, რაც მოთავსდა თავისივე სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა FCD 865429 პაკეტში, პაკეტი N1;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 297-298; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 31 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით N51/ცვ დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი დასაკეცი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 302-307; ტომი 4;

 

საქმეში არსებული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემრის N4/186 დადგენილებით დასტურდება, რომ კ-------------–---–ი სახდელდადებული იქნა ასკ 45-ე მუხლით და სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 315-321; ტომი 4;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით N000518718 დასტურდება, რომ კვლევისათვის წარმოდგენილი იქნა ფულადი თანხა და სხვა ნივთები დალუქულ მდგომარეობაში, ლუქი დარღვეული არ ყოფილა; გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავისფრო რეზინზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია; ობ.N1-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ივანე ჭიღლაძეს (ობ.N2; პაკეტი წარწერით „...ი----------–---ს ნერწყვის ნიმუში..“), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; ამავე პაკეტში და წარწერით: „...კ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1000 (ათასი) დოლარი ფულადი თანხა...“ მოთავსებულ ქაღალდის კუპიურებზე, სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 415-419; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2018 წლის 31 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე N062191117001, 2018 წლის 31 იანვარს კ-------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით , მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 420-423; ტომი 4;

 

საქმეში არსებული 2018 წლის 31 იანვრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დასტურდება, რომ კ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმიდან N062191117001, ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში სხვა პირების მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით , მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 424-425; ტომი 4;

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით N003194718 დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ (062191117001 – 000518718 ი. ედიბერიძე 26.01.18 1009771817) მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავსიფრო რეზინზე (ობ.N1) ადამიანის ბირთვული დნმ-ის გენოტიპირებისათვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში წარწერით (062191117001, 21.12.2017წ. ) ლითონის სატეხი (გ. აბრამიშვილი. ო. ხაბურძანია, 329/ერ) მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.N2) აღმოჩნდა ადამიანის ნერწყვი;

 

N1000917018 განცხადებაში წარმოდგენილი თეორიული კითხვების პასუხი:

 

1) საკვლევ ობიექტზე მიღებული გენეტიკური პროფილი იდენტურია იმ პირის (პირების) გენეტიკური პროფილის, რომლის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდება აღნიშნულ საკვლევ ობიექტზე;

 

2) საკვლევ ობიექტზე არსებული გენეტიკური პროფილი, არ დაემთხვევა შესადარებელი პირის გენეტიკურ პროფილს იმ შემთხვევაში, თუ საკვლევ ობიექტზე არ აღმოჩნდება შესადარებელი პირის ბირთვული დნმ-ის გენეტიკური კვლევისათვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია;

 

3) საკვლევ ობიექტზე არსებული ბიოლოგიური მასალა, შესაძლოა გენეტიკური კვლევისათვის გამოუსადეგარი გახდეს, მასზე ხანგრძლივი დროით ულტრაიისფერი გამოსხივების (მზის პირდაპირი სხივები), მაღალი ტენიანობის გარემოს მოქმედების, გადარეცხვის (წვიმის ან გამდინარე წყლით) შედეგად;

 

4) და 6) კითხვები თეორიულ პასუხს არ ექვემდებარება;

 

იხ. ს.ს. საქმე; ტომი 5;

 

აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თამარ გიორხელიძემ და გააკეთა შესაბამისი განმარტებები (იხ.თამარ გიორხელიძის ჩვენება-სხდ.ოქმი);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ-------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად უდანაშაულობის შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ისეთი გონივრული ფაქტი ან ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საფუძველი ბრალდებულის უდანაშაულობის სრულად გაზიარებისა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 04 საათზე კ-------------–---–ი ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა საჩხერეში, ფეიქარის ქN1–ში მდებარე სს „ჩიხურას“ დარაჯს თამაზ გოგიშვილს, რომელიც ოთახში იმყოფებოდა ჩაძინებული. გადმოაგდეს იგი ლოგინიდან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ოთახში არსებული რკინის კარადების გასაღები. ვინაიდან თამაზ გოგიშვილს არ აღმოაჩნდა გასაღები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სცემეს მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით შეუკრეს ხელ–ფეხი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. აღნიშნულის შემდეგ ფიზიკური ძალისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით შეძლეს რკინის კარადების გატეხვა, უკანონოდ შეაღწიეს საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დიდი ოდენობით სს "ჩიხურას" კუთვნილ თანხას – 74987 ლარის ექვივალენტ 27500 აშშ დოლარს, ასევე ი----------–---ს კუთვნილ, დიდი ოდენობით 10800 ლარის ექვივალენტ 4000 აშშ დოლარს;

ასევე საგულისხმოა, გარემოება მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში ვერ დადგინდა ვერც მტკიცებულებებისა და ვერც ექსპერტიზის დასკვნების გაყალბების ფაქტები; რაზედაც დაცვის მხარე ამახვილებდა ყურადღებას; სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, განაჩენს ვერ დაუდებს საფუძვლად დაცვის მხარის ვარაუდს აღნიშნულზე ; ასევე ნაკლებმნიშვნელოვანია დაზარალებულ ი----------–---ს წარსული და მისი პიროვნება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო, მისი როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით;

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა კ-------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ამდენად, ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებს, ბრალდებულ კ-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიმართებაში სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულ კ-------------–---–ის მიმართ სსკი-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ვერ დადგინდა ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ნაწილში; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული ვერ დასტურდება ( იხ.სასამართლო სხდომის ოქმი); მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ; არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ბრალდებული სხვა პირებს წინასწარ შეუთანხმდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების თაობაზე; ასევე უტყუარად არაა დადგენილი თავდასხმის დროს მისი დაუფლების შესახებ ცნობილი იყო თუ არა კ-------------–---–ისათვის; ხომ არ ჰქონდა ადგილი ამსრულებლის ექსცესს სხვა პირის მხრიდან; ამდენად, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე აღნიშნული ბრალის შერაცხვა კ-------------–---–ზე არ იქნებოდა კანონიერი და სამართლიანი; რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, როგორც აღინიშნა კ-------------–---–ზე სწორადაა ბრალი შერაცხული და დამნაშავეა მათ ჩადენაში (ყაჩაღობა თავდასხმის მომენტიდანაა დამთავრებული დანაშაული და კ-------------–---–ი ყაჩაღობის მიზნით სხვა პირებთან ერთად თავს დაესხა დაზარალებულ თამაზ გოგიშვილს; ასევე კ-------------–---–ი თანაამსრულებელია სხვა პირებთან ერთად დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში; აქ საგულისხმოა, თუნდაც სსკ-ს 25 მუხლის 4-ე ნაწილის განმარტება);

 

როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ-------------–---–ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ-------------–---–ის მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კ-------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა; კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი;

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ბრალდებულს არ გააჩნია; დანაშაულის არ აღიარება ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებაა;

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ-------------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი ( დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა რვიდან 12 წლამდე, სსკ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე ვადით) სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომით- სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 08 წლისა და 01 თვის ვადით, ხოლო სსკ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 07 წლისა და 06 თვის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ-------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მოწითალო ფერის რკინის ცეცხლგამძლე საცავი ე.წ „სეიფი“ დაზიანებულ მდგომარეობაში, დაზიანებული სეიფის ნაწილები, დაზიანებული ნაცრისფერი ფერის რკინის ორფრთიანი საცავი ე.წ "სეიფი", ლითონის კოვზი, მოთეთრო ფერის ე.წ „ვილკა“, ლითონის ე.წ "ქლიბი", რომელსაც მოტეხილი აქვს ტარი, რკინის ე.წ "სატეხე", 22 სანტიმეტრის სიგრძის მოთეთრო-მოშაო ფერის პლასტმასის ტარიანი საოჯახო დანა, კ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1000 აშშ დოლარი; გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 5500 აშშ დოლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ივანე ჭიღლაძეს (პ/ნ: 38001000471);

 

ნივთმტკიცებები - კ-------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი----------–---ს ნერწყვის ნიმუში და თამაზ გოგიშვილის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, რკინის ე.წ "სოლი", ლითონის მრგვალწვერიანი დანა, გადაჭრილი ე.წ. "ტრაინიკი", მოყვითალო ფერის ქაღალდის „სკოჩის“ ხვია, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“, ორი ცალი მოთეთრო და მოყვითალო ფერის „სკოჩის“ ხვია, მოთეთრო ფერის დამაგრძელებლის ელექტროსადენი, სკოჩის და პარკის ფრაგმენტები, ქსოვილის ნაჭერი, ხის მოგრძო ფრაგმენტი, სავარაუდოთ ქლიბის ტარი, რაშიდაც ჩატეხილია ლითონის ღერო, მოლურჯო ფერის პატარა ზომის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“ და თანხაზე შემოკრული მოყავისფრო რეზინი, რაც დალუქული სახით, ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება - გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 815 ლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ--–----------–---–ს; (პ/ნ 54001022315);

 

ნივთმტკიცება - ფირუზი ხახიშვილისაგან ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ თამაზ გოგიშვილს (პ/ნ: 01001061716);

 

ნივთმტკიცებები - კ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, თანხა 35 ლარი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი N5167460010359754, ელექტრონული პირადობის მოწმობა, სხვადასხვა სავიზიტო ბარათები, ფურცლის ნაწილი მასზე დაწერილი ტელეფონის ნომრებით 599-44-08-07 და 598-21-65-60, ჩიპიანი ბარათი უცხოენოვანი წარწერით, კ-------------–---–ის მცირე ზომის ფოტოსურათი, პატარა ზომის ჩეკი ნომრით 0778132, ღვთისმშობლის ლამინირებული ხატი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კ-------------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ია იობაშვილს (პ/ნ 54001021890);

 

ნივთმტკიცებები - ბრალდებულ კ-------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი შიგ არსებული ჩანაწერებით, საქართველოს ბანკის "ექსპრეს კარტა", შავი ფერის დანა, რომლის პირი დამაგრებულია პლასტმასის დეტალზე, დანას პირის ყუაზე აწერია ნომერი 001041752, ხურდა ფული 15 თეთრის ოდენობით, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კ-------------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ია იობაშვილს (პ/ნ 54001021890);

 

ნივთმტკიცებები - შპს "მაგთიკომიდან", შპს "ჯეოსელიდან" და შპს "მობიტელიდან" ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული 6 ცალი CD დისკი დალუქული სახით მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებების - 17 ცალი დამუხტული ვაზნის, თავისივე ყუთით, ერთი ცალი დამუხტული ვაზნის და სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასის (რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში.) საკითხი, უნდა გადაწყდეს კ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის N062191117001 საქმიდან, ცალკე წარმოებად გამოყოფილ - სისხლის სამართლის N062310118001 საქმესთან ერთად;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 199-ე, 200-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდებული კ-------------–---–ი (პ/ნ54001043917) ცნობილი იქნას უდანაშაულოდ სსკ-ს 237-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს ამ ნაწილში;

 

2. ბრალდებული კ-------------–---–ი (პ/ნ54001043917) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 ( ექვსი) თვის ვადით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ-------------–---–ს საბოლოოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

 

მსჯავრდებულ კ-------------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დღიდან დაკავებისა - 2017 წლის 19 დეკემბრის 18 საათსა და 45 წუთიდან; მსჯავრდებული კ-------------–---–ი მოთავსებულ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

4. მსჯავრდებულ კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;

 

6. ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის რკინის ცეცხლგამძლე საცავი ე.წ „სეიფი“ დაზიანებულ მდგომარეობაში, დაზიანებული სეიფის ნაწილები, დაზიანებული ნაცრისფერი ფერის რკინის ორფრთიანი საცავი ე.წ "სეიფი", ლითონის კოვზი, მოთეთრო ფერის ე.წ „ვილკა“, ლითონის ე.წ "ქლიბი", რომელსაც მოტეხილი აქვს ტარი, რკინის ე.წ "სატეხე", 22 სანტიმეტრის სიგრძის მოთეთრო-მოშაო ფერის პლასტმასის ტარიანი საოჯახო დანა, კ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1000 აშშ დოლარი; გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 5500 აშშ დოლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ივანე ჭიღლაძეს (პ/ნ: 38001000471);

 

ნივთმტკიცებები - კ-------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი----------–---ს ნერწყვის ნიმუში და თამაზ გოგიშვილის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, რკინის ე.წ "სოლი", ლითონის მრგვალწვერიანი დანა, გადაჭრილი ე.წ. "ტრაინიკი", მოყვითალო ფერის ქაღალდის „სკოჩის“ ხვია, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“, ორი ცალი მოთეთრო და მოყვითალო ფერის „სკოჩის“ ხვია, მოთეთრო ფერის დამაგრძელებლის ელექტროსადენი, სკოჩის და პარკის ფრაგმენტები, ქსოვილის ნაჭერი, ხის მოგრძო ფრაგმენტი, სავარაუდოთ ქლიბის ტარი, რაშიდაც ჩატეხილია ლითონის ღერო, მოლურჯო ფერის პატარა ზომის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“ და თანხაზე შემოკრული მოყავისფრო რეზინი, რაც დალუქული სახით, ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება - გ--–----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 815 ლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ--–----------–---–ს; (პ/ნ 54001022315);

 

ნივთმტკიცება - ფირუზი ხახიშვილისაგან ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ თამაზ გოგიშვილს (პ/ნ: 01001061716);

 

ნივთმტკიცებები - კ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, თანხა 35 ლარი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი N5167460010359754, ელექტრონული პირადობის მოწმობა, სხვადასხვა სავიზიტო ბარათები, ფურცლის ნაწილი მასზე დაწერილი ტელეფონის ნომრებით 599-44-08-07 და 598-21-65-60, ჩიპიანი ბარათი უცხოენოვანი წარწერით, კ-------------–---–ის მცირე ზომის ფოტოსურათი, პატარა ზომის ჩეკი ნომრით 0778132, ღვთისმშობლის ლამინირებული ხატი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კ-------------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ია იობაშვილს (პ/ნ 54001021890);

 

ნივთმტკიცებები - ბრალდებულ კ-------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი შიგ არსებული ჩანაწერებით, საქართველოს ბანკის "ექსპრეს კარტა", შავი ფერის დანა, რომლის პირი დამაგრებულია პლასტმასის დეტალზე, დანას პირის ყუაზე აწერია ნომერი 001041752, ხურდა ფული 15 თეთრის ოდენობით, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კ-------------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ია იობაშვილს (პ/ნ 54001021890);

 

ნივთმტკიცებები - შპს "მაგთიკომიდან", შპს "ჯეოსელიდან" და შპს "მობიტელიდან" ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული 6 ცალი CD დისკი დალუქული სახით მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებების - 17 ცალი დამუხტული ვაზნის, თავისივე ყუთით, ერთი ცალი დამუხტული ვაზნის და სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასის (რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში.) საკითხი, გადაწყდეს კ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის N062191117001 საქმიდან, ცალკე წარმოებად გამოყოფილ - სისხლის სამართლის N062310118001 საქმესთან ერთად;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა N3)

 

მოსამართლე დავით კეკენაძე