გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 101210017002203038
№2/133-2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 მარტი 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე _ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ე-------------ი”
წარმომადგენელი - ე------------------ე
მოპასუხე _ ლ------–-–--–-–---–ი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2017 წლის 06 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------მა“ (ს/კ 4-------5) სარჩელით მომართა საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოპასუხე - ლ------–-–--–-–---–ის (პირადი N3---------2) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, რაც სასამართლომ მიიღო განსახილველად.
სარჩელის თანახმად, რომ 2016 წლის 07 სექტემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------სა“ და მოქალაქე ლ------–-–--–-–---–ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ)
სესხის ხელშეკრულება №429074, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით 07.10.2016 წლამდე; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 90 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული, აღნიშნულის გამო მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% -ის ოდენობით, რამაც შეადგინა 1090 ლარი;
მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებული იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ;
ლ------–-–--–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულება სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით არ შესრულდა. 2017 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება №429074 ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 1800 ლარს, (სადაც გათვალისწინებულია ძირი თანხა, სარგებელი, პირგასამტეხლო და ჯარიმა). სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე თანხის 1800 (ათასრვაასი) ლარის დაკისრება; (600 ლარი-ძირი თანხა, 90 ლარი-სარგებელი, 20 ლარი ჯარიმა, 1090 ლარი პირგასამტეხლო). ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ხარჯების 42 ლარის ოდენობით დაკისრება;
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე პს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ის“ წარმომადგენელმა ე------------------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეზე შემცირებული თანხის 1050 (ათასორმოცდაათი) ლარის დაკისრება, რაშიც შედის იურიდიული მომსახურების ხარჯი-42 ლარის ოდენობით; ასევე მოითხოვა მოპასუხეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით დაკისრება;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ------–-–--–-–---–მა შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივ; სასამართლოს მთავარ სხდომაზე მთლიანად სცნო შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა და თანახმაა 1050 (ათასორმოცდაათი) ლარის გადახდაზე;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ე-------------ი“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში-საიდენტიფიკაციო ნომერი 4-------5;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3.2. დადგენილია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ე-------------ი” წარმოადგენს ონლაინ სესხების გამცემ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა რეგისტრაციას და დადგენილი წესების შესაბამისად ონლაინ სესხების გაცემას, აღნიშნული საქმიანობისათვის გააჩნია ლიცენზია ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ. სარჩელი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ვებ გვერდის მონაცემები
3.3 მოპასუხე ლ------–-–--–-–---–მა 2016 წლის 07 სექტემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ე-------------თან” დადო ონლაინ ხელშეკრულება №429074, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით 07.10.2016 წლამდე; დავალიანება დღემდე დაფარული არაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი)
- სესხის ხელშეკრულება
- განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი
- ცნობა დავალიანების შესახებ
- მოპასუხის მიერ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის ცნობა ნაწილობრივ;
- მხარეთა განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ის“ შემცირებული სარჩელი ლ------–-–--–-–---–ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 49-ე, 53-ე, 131-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხემ სარჩელი ცნო;
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას; მოპასუხემ დაადასტურა სესხის აღება და დავალიანების არსებობა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე და მუხლი ); მოსარჩელე მხარემ ვალდებულება შეასრულა და მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა; თავის მხრივ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება სესხისა და სარგებლის ვადაში დაბრუნების თაობაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. აქვე, საგულისხმოა, რომ მოპასუხემ, როგორც აღინიშნა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა ცნო;
იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილში მოპასუხემ ასევე სცნო სარჩელი და უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა, თუმცა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის-1050 ლარის ფარგლებში; საფუძველი- მოსარჩელის წარმომადგენლის დაზუსტებული მოთხოვნა ( სსსკ-ს 3-ე და 83-ე მუხლები);
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 2-ე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 39-ე, 49-ე, 83-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ის“ (ს/კ 4-------5) დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ლ------–-–--–-–---–ის (პირადი N3---------2) მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ლ------–-–--–-–---–ს (პირადი N3---------2) - მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ის“ (ს/კ 4-------5) სასარგებლოდ დაეკისროს 1050 (ათასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ს“ (ს/კ 4-------5) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - თანხა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. (საგადახდო დავალება №2-------4; გადახდის თარიღი 10.11. 2017წ; გადამხდელის ბანკი სს ”თიბისი ბანკი”; ბანკის კოდი TBCBGE22; მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22; გადამხდელის დასახელება: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ს“ (ს/კ 4-------5), ლ------–-–--–-–---–ის საქმეზე სახელმწიფო ბაჟი.
4. ლ------–-–--–-–---–ს (პირადი N3---------2) - მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ე-------------ის“ (ს/კ 4-------5) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ( ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა N 41).
მოსამართლე: დავით კეკენაძე