გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 820210017002096979 (2- 507/2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2017 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - ა-–--–----------–---ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - გ----------–--ე
მოპასუხე – მ-----------ე
ჯ-----რ (ჯ---ა) ტ----ე
მოპასუხის წარმომადგენელი - ნ-----------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების მ-----------ის და ჯ-----რ ტ----ის გამოსახლება მოსარჩელის საკუთრებიდან მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--.
1.2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--), რომელიც დღეის მდგომარეობით უკანონოდ დაკავებული აქვს მოქ. ჯ-----რ ტ----ეს და მ-----------ეს და მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მის ქონებას, ხელს უშლიან ქონების მართლზომიერ სარგებლობაში, რითაც ადგება ზიანი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წამოადგინეს შესაგებელი, რომლითაც არ სცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს მართალია რეგისტრირებული აქვთ მითითებულ მისამართზე უძრავი ქონება, თუმცა უკანონოდ.
ბინის ყოფილმა მეპატრონემ იური დანჩუკმა 2014 წელს შესთავაზა მათ, რომ მოევლოთ მისთვის, რის სანაცვლოდაც დაუტოვებდა ბინას, რის შემდეგაც დაიწყეს მისი მკურნალობა და მოაწესრიგეს ბინა, აღმოჩნდა, რომ ბინა არ იყო პრივატიზებული, რის გამოც დაიწყეს საბუთების შეგროვება, ამასობაში გარდაიცვალა იური დანჩუკი, რომელიც დაკრძალეს მათ, იური დანჩუკის სიცოცხლეშივე დაეუფლნენ სადავო ბინას და დღემდე აგრძელებენ მასში ცხოვრებას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რაც შესაგებელშია აღნიშნული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადაოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელე ა-–--–----------–---ას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 10.08.2107 წლიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 09.08. 2017 წელი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-13);
2. 2017 წლის 10 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14);
3. წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);
3.2.2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები და არ აძლევენ მოსარჩელეს საშუალებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-13);
2. 2017 წლის 09 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.14);
3. წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებული და აღიარებულია, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--. წარმოადგენს მის საკუთრებას და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონება: მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--. საკუთრების უფლებით 2017 წლის აგვისტოდან საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელე ა-–--–----------–---ას სახელზე.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებაში უსაფუძვლოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და ისინი არ აძლევენ საშუალებას მესაკუთრეს მისი საჭიროებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული უძრავი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9, ბინა N9, (54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--) მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ხელშეშლის აღკვეთას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უკანონოდ მოიპოვა საკუთრების უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომ მოსარჩელემ უკანონოდ მოიპოვა საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებას ამჟამად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი შეზღუდულია მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხეებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს ჯ-----რ ტ----ეს და მ-----------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ა-–--–----------–---ას სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-–--–----------–---ას წარმომადგენელის გ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეების მ-----------ისა და ჯ-----რ (ჯ---ა) ტ----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება, (მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს--–-------ი 1-ლი, მე-2 ჩიხი N9 ბინა N9, 54,22 კვმ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 2--------------.0--) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ა-–--–----------–---ას.
2. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს მ-----------ესა და ჯ-----რ (ჯ---ა) ტ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ ა-–--–----------–---ას სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 120(ას ოცი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით გელაშვილი