გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
221210918002363928
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 221210918002363928 (2/15-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

23.03.2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მესტიის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი სს ,,თ-------–-------”

 

მოპასუხე შპს ,,დ------------------ა”

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

სს ,,თ-------–-------” ითხოვს მოპასუხე შპს ,,დ------------------ასთვის” ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

14.07.2016წ სს ,,თ-------–-------”და შპს ,,დ------------------ას” შორის დაიდო ლიზინგის გენერალური ხელშეკრულება და მის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულება №3--------------

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება თვითმცლელი - Mercedes-Benz მოდელი 2---, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი:W----------------, რომელიც გადაეცა შპს ,,დ------------------ას.

 

ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დაირღვა და დავალიანებამ შეადგინა 5172,30 ლარი.

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი 295,84 ლარი და ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნების ხარჯი.

 

სს ,,თ-------–-------” ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება შპს ,,დ------------------ას” მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითმცლელი - Mercedes-Benz მოდელი 2---, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი:W---------------- დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის გენერალური ხელშეკრულება, ლიზინგის ხელშეკრულებს, მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა, გაფრთხილების წერილი, შეწყვეტის წერილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.სს ,,თ-------–-------ს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,თ-------–-------" დაუბრუნდეს შპს ,,დ------------------ას” მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითმცლელი - Mercedes-Benz მოდელი 2---, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი:W---------------- დაბრუნების შესახებ.

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4.შპს ,,დ------------------ას”.სს ,,თ-------–-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯი 295,84 ლარი და ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნების ხარჯი.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა