გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170210016001415588
საქმე #2/115-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - ნ-----–------------
წარმომადგენელი - ი-------------–---–-
მოპასუხე - შპს „ს------------------–-----------–---–-------------–--–-, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-", შპს „ა--------------------------------------–--------“
მოპასუხე ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს", შპს „ა--------------------------------------–--------ს“ წარმომადგენელი - დ-------------–---–-
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უცხოური საწარმოს ფ--–---–-------------–--ში -შპს „სა-------------------–----------–---–-------------–--ში“, ა--------------------–-–-----–--------------------–-–------------–---------------–---------------------ს - „ა--------------------------------–---------–-----------ს“, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ფილიალს - „ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს“, მოსარჩელის - ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულება - 410 800 ლარის გადახდით.
1.2. უცხოური საწარმოს ფ--–---–-------------–--ში -შპს „სა-------------------–----------–---–-------------–--ში“, ა--------------------–-–-----–--------------------–-–------------–---------------–---------------------ს - „ა--------------------------------–---------–-----------ს“, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ფილიალს - „ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს“, მოსარჩელის - ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ზიანის სახით 100 000 ლარი სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე პერიოდისათვის და სარჩელის სასამართლოში აღძვრიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, 410 800 ლარის წლიური 10%-ის გადახდა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
სარჩელის საფუძვლები:
2012 წლის 1 თებერვალს, მოსარჩელე ი/მ ნ-----–-----------სა და მოპასუხე შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალს შორის საქართველოში, ქ. თბილისში, დადებულ იქნა N84/2012 ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მენარდე ნ-----–-----------მა იკისრა ვალდებულება, შემკვეთის შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის წინაშე, რომ 2012 წლის 1 თებერვლიდან, 2012 წლის 31 დეკემბრამდე, 11 თვით უზრუნველეყო „ბ----------–---------------–---–---ს“ ახალი სარკინიგზო პროექტის განხორცილებისას საქართველოში, ქ. წ--–---ა და ქ. თ------–------–- განთავსებულ სამშენებლო ბაზებზე შემკვეთის - შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის დაქირავებული თანამშრომლების (მუშებისათვის) დღეში სამჯერადი კვების ორგანიზება. ხელშეკრულების ძალაში შესვლა მხარეთა მიერ დადგინდა 2012 წლის 1 თებერვლიდან და მისი მოქმედების დასასრულად გათვალისწინებული იქნა 2012 წლის 31 დეკემბერი, რაც დაუკავშირდა მომსახურების მიწოდების ვალდებულების დასრულებას. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შესაძლო წარმოშობისათვის, მხარეები ამავე წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საქართველოს საერთო სასამართლოს იურისდიქციაზე, კომპეტენციაზე, საქართველოს ტერიტორიაზე გასამართ განსჯადობაზე და ამასთან, დავის გადასაწყვეტად ქართული კანონმდებლობის გამოყენებაზე. ზ/ხსენებული ხელშეკრულების დადების დღესვე, მხარეების მიერ ქ. თბილისში, დადებული იქნა 2012 წლის 1 თებერვლის N83/2012 იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების სრულყოფილად რეალიზებისათვის მეიჯარემ - შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალმა, ნარდობისათვის გათვალისწინებული 11 თვიანი ვადით, სარგებლობის უფლებით მოიჯარე ი/მ ნ-----–-----------ს სასყიდლიან სარგებლობაში გადასცა ქ. წ--–---ა და ქ. თ------–------–- მეიჯარის საკუთრებაში მყოფ სამშენებლო ბაზებზე არსებული, ავეჯით, ელექტრო, წყლის და გაზის გაყვანილობებით მოწესრიგებული სასადილო შენობები, სასადილო ინვენტარი, შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის დაქირავებული თანამშრომლების (მუშებისათვის) კვების ორგანიზების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ 2012 წლის 1 თებერვალს დადებული N84/2012 ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. ნარდობის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ან მისი დასრულების შემდგომ შემკვეთს მენარდის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზიები შესრულებული სამუშაოს ხარისხთან და შესრულების ჯეროვანებასთან დაკავშირებით. ეს გარემოებები სადავოდ არ გამხდარა მხარეთა შორის არსებული კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსარჩელე ნ-----–-----------მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით სრულად უზრუნველყო მოპასუხე შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის დაქირავებული თანამშრომლების (მუშებისათვის) დღეში სამჯერადი კვების ორგანიზება. მოპასუხემ - შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების სანაცვლო ფულადი ვალდებულება და მოსარჩელეს არ აუნაზღაურა მომსახურების გაწევის საფასური, რამაც საერთო ჯამში დავალიანების სახით შეადგინა 443.800 ლარი. 2015 წლის 31 მარტს, ერთი მხრივ ნ-----–-----------ს, მეორე მხრივ შპს „ს--------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში და მესამეს მხრივ საქართველოში რეგისტრირებულ უცხოური საწარმოს ფილიალს - ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს, როგორც გარანტს შორის დადებული იქნა სამმხრივი მორიგების აქტი, რომლითაც შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალმა ხსენებულ მორიგების აქტში დაფიქსირებული წერილობითი აღიარებით, აღიარა ნ-----–------------ს წინაშე არსებული ფულადი ვალდებულება 443 800 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება, რომ არსებულ დავალიანებას დაფარავდა 2015 წლის 15 აპრილიდან 2015 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში ყოველთვიურად, შეთანხმებული ოდენობით, გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ამავე მორიგების აქტით, გარანტორმა - ა--------------------------------–--------------–--------------–---–მა აიღო ვალდებულება შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაზე და იკისრა სრული სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალთან ერთად, დავალიანების სრულად დაფარვაზე. მორიგების აქტი ხელმოწერილი იქნა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან და დამოწმებული იქნა საწარმოს ოფიციალური ბეჭდით. სამმხრივი მორიგების აქტით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის გრაფიკი პირველივე თვეს დარღვეული იქნა შემკვეთის - შპს „ს--------------------–----ს“ საქართველოს ფილიალის მხრიდან და ის ასევე არ იქნა შესრულებული გარანტორის მიერ. ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ვადის გადაცილებით, დავალიანებად აღიარებული 443 800 ლარიდან გარანტორის - ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს (ს/კ 4--------) მიერ მოსარჩელე ნ-----–------------სათვის 2015 წლის 24 აპრილს, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მეშვეობით N172 საგადახდო დავალებით გადარიცხული იქნა მხოლოდ 33 000 ლარი, რაც მიღებული იქნა მოსარჩელის მიერ, ხოლო დარჩენილი ვალდებულება არ შესრულებულა დღემდე არც შემკვეთის და არც გარანტორის მხრიდან. საბოლოოდ, შესასრულებელი ფულადი ვალდებულება მოპასუხეთა მხრიდან შეადგენს 410 800 ლარს. მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი, დათქმულ ვადების დარღვევის და არაკეთილსინდისიერი მოქმედებით, მოსარჩელეს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი იმ ოდენობით, რასაც ის მიიღებდა მხარეთა შორის წარმოშობილი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ნორმალურად განვითარების პირობებში. მოსარჩელეს გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოპასუხე მასთან შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ისე, როგორც ეს მხარეთა მიერ მოწონებული იქნა. შესაბამისად, მას მისაღები გასამრჯელოს სახით დაგეგმილი ჰქონდა გარკვეული ეკონომიკური ეფექტის მომტანი მოქმედებები, რაც მიუღებელი შემოსავალის სახის უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოსარჩელე შეძლებდა მისაღები თანხის ბრუნვით სარგებლის მიღებას სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებებით და არ გაეზრდებოდა ვალები და სხვა დანახარჯები. როგორც მინიმუმ, მისაღები თანხით მოსარჩელე შეძლებდა მოგების მიღებას ფულის საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტის სახით განთავსებისა და წლიური საპროცენტო განაკვეთის - 10% მიღების შედეგად. დადგენილია, რომ როგორც მინიმუმ „მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად“ დარიცხული სარგებლის მიღების სახით. „ამასთან, საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთის მხედველობაში მიღებით, (წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს მოგებული მხარის მხრიდან გაღებული დანახარჯის) სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღები სარგებელი წლიური 10%-ის ოდენობით, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“. მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით სამართლის ნორმების სწორად გამოყენებისა და დავის მართებულად გადაწყვეტის საუკეთესო შემოთავაზებაა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ Nბს-348-345(კ-11) საქმეზე 2011 წლის 09 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაშიც (იხ. www.supremecourt.ge ). სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მის მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის დ არც ოდენობის დადგენას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალეულ მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა თანხა, რომელსაც იგი მიიღებდა გარკვეული პერიოდული შემოსავლის - დარიცხული სარგებლის სახით, 10%-იანი ნიხრით (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება N2ბ/2185-14 საქმეზე). ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი უკანონო მოქმედებებით მოსარჩელის მიერ ზიანის აღმოფხვრის მიზნით გაწეული დანახარჯის გაღებით დამდგარი მიუღებელი შემოსავალი იმ მინიმუმით, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ზიანის აღმოსაფხვრელად გაღებული თანხის გარკვეული პერიოდული შემოსავლის შეგროვებად დეპოზიტზე განთავსების შედეგად - დარიცხული სარგებლის სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს უცხოური საწარმოს ფ--–---–-------------–--ში - „შპს „ს--------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში“, ა--------------------–-–-----–--------------------–-–------------–---------------–---------------------ს - „ა--------------------------------–---------–-----------ს“, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ფილიალს - „ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს“, მოსარჩელის - ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულება - 410 800 ლარის გადახდით.
უცხოური საწარმოს ფ--–---–-------------–--ში - „შპს „ს--------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში“, ა--------------------–-–-----–--------------------–-–------------–---------------–---------------------ს - „ა--------------------------------–---------–-----------ს“, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ფილიალს - „ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს“, მოსარჩელის - ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ზიანის სახით 100 000 ლარი სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე პერიოდისათვის და სარჩელის სასამართლოში აღძვრიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, 410 800 ლარის წლიური 10%-ის გადახდა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ასევე ითხოვს საქმის სასამართლოში წარმოებისათვის, მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს" და შპს „ა--------------------------------------–--------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მოპასუხე შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე შპს "ს--------------------–----ს" მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩნებით მოთხოვნა დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ სარჩელი გაიხმო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2012 წლის 01 თებერვალს ერთის მხრივ ი/მ ნ-----–-----------მა (ს/კ 2----------), მის: მ--------–-. სოფელი ს----------- (შემდგომში-,,მენარდე“) და მეორეს მხრივ ,,შპს, ს--------------------–----ს“ ფილიალი საქართველოში ს/ნ 4--------, შემდგომში ,,შემკვეთი) წარმოდგენილმა მისი დირექტორის ბატონ ე-––------–-----ის სახით დადეს ხელშეკრულება შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 მენარდე ვალდებულია შეასრულოს შემკვეთის დავალებით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
1.2 მენარდე ვალდებულია უზრუნვეყოს კვების ორგანიზება (შემდგომში ,,მომსახურეობა“/სამუშაო) ქ. წ--–--–- და ქ. თ------–------–- მდებარე სამშენებლო ბაზებზე შემკვეთის თანამშრომლებისათვის (შემდგომში ,,თანამშრომლები“), რომელთა რაოდენობა შეთანხმებულია შემკვეთთან.
1.3 მხარები ყოველთვიურად შეთანხმდებიან თანამშრომლების რაოდენობის დადგენაზე, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული მომსახურეობა.
1.4 წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურეობა მენარდემ უნდა შეასრულოს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 2. მხარეთა უფლება მოვალეობები
2.1 მენარდე ვალდებულია:
2.1.1 ხარისხიანად შეასრულოს სამუშაო;
2.1.2მიაწოდოს ჯანმრთელობისათვის უვნებელი საკვები შეთანხმებული რაოდენობით;
2.1.3 დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სანიტარული ნორმები;
2.1.4 წარადგინოს შემკვეთს მენიუ და შეათანხმოს იგი მასთან;
2.1.5 მოამზადოს საკვები;
2.1.6 შემკვეთის თანამშრომლებს ყოველდღიურად, დღეში სამჯერ, მიაწოდოს საკვები;
2.1.7 მოახდინოს სასადილოში კვების ორგანიზება;
2.1.8 ყოველთვიურად მიაწოდოს შემკვეთს ანგარიში გაწეული მომსახურეობის შესახებ;
2.1.9 ამ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ დაუბრუნოს შემკვეთს მისთვის გადაცემული ქონება, ხოლო დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, აუნაზღაუროს დანაკლისის ღირებულება.
2.2 შემკვეთი ვალდებულია:
2.2.1 იჯარით გადასცეს ამ ხელშეკრულების 1.1 პუნქტში აღნიშნული სამშენებლო ბაზაზე სასადილო შენობები და ინვენტარი;
2.2.2 გადაუხადოს მენარდეს მის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
2.2.3 ყოველთვიურად შეატყობინოს მენარდეს თანამშრომელთა რაოდენობის თაობაზე;
2.2.4 დროულად მოაწეროს ხელი მომსახურეობის გაწევის აქტებზე;
2.2.5 გადაიხადოს სასადილოთი სარგებლობისათვის ყველა კომუნალური გადასახადი;
2.3. მენარდეს უფლება აქვს:
2.3.1 დროულად მიიღოს მის მიერ გაწეული მომსახურეობის საზღაური;
2.3.2 მიიღოს შემკვეთისგან ყველა საჭირო ინფორმაცია;
2.4. შემკვეთს უფლება აქვს:
2.4.1 ნებისმიერ დროს შეამოწმოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმდინარეობა და ხარისხი;
2.4.2 უარი თქვას ხელშეკრულებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
მუხლი 3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
3.1. ხელშეკრულება ძალაში შედის 2012 წლის 1 თებერვლიდან და ძალაშია 2012 წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 4. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
4.1. მენარდის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური განისაზღვრება შემკვეთის თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით, ერთი თანამშრომელის სამჯერადი კვების საფასური შეადგენს დღეში 18 (თვრამეტი) ლარს დღგ-ს გარეშე. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მენარდე.
4.2. ანგარიშსწორება მოხდება თვეში ერთხელ, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება -ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში, ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით;
4.3 შემკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის ვადაში გადაუხადოს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი ავანსის სახით.
მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
5.2. მენარდე პასუხს აგებს თანამშრომლებისათვის მიწოდებული საკვების ხარისხზე და უვნებლობაზე საქართველოს კანონმდებლობის და აღიარებული სანიტარული ნორმების დაცვით.
5.3 მენარდე პასუხისმგებელია მის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში როგორც შემკვეთისათვის, ასევე მისი თანამშრომლებისათვის მიყენებულ ზიანზე.
5.4 მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივ დანაკლისი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც, რომელიც არ მიუღია შემკვეთს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
6. დასკვნითი დებულებები
6.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ზეპირ გარიგებებს ძალა არა აქვს.
6.2. მხარეთა შორის წამოჭრილი სადაო საკითხები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6.3 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეზგემპლარად ქართულ ენაზე, ორივე იდენტურია და გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
ხელშეკრულება ხელმოწერილია მენარდე ნ-----–------------ს და შპს ,,ს--------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორის ე-––------–-----ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2012 წლის 01 თებერვლის #84/2012 ნარდობის ხელშეკრულება, ტომი 2, ს.ფ. 146-148;
3.1.2. 2012 წლის 01 თებერვალს ერთის მხრივ შპს ,,ს--------------------–----ს“ ფილიალი საქართველოში (ს/ნ 4--------, შემდგომში მეიჯარე) წარმოდგენილი მისი დირექტორის ბატონ ე-––------–-----ის სახით და მეორეს მხრივ ი/მ ნ-----–-----------მა (ს/კ 2----------), მის: მ--------–-, სოფ: ს----------- (შემდგომში ,,მოიჯარე’) დადეს წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
მუხლი1. ხელშეკრულების საგანი
1.1 მეიჯარე იჯარით გადასცემს მოიჯარეს 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ქ. წ--–--–- და ქ. თ------–------–- მდებარე სამშენებლო ბაზებზე არსებულ სასადილო შენობებს და ინვენტარს (შემდგომში ,,ობიექტები“). ობიექტები უზრუნველყოფილია ავეჯით, ასევე ელექტრო, წყლის და გაზის გაყვანილობით.
1.2 მხარეები თანხმდებიან, რომ მოიჯარე გამოიყენებს ობიექტებს მეიჯარის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის ორგანიზებისათვის.
1.3 მოიჯარე უხდის მეიჯარეს საიჯარო ქირას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით.
მუხლი 2. ხელშეკრულების პირობები
2.1 მეიჯარე ვალდებულია:
2.1.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე, გადასცეს მოიჯარეს ობიექტები დროებითი სარგებლობისათვის.
2.1.2 მოიჯარესთან ერთად ჩაატაროს იჯარით გაცემის დღისათვის ობიექტებზე არსებული ნივთების აღრიცხვა და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც წარმოდგენს წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილს.
2.1.3 მეიჯარემ უნდა გადასცეს მოიჯარეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ობიექტები.
2.1.4 გადაიხადოს კომუნალური გადასახადები საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.
2.2 მხოლოდ მეიჯარეს აქვს უფლება:
2.2.1 დღის ნათელ პერიოდში, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შევიდეს გაქირავებულ ობიექტებში მისი შემოწმების მიზნით.
2.2.2 მიიღოს საიჯარო ქირა სრულად და დროულად.
2.3 მოიჯარე ვალდებულია:
2.3.1 დროულად გადაუხადოს მეიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა.
2.3.3 გაუფრთხილდეს ობიექტებს და გადაცემულ ქონებას, ხოლო მათი დაბრუნებისას დააბრუნოს ზუსტად იმ მდგომარეობაში და იმ რაოდენობით რა მდგომარეობაშიც და რა ოდენობითაც მიიღო.
2.3.4 გამოიყენოს ობიექტი მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ მიზნებისათვის.
2.3.5 არ დაუშვას ობიექტის მიმართ რაიმე ცვლილების განხორციელება მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე.
2.3.6 წინამდებარე ხელშეკრულების დამთავრების დღიდან ხუთ სამუშაო დღის განმავლობაში დაცალოს ობიექტი მეიჯარის თანდასწრებით, გაიტანოს თავისი კუთვნილი ნივთები და ჩააბაროს მეიჯარეს ობიექტი, რაზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი. ობიექტის დაცლისათვის განსაზღვრული დღეები მეიჯარეს არ აუნაზღაურდება.
2.4 მოიჯარეს უფლება აქვს:
2.4.1 მოითხოვოს მეიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება.
2.4.2 შეუზღუდავად ისარგებლოს ობიექტებით წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.
2.4.3 მეიჯარესთან შეთანხმებით, დაამონტაჟოს ყველა აუცილებელი ფუნქციონალური მოწყობილობა, ტიხრები და დანადგარები, ხოლო ამ ხელშეკრულების დამთავრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხსნას და გაიტანოს მისი კუთვნილი მოწყობილობები და დანადგარები შენობების დაზიანების გარეშე. ის ნივთები, რაც მყარად იქნება შენობასთან მიმაგრებული, დამონტაჟებული და მათი მოხსნა მნიშვნელოვნად დააზიანებს შენობებს, დარჩება მეიჯარეს.
2.4.4 საჭიროებისამებრ განალაგოს ობიექტებზე მოწყობილობები და სხვა ნივთები.
მუხლი 3. საიჯარო ქირის ოდენობა და გადახდის წესი
3.1 ქ. წ--–--–- მდებარე სამშენებლო ბაზაზე ობიექტის ქირის ღირებულება შეადგენს თვეში 2500 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო ქ. თ------–------–- 1600 ლარს დღგ-ს გარეშე.
3.2 საიჯარო ქირის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ნაღდი ან/და უნაღდო, ანგარიშსწორების გზით.
მუხლი 4. ხელშეკრულების ვადის შეწყვეტა და ვადის გაგრძელება
4.1 ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
4.2 მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, 3 თვით ადრე, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტონ წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება.
4.3 მხარეებს ასევ უფლება აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეწყვიტონ ეს ხელშეკრულება.
მუხლი5. დავების გადაწყვეტის წესი
5.1 მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავას განიხილავს საქართველოს საქალაქო სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დასკვნითი დებულებები
6.1 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა მუხლი და დანართი წარმოდგენს მის განუყოფელ ნაწილს.
6.2 წინამდებარ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მხარეთა შეთანხებით, რომელიც წერილობითი უნდა იყოს. ზეპირ გარიგებებს ძალა არა აქვთ.
6.3 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე. ერთი ეგზემპლარი გადაეცა მეიჯარეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება მოიჯარესთან.
ხელშეკრულება ხელმოწერილია მოიჯარე ნ-----–------------ს და მეიჯარე შპს ,,ს--------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორის ე-––------–-----ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2012 წლის 01 თებერვლის #83/2012 იჯარის ხელშეკრულება, ტომი 2, ს.ფ. 149-152;
3.1.3. 2015 წლის 15 მარტის მორიგების აქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ: 1. ერთის მხრივ ნ-----–------------, შემდგომში მოსარჩელე, 2. მეორეს მხრივ შპს ,,ს--------------------–----ს ფილიალი საქართველოში“ ს/კ 4--------, შემდგომში მოპასუხე; 3. მესამეს მხრივ ა--------------------------------–--------------–--------------–---–- ს/კ 4--------, შემდგომში გარანტორი
პრეამბულა
ვინაიდან მხარეების აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ სრული იურიდიული უფლება დადონ წინამდებარე შეთანხმება, შეასრულონ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ მხარეთა საერთო ინტერესს წარმოადგენს პარტნიორობაზე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული კეთილსინდისიერი თანამშრომლობა და მხარეთა კანონიერი ინტერესების დაცვა; ვინაიდან მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება სრულად გამოხატავს მათ ნებას, თანაბრად იცავს მხარეთა უფლებებს და არც ერთ მხარეს არ ანიჭებს რაიმე სახის უპირატესობას. ვინაიდან მხარეები გარანტიას იძლევიან, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის არსებული წარმომადგენლები და გარანტიები მოქმედებენ უპირობოდ შეთანხმების მოქმედების განმავლობაში და წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისას მხარეებს არ გააჩნიათ რაიმე სახის ინფორმაცია ისეთი ფაქტების და გარემოებების არსებობის შესახებ, რომელთა მიზეზით შეთანხმების შესრულება შეფერხდება ან შეუძლებელი გახდება ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ამდენად მხარეები თანხმდებიან დადონ წინამდებარე მორიგების აქტი ქვემოთ მოყვანილი პირობებით, კერძოდ:
1. შეთანხმების საგანი
1.1 მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მიმართ დავალიანება 443800 (ოთხას ორმოცდასამი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
1.2 გარანტორი კისრულობს ვალდებულებას მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი მორიგების აქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებულ დავალიანებაზე და სოლიდარულად დაფაროს ხსენებული ვალდებულება.
1.3 გარანტორი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი გაეცნო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე არსებულ მასალებს სრულად, მისთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები და ეთანხმება მათ.
1.4 მოპასუხე და მოსარჩელე მორიგების აქტით გათვალისწინებულ დავალიანებას სოლიდარულად დაფარავენ შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 50000-15 აპრილი 2015 წელი, 50000-15 მაისი 2015 წელი, 50000-15 ივნისი 2015 წელი, 50000-15 ივლისი 2015 წელი, 50000-15 აგვისტო 2015 წელი, 50000-15 სექტემბერი 2015 წელი, 50000-15 ოქტომბერი 2015 წელი, 50000-15 ნოემბერი 2015 წელი, 43800 -15 დეკემბერი 2015 წელი.
1.4 მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს თეთრიწყაროს საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე (მოსამართლე სოფიო გაგნიძე, დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება)
2. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორს- მაჟორი
1. მხარეების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.მხარეების თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისას თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის შედეგად, კერძოდ წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტებით, სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებით.
3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ ხელთარსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად და დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინონ მხარეებს ამის შესახებ.
4. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ ამ მორიგების აქტი განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები.
3. კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი
1. წინამდებარე მორიგების აქტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
2. მორიგების აქტის მხარეების შეეცდებიან მოლაპარაკების გზით გადაჭრან მათ შორის წარმოქმნილი სხვა ნებისმიერი დავა.
4. სხვადასხვა დებულებები
1. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე
2. მხარეების ადასტურებენ, რომ ისინი წინასწარ გაეცვნენ წინამდებარე მორიგების აქტს დებულებებს და მათ სრულად ესმით ამ დებულებების შინაარსი.
3. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ გარიგებათა ფარგლებში მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან მეორე მხარის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გაცემა ევალება მოქმედი კანონმდებლობით.
4. მხარეები უარს აცხადებენ წინამდებარე მორიგების აქტისა და მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე.
ზემოაღნიშნულის დასტურად მხარეების ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას:
ნ-----–------------ს წარმომადგენელი გ------–----------ი, შპს ,,ს--------------------–----ს ფილიალი საქართველოში“ დირექტორი ე-––------–-----ი, ა--------------------------------–----------------–--------------–--–--–-ს დირექტორი ა-–---–-------–--------–-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 31 მარტის მორიგების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 153-155.
3.1.4. 2015 წლის 24 აპრილს ა--------------------------------–----------------–--------------–--–--–-ს მიერ სს ,,ვითიბი“ მეშვეობით ი/მ ნ-----–------------სათვის გადარიცხული იქნა 33 000 ლარი, გადახდის დანიშნულება საყოფაცხოვრებო მომსახურების ღირებულება, თანახმად ხელშეკრულებისა 15.03.2015.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 24 აპრილის ქვითრის ასლი, საგადასახადო დავალება 172, ტომი 2, ს.ფ. 156.
3.1.5. 2015 წლის 31 მარტისათვის (მორიგების აქტის დადების დროისათვის) ე-––------–-----ი წარმოადგენდა შპს ს--------------------–----ს ფილიალის საქართველოში დირექტორს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 51;
3.1.6. 2015 წლის 31 მარტისათვის (მორიგების აქტის დადების დროისათვის) ა-–---–-------–--------–------- აპრილს ა--------------------------------–----------------–--------------–---–ის დირექტორს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 52;
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეების შპს „ს------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს", შპს „ა--------------------------------------–--------ს“ მიერ ნ-----–------------ს მიმართ სრულად არ შესრულებულა 2015 წლის 15 მარტის მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხეებს რაიმე სახის მტკიცებულება ვალდებულების შესრულების თაობაზე არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–------------ს სარჩელი შპს „ს------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს", შპს „ა--------------------------------------–--------ს“ მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 463-ე, 464-ე, 629-ე, 648-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
მოსარჩელე ნ-----–------------ს მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლის 01 თებერვალს ი/მ ნ-----–-----------სა შპს ,,ს--------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში წარმომადგენელს ე-––------–-----ს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, რომლის თანახმად მენარდე ვალდებული იყო უზრუნველეყო კვების ორგანიზება ქ. წ--–--–- და ქ. თ------–------–- მდებარე სამშენებლო ბაზებზე შემკვეთის თანამშრომლებისათვის და ეს მომსახურება ნ-----–-----------ს უნდა შეესრულებინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა პირნათლად, ხოლო მონარდის მიერ გადახდილი არ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ნ-----–------------სათვის ანაზღაურებული არ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რამაც შეადგინა 443 800 ლარი, რომლის ოდენობაც სადავოდ არ გამხდარა მოპასუხე მხარის მიერ.
2015 წლის 15 მარტს ნ-----–-----------ს, შპს ,,ს--------------------–----ს ფილიალი საქართველოში“ და ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს, როგორც გარანტორს შორის შედგა მორიგების აქტი, რომლითაც მხარეებმა განაცხადეს რომ მათ გააჩნიათ სრული იურიდიული უფლება დადონ წინამდებარე შეთანხმება, შეასრულონ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ მხარეთა საერთო ინტერესს წარმოადგენს პარტნიორობაზე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული კეთილსინდისიერი თანამშრომლობა და მხარეთა კანონიერი ინტერესების დაცვა; ვინაიდან მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება სრულად გამოხატავს მათ ნებას, თანაბრად იცავს მხარეთა უფლებებს და არც ერთ მხარეს არ ანიჭებს რაიმე სახის უპირატესობას. ვინაიდან მხარეები გარანტიას იძლევიან, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის არსებული წარმომადგენლები და გარანტიები მოქმედებენ უპირობოდ შეთანხმების მოქმედების განმავლობაში და წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისას მხარეებს არ გააჩნიათ რაიმე სახის ინფორმაცია ისეთი ფაქტების და გარემოებების არსებობის შესახებ, რომელთა მიზეზით შეთანხმების შესრულება შეფერხდება ან შეუძლებელი გახდება ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეთანხმდნენ და დადეს მორიგება შემდეგი პირობით, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მიმართ დავალიანება 443800 (ოთხას ორმოცდასამი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. გარანტორმა იკისრა ვალდებულება მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად ეგო პასუხი მორიგების აქტის ნ-----–------------ს მიმართ არსებულ დავალიანებაზე და სოლიდარულად დაეფარა ხსენებული ვალდებულება და განაცხადა, რომ დავალიანებას შპს ,,ს--------------------–----ს“ ფილიალის საქართველოში ერთად სოლიდარულად დაფარავდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 50000-15 აპრილი 2015 წელი, 50000-15 მაისი 2015 წელი, 50000-15 ივნისი 2015 წელი, 50000-15 ივლისი 2015 წელი, 50000-15 აგვისტო 2015 წელი, 50000-15 სექტემბერი 2015 წელი, 50000-15 ოქტომბერი 2015 წელი, 50000-15 ნოემბერი 2015 წელი, 43800 -15 დეკემბერი 2015 წელი.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.).
ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. უნდა არსებობდეს ისეთი წინაპირობები, რომლებიც მიუთითებენ მომავალში კონკრეტულ შემთხვევაში უკვე არსებული სამართალურთიერთობის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულბით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი იძულებით შესრულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 15 მარტის მორიგების აქტით მოპასუხეებს ა--------------------------------–----------------–--------------–--–--–ს და შპს ,,ს--------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში მიერ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აღიარებული აქვთ ნ-----–------------ს მიმართ 2012 წლის 01 თებერვლის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) და ასევე კონკრეტულად აქვთ მითითებული მისი შესრულების ვალდებულების ვალის დაფარვის წესი და ვადები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 აპრილს ა--------------------------------–----------------–--------------–--–--–-ს მიერ სს ,,ვითიბი“ მეშვეობით ი/მ ნ-----–------------სათვის გადარიცხული იქნა მხოლოდ 33 000 ლარი, ხოლო მოპასუხეების მიერ არ მომხდარა დარჩენილი მორიგების აქტით აღიარებული ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულება, აღნიშნული კი წარმოადგენს 410,800 ლარის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს უცხოური საწარმოს ფ--–---–-------------–--ში - „შპს „სა-------------------–----------–---–-------------–--ში“, ა--------------------–-–-----–--------------------–-–------------–---------------–---------------------ს - „ა--------------------------------–---------–-----------ს“, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ფილიალს - „ა--------------------------------–---------–-------------------–---–ს“, მოსარჩელის - ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ზიანის სახით 100 000 ლარი სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე პერიოდისათვის და სარჩელის სასამართლოში აღძვრიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, 410 800 ლარის წლიური 10%-ის გადახდა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლი ადგენს ვალდებულებითი სამართლის მთავარ პრინციპს - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების, კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპს. ჯეროვნად შესრულება არის ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტი დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
გარდა ამისა, ქონების (ფულის) უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანოს სარგებელი მის მესაკუთრეს. აღნიშნული სარგებლის მიღების ყველაზე მარტივ და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიღების შესაძლებლობა კი სწორედ მითითებული ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებაა, რაც შესაბამისად იძლევა იმ მინიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ყველა მონაწილე გონიერი სუბიექტისათვის სავარაუდო და აღქმადი გარემოებაა. ფული გამოირჩევა სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რის გამოც ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა და შეუძლია შესძინოს მის მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალის საბანკო პროცენტის სახით. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, მოსარჩელე გათავისუფლებულია მტკიცების ტვირთისაგან და ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა ყოველთვის ზიანის მომტანია კრედიტორისათვის, რადგან იგი ვერ იღებს იმ სარგებელს, რომლის მიღების შესაძლებლობა ფულის საბანკო დეპოზოტზე განთავსების შედეგად ექნებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 4 მარტის განჩინებით, საქმე №ას-992-950-2013 განმარტებული იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანს სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამოწვეული ზიანისან განსხვავევით განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ მათი უკანონო მოქმედებებით გამოწვეული, მიუღებელი შემოსავალი იმ მინიმუმით, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა თანხის გარკვეული პერიოდული შემოსავლის შეგროვებად დეპოზიტზე განთავსების შედეგად - დარიცხული სარგებლის სახით.
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს 2015 წლის 15 მარტის მორიგების აქტის პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი, თანხის გადახდის ვალდებულება, რაც ნ-----–------------სათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. აღნიშნული ვალის აღიარების ხელშეკრულება სრულად უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 15 დეკემბერს. მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 30 ივნისს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით სადაო თანხის წლიური 10% დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი და მართებულია, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები 06 თვიდან 12 თვემდე ვადით 2015 წლის მარტის თვიდან 2018 წლის მარტის თვემდე მერყეობს მინიმალური 10,4, მაქსიმალური 12,1 % შუალედში, ხოლო ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ერთ წელზე მეტი ვადით 2015 წლის მარტის თვიდან 2018 წლის მარტის თვემდე მერყეობს მინიმალური 11,2% მაქსიმალური 13,3 % შუალედში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე 100 000 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან როგორც მორიგების აქტით დადგენილია მოპასუხეებს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ პერიოდულად 2015 წლის 15 მარტიდან 2015 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელეს ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 15 დეკემბრიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2016 წლის 30 ივნისს ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 6 თვის შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან მხარის მოთხოვნა წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 10% დაკისრებას, სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სადაო თანხის წლიური 10%, რაც 6 თვის ვადაში შეადგენს - 20540 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის წარმომადგენელი შუამდგომლობს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის-ადვოკატის დახმარებისათვის 29 085 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები.
სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა, წერილობითი მტკიცებულებების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 500 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 1000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად (საჯარო რეესტრიდან ინფორმაციების მოძიება და სხვა) - 300 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 150 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.05 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 300 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 50 ლარის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 700 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით-სულ 8070,05 ლარის ოდენობით, რადგან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელის მიერ გაწეულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები 914,2 ლარის ოდენობით.
შესაბამისად მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი, 2016 წლის 01 ივლისს სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი 151 ლარი და 2017 წლის 30 იანვარს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 51 ლარი და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები 914,2 ლარი.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რადგან დავა გადაწყდა მოსარჩელის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობა კი შეადგენს დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4 პროცენტს.
მოცემულ შემთხვვეაში საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ მხარის მიერ წარმოდგენილია 2015 წლის 09 მარტს შპს ,,ფიელსი PLC ""-სა და ნ-----–------------ს წარმომადგენელს გ------–----------ს შორის დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია იურიდული მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს (სუს 26.04.16წ., №ბს-397-391 (2კ-4კს-15)).
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
2016 წლის 14 ივლისს მიღებულ ბს-776-768 (2კ-4კს-15) გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, ,,რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 30.10.15წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ. გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ..
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს, შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკასაკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯი 5000 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის და 2017 წლის 31 იანვრის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 410 800 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე პერიოდის მიუღებელი შემოსავლის ზიანი 20540,00 ლარი.
4. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში აღძვრიდან 2016 წლის 30 ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 410 800 ლარის წლიური 10%-ის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
5. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი, 2016 წლის 01 ივლისს სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი 151 ლარი და 2017 წლის 30 იანვარს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 51 ლარი.
6. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს, შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკასაკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯი 5000 ლარი.
7. მოპასუხეებს შპს „ს------------------–----ს“ ფ--–---–-------------–--ში, ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–ს", შპს „აზ------------------------------------–--------“ მოსარჩელე ი/მ ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები 914,2 ლარი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: სოფიო გაგნიძე