გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2018
საქმის ნომერი
010210017001834407
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001834407

№2-674/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „კ------–-------------ი“

წარმომადგენლები მ-----------–-–---–ი

მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან”

წარმომადგენელი რ-----–----ე

დავის საგანი ხელშეკრულების მოშლა და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნას შეწყვეტილად შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” და ზ------------------ას შორის 2016 წლის 10 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” დაეკისროს მოსარჩელე შპს „კ------–-------------ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 72 000 აშშ დოლარის დაბრუნება.

1.2. მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” დაეკისროს მოსარჩელე შპს „კ------–-------------ის“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2016 წლის 10 მაისის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 72000 აშშ დოლარის წლიური 0,8%-ის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” და ზ------------------ას შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქN35-37-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლის, შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” მიერ ასაშენებელ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 ან მე-5 სართულზე მდებარე საერთო ჯამში 72 კვმ ფართის ბინა, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეცა შემძენისათვის. ნასყიდობის ფასი კი შეადგენდა 72 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);

- უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. 10.05.2016წ.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.2. დადგენილია, რომ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, ქონებას ედო ყადაღა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

 

ასევე დადგენილია, რომ ზ------------------ამ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე 2016 წლის 10 მაისს სრულად გადაუხადა მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 72000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. 110.05.2016წ.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- სალაროს შემოსავლის ორდერი.

 

3.2.3. 2017 წლის 07 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ზ------------------ამ 2016 წლის 10 მაისის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები დაუთმო შპს „კ------–-------------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. 07.02.2017წ.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „ს--–-----–-----------------–-----–--თან“ ამჟამადაც რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ხოლო ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებულია მრავლობითი ყადაღა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დღემდე არ არის შესრულებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დიდი ალბათობით მოპასუხე კვლავ ვერ შეძლებს ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელემ დაკარგა ხელშეკრულებისადმი ინტერესი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროში იმდენად გაჭიანურდა, რომ მოსარჩელისათვის აზრს კარგავს მისი შესრულება, რის გამოც მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ------–-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: აღიარებული იქნას შეწყვეტილად შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” და ზ------------------ას შორის 2016 წლის 10 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” დაეკისროს მოსარჩელე შპს „კ------–-------------ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 72 000 აშშ დოლარის დაბრუნება. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 183-ე, 199-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 407-ე, 411-ე, 412-ე, 477-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე ნორმის მესამე პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------------------ას და შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” შორის 2016 წლის 10 მაისს გაფორმებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ზ------------------ამ 2016 წლის 10 მაისის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები დაუთმო შპს „კ------–-------------ს“, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ შპს „კ------–-------------ს“ წარმოეშვა მოპასუხის მიმართ 2016 წლის 10 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაყენების უფლება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შპს „ს--–-----–-----------------–-----–--თან“ ამჟამადაც რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებულია მრავლობითი ყადაღა, დღემდე არ არის დარეგისტრირებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაც საჯარო რეესტრში და დიდი ალბათობით მოპასუხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ ვერ შეძლებს ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროში იმდენად გაჭიანურდა, რომ მოსარჩელისათვის აზრს კარგავს მისი შესრულება, რის გამოც მან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. ამასთან დადგენილია, რომ ამჟამადაც მოპასუხე ვერ ასრულებს ვალდებულებას, ვინაიდან მშენებლობა დაუმთავრებელია, შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და გარდა ზ/აღნიშნულისა მოპასუხე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებულია მრავლობითი ყადაღა, რის გამოც დღემდე არ არის დარეგისტრირებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაც საჯარო რეესტრში. შესაბამისად დასაბუთებულია მოსარჩელის მტკიცება, რომ ვალდებულების შესრულება იმდენად გაჭიანურდა, რომ მისთვის ვალდებულების შესრულებამ აზრი დაკარგა.

 

ამდენად სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარების და მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ეს ნორმა, ხელშეკრულების კეთილსინდისიერ მხარეს უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და ნატურით დაიბრუნოს მის მიერ გაწეული შესრულება. ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს--–-----–-----------------–-----–--თან“ სასარგებლოდ გადახდილია 72 000 აშშ დოლარი, რაც თანახმად სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლისა მან უკან უნდა დააბრუნოს.

 

6.3. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე ხელშეკრულების მოშლის გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2016 წლის 10 მაისის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 72000 აშშ დოლარის წლიური 0,8%-ის გადახდის დაკისრებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწველი ზინის ანაზღაურება, მაგრამ ამავე კოდექსის 407-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”. ამავე კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ის შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო მოსარჩელეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავლის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411–ე მუხლი) სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობით და დამოკიდებულია ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შედეგად მისაღებ სარგებელზე (სუსგ №ას-899-845-2012).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411–ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მოპასუხის მიერ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის გადაცემასთან, ანუ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რა შემოსავალს მიიღებდა და ვალდებულების დარღვევის შედეგად არ მიიღო მოსარჩელემ ანუ, არა ფულადი სახსრების, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რა ოდენობის შემოსავალს მიიღებდა მოსარჩელე და რაში გამოიხატებოდა ყოველივე აღნიშნული. მითითებულ ფაქტებზე მოსარჩელე არ უთითებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კი მოსარჩელე მიიღებდა მხოლოდ ბინას და არა სხვაგვარ შემოსავალს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით 72 000 აშშ დოლარის წლიური 0,8 %-ის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ”კ------–-------------ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. აღიარებული იქნას შეწყვეტილად შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” და ზ------------------ას შორის 2016 წლის 10 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” დაეკისროს მოსარჩელე შპს „კ------–-------------ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 72 000 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

1.2. მოსარჩელე შპს ”კ------–-------------ს” უარი ეთქვას მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე.

 

1.3. მოპასუხე მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------–-----–--თან” დაეკისროს მოსარჩელე შპს ”კ------–-------------ის” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე