განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002293264
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/49-18 14 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ბ-------------------------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------–-----------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1.3. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მეორე ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2----–-–-----------------------------–----უგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მეუღლე ნ-------------თან არსებული კონფლიქტით განაწყენებულმა ბ------------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მშობელ ფ---------------ას მარცხენა ხელზე დაარტყა მუშტი ერთხელ და მაჯაზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც ფ---------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოწმე ნ-------------, დაზარალებულ ფ---------------ას, ბრალდებულის ჩვენებებით და ქორწინების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ ბრალდებული ბ------------ და ნ-----------ა არიან მეუღლეები, ასევე დადგენილია, რომ დაზარალებული ფ---------------ა არის ნ------------- მშობელი. ამდენად, დაზარალებული არის ბრალდებულის ოჯახის წევრი.
ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ის, რომ ბრალდებულმა ბ------------მ ფ---------------ას კონსტიტუციური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაარღვია ფიზიკური ძალადობით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმე ე-------------ას, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქორწინების აქტის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა.
2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
ბრალდებულების მიერ განხორციელებული ძალადობით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმე ე-------------ას დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას, ბრალდებულის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბ------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ბ------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა სხვა დანაშაულის ჩადენამდე წინააღმდეგობის გადასალახად.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მეუღლესთან მისვლაში ხელის შეშლა, შეყოვნება), მიზანს (დაბრკოლების გადალახვა, დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და შიშის გრძნობის გაჩენა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მეუღლის დედის პატივისა და ღირსების შელახვა მასზე ფიზიკური ძალადობით), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (მუშტის დარტყმა ხელზე და მაჯაზე ხელის მოჭერა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნება, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირადი და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის მინიმალური ზომის სასჯელი.
II. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2----–-–-----------------------------–----უგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მეუღლე ნ-------------თან არსებული კონფლიქტით განაწყენებული ბ------------ სანადირო თოფისა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ნ------------- და მეუღლის მშობელ ფ---------------ას, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ნაწილში, რაც ვრცელდება განსახილველ შემთხვევაზეც. ამდენად, ქორწინების სააქტო ჩანაწერით, დაზარალებულებისა და ბრალდებულის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული და დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები.
II.2 სიცოცხლის მოსპობის მუქარა
ბრალდებული სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით რომ დაემუქრა დაზარალებულებს, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმე ე-------------ას, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულების მიმართულებით სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულების შეშინება და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.
2.3. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
ის, რომ ბრალდებული სანადირო თოფისა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს და მათ რომ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის ჩვენებით, მოწმე ე-------------ას, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მომართვით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებს რომ გაუჩნდათ ასეთი შიში, ეს გამოიხატა დაზარალებულების ქცევაში, მათ მიერ დახმარების გამოძახების სურვილის გაჩენაში. შიში საფუძვლიანი რომ იყო, აღნიშნული დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც ამოღებულ იქნა თოფი ვაზნებითურთ.
სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მიერ თოფის და დანის დემონსტრირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულებს არ გაუჩნდებოდათ.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე (ასევე სხვა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამდენად, იმ შემთხვევებში, როცა სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, აუცილებელია სსკ-ის 111 მუხლზე მითითება. საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული და დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები, ასევე ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მისამართით განზრახ სიცოცხლის მოსპობის მუქარა თოფისა და დანის დემონსტრირებით.
ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბ------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ბ------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ; ქმედების ჩადენა თოფისა და დანის გამოყენებით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებში შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის წევრების: მეუღლისა და სიდედრის მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (თოფის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომა.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა მოხდეს ნივთმტკიცება სანადირო თოფის და ხუთი ცალი ვაზნის, როგორც დანაშაულის იარაღის, საპროცესო კონფისკაცია, ვინაიდან ბრალდებულმა სწორედ აღნიშნული თოფით მოახდინა დაზარალებულების მიმართ მუქარა.
III. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
201--–-–------------ს ღამის საათებში ზ----------------------------–------------ში მეუღლე ნ-------------თან არსებული კონფლიქტით განაწყენებულმა ბ------------მ მეუღლის დედის - ფ---------------ას საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა მეუღლე ნ------------- შეძენილ ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ---------------ას კუთვნილ საოჯახო ნივთებს - ლეიბებს, ბალიშებს, საბნებს, მაგიდებს, რა დროსაც განადგურდა ნ------------- შეძენილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე დაზიანდა ფ---------------ას საცხოვრებელი სახლის ოთახები და საოჯახო ნივთები. ბ------------ს ქმედებით ნ------------- და ფატიმა როგავას მიადგათ 150 ლარზე მეტი ოდენობით, მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
ბრალდებულისა და დაზარალებულების ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის და მუქარის ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულებისადმი მიმართულ განსახილველ ქმედებაზეც.
2.2. სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება
სსკ-ის 187-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა მოითხოვს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა არსებობდეს, უნდა დადგინდეს, რომ დანაშაულის საგანი არის ნივთი, ის არის სხვისი და ის დაზიანდა ან განადგურდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-149-ე მუხლების თანახმად, საცხოვრებელი სახლი, ტანსაცმელი, ლეიბები, ბალიშები, საბნები, მაგიდა, საწოლი წარმოადგენს ნივთს. ის, რომ აღნიშნული არ ეკუთვნის ბრალდებულს და ის სხვისი საკუთრებაა, დასტურდება მოწმეების: ნ-------------, ფ---------------ას, ე-------------ას ჩვენებებით, ბრალდებულის ჩვენებით. ნივთის დაზიანება გულისხმობს ქონების თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ნივთის განადგურებისას ნივთი ფაქტობრივად ისპობა. ნივთის დაზიანების შემთხვევაში, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტისა და სხვა საშუალებით.
ბრალდებულ ბ------------ს მიერ ნ------------- ტანსაცმლის, ასევე ფ---------------ას ლეიბების, ბალიშების, საბნების განადგურება და ფ---------------ას კუთვნილი მაგიდის, საწოლის, საცხოვრებელი სახლის ოთახების დაზიანება მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმე ე-------------ას, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გაანადგურა დაზარალებულების კუთვნილი ტანსაცმელი, საბნები, ბალიშები, ლეიბები და დააზიანა მაგიდა, საწოლი, სახლის ოთახები.
2.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშნველოვანი ზიანის მიყენება. მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას კანონმდებელი განმარტავს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან ზიან გამოხატავს განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ქონების დაზიანების შედეგად მის მესაკუთრეს მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, აუცილებელია ქონების შეფასება, რაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და სასაქონლო ექსპერტიზას.
ბრალდებულის მიერ ქონების განადგურების შედეგად დაზარალებულებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების ქონების დაზიანების და განადგურების შედეგად დაზარალებულებს მიადგათ 150 ლარზე მეტი ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით შეუძლებელია კონკრეტული ზიანის ოდენობის ზუსტი დადგენა, ვინაიდან დაზარალებულების მიერ დასახელებული თანხები არ ემთხვევა ექსპერტის მიერ დადგენილ თანხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უშუალოდ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ საქმეში არის მხოლოდ თითო მტკიცებულება - თავად დაზარალებულების მიერ სიტყვიერად შეფასებული საკუთარი ნივთები, რაც არ არის საკმარისი კონკრეტული ფაქტების დასადგენად. ამდენად, ერთი მხრივ, საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა კონკრეტული ზიანის ოდენობის დასადგენად, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვროს, თუ რა ოდენობით ზიანი განიცადა ერთმა ან მეორე დაზარალებულმა, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ჩვენებები და ექპსერტიზის დასკვნა საკმარისია დასკვნისათვის, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, რის გამოც სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაცია სწორია და კონკრეტული ზიანის ოდენობის განუსაზღვრელობა აღნიშნულ კვალიფიკაციას არ ცვლის.
2.3. ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა სხვისი ქონების განადგურება ან დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.
ის, რომ ბრალდებულმა ბ------------მ ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა და დააზიანა დაზარალებულების კუთვნილი ნივთები, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის, მოწმე ე-------------ას, დაზარალებულების: ნ------------- და ფ---------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა და დააზიანა დაზარალებულების ნივთები.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი აწესებს სასჯელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ბ------------მ ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბ------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ბ------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის ორი წევრის მიმართ, ნასვამ მდგომარეობაში, ქმედების ჩადენა მიუხედავად მცირე ხნით ადრე მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე სამართლებრივი რეაგირებისა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (დაზარალებულებთან კონფლიქტი), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის 2 წევრის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა შემთხვევის ადგილზე დაბრუნების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მცირე ხნით ადრე განხორციელებული მუქარისა და ძალადობის გამო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები გამოცხადდნენ), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (საწოლსა და მაგიდაზე ტანსაცმელსა და ლეიბებზე ცეცხლის წაკიდება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ნივთების ნაწილის განადგურება, ხოლო ნაწილის - დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით გამოკვეთილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოკვეთილი საფრთხეებისა და გარემოებების გათვალისწინებით: კერძოდ, დაზარალებულებთან ბრალდებულის კონფლიქტი არ ცხრება, პირიქით, უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს, საქმის მასალებთ არ იკვეთება მცდელობა დაზარალებულებთან შერიგების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი ქმედების ჩადენა ერთბაშად ორი პირის მიმართ, ვისზე ზრუნვაც ბრალდებულს ევალება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების აუცილებლობა, დაზარალებულების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულზე ზემოქმედების აუცილებლობა, რათა განიმსჭვალოს სხვისი უფლებების პატივისცემის, მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისგებლობის გრძნობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება პირობითი მსჯავრის პირობებში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია 3 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება, არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა. ასეთ შემთხვევებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც დანაშულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაშიც უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და ნამწვის ნიმუში, როგორც ნივთები, რომლებსაც რაიმე ღირებულება არ აქვს, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
ბ------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018-–-–------------დან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მოხდეს ნივთმტკიცება სანადირო გლუვლულიანი თოფის და ხუთი ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაცია; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ნამწვის ნიმუში განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია