გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210918002359353
N2/949-18
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის
დაბრუნების შესახებ
22 მარტი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
განმცხადებელი - შპს ,,მოგო”
წარმომადგენელი - ლეილა მაღლაკელიძე;
მოპასუხე - ლ--–- ი-----ძე;
დავის საგანი - გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 20 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,მოგოს” წარმომადგენელმა ლეილა მაღლაკელიძემ. განმცხადებლის წარმომადგენელმა მოითხოვა შპს „მოგოს“ დაუბრუნდეს ლ--–- ი-----ძის სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ერთი ერთეული ავტომანქანა MITSUBISHI, მოდელი: AIRTREK, VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1997, ფერი რუხი 1\8, რეგისტრაციის ნომერი HH-------.
განმცხადებლის მითითებით
შ.პ.ს ,,მოგოსა’’ და ლ--–- ი-----ძის შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის № FL24082017\0123 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.
აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,მოგომ’’, მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსანტრანსპორტო საშუალება, კერძოდ: MITSUBISHI, მოდელი: AIRTREK, VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1997, ფერი რუხი 1\8, რეგისტრაციის ნომერი HH------- - 4870 ლარად. აღნიშნული ავტოსანტრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით.
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხა განისაზღვრა - 4870 ლარის ოდენობით, თვეში 5,50%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა-2019 წლის 24 აგვისტომდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 370,29 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ერთჯერადი-20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სანტრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5%-ის ოდენობით.
მოპასუხემ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ლიზინგის საგნის დაბრუნება.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097 მუხლების შესაბამისად, განიხილა შპს ,,მოგოს” განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) სასამართლოს დასახელება; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) ვალდებულება, რომლის საფუძველზედაც წაყენებულია მოთხოვნა; ე) წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
შპს ,,მოგოს” განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობის და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ა) 2016 წლის 12 თებერვლის ლიზინგის ხელშეკრულება, ბ) დავალიანების შესახებ ცნობა; გ) ნასყიდობის ხელშეკრულება; დ)რეგისტრაციის მოწმობა; ე) შეწყვეტის წერილი და საფოსტო შეტყობინება; ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის პრაკტიკული რეკომენდაციები; ზ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან თ) მინდობილობა; ი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის მოთხოვნებს.
ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 3 იანვრის ლიზინგის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,მოგოს”, როგორც ლიზინგის გამცემსა, და ლ--–- ი-----ძეს როგორც ლიზინგის მიმღებს, შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის საგანს წარმოადგენდა - ერთი ერთეული ავტომანქანა MITSUBISHI, მოდელი: AIRTREK, VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1997, ფერი რუხი 1\8, რეგისტრაციის ნომერი HH-------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ლიზინგის საზღაურის და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მოგოს” წარმომადგენლის ლეილა მაღლაკელიძის მიერ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
განმცხადებლის მიერ განცხადებაზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 115.90 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–- ი-----ძეს შპს ,,მოგოს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 73,05 ლარის გადახდა განმცხადებლის მიერ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 3091-3097 მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შპს ,,მოგოს” წარმომადგენლის განცხადება ლ--–- ი-----ძის მიმართ, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ, ბრძანების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,მოგოს” დაუბრუნდეს ლ--–- ი-----ძის მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგანი -ერთი ერთეული ავტომანქანა MITSUBISHI, მოდელი: AIRTREK, VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1997, ფერი რუხი 1\8, რეგისტრაციის ნომერი HH-------.
3. ლ--–- ი-----ძეს შპს ,,მოგოს” სასარგებლოდ დაეკისროს 73,05 ლარის გადახდა განმცხადებლის მიერ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. N11) მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე