განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
140100117002354311
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002354311

საქმე №1/448-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 13 “ თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი- მ-------–---–ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- შ--–-–---–ის,ბრალდებულ ჯ------- ა–--------–---–ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ჯ------- კ----ს-ძე ა–--------–---–ის (დაბადებული 1995 წლის 30 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ გორში, თ---------------------------–--------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2017 წლის 25 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №011250917002 საქმეზე, ლ---–- მ------–----–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.

 

სიხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სავარაუდო ჩადენისათვის ჯ------- ა–--------–---–ი ბრალდებულად დაკავე-ბულ იქნა 2017 წლის 25 სექტემბერს. 2017 წლის 26 სექტემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა პატიმ-რობა.

 

კერძოდ, ჯ------- ა–--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ------- ა–--------–---–ის ქმედება გამო-იხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ------- ა–--------–---–მა ქალაქ გორში, ს----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს - ლ---–- მ------–---–ს ხელი ძლიერად მოუჭირა სახესა და ცხვირზე, რის გამოც ლ---–- მ------–---–მა ვეღარ შეძლო სუნთქვა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ, რაც ლ---–- მ------–----–ი შეეცადა მისგან თავის დაღწევას, ჯ------- ა–--------–---–მა მას ასევე სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის გამოც ლ---–- მ------–---–მა აგრეთვე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ჯ------- ა–---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ჯ------- ა–--------–---–მა აჩვენა, რომ ლ---–- მ------–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელთან ერთად ცხოვრობდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მეუღლესთან მოუხდა შელაპარაკება, რის გამოც დაშორდნენ ერთმანეთს. 2017 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, შერიგების მიზნით იგი მივიდა ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ლ---–- მ------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, დაე-ლოდა მას და, როდესაც მისი მეუღლე შევიდა სადარბაზოში, დაეწია მეორე სართულზე და სთხოვა დალაპარაკება, რაზეც ლ---–- მ------–---–მა განუცხადა, რომ მისთვის თავი დაენებებინა. აღნიშნულის გამო შეკამათდნენ და ლ---–- მ------–---–მა დაიწყო ყვი-რილი. ჯ------- ა–--------–---–მა შეაგინა მას და წავიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმავე ღამით დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მისივე განმარ-ტებით, ლ---–- მ------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია, (2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:30:45-15:40:32).

 

დაზარალებულმა ლ---–- მ------–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა ბრალდებუ-ლის, როგორც ახლო ნათესავის, მიმართ ჩვენების მიცემაზე, (2018 წლის 12 იანვრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:13:20-14:14:42).

 

დასკვნით სიტყვაში სახელმწიფო ბრალმდებელმა ი- მ-------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, ვინაი-დან სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, მათ შორის - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულის მიერ გამომძიებლი-სათვის მიწოდებული ინფორმაცია, ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ჯ------- ა–--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა იშუამდგომლა, რომ ჯ------- ა–--------–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს სასჯელი მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, (2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:43:00-15:59:15, რეპლიკა: 16:14:50 -16:20:50).

 

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარდგენისას ბრალდებულის ადვოკატმა ნ---- შ---–-–---–მა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ ჯ------- ა–--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულე-ბით პირდაპირ არ დასტურდება მისი ბრალეულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა იშუამდგომლა ჯ------- ა–--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩე-ნის დადგენა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:59:20-16:14:42; რეპლიკა - 16:20:54-16:23:05).

 

სასამართლომ შეაფასა რა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, აგრეთვე - მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში ჯ------- ა–--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ჯ------- ა–--------–---–ის ბრალდების საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ნომერზე „112“ შესული ქ------- ვ---–---–ის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლ---–- მ------–---–ის მიმართ ხორციელდება ოჯახში ძალადობა, კერძოდ - მას სცემა ყოფილმა მეუღლემ, (ს.ფ. 1, 2).

 

სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ქ------- ვ---–---–მა დაადასტურა, რომ მან დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ამასთანავე, მოწმემ ფაქტობრივად უარყო მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ის გარემოება, რომ მან შეტყობინება გააკეთა ლ---–- მ------–---–ის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ქ------- ვ---–--მა აჩვენა, რომ დაზარალებული ლ---–- მ------–---–ი არის მისი შვილის - ნ---- ტ-----–---–-- მეგობარი და ცხოვრობს მათ მეზობლად ქ. გორში, ს----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. 2017 წლის 25 სექტემბერს ლ---–- მ-------–---–ი იმყოფებოდა მის სახლში, საიდანაც გავიდა დაახლოებით 02:00 საათზე. ლ---–- მ------–---–ის გასცვლიდან ცოტა ხანში შემოესმა მისი ყვირილის ხმა და გაიგონა, რომ იგი ითხოვდა შველას. მან დაუყოვნებლივ დარეკა 112-ის სამსახურში და განაცხადა, რომ გოგონას ესაჭიროებოდა დახმარება, რის შემდეგაც გავიდა გარეთ, დაინახა სადარბაზო-დან გამოსული ჯ------- ა–--------–---–ი, რომელიც მას მიესალმა და წავიდა. აგრეთვე ნახა ლ---–- მ------–---–იც, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა, მაგრამ არ ახსოვს, უთხრა თუ არა მას ლ---–- მ------–---–მა, რომ ჯ------- ა–--------–---- ხელი დაარტყა, (2017 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:36:50-15:02:15).

 

მოწმე ნ---- ტ-----–---–-- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს ლ---–- მ------–---–ი იმყოფებოდა მასთან სტუმრად და თავის სახლში წავიდა დაახლოებით 02:00 საათზე. ლ---–- მ------–---–ის წასვლიდან რამდე-ნიმე ხნის შემდეგ შემოესმა მისი ყვირილი, კერძოდ გაიგონა, რომ იგი ითხოვდა შველას და ვიღაცას ეუბნებოდა, მისთვის თავი დაენებებინა. ყვირილზე გარეთ გავიდა დედა-მისი ქ------- ვ---–---–ი, თვითონ კი დარჩა სახლში და არაფერი დაუნახავს, მხოლოდ ლ---–- მ------–---–ისაგან შეიტყო, რომ ჯ------- ა–--------–---–ი მას დახვდა სადარბა-ზოსთან და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, (2018 წლის 24 ი-ნვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:23:34-13:50:30).

 

სასამართლოში დაკითხვისას, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ--–-- ქ-----–-–---–მა აჩვენა, რომ გორის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ჯ------- ა–--------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის - ლ---–- მ------–---–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - დაკითხა დაზარალებული ლ---–- მ------–---–ი, რომელმაც აჩვენა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს ჯ------- ა–---------–---–ი მას დახვდა მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი ააფარა პირზე და დაარტა სახის არეში. დაზარალე-ბულმა აგრეთვე მიუთითა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი მისამართი, რის შემდეგაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - გ------ ზ-------სა და ზ---- დ--------–--ის მიერ ჯ------- ა–--------–---–ი დაკავებულ იქნა, (2018 წლის 12 ი-ნვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:49:15-14:12:39).

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბ-ნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - გ------ ზ-------მ და ზ---- დ--------–--ემ. კერძოდ მათ დაადასტურეს, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულე-ბისას მიიღეს შეტყობინება ქალაქ გორში, ს----–--------------ში ლ---–- მ------–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ - ჯ------- ა–--------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ ლ---–- მ------–---–ის მიერ დასახელებულ მისამართზე, სადაც ბრალდებულად დააკავეს ჯ------- ა–--------–---–ი, (2017 წლის 12 დეკემბრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი, მოწმე გ------ ზ-------ს ჩვენება - აუდიოჩანაწერი: 15:01:02-15:08:41; მოწმე ზ---- დ---------–---- ჩვენება 14:40:44 – 15:00:37).

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით - არასრულწლოვან ქ---- ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმით აგრეთვე დასტურდება, რომ ქ---- ვ---–---–ი არ არის ჯ------- ა–--------–---–ისათვის ბრალად შერაცხული ფაქტის თვითმხილველი და მან ლ---–- მ------–---–ის მიმართ განხორცი-ელებული ძალადობის შესახებ იცის მხოლოდ თვით ლ---–- მ------–---–ისა და ქ------- ვ---–---–ის გადმოცემით, (ს.ფ. 35-37).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „2017 წლის 25 სექტემბერს, 13:45 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის ლ---–- მ------–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექ-ტური ნიშნები არ აღენიშნება... იმ მოტივით, რომ სხელზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ლ---–- მ------–---–მა ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა... შესამოწმებლის გადმოცემით: „2017 წლის 25 სექტემბერს ჯ------- ა–--------–---–მა მოკიდა ხელი და შეაჯანჯღარა“. დარტყმითი სახის რაიმე ფიზიკურ ზემოქმედებას უარყოფს...“ (ს.ფ. 61-63).

 

ამდენად დადგენილია, რომ მოწმეების: ქ------- ვ---–---–ის, ნ---- ტ-----–---–--, შ--–-- ქ-----–-–---–ის, გ------ ზ-------ს, ზ---- დ--------–--ის ჩვენებები, აგრეთვე - არასრულ-წლოვან ქ---- ვ---–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება მხოლოდ სხვა პირის - ძირითადად დაზარალებულად ცნობილ ლ---–- მ------–---–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან არც ერთი მათგანი სავარაუდო დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი არ არის. შესაბამისად - ეს ჩვენებები წარმოადგენს მოწმის ირიბ ჩვენებებს.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში არ არსე-ბობს სხვა პირდაპირი მტკიცებულებაც, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი-ზის დასკვნით უარყოფილია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობა, ხოლო იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებული ლ---–- მ------–---–ი უარს აცხადებს დანაშა-ულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების დროს დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო ვერ მიიღებს ჯ------- ა–--------–---–ის ბრალდების დამადას-ტურებელ უტყუარ და ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ”...გამამ-ტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებუ-ლის სასარგებლოდ”;

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის (მეორე წინადადება) შესაბა-მისად, ”გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთან-ხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივ-რულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. ამასთან, საქართველოს საკონსტი-ტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქართვე-ლოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მითითებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალის-წინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსა-ზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძ-ველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას;

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების (სამოტივაციო ნაწილი) მიხედვით, სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრა-ვალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადე-ბულიყო;

ამდენად, დამნაშავედ პირის ცნობისათვის აუცილებელია შინაარსობრივად ერთმანეთ-თან შეთანხმებულ და უთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებიც არ იწვევს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ. მოცე-მულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები ძირითადად წარმოადგენს არაპირდაპირ მტკიცებულე-ბებს, მათ შორის - მოწმეთა ირიბ ჩვენებებს იმ პირის მიერ გავრცელებულ ინფორმა-ციაზე მითითებით, რომელმაც თვითონ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

 

ერთობლიობაში ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილია ხშირ შემთხვევაში ურთი-ერთგამომრიცხავი ფაქტები და გარემოებები და არც ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელითაც უტყუარად დასტურდება ჯ------- ა–--------–---–ის ბრა-ლეულობა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ჯ------- ა–--------–---–ის ბრალეუ-ლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც ჯ------- ა–--------–---–ი უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ------- კ----ს-ძე ა–--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. ჯ------- ა–--------–---–ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბა-ზიდან;

 

3. ჯ------- ა–--------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებ-ლივ აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი